თებერვალი (ლათ. Februarius — განწმენდა) არის გრიგორიანული კალენდრის მეორე თვე. სახელი ამ თვეს მიწისქვეშა სამეფოს რომაული ღვთაების მიხედვით ეწოდა. იანვარი და თებერვალი კალენდრის ბოლო დამატებული თვეებია, ვინაიდან რომაელები ზამთარს თვლიდნენ პერიოდად თვეების გარეშე. თებერვლის ძველქართული სახელწოდებაა სურწყუნისი.
თებერვლის ზოდიაქოს ნიშნებია მერწყული და თევზები. მათ შორის მსგავსება კარგი ინტუიცია და მდიდარი ფანტაზიის უნარია. თუმცა, ეს ორი ნიშანი, ემოციური დონით აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მერწყულს ზედაპირულობა ახასიათებს, მაშინ როცა თევზები ღრმად ემოციური და უზომოდ განცდიანი ნიშანია.
როგორია 11 თებერვალს დაბადებული ადამიანი
11 თებერვალს დაბადებული ადამიანები დაკვირვებულობითა და წვრილმანებზე ორიენტაციის უნარით არიან დაჯილდოებული. მათი უმრავლესობა ყოველთვის მზადაა იზრუნოს სხვებზე და მაქსიმუმი გააკეთოს საიმისოდ, რომ გარშემო მყოფების ყოველდღიური ცხოვრება და ყოფა გააუმჯობესოს ან შეამსუბუქოს. თუმცა, ხშირად ისეც ხდება, რომ მათი რისკიანი ბუნება და ნოვატორული ხასიათი, მიუღებელია გაუბედავი ან კონსერვატორი ადამიანებისთვის, რაც საბოლოო ჯამში კონფლიქტს იწვევს.