მარტი (ლათ. Martius) გრიგორიანული კალენდრის მესამე თვეა. სახელწოდება ომის რომაული ღვთაების მარსის მიხედვით ეწოდა, რომელიც იმ დროს ასევე გაზაფხულისა და მიწათმოქმედების ღმერთად ითვლებოდა. იანვრისა და თებერვლის დამატებამდე მარტი იყო კალენდრის პირველი თვე. მარტის ძველქართული სახელწოდებაა მირკანი. მარტის თვე ორ რადიკალურად განსხვავებული ბუნების ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს - თევზებს და ვერძს. თევზები სენსიტიური, რბილი, დამყოლი ნიშანია. ვერძი კი შემტევი, აქტიური და გარკვეულწილად აგრესიული.
12 მარტს დაბადებულ ადამიანებს, გააჩნიათ საკმარისი ნებისყოფა საიმისოდ, რომ ცხოვრებისეული სირთულეები ღირსეულად გადალახონ. ისინი მრავალმხრივები, ნიჭიერები და ცნობისმოყვარეები არიან. ხშირად რამდენიმე საქმე, ჰობი ან პროფესია გააჩნიათ და იშვიათად ახერხებენ, მხოლოდ ერთ კონკრეტულ სფეროში მოღვაწეობას დასჯერდნენ.