ემოციური მთვარე კირჩხიბის ზოდიაქოს გადის
- მთვარე კირჩხიბში გადავა 13 აპრილის 21:49-ზე და დარჩება 16 აპრილის 06:25-მდე
- მთვარე მზარდია.
- იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა.
- არ გირჩევთ ტყუილის თქმას, წუწუნს.
- ამ დღეებში მომზადებული საჭმელი განსაკუთრებით გემრიელი. სასარგებლოა პურისა და სხვა ფქვილეულის გამოცხობა.
- თუმცა, არც კუჭის გადატვირთვას გირჩევთ. ზოგადად, ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე.
- მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას.
- მოერიდეთ კუჭის გამოკვლევას, ნებისმიერი მანიპულაცია მკერდის და საშვილოსნოს ზონასთან.
- მოამზადეთ საოჯახო სადილი, დაპატიჟეთ ნათესავები.
- შეგიძლიათ სველი წესით დაალაგოთ ბინა.
- ნაყოფიერი დღეა, დარგეთ წყლის მოყვარული და ფოთლოვანი ნარგავები. უხვად მორწყეთ ქოთნის და ღია გრუნტის მცენარეები.