13 იანვარს ახალმთვარეობას ველოდებით თხის რქის ზოდიაქოში. ეს არის წლის პირველი ახალმთვარეობა და სასურველია, მას მომზადებული შევხვდეთ, რათა მომდევნო მთვარის თვე და წელიც კი ჩვენი სურვილისამებრ დავგეგმოთ. მოგიმზადეთ ახალმთვარეობის ორკვირიანი პროგნოზი, რომელსაც, სასურველია გაეცნოთ თქვენი ასცენდენტისა და მზის ნიშნის მიხედვით. ბავშვებისთვის პროგნოზი წაიკითხეთ მთვარის მიხედვით. სხვათა შორის, ქალებისთვისაც მნიშვნელოვანია მთვარის პროგნოზი. წაიკითხეთ და ჩაინიშნეთ თქვენთვის აქტუალური მოვლენები.
ვერძი
კარიერის თემა იქნება აქტუალური, მოგინდებათ დაწინაურება, პოპულარობის მოპოვება. ზოგიერთმა შეიძლება იქორწინოს ან მშობელი გახდეს. თუ მარტოხელა ხართ, ახალმთავრეობაზე ჩაიფიქრეთ პირადი ბედნიერება, კარიერული წინსვლა. გამოგიჩნდებათ ადამიანი, რომელიც ფულს დააბანდებს თქვენში და დაეგხმარებათ წინსვლაში. ზოგიერთი წარმატების მწვერვალს მიაღწევს. შეიძლება ბინა იყიდოთ პრესტიჟულ უბანში. ახალმთვარეობაზე დაისახეთ მიზანი, შეადგინეთ წარმატების მისაღწევი გეგმა. ზოგიერთმა შეიძლება პირადი ბიზნესი დაიწყოს ან შეეცვალოს უფროსი. გამორიცხული არაა, მიიღოთ ჯილდო (პრემია) წარსულში შესრულებული საქმისთვის, დაფასდეს თქვენი საქმიანობა და თავადაც საზოგადოებისგან, გავლენიანი ადამიანებისგან დაფასებული გახდეთ.
კურო
მოგინდებათ საზღვარგარეთ მოგზაურობა, უცხო ენის შესწავლა. ზოგიერთი კურო შეიძლება მეორედ დაქორწინდეს ამ გაიგოს, რომ შვილიშვილი ეყოლება. თქვენი წარმატებით დასრულდება სასამართლო საქმეები. მოულოდნელი ცვლილებები დაკავშირებული იქნება შორეულ მგზავრობასთან, ემიგრაციასთან. გამორიცხული არაა, სასიყვარულო ნაცნობობა უცხოელთან. მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, ახალგაცნობილებთან გულახდილი ნუ იქნებით. ზოგიერთმა შეიძლება ტურისტულ ბიზნესში დაიწყოს მუშაობა.
ტყუპი
პარტნიორის ფულით, მისი ენერგიით სარგებლობა გელით. ზოგიერთს ეს ახალმთვარეობა ვნებიანობის მომატებას მოუტანს; შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენი სექსუალური პარტნიორი გახდება. დაწყვილებულებმა მოიწყვეთ რომანტიკული ახალმთვარეობა. მომატებულია კრიზისები, ნუ ილაპარაკებთ პოლიტიკაზე, ფულზე. თუმცა, ზოგიერთმა შეიძლება დივიდენდი, კრედიტი მიიღოს, დახმარება სახელწიფო უწყებიდან. შეიძლება მატერიალური მდგომარეობა შეეცვალოს თქვენს საქმიან ან სასიყვარულო პარტნიორს. უმეტესობა გადაწყვეტს, რომ შვილი იყოლიოს.
კირჩხიბი
სასიყვარულო და საქმიან პარტნიორთან გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება. სურვილი ჩაიფიქრეთ პარტნიორეობაზე. მარტოხელებმა შეიძლება გაიცნოთ საბედო, ან ადამიანი, ვისთანაც სარფიან ხელშეკრულებას გააფორმებთ. პარტნიორთან შეთანხმებულად მოაგვარეთ საკითხები. შეიძლება ზოგიერთმა კირჩხიბმა განაახლოს ურთიერთობა ყოფილ პარტნიორთან ან სულაც დაასრულოს არსებული კავშირი. კარგ შედეგს მოგიტანთ ბიზნესის გახსნა, განსაკუთრებით, კლიენტებთან მუშაობა.
ლომი
ჯანმრთელობა და ყოველდღიური ვალდებულებები გახდება თქვენი მთავარი მიზანი. შეიძლება შეგეცვალოთ კონტაქტები, ვალდებულებები მოგემატოთ ან ახალი სამსახური შემოგთავაზონ. ფრთხილად იყავით, არ გადაიტვირთოთ ფიზიკურად. ზოგადად, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ან შეიძლება ძველი დაავადებების მკურნალობის ახალ ხერხებს მიაგნოთ. იზრუნეთ შინაურ ცხოველებზე, თუ გყავთ ან შეიძლება გახდეთ ოთხფეხა მეგობრის მფლობელი. შეიძლება თქვენს სახლში მოვიდეს ვიღაც, ვისზეც გარკვეული პერიოდი ზრუნვა მოგიწევთ. წაიკითხეთ სრულად