იანვარი (ლათ. Jānuārius mēnsis «იანუსის თვე») — იანუსი რომაული მითოლოგიის მიხედვით, სათავის დადების და ყოველივეს საწყისის ღვთაებად მოიაზრებოდა. აქედან მოდის იანვრის მიმართ განახლების და სიახლის სინონიმად აღქმის დამოკიდებულება. ასტროლოგიურად ეს თვე, ორ საკმაოდ განსხვავებულ ნიშანს: თხის რქას და მერწყულს აერთიანებს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მერწყულის შემთხვევაში თხის რქის მმართველი სატურნი ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველობასაც ირგებს ღამით დაბადებულთა შემთხვევაში, ამიტომ თხის რქას და მერწყულს შორის ბევრი საერთო მახასიათებლის პოვნაც შეიძლება რიგ შემთხვევაში. მათ შორის უმთავრესი კი სატურნული უპირობო სიჯიუტე და პრინციპულობაა.
როგორია 11 იანვარს დაბადებული ადამიანი
11 იანვარს დაბადებული ადამიანები გასაოცარი შორსმჭვრეტელობითა და ანალიტიკური აზროვნების უნარით არიან დაჯილდოებულნი. ამასთან ერთად, ამ ადამიანებს აქვთ უნარი ნებისმიერი სამუშაო შეასრულონ, რომელიც დეტალურ კვლევას და გეგმაზომიერ გრაფიკს მოიაზრებს თავის თავში. ასეთი ხალხისგან შესანიშნავი მეცნიერები, კრიმინალისტები და მედიცინის მუშაკები გამოდიან. თუმცა, გადამეტებული კრიტიკულობა, როგორც სხვების, ისე საკუთარი თავის მიმართ ხშირად ხდება მათთვის პრობლემების მიზეზი.