13 ოქტომბრის იუბილარი

13 ოქტომბრის იუბილარი

ოქტომბერი თანამედროვე კალენდრით მეათე, ხოლო ძველრომაული კალენდრის მიხედვით მერვე თვეა. მისი სახელწოდებაც სწორედ აქედან მოდის (ლათ. Octo - რვა). ასტროლოგიური კუთხით ოქტომბრის თვეს ორი ზოდიაქოს ნიშანი „იყოფს“ - ჰარმონიული, სილამაზისა და ესთეტიკის მოყვარული სასწორი და დესტრუქციული, პრინციპული და რთული მორიელი, რომელიც სხვათა შორის ზოდიაქოს მერვე ნიშნად გახლავთ მიჩნეული, რაც სრულიად შეესიტყვება ოქტომბრის ძველრომაულ პერსონიფიკაციას. ზოგადად რვიანი ხომ ტრანსფორმაციისა და გარდასახვის ენერგეტიკის მქონე რიცხვად გახლავთ მიჩნეული ნუმეროლოგიაში.

როგორია 13 ოქტომბერს დაბადებული ადამიანი

13 ოქტომბერს დაბადებული ადამიანები მიზანმიმართულობითა და პრინციპული ხასიათით გამოირჩევიან. მათი უმრავლესობა წარმატებით ახერხებს გაიკეთოს ბრწყინვალე კარიერა და ამაში მათ ხშირად ეხმარება ცივი გონებით აზროვნების უნარი.