12-14 ნოემბერი - მთვარე ვერძშია

12-14 ნოემბერი - მთვარე ვერძშია

აქტიურია ცეცხლის სტიქია

მთვარე ვერძში გადავა 12 ნოემბერს 16:08-ზე და დარჩება 14 ნოემბრის 10:58-მდე.

ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ახალი საქმეების დაწყება არ გაგიჭირდებათ. მაგრამ გირჩევთ, არ გადაიღალოთ თავი.

ამ დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.

თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.

გაუფრთხილდით თავს.

მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.

შეასხურეთ მავნებლების გამანადგურებელი სითხე. ნათელი და თბილი გარემო შეუქმენით მცენარეებს.

მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამეს კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებით, მჭრელ საგნებთან, აალებად ნივთიერებებთან.

მოერიდეთ ტრავმებს.

კარგია სპორტი, ცურვა, ნებისმიერი აქტიურობა.

არ გაცივდეთ, არ გაიცივოთ თავი, ცხვირ-პირი, მოერიდეთ სახეზე ოპერაციას, სილამაზის ნემსების გაკეთებას, ყურების გახვრეტასა და კბილები გეგმიურ მკურნალობას.