ავტორი:

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ვერძი

ამ დღეს პარტნიორთა შეთავაზებებმა ან სარისკო ოპერაციამ შეიძლება ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. საჯარო სექტორის თანამშრომლებს ვურჩევთ, უფრო ფრთხილად და ყურადღებით მოეკიდონ თავიანთ მოვალეობებს - მოსალოდნელია არასწორი ინფორმაცია ან ურთიერთობაში პრობლემები. ახალმა ამბავმა შეიძლება გეგმების შეცვლა ან დაწყებული საქმის მიტოვება გაიძულოთ. ბანქოს თამაში სიზმარში უსიამოვნებებს ნიშნავს.

კურო

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის, აქტიური დასვენებისა და გართობისთვის. ეცადეთ, შინაგანი კომფორტი შეინარჩუნოთ და ყველაფერში ზომიერება შეინარჩუნოთ. კურო ქალებს რომანტიკულ შეხვედრა ან სასიხარულო ცნობა ელით. კურო მამაკაცებმა ფულის დაუფიქრებელი ხარჯვისგან თავი უნდა შეიკავონ. ერიდეთ ცხოველური საკვების მიღებას.

ტყუპები

დაძაბული დღეა, თუმცა წარმატებული იქნება, თუ წინასწარ დაგეგმავთ. გირჩევთ, საქმიანი შეხვედრა დღის პირველ ნახევარში მოაწყოთ, რადგან მეორეში შეიძლება, სწორი გადაწყვეტილება ვერ მიიღოთ. არასწორი ინფორმაციის შედეგად მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება, ფინანსური ზარალი გამოიწვიოს. გირჩევთ, უფრო მეტად დაეყრდნოთ ინტუიციას და საღ აზრს. ყველა ღონე იხმარეთ შესაძლო დანაკარგების შესამცირებლად.

კირჩხიბი

ეცადეთ, ყველა საქმეში სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ. მხოლოდ იღბლის იმედად ნუ იქნებით და ეცადეთ, მიზნების მისაღწევად ყველაფერი გააკეთოთ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის წევრებს და შვილებს. მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული დაავადებები.

ლომი

მძიმე დღეა, რომელსაც პირად ურთიერთობებში გაუგებრობები ან პროფესიული საქმიანობის სფეროში შეცდომები ახლავს. საჯარო მოხელეები უფრო ფრთხილად უნდა მოეკიდონ თავიანთ მოვალეობებს - მოსალოდნელია არასწორი ინფორმაცია ან კოლეგებთან ურთიერთობაში პრობლემები. უსიამოვნო ამბებმა შეიძლება, გეგმების შეცვლა ან დაწყებული საქმის მიტოვება გაიძულოთ.

ქალწული

დაძაბული და პრობლემებით სავსე დღეა. სავარაუდოდ, ის გრძელვადიან ცხოვრებისეულ გეგმებში მნიშვნელოვანი ცვლილებებით დაგამახსოვრდებათ. უსიამოვნებების მიუხედავად, ხშირად გაიღიმეთ და თქვენს ცხოვრებაში სასიამოვნო ემოციებისთვის მეტი ადგილი დარჩება. ეცადეთ, ახლობელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. თამამად გამოხატეთ სიყვარული და პატივისცემა გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ.

სასწორი

ეს დღე წარმატებული იქნება, თუ დილიდან განსაზღვრავთ სამოქმედო გეგმასა და ქცევის ტაქტიკას. გარკვეული ყოყმანისა და დაბნეულობის მიზეზი შეიძლება არასწორი ინფორმაცია ან უცხო ადამიანის გავლენა გახდეს. გირჩევთ, მხოლოდ საკუთარ ინტუიციას დაეყრდნოთ. საკუთარი გეგმების შესახებ უახლოეს ადამიანებსაც კი არ უნდა უამბოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

მორიელი

ახალი კვირის დასაწყისი აზრებსა და გრძნობებში ქაოსითა და დაბნეულობით აღინიშნება. მთელი ყურადღება ბიზნესპრობლემებზე გაქვთ გადატანილი, მაგრამ ნუ დაივიწყებთ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ. სასურველია საღამო სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატაროთ.

მშვილდოსანი

ერთ-ერთი ნათელი დღეა, რომელიც ხელსაყრელია ურთიერთობისთვის, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან აქტიური დასვენებისა და გართობისთვის. ვარსკვლავები სიყვარულსა და ოჯახში ჰარმონიულ ურთიერთობებს მფარველობენ. ქალებს შეიძლება, ახალი თაყვანისმცემლები გამოუჩნდნენ, მამაკაცები კი მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა ყურადღებას მიიპყრობენ.

თხის რქა

არახელსაყრელი დროა საქმიანი ოპერაციებისათვის. სავარაუდოდ, ეს დღე გრძელვადიან გეგმებში მნიშვნელოვანი ცვლილებებით დაგამახსოვრდებათ. გირჩევთ, თავი შეიკავოთ ნაცნობებთან შეხვედრებისა და პარტნიორებთან ურთიერთობისგან. ამ დღეს ახალ ნაცნობობას ნეგატიური შედეგები მოჰყვება. მოერიდეთ ფულადი ინვესტიციების ჩადებას - შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეთ.

მერწყული

არახელსაყრელი დღეა პროფესიულ სფეროში აქტიურობისთვის. სავარაუდოდ, თქვენი სასიცოცხლო ენერგიის შემცირდება. თქვენი ახალი იდეები სასურველ შედეგს არ მოიტანს. სარგებელს მხოლოდ ძველი საქმეები მოგიტანთ. წარმატებას მეგობრების, ნათესავების და, უბრალოდ, კეთილმოსურნეების დახმარებით მიაღწევთ.

თევზები

ეს დღე შეძენისა და ურთიერთობების სიმბოლოა. ახალმა იდეებმა შეიძლება, მორალური და მატერიალური კმაყოფილება მოგიტანოთ. სავარაუდოდ, თევზ მამაკაცებს რომანტიკული შეხვედრა ელით, მაგრამ ეცადეთ, საღად აზროვნების უნარი არ დაკარგოთ. წინა დღეებთან შედარებით, თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ.

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი - რას გვირჩევენ ვარსკვლავები ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ერთთვიანი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის მთვარის კალენდრის მიხედვით - როგორია ასტროლოგების რჩევები

აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - როგორი იქნება თქვენთვის გაზაფხულის მეორე თვე