პარტნიორები:

    13 აპრილს დაბადებული ადამიანები ნოვატორები და რეფორმატორები არიან

    13 აპრილს დაბადებული ადამიანები ნოვატორები და რეფორმატორები არიან

    აპრილის ყვავილი თოვლს ტეხავსო – ასე ამბობდნენ ძველად. აპრილში დაბადებული ადამიანებიც, ამ ყვავილის შესაბამისად ჯიუტი, პრინციპული და მიზანსწრაფული ხასიათით არიან გამორჩეულნი. ეს თვე ცეცხლოვანი ვერძისა და მიწის სტიქიის პირველი წარმომადგენლის – კუროს ზოდიაქოს ნიშნებს აერთიანებს. აპრილის ადამიანები, გასაოცარი გამძლეობითა და სიცოცხლის უნარიანობით გამოირჩევიან. სწორედ ამიტომაც შეადარეს ისინი აპრილის ყვავილს – მამაც ყოჩივარდას.

    • როგორია 13 აპრილს დაბადებული ადამიანი

    13 აპრილს დაბადებული ადამიანები ნოვატორები და რეფორმატორები არიან ბუნებით. მათ შორის ბევრი საკუთარი სფეროს პირველაღმომჩენი და პიონერი ევლინება ქვეყანას. თუმცა, ხშირად ისეც ხდება, რომ საზოგადოება ვერ იგებს მათ ნოვატორულ იდეებს და ბევრი მათგანი, გარიყული რჩება ცხოვრების მანძილზე.