სამშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 02:42-ზე, მთვარე ვერძშია
ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, - აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. სუსტი წერტილია ყურები: მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას. კარგია დიეტა. მიირთვით ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული პროდუქტი.
ვერძი
თუ დღეს იჩხუბეთ, კონფლიქტი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. მოერიდეთ ფუნდამენტური საკითხების განხილვას. გაატარეთ დღე თქვენი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში - ეწვიეთ მშობლებს, ესაუბრეთ თქვენს შვილებს ან წადით რომანტიკულ პაემანზე თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად.
კურო
განსაკუთრებით ჰარმონიული იქნება დღეს მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობა. თუ გადადებული გქონდათ მნიშვნელოვანი საუბარი ვინმესთან დღეს დაეკონტაქტეთ. ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა ყველა საკითხის მოსაგვარებლად და საერთო გადაწყვეტილებამდე მისასვლელად, რომელიც ორივე მხარეს მოეწონება.
ტყუპი
დღეს განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ფინანსურ საკითხებში და ხელმოწერამდე ყურადღებით წაიკითხეთ დოკუმენტები. თუ ამ დღეს შეცდომას დაუშვებთ, ფულის პრობლემებში დიდი ხნით გადავარდებით ვალებში.
კირჩხიბი
დღეს ნუ იტყვით უარს მოწვევაზე ან სხვა ხალხმრავალ ღონისძიებებზე დასწრებაზე. ამ დღეს გექნებათ საშუალება გაიცნოთ გავლენიანი ადამიანები და დაამყაროთ კონტაქტი მათთან, ვინც დაგეხმარებიან შემდგომ დაწინაურებაში ან თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში.
ლომი
კარგი დღეა ფინანსური ტრანზაქციებისთვის, მანქანის, უძრავი ქონების შესაძენად. ასევე წარმატები მოაგვარებთ დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. ვიზიტი სამთავრობო უწყებებში წარმატებული იქნება, ყველა საკითხი სწრაფად და დაუყოვნებლად მოგვარდება.
ქალწული
სამსახურის საქმეებში შეფერხება არ გელით, იდეალურად გაართმევთ თავს ყველა ვალდებულებას. მარტოხელა ნიშნებმა მიმოიხედეთ ირგვლივ – ვიღაც გაქცევთ ყურადღებას, მაგრამ, თქვენი გულგრილობის დანახვისას, გრძნობების გამოხატვას ვერ ბედავს. ხოლო თუ უკვე ხართ ურთიერთობაში, მეტი დრო უნდა დაუთმეთ თქვენს მეორე ნახევარს.
სასწორი
მოემზადეთ მეგობრების ან ნათესავების მოულოდნელი ვიზიტისთვის. და მიუხედავად იმისა, რომ ამ დღეებში არ ხართ მიდრეკილი კომუნიკაციისკენ, შეეცადეთ იყოთ მეგობრული და სტუმართმოყვარე, ნუ გამოიჩენთ უკმაყოფილებას. გარდა ამისა, რუტინისგან დასვენება სასარგებლოც კი იქნება.
მორიელი
დღე დატვირთული გექნებათ საქმიანი შეხვედრებით, მიმოწერით, მაგრამ ნუ დაივიწყებთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ეწვიეთ სპორტდარბაზს, აუზს. აგარეთვე კარგი იქნება სამედიცინო პროცედურების ჩატარება და ექიმებთან კონსულტაცია. ასევე ხელსაყრელი დღეა სილამაზის სალონების მოსანახულებლად.
მშვილდოსანი
არახელსაყრელი დღეა სერიოზული ნაბიჯების გადასადგმელად და საბედისწერო გადაწყვეტილებების მისაღებად. თქვენ არ გაქვთ საკმარისი ინფორმაცია სწორი დასკვნების გამოსატანად და შეცდომის რისკი ძალიან მაღალია. მიეცით საკუთარ თავს საშუალება, რომ კარგად დაფიქრდეთ.
თხის რქა
საქმიანი შეხვედრების დროს იყავით დაკვირვებული. დისკუსის დროს შეიძლება ახალი იდეები დაგებადოთ. დღე ხელსაყრელია ნებისმიერი წყლის პროცედურისთვის. ეს სარგებელს მოუტანს თქვენს ორგანიზმს და გაგიუმჯობესებთ განწყობას.
მერწყული
გადაღლილი ხართ და ძალა არ გეყოფათ რაიმეს გასაკეთებლად, მიეცით საკუთარ თავს დასვენების საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაცია გაუარესდება. ხოლო თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ ან ქრონიკული დაავადება გაგიმძაფრდათ, სასწრაფოდ იმოქმედეთ, ნუ უგულებელყოფთ ორგანიზმის მინიშნებებს.
თევზები
დღეს თქვენთვის განსაკუთრებით წარმატებული იქნება საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა. ეს ეხება არა მხოლოდ პირად ცხოვრებას, არამედ ბიზნესსფეროსაც - მამაკაცებს გაუადვილდებათ საერთო ენის პოვნა ქალ კოლეგებთან, ხოლო ქალბატონები ადვილად აწარმოებენ მოლაპარაკებას მამაკაცებთან, თუნდაც საუბარი გქონდეთ კაპრიზულ კლიენტთან.