პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
14-20 აპრილის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: ყურადღება გამახვილებულია კომფორტზე, ჰარმონიასა და ფიზიკურ სიამოვნებაზე
14-20 აპრილის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: ყურადღება გამახვილებულია კომფორტზე, ჰარმონიასა და ფიზიკურ სიამოვნებაზე

ეს არის ინ­ტენ­სი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის კვი­რა. ენერ­გე­ტი­კუ­ლი დი­ნა­მი­კა მკვეთ­რად იც­ვლე­ბა, მო­აქვს ახა­ლი იმ­პულ­სე­ბი მოქ­მე­დე­ბის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და ში­ნა­გა­ნი სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თვის. მერ­კუ­რი ვერ­ძში გა­და­დის, მარ­სი - ლომ­ში, მზე კი - კუ­რო­ში. კუ­რო­ე­ბო, აქვე მო­გი­ლო­ცავთ მზის თქვენს ნი­შან­ში გად­მოს­ვლას. ახლა თქვე­ნი დროა. გა­აქ­ტი­ურ­დით სა­სურ­ვე­ლის მი­საღ­წე­ვად.

ახლა კი გან­ვი­ხი­ლოთ თი­თო­ე­უ­ლი მოვ­ლე­ნა დე­ტა­ლუ­რად, რათა ვი­ცო­დეთ, რა გვე­ლო­დე­ბა და რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ:

16 აპ­რილს მერ­კუ­რი, ჩვე­ნი აზ­როვ­ნე­ბი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პლა­ნე­ტა, ცე­ცხლო­ვან და აქ­ტი­ურ ვერ­ძში შე­დის. მე­ოც­ნე­ბე თევ­ზებ­ში ყოფ­ნის შემ­დეგ, მერ­კუ­რი ვერ­ძში იწყებს მოკ­ლედ, მკვეთ­რად, გა­სა­გე­ბად სა­უ­ბარს. აზ­როვ­ნე­ბის პრო­ცე­სე­ბი ჩქარ­დე­ბა, ჩნდე­ბა ახა­ლი იდე­ე­ბი, მონ­დო­მე­ბა, მზად­ყოფ­ნა სპონ­ტა­ნუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად. შეძ­ლებთ დიდი ხნის პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რას და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებთ ურ­თი­ერ­თო­ბებს.

18 აპ­რილს მარ­სი, აქ­ტი­ვო­ბი­სა და ნე­ბის­ყო­ფის პლა­ნე­ტა, გა­და­დის ლო­მის ნი­შან­ში. მოქ­მე­დე­ბე­ბი უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, ვნე­ბი­ა­ნი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ხდე­ბა. ლომ­ში მარ­სი თავს კარ­გად გრძნობს. ეს არის მა­მა­ცი რა­ინ­დის ენერ­გია, რო­მელ­საც არ ეში­ნია იყოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. იქ­ნე­ბა დრა­ი­ვი, იქ­ნე­ბა სცე­ნა, იქ­ნე­ბა აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­დე­ბა კი­თხვე­ბი თვით­შე­ფა­სე­ბის, ლი­დე­რო­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ.

ამას­თან, 18 აპ­რი­ლი­დან ყა­ლიბ­დე­ბა მარ­სი­სა და პლუ­ტო­ნის და­პი­რის­პი­რე­ბა (ზუს­ტი ას­პექ­ტი იქ­ნე­ბა 26 აპ­რილს), რო­მე­ლიც იძ­ლე­ვა სა­ხი­ფა­თო და დესტრუქ­ცი­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებს, მზარდ სამ­ხედ­რო და პო­ლი­ტი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას . 18 აპ­რი­ლი­დან თვის ბო­ლომ­დე ფონი სა­გან­გა­შოა, მარსსა და პლუ­ტონს შო­რის ასე­თი და­პი­რის­პი­რე­ბა უკვე იყო 2024 წლის დე­კემ­ბრის ბო­ლოს და გა­იხ­სე­ნეთ, რა ხდე­ბო­და ამ პე­რი­ოდ­ში თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, გარ­შე­მო, ზო­გა­დად სამ­ყა­რო­ში.

