პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისთან რომანია თქვენთვის სახიფათო და რატომ უნდა მოერიდოთ მასთან საქმის დაჭერას
ვისთან რომანია თქვენთვის სახიფათო და რატომ უნდა მოერიდოთ მასთან საქმის დაჭერას

რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, ყო­ველ­თვის ბა­ლანსს მო­ი­თხოვს. თუმ­ცა, რო­გორც წესი, ხში­რად მა­ინც ისე ხდე­ბა, რომ წყვილ­ში ერთს უფრო მე­ტად უყ­ვარს, ვიდ­რე მე­ო­რეს. ამ ფაქტს კი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ახ­სნა გა­აჩ­ნია. ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის მონა-ბა­ტო­ნე­ბი არი­ან. ამი­ტომ თუკი გულ­დას­მით შე­ის­წავ­ლით ქვე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ სიას, მიხ­ვდე­ბით რა­ტომ გიჩ­ნდე­ბათ ამა თუ იმ ადა­მი­ა­ნის მი­მართ აუხ­სნე­ლი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა ან რა­ტომ ვერ იცი­ლებთ ხან­და­ხან თა­ვი­დან აბე­ზარ თაყ­ვა­ნის­მცე­მელს...

ასე მა­გა­ლი­თად თხის რქა ლომ­ზე ხდე­ბა მი­ჯაჭ­ვუ­ლი - ას­ტრო­ლო­გე­ბი ურ­ჩე­ვენ თხის რქას, მისი სიყ­ვა­რუ­ლის ობი­ექ­ტი ლომი ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნულ ცხოვ­რე­ბა­შიც გა­იც­ნოს. ასე მის მი­მართ მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­უქ­რე­ბა.

მერ­წყუ­ლი იხიბ­ლე­ბა ქალ­წუ­ლით - ალ­ბათ უც­ნა­უ­რია, რომ ისე­თი ეგო­ის­ტი რო­გო­რიც მერ­წყუ­ლია ვინ­მეს ფეხ­ქვეშ გა­ე­გოს, მაგ­რამ ქალ­წულ­თან საქ­მე სხვაგ­ვა­რა­დაა. ერ­თა­დერ­თი ვა­რი­ან­ტი ქალ­წუ­ლის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად დროა - მერ­წყულს დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ბეზ­რდე­ბა ქალ­წუ­ლის მიერ დად­გე­ნი­ლი მკაც­რი გრა­ფი­კით ცხოვ­რე­ბა.

თევ­ზე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლია სას­წორ­ზე - გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ სას­წო­რებს მერ­ყე­ო­ბა ახა­სი­ა­თებთ, თევ­ზებს უწევს წყვილ­ში გა­დამ­წყვე­ტი რო­ლის თა­მა­ში. ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში თევ­ზე­ბი აშ­კა­რად გრძნობს სა­კუ­თარ უპი­რა­ტე­სო­ბას და ზუს­ტად აქ არის მისი პრობ­ლე­მაც.

ვერ­ძი მი­ჯაჭ­ვუ­ლია მო­რი­ელ­ზე - ერთ-ერთი რთუ­ლი და ემო­ცი­ე­ბით სავ­სე კავ­ში­რია, რო­მელ­შიც ყვე­ლა­ზე ხში­რად ვერ­ძი იტან­ჯე­ბა. იგი ვე­რაფ­რით ახერ­ხებს და­იმ­სა­ხუ­როს მა­ნი­პუ­ლა­ტო­რი მო­რი­ე­ლის­გან სრუ­ლი სიმ­პა­თია და ყუ­რა­დღე­ბა. უყუ­რა­დღე­ბო­ბა კი ნე­ბის­მი­ერ ვერძს აცო­ფებს... და აი­ძუ­ლებს კი­დევ უფრო მე­ტად გახ­დეს ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

კურო მშვილ­დო­სან­ზე ხდე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი - დიახ, დიახ სწო­რედ მშვილ­დო­სანს შეს­წევს ძალა მშვი­დი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი კურო დიდი ხნით გა­მო­იყ­ვა­ნოს წყო­ბი­დან და მშვი­დი ძილი და­ა­ვი­წყოს მას. უფრო მე­ტიც, მო­უს­ვე­ნა­რი და ნო­ვა­ტო­რი მშვილ­დო­სა­ნი აი­ძუ­ლებს კონ­სერ­ვა­ტო­რულ კუ­როს, სა­კუ­თარ თავ­ში ეძე­ბოს მი­ზე­ზი იმი­სა თუ რა­ტომ არ გა­მო­დის მათი პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა.

ტყუ­პი თხის რქა­ზე ხდე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი - უთავ­ბო­ლო და ქა­ო­სუ­რი ტყუ­პი მარ­ტი­ვად იხიბ­ლე­ბა თხის რქის პრინ­ცი­პუ­ლი ხა­სი­ა­თი­თა და გო­ნი­ე­რე­ბით. სა­ი­მი­სოდ, რომ თავი მო­ა­წო­ნოს მას, იგი აუ­ცი­ლებ­ლად იწყებს სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის მო­წეს­რი­გე­ბას და ზუს­ტად მა­შინ აღ­მო­ა­ჩენს, რომ ძა­ლი­ან უბე­დუ­რია ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

კირჩხი­ბი მერ­წყულ­ზეა მი­ჯაჭ­ვუ­ლი - თავ­გან­წი­რუ­ლი და მზრუნ­ვე­ლი კირჩხი­ბის­თვის, კა­ტას­ტრო­ფის ტოლ­ფა­სია თვითკმა­ყო­ფი­ლი და ეგო­ის­ტი მერ­წყუ­ლის შეყ­ვა­რე­ბა. ამ წყვილ­ში კირჩხი­ბი გა­მუდ­მე­ბით იტან­ჯე­ბა პარტნი­ო­რის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გამო. მა­შინ როცა მერ­წყუ­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ას­პექ­ტში მო­გე­ბუ­ლი რჩე­ბა ასე­თი კავ­ში­რით.

