მთვარის ახალი თვის დაწყებას ველოდებით 10 ივლისს 05:20-ზე კირჩხიბის ზოდიაქოს მე-19 გრადისში. ამ დღეს გველის ახალმთვარეობა . მთვარე მზარდი იქნება 24 ივლისამდე. ხოლო შემდეგ მთვარე კლებადი გახდება 8 აგვისტომდე - მომდევნო ახალმთვარეობამდე.
ახალმთვარეობა არის პერიოდი, როცა შეგვიძლია ცხოვრება და საქმეები თავიდან, ახლებურად დავიწყოთ. ყოველი ახალმთვარეობა თავის მისიებს გვაკისრებს და სასურველია, გავითვალისწინოთ. 10 ივლისამდე დაასრულეთ საქმეები, გაისტუმრეთ ვალები (ფულიც და ემოციურიც). არასდროს შეხვდეთ ახალმთვარეობას მოწყენილი, ცუდ გაწყობაზე, კონფლიქტში გარშემო მყოფებთან.
ახალმთვარეობაზე ცაზე თუ ავიხედავთ, მთვარე საერთოდ არ ჩანს. რადგან მას მზე ფარავს. მთვარე მართავს ჩვენს შინაგან სამყაროს, ემოციებს, მოთხოვნებს. სავსემთავრეობამდე რამდენიმე დღით ადრე ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება თავი დათრგუნვილად, უენერგიოდ იგრძნოს. გაფრთხილდით, ამ პერიოდში იმუნიტეტი სუსტდება, ზოგიერთს კი შფოთი იპყრობს. ზოგსაც თავის ტკივილები აწუხებს. ამიტომ, აკონტროლეთ საკუთარი თავი.
ახალმთვარეობის წინა დღე, 9 ივლისი ყოველთვის რთულია. არ მოიმოქმედოთ არაფერი მნიშვნელოვანი, არ დაიწყოთ ახალი საქმეები. სასურველია, გადახედოთ განვლილ მთვარის თვეს, გამოიტანოთ დასკვნები, მიალაგოთ პირადი ნივთები და მოიცილოთ ყველაფერი ზედმეტი, დაზიანებული, რათა გაუთავისუფლოთ ადგილი ახალს. გარდა ამისა, ამ დღეს, ისევე როგორც ახალმთვარეობაზე, მთვარე კირჩხიბშია. მომატებულია ემოციურობა, წუნიაობა და ბუტიაობა. ეცადეთ, არც თქვენმა ნათქვამმა სიტყვამ ატკინოს ახლობლებს გული და არც თქვენ გაბრაზდეთ მათზე. ნებისმიერი კონფლიქტი უკანასკნელ ენერგიას წაგართმევთ. ენერგია კი ახალმთვარეობაზე ისედაც ცოტაა. შინაგან სიმშვიდეზე იყავით მომართული. ყველას, ვინც ეცდება, რომ გაწყენინოთ, გაუგზავნეთ სიკეთისა და სიყვარულის სხივი. ეს მეთოდი შეგიძლიათ სხვა დროსაც გამოიყენოთ, თუმცა, ახალმთვარეობაზე განსაკუთრებით.
ახალმთვარეობა შაბათს უწევს, ეს სატურნის დღეა. სატურნის მკაცრი მასწავლებელია, ის ხშირად გვაყენებს რთული ამოცანების წინაშე, რათა მოვიპოვოთ სიბრძნე და მშვიდად გავუმკლავდეთ დაბრკოლებებს.
ახალმთვარეობაზე მზე და მთვარე კირჩხიბის ნიშანში იმყოფება. კირჩხიბი წყლის სტიქიის წარმომადგენელია. ღრმა და ემოციური ნიშანია. უყვარს ტრადიციები, არის პატრიოტი. სასურველია, ისწავლოთ პატიება, დაივიწყოთ გაბუტვა. არ შეიქმნათ გონებაში ჩარჩოები, პირიქით, ეცადოთ, მშვიდად გამოხვიდეთ დაბრკოლებებიდან. მთვარის ამ თვეში მოიმატებს საქმიანი კონტაქტები, კონკრეტული საქმის კეთებისა და ფულის მიღების სურვილი. მოგიწევთ ძალიან მოინდომოთ, გადალახოთ შინაგანი ეჭვები და დაკვირვებულად, გათვლილი ნაბიჯებით მიუახლოვდეთ სასურველს. გაფრთხილდით, რომ არ დაგეძაბოთ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან.
ახალმთვარეობამდე 1 საათით ადრე გაიღვიძეთ და ადექით, აანთეთ სანთელი, გაიხსენეთ ყველაფერი, რაც მთვარის ამ თვეში მოხდა თქვენს ცხოვრებაში. იყავით მადლიერი კარგისთვისაც და გამოცდილებისთვისაც. ახალმთვარეობის დადგომისას სიკეთე, სიყვარული და ჯანმრთელობა გაუგზავნეთ საკუთარ თავს, ახლობლებს.
ახალმთვარეობა კირჩხიბის ზოდიაქოში დგება. კირჩხიბი არის ჩვენი ოჯახის, საგვარეულოს სიმბოლო, წინაპრების. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან, წინაპრებთან, ნათესავებთან. აღადგინეთ და მოაწყვეთ ოჯახური დღესასაწაულები. გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყანაზე ოჯახზე საიმედო საყრდენი არ არსებობს. მიუტევეთ და მოეფერეთ მშობლებს და მეტად გაანებივრეთ შვილები სიყვარულით.
ახალმთვარეობიდან 1 საათის განმავლობაში ჩამოწერეთ ის მიზნები და სურვილები, რაც გსურთ, რომ ამ პერიოდში განახორციელოთ. იყავით კონკრეტული, დეტალებისადმი დაკვირვებული.
ვინ იგრძნობს ახალმთვარეობას ყველაზე მეტად? წაიკითხეთ სრულად