მსოფლიო
სამართალი

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც ხშირად "წველიან" ქალები - მათი გასულელება ყველზე ადვილია
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც ხშირად "წველიან" ქალები - მათი გასულელება ყველზე ადვილია

მა­მა­კა­ცებს სჯე­რათ, რომ მათ ვე­რა­ვინ გა­ა­სუ­ლე­ლებს და გა­მო­ი­ყებ­ნებს, მით უმე­ტეს ქალი. რე­ა­ლო­ბა კი ცო­ტა­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ხში­რად კა­ცე­ბი ქალ­თა მა­ხე­ში ისე ებ­მე­ბი­ან, რომ ერთხე­ლაც არ იეჭ­ვე­ბენ, ხომ არ ვტყუვ­დე­ბიო. ეშ­მა­კუ­ნა ქალ­ბა­ტო­ნე­ბი თავ­ბრუს ახ­ვე­ვენ მათ, არა­ერთ როლს ირ­გე­ბენ - და­უც­ვე­ლი არ­სე­ბა, ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა, ინ­ტე­რე­სი­ა­ნი გო­გო­ნა, მოგ­ზა­უ­რო­ბი­სა და ხი­ფა­თის მოყ­ვა­რუ­ლი ექ­სტრე­მის­ტი და ა.შ. - ფულს ახარ­ჯი­ნე­ბენ, სა­ჩუქ­რე­ბით ავ­სე­ბი­ნე­ბენ თავს, ფე­შე­ნე­ბე­ლურ სას­ტუმ­რო­ებ­ში ან ბარ-რეს­ტორ­ნებ­ში აწყო­ბი­ნე­ბენ პა­ემ­ნებს და, რაც მთა­ვა­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი თხოვ­ნის გა­რე­შე. დიახ, დიახ, მთე­ლი ეშ­მა­კო­ბაც სწო­რედ იმა­შია, რომ ქალი არას­დროს წარ­მოთ­ქვამს სიტ­ვებს: "გთხოვ, მი­ყი­დე" ან ", გთხოვ, წა­მიყ­ვა­ნე", თუ დიდი დრო არაა გა­სუ­ლი, რაც მა­მა­კაც­თან სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბა­შია. საქ­მე ისაა, რომ თუ თხოვ­ნებს შე­უს­რუ­ლებთ, თქვენ წი­ნა­შე თავს ვალ­დე­ბუ­ლად იგ­რძნობს, ამი­ტომ ურ­ჩევ­ნია და­ი­წუ­წუ­ნოს: "რა კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ..." და მისი სურ­ვი­ლი ისე­დაც ას­რუ­ლე­ბუ­ლია, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის წა­მო­კი­დე­ბის გა­რე­შე.

წარ­მო­გიდ­გენთ იმ მა­მა­კაც­თა ოთხე­ულს, რო­მელ­საც ხში­რად "წვე­ლი­ან" ქა­ლე­ბი:

ტყუ­პი

ამ ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი ფულს და­უ­დევ­რად ხარ­ჯავს, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ "ქა­რის მო­ტა­ნილს ქარი წა­ი­ღებს." ერთ დღეს შე­საძ­ლოა ღამე გა­ა­თი­ოს ქა­ლა­ქის ყვე­ლა­ზე ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სას­ტუმ­როს საპ­რე­ზი­დენ­ტო აპარ­ტა­მენ­ტში, მე­ო­რე დღეს კი მეტ­რო­თი სამ­გზავ­რო ფული არ ჰქონ­დეს. ქა­ლე­ბი ტყუ­პის ქა­რაფ­შუ­ტო­ბას იყე­ნე­ბენ და მას დიდ თან­ხას ახარ­ჯი­ნე­ბენ. საკ­მა­რი­სია უთხრან: "მოდი, თა­ვა­წყვე­ტით გა­ვერ­თოთ, მა­გა­რი ად­გი­ლი ვიცი!"

