სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოდიაქოს რომელი ნიშნის მამაკაცს შეგიძლიათ ენდოთ სიყვარულში
ზოდიაქოს რომელი ნიშნის მამაკაცს შეგიძლიათ ენდოთ სიყვარულში

თუკი თქვენ სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხართ, ამას­თა­ნა­ვე მა­მა­კა­ცებ­ზე გულ­გა­ტე­ხი­ლიც, შე­საძ­ლოა ამ სტა­ტი­ის სა­თა­ურ­მა სი­ცი­ლი მოგგვა­როთ. თუმ­ცა, ნუ იჩ­ქა­რებთ გა­ღი­მე­ბას, ბო­ლომ­დე ჩა­ი­კი­თხეთ ჩვე­ნი რჩე­ვე­ბი და რაც მთა­ვა­რია, პრაქ­ტი­კა­ზე "და­ტეს­ტეთ" მათი სის­წო­რე. გვერ­წმუ­ნეთ, გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბით. მაშ ასე, ზო­დი­ა­ქოს რო­მე­ლი ნიშ­ნით იბა­დე­ბი­ან მა­მა­კა­ცე­ბი, რო­მელ­თაც მარ­თლაც შეს­წევთ ძალა უყ­ვარ­დეთ უან­გა­როდ, ხან­გრძლი­ვად და მძაფ­რად ქალი.

  • კირჩხი­ბი - მთვა­რე, რო­მე­ლიც კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქოს მარ­თავს, გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ მამ­რებს ქა­ლის ბუ­ნე­ბა ხუთი თი­თი­ვით ეს­მით. კირჩხი­ბი ბუ­ნე­ბით მზრუნ­ვე­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე და სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი მამ­რია. ზოგ­ჯერ იმ­დე­ნად მო­სიყ­ვა­რუ­ლეა, რომ შე­საძ­ლოა თა­ვიც კი მო­გა­ბეზ­როთ ყუ­რა­დღე­ბით. თუმ­ცა, არამც და არამც არ გირ­ჩევთ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვას. იმი­ტომ რომ, მა­მა­კა­ცი კირჩხი­ბი სა­ოც­რად ემო­ცი­უ­რი, ბუ­ტია და წყე­ნი­აა. მას შე­უძ­ლია ხან­გრძლი­ვი ვა­დით უყ­ვარ­დეს ერთი და იგი­ვე ქალი, იმი­ტომ რომ, ემო­ცი­უ­რად ად­ვი­ლად ეჯაჭ­ვე­ბა პარტნი­ორს. შე­სა­ბა­მი­სად, შეჩ­ვე­უ­ლი ჭირი ურ­ჩევ­ნია, შე­უჩ­ვე­ველ სი­ახ­ლეს - ანუ ახალ რო­მანს.

  • მო­რი­ე­ლი - არ მო­გა­ტყუ­ოთ იმან, რომ იგი სექ­სუ­ა­ლუ­რად სა­ოც­რად აქ­ტი­უ­რი, ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი, ვნე­ბი­ა­ნი და ქა­რიზ­მა­ტუ­ლია. ნურც იმის გამო გა­კი­ცხავთ ამ მა­მა­კაცს, თუკი ქა­ლე­ბი რო­გორც ფუტ­კა­რი ყვა­ვილს ისე ეტა­ნე­ბი­ან ყო­ველ ჯერ­ზე. მო­რი­ე­ლი გა­სა­ო­ცა­რი მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი მამ­რია. თუმ­ცა მას აქვს ერთი სო­ლი­დუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა სხვა მა­მა­კა­ცებ­თან შე­და­რე­ბით - მაქ­სი­მა­ლის­ტია და სიყ­ვა­რულ­შიც სულ­სა და გულს დებს ყო­ველ­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი მო­რი­ელ­მა შე­გიყ­ვა­რათ, თა­ვი­სე­ბუ­რად სა­დის­ტუ­რად, უც­ნა­უ­რად, მაგ­რამ მა­ინც გუ­ლით ეყ­ვა­რე­ბით. შე­საძ­ლოა, პე­რი­ო­დუ­ლად დაგ­ტან­ჯოთ კი­დეც, გან­გებ მო­გი­წყოთ ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სცე­ნე­ბი, თა­ვა­დაც გა­ეჭ­ვი­ა­ნოთ ხოლ­მე. ეს ყვე­ლა­ფე­რი მის­თვის "სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლაა" სა­ი­მი­სოდ, რომ დარ­წმუნ­დეს თქვე­ნი მის­და­მი ემო­ცი­ე­ბის სიძ­ლი­ე­რე­ში.
  • თხის რქა ერთი შე­ხედ­ვით ცივი, თით­ქოს­და უე­მო­ციო, თავ­და­ჭე­რი­ლი მამ­რია. მაგ­რამ მის­მა გა­რეგ­ნო­ბამ არ შე­გიყ­ვა­ნოთ შეც­დო­მა­ში. იმი­ტომ რომ, მისი "რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი" და უნაკ­ლო იმი­ჯის უკან, სა­შინ­ლად ერ­თგუ­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე კაცი იმა­ლე­ბა. მას უბ­რა­ლოდ დრო სჭირ­დე­ბა სა­ი­მი­სოდ, რომ გა­იხ­სნას ბო­ლომ­დე თქვენ­თან. სა­მა­გი­ე­როდ, თუკი თქვენს სა­ი­მე­დო­ო­ბა­ში დარ­წმუნ­და და ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად მის ოჯახ­საც მო­ა­წო­ნეთ თავი, გარ­წმუ­ნებთ, მას­ზე უფრო ერ­თგულ ქმარს მსოფ­ლი­ო­ში ვერ იპოვ­ნით. თხის რქა ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვა­ში ძუნ­წია, ცოტა ჯუ­ჯღუ­ნაც არის პე­რი­ო­დუ­ლად. სა­მა­გი­ე­როდ, ძა­ლი­ან სა­ი­მე­დოა და იმ მა­მა­კა­ცე­ბის კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, ვი­საც თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი შე­უძ­ლია ენ­დოს ქალი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ზოდიაქოს რომელი ნიშნის მამაკაცს შეგიძლიათ ენდოთ სიყვარულში

