დეკემბერი, მეათე თვეა რომაული კალენდრის მიხედვით (ლათინურად decem — ათი), გრეგორიანული კალენდრით კი მეთორმეტე თვედ ითვლება. მისით სრულდება წელიწადი. იგი გარკვეულწილად შემაჯამებელი თვეა, რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავხედოთ მთელი წლის მანძილზე განვითარებულ მოვლენებს და დასკვნები სწორად გამოვიტანოთ, საიმისოდ რომ მომდევნო წელი გაცილებით უფრო წარმატებული იყოს ჩვენთვის. დეკემბერი ქართული წარმართული კალენდრით — ტირისდენი, ქრისტიანობიდან მომდინარე ხალხური სახელწოდება — ქრისტეშობისთვეა. ასტროლოგიურად ეს თვე ორ, რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს - თავქარიან, ოპტიმისტ, მაწანწალა მშვილდოსანს და ფრთხილ, დაკვირვებულ, კონსერვატორ თხის რქას აერთიანებს. რომელთათვისაც საერთო ხასიათის თვისებად, მიზანსწრაფულობა შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა მიზნისკენ სავალი გზები და მეთოდები ორივესთვის სხვადასხვაა.
როგორია 13 დეკემბერს დაბადებული ადამიანი
13 დეკემბერს დაბადებული ადამიანები ბუნებით უზომოდ ჯიუტები, მიზანსწრაფულები და უკომპრომისოები არიან. ფიცხებსა და კომუნიკაბელურებს, საკმაოდ მყარი ნერვული სისტემა და ლოდინის უნარიც გააჩნიათ. ამიტომ ნებისმიერ მიზანს აღწევენ წარმატებით, რომელსაც ცხოვრებაში დაისახვენ. თუმცა კომპრომისზე წასვლის უუნარობა და არაპროგნოზირებადი ხასიათი, ხშირად ხდება მათთვის გარშემო მყოფებთან გაუგებრობის საწინდარი.