ავტორი:

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ამ ზაფხულს დიდ სიყვარულს იპოვიან - ვის პირად ცხოვრებას შეცვლის სამუდამოდ მომდევნო სამი თვე?

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ამ ზაფხულს დიდ სიყვარულს იპოვიან - ვის პირად ცხოვრებას შეცვლის სამუდამოდ მომდევნო სამი თვე?

ზაფხულია და მიუხედავად სამყაროში არსებული სიტუაციისა, ზოგს საკურორტო რომანი სურს, ზოგს რომანტიკული თავგადასავლები. საინტერესოა, რას გპირდებიან ვარსკვლავები. წაიკითხეთ პროგნოზი თქვენი მზისა და ასცენდენტის მიხედვით.

  • ვერძი

ზაფხულში ბედნიერების მომტანი ფერი: ცეცხლისფერი

თქვენი ზაფხულის დევიზი: "ჯერ საქმე, მერე დაფიქრება"

ლომები ან მშვილდოსნები მიიპყრობენ თქვენს ყურადღებას. ურთიერთობა ცხელი და ხანგრძლივი იქნება. განსაკუთრებით, თუ შვებულების ერთად გატარებას გადაწყვეტთ. რაც უფრო მეტ რომანტიკულ დღეესასწაულს მოიწყობთ, მით უკეთესია თქვენთვის.

  • კურო

ზაფხულში ბედნიერების მომტანი ფერი: ზურმუხტისფერი

თქვენი ზაფხულის დევიზი: "ერთხელ ვცოცხლობთ"

თავადაც გაოცებული დარჩებით თქვენი სითამამით. თავბრუდამხვევ რომანში თავით გადაეშვებით. გარშემო მყოფები გაოცდებიან, როცა თქვენნაირი დინჯი ადამიანი, მთელი ზაფხულის განმავლობაში, რომანტიკულ ურთიერთობებში მარტივად შევა და გავა.

  • ტყუპი

ზაფხულში ბედნიერების მომტანი ფერი: ინდიგო

თქვენი ზაფხულის დევიზი: "მოვედი, ვნახე, გავტრიალდი"

თქვენს ყოფილს თქვენთან დაბრუნება სურს და მთელ ზაფხულს მოვა-წავა. თუ თქვენ 50 პროცენტით მაინც გსურთ მასთან ყოფნა, სცადეთ, თუ არც ერთი პროცენტით არ გსურთ მისი თქვენს ცხოვრებაში დაბრუნება, ზაფხულს მის გამო ნუ გაიფუჭებთ.

  • კირჩხიბი

ზაფხულში ბედნიერების მომტანი ფერი: ფირუზისფერი

თქვენი ზაფხულის დევიზი: მზად ვარ სიყვარულისთვის

ყოფილთან დაშორება რთულად გადაიტანეთ და რომანტიკული გრძნობებს გაურბიხართ, აღარ გსურთ, გული გატკინონ. ვარსკვლავები სულ სხვა იღბალს გიმზადებენ. შეხვდებით ადამიანს, რომელიც გულის იარებს მოგიშუშებთ, მაგრამ დასაახლოებლად მაინც დრო დაგჭირდებათ.

  • ლომი

ზაფხულში ბედნიერების მომტანი ფერი: ელექტრიკი ლურჯი

თქვენი ზაფხულის დევიზი: "ახლა ვიცი, რაც მსურს"

დაბრუნდება ძველი სასიყვარულო პარტნიორი და ცხოვრებას თავდაყირა დაგიყენებთ. თავიდან შეგიყვარდებათ, ის, ვინც ერთხელ უკვე უარყავით. ურთიერთობა აუცილებლად შედგება, მაგრამ იდეალური სექსი და ჩხუბი ხშირად შეცვლის ერთმანეთს.

  • ქალწული

ზაფხულში ბედნიერების მომტანი ფერი: ქლიავისფერი

თქვენი ზაფხულის დევიზი: "მე უკეთესი გავხდები"

კვლავ სუპერანალიტიკოსი უნდა გახდეთ, რათა გაარკვიოთ, ნაცნობებიდან ვისთან შეიძლება გქონდეთ საზაფხულო თავგადასავალი. როცა გრძნობა შეგიპყრობთ, რაციონალურობას შეეშვით და დასვენების დროს მაინც დატკბით გრძნობებით. წაიკითხეთ სრულად

როგორ გვევლინება ბედისწერა საყვარელი ადამიანების სახით - რითი განსხვავდება კარმული პარტნიორი, თანამგზავრი და "მეორე ნახევარი"

"ვერავინ იგრძნობს თავს კარგად შენთან, თუ შენ გრძნობ თავს ცუდად საკუთარ თავთან" - როგორ ვიპოვოთ მამაკაცი, რომელიც სინამდვილეში შეგვეფერება

"მიეცი ეჭვიანობის მიზეზი ისე, რომ ის ვერ დაამტკიცოს..." - 23 გამოცდილი მეთოდი, თუ როგორ დავიპყროთ ნებისმიერი ქალის გული