13-16 მაისი - მთვარე ლომშია

13-16 მაისი - მთვარე ლომშია

მთვარე ლომში გადავა 13 მაისს 14:41-ზე და დარჩება 16 აპრილამდე

აქტიურია ცეცხლის სტიქია.

მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების, ფლირტის სურვილი, არტისტულობა.

უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება.

გავუფრთხილდეთ გულს.

არ გადაიღალოთ. მიირთვით კალციუმით, კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები.

კარგია ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიშები. ფუტკრის ნაწარმზე დამზადებული კრემების გამოყენება (თუ ალერგია არ გაქვთ).

ახლა მთვარე მზარდია და შეგიძლიათ თმის შეჭრა, რომ მოცულობასა და სიგრძეში სწრაფად გაიზარდოს.

ცუდია ყურების გახვრეტა, ორთქლის აბანო, სახის გაწმენდა. მარილიანი პროდუქტების ჭამა.

მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. გადადეთ ოპერაციები გულსა და ზურგზე. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ. გაამდიდრეთ რაციონი ხილით, მწვანილეულით.

შეალამაზეთ მცენარეები, მოაჭერით ზედმეტი ტოტები და ფოთლები. შეასხურეთ მავნებლების გამანადგურებელი სითხე.

ოთახები თქვენი გემოვნებით გაახალისეთ, გადაადგილეთ ავეჯი, შინ შემოქმედებითი გარემო შექმენით. მეტად მორთეთ და გაამდიდრეთ ინტერიერი.

მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული, წვეულება.