20 აპ­რილს მზე, ჩვე­ნი სა­სი­ცო­ცხლო ენერ­გი­ის მთა­ვა­რი წყა­რო, ერთი თვით გა­და­დის კუ­რო­ში. კურო ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია სტა­ბი­ლუ­რო­ბა­სა და პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა­ზე. ჩქა­რი ვერ­ძის შემ­დეგ დგე­ბა სტა­ბი­ლუ­რო­ბის, და­მი­წე­ბის და მარ­ტი­ვი სი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის მი­ღე­ბის პე­რი­ო­დი. ახლა ყუ­რა­დღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია კომ­ფორტზე, ჰარ­მო­ნი­ა­სა და ფი­ზი­კურ სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე. მზე კუ­რო­ში ამ­ბობს: "შე­ა­ნე­ლე, ისი­ა­მოვ­ნე, დატ­კბი". ეს არის იმ­პულ­სი­დან ხა­რისხზე გა­დას­ვლის და მყა­რი სა­ფუძ­ვლის შექ­მნის დრო.

ბედ­ნი­ერ კვი­რას გი­სურ­ვებთ!

14-20 აპრილის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: ყურადღება გამახვილებულია კომფორტზე, ჰარმონიასა და ფიზიკურ სიამოვნებაზე

14-20 აპრილის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: ყურადღება გამახვილებულია კომფორტზე, ჰარმონიასა და ფიზიკურ სიამოვნებაზე

ეს არის ინტენსიური ცვლილებების კვირა. ენერგეტიკული დინამიკა მკვეთრად იცვლება, მოაქვს ახალი იმპულსები მოქმედების, კომუნიკაციისა და შინაგანი სტაბილურობისთვის. მერკური ვერძში გადადის, მარსი - ლომში, მზე კი - კუროში. კუროებო, აქვე მოგილოცავთ მზის თქვენს ნიშანში გადმოსვლას. ახლა თქვენი დროა. გააქტიურდით სასურველის მისაღწევად.

ახლა კი განვიხილოთ თითოეული მოვლენა დეტალურად, რათა ვიცოდეთ, რა გველოდება და როგორ უნდა მოვიქცეთ:

16 აპრილს მერკური, ჩვენი აზროვნებისა და კომუნიკაციის პლანეტა, ცეცხლოვან და აქტიურ ვერძში შედის. მეოცნებე თევზებში ყოფნის შემდეგ, მერკური ვერძში იწყებს მოკლედ, მკვეთრად, გასაგებად საუბარს. აზროვნების პროცესები ჩქარდება, ჩნდება ახალი იდეები, მონდომება, მზადყოფნა სპონტანური გადაწყვეტილების მისაღებად. შეძლებთ დიდი ხნის პრობლემების გადაჭრას და გააუმჯობესებთ ურთიერთობებს.

18 აპრილს მარსი, აქტივობისა და ნებისყოფის პლანეტა, გადადის ლომის ნიშანში. მოქმედებები უფრო თავდაჯერებული, ვნებიანი და შემოქმედებითი ხდება. ლომში მარსი თავს კარგად გრძნობს. ეს არის მამაცი რაინდის ენერგია, რომელსაც არ ეშინია იყოს ყურადღების ცენტრში. იქნება დრაივი, იქნება სცენა, იქნება აპლოდისმენტები. მნიშვნელოვანი გახდება კითხვები თვითშეფასების, ლიდერობისა და საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ.

ამასთან, 18 აპრილიდან ყალიბდება მარსისა და პლუტონის დაპირისპირება (ზუსტი ასპექტი იქნება 26 აპრილს), რომელიც იძლევა სახიფათო და დესტრუქციულ სიტუაციებს, მზარდ სამხედრო და პოლიტიკურ დაპირისპირებას . 18 აპრილიდან თვის ბოლომდე ფონი საგანგაშოა, მარსსა და პლუტონს შორის ასეთი დაპირისპირება უკვე იყო 2024 წლის დეკემბრის ბოლოს და გაიხსენეთ, რა ხდებოდა ამ პერიოდში თქვენს ცხოვრებაში, გარშემო, ზოგადად სამყაროში.

20 აპრილს მზე, ჩვენი სასიცოცხლო ენერგიის მთავარი წყარო, ერთი თვით გადადის კუროში. კურო ფოკუსირებულია სტაბილურობასა და პრაქტიკულობაზე. ჩქარი ვერძის შემდეგ დგება სტაბილურობის, დამიწების და მარტივი სიამოვნებების მიღების პერიოდი. ახლა ყურადღება გამახვილებულია კომფორტზე, ჰარმონიასა და ფიზიკურ სიამოვნებაზე. მზე კუროში ამბობს: „შეანელე, ისიამოვნე, დატკბი“. ეს არის იმპულსიდან ხარისხზე გადასვლის და მყარი საფუძვლის შექმნის დრო.

ბედნიერ კვირას გისურვებთ!