ლომი

ლომი ბუ­ნე­ბით ძა­ლი­ან ხელ­გაშ­ლი­ლია, მას მოს­წონს ადა­მი­ა­ნე­ბის და­სა­ჩუქ­რე­ბა. რო­გორც იცით, ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი გა­და­მე­ტე­ბით ზრუ­ნა­ვენ სა­კუ­თარ იმიჯ­ზე. სწო­რედ სურ­ვი­ლი, და­ამ­ტკი­ცოს, რომ სა­უ­კე­თე­სოა, უბიძ­გებს დიდი ფი­ნან­სუ­რი და­ნა­ხარ­ჯის­კენ. ქა­ლე­ბი სწრა­ფად უღე­ბენ ალ­ღოს ლომ მა­მა­კა­ცებს, თავს მე­ფედ აგ­რძნო­ბი­ნე­ბენ, მის თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა­საც შე­უ­ღი­ტი­ნე­ბენ და ისიც მარ­ტი­ვად სა­მარ­თა­ვი ხდე­ბა: ქალსთვის ყვე­ლა­ფერს ყი­დუ­ლობს და ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას დაჰ­ყავს - რაც უფრო პრეს­ტი­ჟუ­ლი იქ­ნე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, მით უკე­თე­სი, ეს ხომ მი­ა­ნიშ­ნებს რა­ო­დენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცია ლომი?!

მშვილ­დო­სა­ნი

მშვილ­დო­სა­ნი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მფლან­გვე­ლი ნი­შა­ნია. მისი აზ­რით, ფული იმის­თვის გა­მო­ი­გო­ნეს, რომ და­ხარ­ჯონ და ცხოვ­რე­ბის­გან სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ი­ღონ, ამი­ტომ დო­ლა­რე­ბის ბან­კის ან­გა­რიშ­ზე შე­ნახ­ვა ან, უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში, მუ­თა­ქა­ში დალ­პო­ბა გო­ნივ­რუ­ლი არ არის. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი ფულს უმი­სა­მარ­თოდ ხარ­ჯავს. შე­სა­ბა­მი­სად, ქალი მის სა­ფუ­ლეს ისე აცა­რი­ე­ლებს, რომ სა­ერ­თოდ ვერ ხვდე­ბა.

მერ­წყუ­ლი

მერ­წყუ­ლის­თვის ფული მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. მთა­ვა­რია, ქალ­თან თავი კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნოს. ამ ნიშ­ნის მა­მა­კა­ცე­ბის გა­ცუ­რე­ბას ჭკვი­ა­ნი ქა­ლე­ბი ახერ­ხე­ბენ, მათ მოს­მე­ნა შე­უძ­ლი­ათ და თავს ისე იჭე­რენ, თით­ქოს ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებთ მერ­წყუ­ლის ნა­ბოდ­ვა­რი. ნა­ბოდ­ვა­რი, რა თქმა უნდა, მისი გად­მო­სა­ხე­დი­დან, რად­გან შე­საძ­ლოა, მერ­წყუ­ლი უა­ზი­ა­რებ­დეს იდე­ას, რო­მე­ლიც სულ მალე სამ­ყა­როს თავ­და­ყი­რა ამო­აბ­რუ­ნებს. ამ ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბუ­ლებს შე­უძ­ლი­ათ ერთ ვახ­შამ­ზე­ვე და­ხარ­ჯონ მთე­ლი თან­ხა, ან ქა­ლის გა­სა­ხა­რებ­ლად მას­თან ერ­თად შო­პინგზე გა­ა­ნი­ა­ვონ ყვე­ლა­ფე­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც ხშირად "წველიან" ქალები - მათი გასულელება ყველზე ადვილია

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც ხშირად "წველიან" ქალები - მათი გასულელება ყველზე ადვილია

მამაკაცებს სჯერათ, რომ მათ ვერავინ გაასულელებს და გამოიყებნებს, მით უმეტეს ქალი. რეალობა კი ცოტათი განსხვავებულია. ხშირად კაცები ქალთა მახეში ისე ებმებიან, რომ ერთხელაც არ იეჭვებენ, ხომ არ ვტყუვდებიო. ეშმაკუნა ქალბატონები თავბრუს ახვევენ მათ, არაერთ როლს ირგებენ - დაუცველი არსება, ძლიერი პიროვნება, ინტერესიანი გოგონა, მოგზაურობისა და ხიფათის მოყვარული ექსტრემისტი და ა.შ. - ფულს ახარჯინებენ, საჩუქრებით ავსებინებენ თავს, ფეშენებელურ სასტუმროებში ან ბარ-რესტორნებში აწყობინებენ პაემნებს და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი თხოვნის გარეშე. დიახ, დიახ, მთელი ეშმაკობაც სწორედ იმაშია, რომ ქალი არასდროს წარმოთქვამს სიტვებს: "გთხოვ, მიყიდე“ ან ", გთხოვ, წამიყვანე“, თუ დიდი დრო არაა გასული, რაც მამაკაცთან სერიოზულ ურთიერთობაშია. საქმე ისაა, რომ თუ თხოვნებს შეუსრულებთ, თქვენ წინაშე თავს ვალდებულად იგრძნობს, ამიტომ ურჩევნია დაიწუწუნოს: "რა კარგი იქნებოდა, რომ...“ და მისი სურვილი ისედაც ასრულებულია, ვალდებულებების წამოკიდების გარეშე.

