ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 15:12-ზე, მთვარე ლომშია
ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად; საქმეების შესასრულებლად თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. აგრეთვე გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
ვერძი
მიზანშეწონილია განდევნოთ წარსული წყენის მოგონებები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეუძლიათ სერიოზულად გააფუჭონ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, რომლებიც დიდი სირთულით დაამყარეთ.
კურო
სამყაროსგან წარსულის მინიშნება შეიძლება მიიღოთ. ისინი გამოგიგზავნათ, რათა ადრე დაშვებული შეცდომები გაიხსენოთ და ამჯერად მათ უსაფრთხოდ აარიდოთ თავი.
ტყუპი
იმ ადამიანთან შეხვედრა, რომელთანაც წარსულში ახლო ურთიერთობა გქონდათ, მოგცემთ შესაძლებლობას დაიბრუნოთ მისი კეთილგანწყობა და გააძლიეროთ ძველი კავშირი, შეეცადეთ ისარგებლოთ ამ მნიშვნელოვანი შანსით.
კირჩხიბი
შესაძლებელია - და აუცილებელია - დაამყაროთ მშვიდობა იმ ადამიანებთან, რომლებიც განზრახ თუ უნებლიედ გაანაწყენეთ. სიტუაციის გამოსწორების მიზნით, საკმარისია აღიაროთ თქვენი დანაშაული, ისინი ამას აუცილებლად დააფასებს.
ლომი
ცუდი განწყობა, რომელიც დილიდანვე შეგაწუხებთ, უარყოფითად იმოქმედებს თქვენს პროდუქტიულობაზე, ამიტომ აუცილებელია მისი გაუმჯობესება ყველა შესაძლო და ხელმისაწვდომი გზით.
ქალწული
მინიშნები, რომლებიც ქვეცნობიერს შეუძლია გამოგიგზავნოთ, გასცემს პასუხს მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ კითხვაზე: შეძლებთ გაიგოთ, ცხოვრობთ თქვენი ცხოვრებით თუ მიჰყვებით დინებას, ემორჩილებით გაბატონებულ გარემოებებს.
სასწორი
დღეს აზრი არ აქვს სხვების დარწმუნებას თქვენი თვალსაზრისის სისწორეში, თუნდაც ის ერთადერთი სწორი იყოს: მაინც არავინ დაგეთანხმება და თქვენი დრო და მორალური ძალა ფუჭად დაიხარჯება.
მორიელი
ნუ მისცემთ ნეგატიურ მოგონებებს აწმყოს და, განსაკუთრებით, მომავლის გადაფარვის უფლებას: წარსულის მოვლენები, რაც არ უნდა იყოს, წარსულში დარჩეს, ნუ ჩარევთ მათ დღევანდელობაში.
მშვილდოსანი
ოდესღაც საყვარელ ადამიანთან შესაძლო შეხვედრამ შეიძლება ისე აგაღელვოთ, რომ მასთან ურთიერთობის განახლება გადაწყვიტეთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, არ იჩქაროთ და ყურადღებით აწონ-დაწონოთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე.
თხის რქა
დღევანდელი დღის წარმატების საიდუმლო არის შემოქმედებითი მიდგომა ნებისმიერი პროფესიული ამოცანის გადაწყვეტისადმი - ტექნიკურ პროექტსაც კი შეიძლება შემოქმედებითი კუთხით შეხედოთ, რაც მას აუცილებლად წაადგება.
მერწყული
ახალი თანამდებობის დაკავების ან სხვა სამსახურში გადასვლის შეთავაზება უნდა მიიღოთ აუჩქარებლად. ზოგადად, ასეთი გადაწყვეტილებები უნდა განიხილოთ მშვიდად და ფრთხილად, რათა მოგვიანებით არ ინანოთ.
თევზები
წარსულზე ფოკუსირებით, ხელიდან ნუ გაუშვებთ შესანიშნავ შესაძლებლობებს, რომლებსაც დღეს სამყარო გთავაზობთ, ამიტომ აუცილებელია წარსული მოვლენები დატოვოთ იმ დროს, რომელშიც ისინი მოხდა.