12-14 სექტემბერი - მთვარე თხის რქაშია

12-14 სექტემბერი - მთვარე თხის რქაშია

მთვარე თხის რქაში გადავა 12 სექტემბერს 06:35-ზე და დარჩება 14 სექტემბრის 11:48-მდე

აქტიურია მიწის სტიქია.

მოიმატებს სიმკაცრე და ასკეტურობა; მკაცრი და კონსერვატიული დამოკიდებულება ყველაფრისადმი.

ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გაკეთდეს.

გაუფრთხილდით კბილებს, ძვლებს.

არ გირჩევთ კბილების მკურნალობას, ნებისმიერი ჩარევას ძვლოვან სისტემაში. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს.

შეგიძლიათ დაგეგმოთ და განახორციელოთ კაპიტალური ან კოსმეტიკური რემონტი; ცვლილებები ბინაში.

კარგ შედეგს მოგიტანთ აივნის, სხვენის დალაგება. გადაახარისხეთ ძველი ნივთები.

კარგია სამიწათმოქმედო სამუშაოს შესრულება.

მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით.

არ გაცივდეთ, რადგან ამ დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.

დარგეთ ბოლქვიანი მცენარეები. მოაცილეთ ბაღ-ბოსტანს მავნებლები, სარეველა ბალახი.