წარმოგიდგენთ იმ მამაკაცთა ოთხეულს, რომელსაც ხშირად "წველიან“ ქალები:

ტყუპი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცი ფულს დაუდევრად ხარჯავს, რადგან მიაჩნია, რომ "ქარის მოტანილს ქარი წაიღებს.“ ერთ დღეს შესაძლოა ღამე გაათიოს ქალაქის ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმროს საპრეზიდენტო აპარტამენტში, მეორე დღეს კი მეტროთი სამგზავრო ფული არ ჰქონდეს. ქალები ტყუპის ქარაფშუტობას იყენებენ და მას დიდ თანხას ახარჯინებენ. საკმარისია უთხრან: "მოდი, თავაწყვეტით გავერთოთ, მაგარი ადგილი ვიცი!“

ლომი

ლომი ბუნებით ძალიან ხელგაშლილია, მას მოსწონს ადამიანების დასაჩუქრება. როგორც იცით, ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცები გადამეტებით ზრუნავენ საკუთარ იმიჯზე. სწორედ სურვილი, დაამტკიცოს, რომ საუკეთესოა, უბიძგებს დიდი ფინანსური დანახარჯისკენ. ქალები სწრაფად უღებენ ალღოს ლომ მამაკაცებს, თავს მეფედ აგრძნობინებენ, მის თავმოყვარეობასაც შეუღიტინებენ და ისიც მარტივად სამართავი ხდება: ქალსთვის ყველაფერს ყიდულობს და ნებისმიერ ადგილას დაჰყავს - რაც უფრო პრესტიჟული იქნება დაწესებულება, მით უკეთესი, ეს ხომ მიანიშნებს რაოდენ მნიშვნელოვანი და დაწინაურებული მამაკაცია ლომი?!

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ერთ-ერთი ყველაზე მფლანგველი ნიშანია. მისი აზრით, ფული იმისთვის გამოიგონეს, რომ დახარჯონ და ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღონ, ამიტომ დოლარების ბანკის ანგარიშზე შენახვა ან, უარეს შემთხვევაში, მუთაქაში დალპობა გონივრული არ არის. ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი ფულს უმისამართოდ ხარჯავს. შესაბამისად, ქალი მის საფულეს ისე აცარიელებს, რომ საერთოდ ვერ ხვდება.

მერწყული

მერწყულისთვის ფული მეორეხარისხოვანია. მთავარია, ქალთან თავი კომფორტულად იგრძნოს. ამ ნიშნის მამაკაცების გაცურებას ჭკვიანი ქალები ახერხებენ, მათ მოსმენა შეუძლიათ და თავს ისე იჭერენ, თითქოს ძალიან აინტერესებთ მერწყულის ნაბოდვარი. ნაბოდვარი, რა თქმა უნდა, მისი გადმოსახედიდან, რადგან შესაძლოა, მერწყული უაზიარებდეს იდეას, რომელიც სულ მალე სამყაროს თავდაყირა ამოაბრუნებს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს შეუძლიათ ერთ ვახშამზევე დახარჯონ მთელი თანხა, ან ქალის გასახარებლად მასთან ერთად შოპინგზე გაანიავონ ყველაფერი.

"შხაპის ქვეშ ვიდექი და ღმერთს ვუყვიროდი, რომ ქორწინება აუტანელი გახდა..." - ისტორია, რომელიც ყველა დაქორწინებულმა წყვილმა უნდა წაიკითხოს

როგორ ეწყობა მერწყული ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის მისი საუკეთესო პარტნიორი და ვისთან ელის მას სირთულეები

როგორ ეწყობა თევზები ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვის ესმის მისი უსიტყვოდ და ვინ არის საუკეთესო პარტნიორი