ზოდიაქოს რომელი ნიშნის მამაკაცს შეგიძლიათ ენდოთ სიყვარულში

თუკი თქვენ სუსტი სქესის წარმომადგენელი ხართ, ამასთანავე მამაკაცებზე გულგატეხილიც, შესაძლოა ამ სტატიის სათაურმა სიცილი მოგგვაროთ. თუმცა, ნუ იჩქარებთ გაღიმებას, ბოლომდე ჩაიკითხეთ ჩვენი რჩევები და რაც მთავარია, პრაქტიკაზე "დატესტეთ" მათი სისწორე. გვერწმუნეთ, გაოცებული დარჩებით. მაშ ასე, ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან მამაკაცები, რომელთაც მართლაც შესწევთ ძალა უყვარდეთ უანგაროდ, ხანგრძლივად და მძაფრად ქალი.

  • კირჩხიბი - მთვარე, რომელიც კირჩხიბის ზოდიაქოს მართავს, განაპირობებს იმას, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამრებს ქალის ბუნება ხუთი თითივით ესმით. კირჩხიბი ბუნებით მზრუნველი, მოსიყვარულე და სენტიმენტალური მამრია. ზოგჯერ იმდენად მოსიყვარულეა, რომ შესაძლოა თავიც კი მოგაბეზროთ ყურადღებით. თუმცა, არამც და არამც არ გირჩევთ უკმაყოფილების გამოხატვას. იმიტომ რომ, მამაკაცი კირჩხიბი საოცრად ემოციური, ბუტია და წყენიაა. მას შეუძლია ხანგრძლივი ვადით უყვარდეს ერთი და იგივე ქალი, იმიტომ რომ, ემოციურად ადვილად ეჯაჭვება პარტნიორს. შესაბამისად, შეჩვეული ჭირი ურჩევნია, შეუჩვეველ სიახლეს - ანუ ახალ რომანს.

  • მორიელი - არ მოგატყუოთ იმან, რომ იგი სექსუალურად საოცრად აქტიური, ტემპერამენტიანი, ვნებიანი და ქარიზმატულია. ნურც იმის გამო გაკიცხავთ ამ მამაკაცს, თუკი ქალები როგორც ფუტკარი ყვავილს ისე ეტანებიან ყოველ ჯერზე. მორიელი გასაოცარი მიმზიდველობით გამორჩეული მამრია. თუმცა მას აქვს ერთი სოლიდური უპირატესობა სხვა მამაკაცებთან შედარებით - მაქსიმალისტია და სიყვარულშიც სულსა და გულს დებს ყოველთვის. შესაბამისად, თუკი მორიელმა შეგიყვარათ, თავისებურად სადისტურად, უცნაურად, მაგრამ მაინც გულით ეყვარებით. შესაძლოა, პერიოდულად დაგტანჯოთ კიდეც, განგებ მოგიწყოთ ეჭვიანობის სცენები, თავადაც გაეჭვიანოთ ხოლმე. ეს ყველაფერი მისთვის "საკონტროლო გასროლაა" საიმისოდ, რომ დარწმუნდეს თქვენი მისდამი ემოციების სიძლიერეში.
  • თხის რქა ერთი შეხედვით ცივი, თითქოსდა უემოციო, თავდაჭერილი მამრია. მაგრამ მისმა გარეგნობამ არ შეგიყვანოთ შეცდომაში. იმიტომ რომ, მისი "რაფინირებული" და უნაკლო იმიჯის უკან, საშინლად ერთგული და მოსიყვარულე კაცი იმალება. მას უბრალოდ დრო სჭირდება საიმისოდ, რომ გაიხსნას ბოლომდე თქვენთან. სამაგიეროდ, თუკი თქვენს საიმედოობაში დარწმუნდა და ყველაფერთან ერთად მის ოჯახსაც მოაწონეთ თავი, გარწმუნებთ, მასზე უფრო ერთგულ ქმარს მსოფლიოში ვერ იპოვნით. თხის რქა ემოციების გამოხატვაში ძუნწია, ცოტა ჯუჯღუნაც არის პერიოდულად. სამაგიეროდ, ძალიან საიმედოა და იმ მამაკაცების კატეგორიას განეკუთვნება, ვისაც თვალდახუჭული შეუძლია ენდოს ქალი.