ლომი თევ­ზებ­ზე ხდე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი - თევ­ზე­ბი იდუ­მა­ლი და მის­ტი­კუ­რი ხა­სი­ა­თის ნი­შა­ნია. ამ ადა­მი­ა­ნებს ზოგ­ჯერ სა­კუ­თა­რი თავი ეჩ­ვე­ნე­ბათ ამო­ცა­ნად. ამი­ტომ ლო­მის მონ­დო­მე­ბა და­ეხ­მა­როს თევ­ზებს სა­კუ­თა­რი თა­ვის პოვ­ნა­ში, ხში­რად იმე­დის გაც­რუ­ე­ბით მთავ­რდე­ბა ამ უკა­ნას­კნე­ლის­თვის. შე­დე­გად თევ­ზე­ბი კი­დევ უფრო იკე­ტე­ბა თა­ვის თავ­ში, ლომს კი არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პლექ­სი ტან­ჯავს.

ქალ­წუ­ლი ეჯაჭ­ვე­ბა ვერძს - თა­ვი­სი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქალ­წუ­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე უკონ­ფლიქ­ტო ნი­შა­ნია. ბუნ­ტის­თა­ვი ვერ­ძი კი, რო­მელ­საც ჩხუ­ბი და აგ­რე­სია სის­ხლში აქვს გამ­ჯდა­რი მარ­ტი­ვად გა­მო­ი­ყე­ნებს მის ამ თვი­სე­ბას. შე­დე­გად ქალ­წუ­ლი ძა­ლი­ან და­ი­ჩაგ­რე­ბა, იმი­ტომ რომ მშვი­დო­ბის­მოყ­ვა­რე ბუ­ნე­ბი­სა და მოკ­რძა­ლე­ბუ­ლო­ბის გამო ვერ მო­ა­ხერ­ხებს ვერ­ძის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვას.

სას­წო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია კუ­რო­ზე - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზო­დი­ა­ქოს ამ ორ ნი­შანს სა­ერ­თო ბევ­რი აქვს და გე­მოვ­ნე­ბაც მსგავ­სი, ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ჯო­ჯო­ხეთს ემ­სგავ­სე­ბა. იმი­ტომ რომ პრაქ­ტი­კულ კუ­როს არა­სო­დეს მო­ე­წო­ნე­ბა მე­ოც­ნე­ბე სას­წო­რის უტო­პი­უ­რი იდე­ე­ბი. ამას­თან ერ­თად, სას­წო­რი, რო­მე­ლიც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ძნე­ლად იღებს, ხში­რად ვერ გა­ი­გებს კუ­როს­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სი­ჯი­უ­ტეს და სწორ­ხა­ზო­ვან მიდ­გო­მას ცხოვ­რე­ბა­ში.

მო­რი­ე­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ტყუპ­ზე - მო­რი­ე­ლის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულს უყ­ვარს ინ­ტრი­გე­ბი და იდუ­მა­ლე­ბა. ხოლო ტყუ­პი ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა­ზე ქა­ო­სუ­რი და ამო­უხ­სნე­ლი ნი­შა­ნია. ამას­თან ერ­თად, ტყუ­პი სა­ო­ცა­რი ჰა­ე­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა და მას­ზე აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ მოქ­მე­დებს მო­რი­ე­ლის ბას­რი, მწა­რე ენა. შე­სა­ბა­მი­სად, მო­რი­ე­ლი ამა­ოდ იხარ­ჯე­ბა ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. თუმ­ცა, ვერც უარს ამ­ბობს თა­ვის ამო­უც­ნობ პარტნი­ორ­ზე.

მშვილ­დო­სა­ნი ეჯაჭ­ვე­ბა კირჩხიბს - თვი­სე­ბა გა­ი­ბუ­ტოს და სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­ი­კე­ტოს ყო­ველ­გვა­რი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე, აი­ძუ­ლებს მშვილ­დო­სანს კირჩხი­ბის წი­ნა­შე თავი მუ­დამ დამ­ნა­შა­ვედ იგ­რძნოს. გარ­და ამი­სა, მშვილ­დო­სანს ამ წყვილ­ში მო­უ­წევს ხში­რად გა­და­ა­ბი­ჯოს სა­კუ­თარ თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბას, იმი­ტომ რომ კირჩხიბს გა­აჩ­ნია გა­სა­ო­ცა­რი მოთ­მი­ნე­ბა და შე­უძ­ლია წლო­ბით და­ი­ჭი­როს გა­ბუ­ტუ­ლის პოზა. მშვილ­დო­სა­ნი კი იძუ­ლე­ბუ­ლია, პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გას შე­სა­რი­გებ­ლად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ვისთან რომანია თქვენთვის სახიფათო და რატომ უნდა მოერიდოთ მასთან საქმის დაჭერას

ვისთან რომანია თქვენთვის სახიფათო და რატომ უნდა მოერიდოთ მასთან საქმის დაჭერას

რომანტიკული ურთიერთობა, ყოველთვის ბალანსს მოითხოვს. თუმცა, როგორც წესი, ხშირად მაინც ისე ხდება, რომ წყვილში ერთს უფრო მეტად უყვარს, ვიდრე მეორეს. ამ ფაქტს კი ასტროლოგიური ახსნა გააჩნია. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ადამიანები ერთმანეთის მონა-ბატონები არიან. ამიტომ თუკი გულდასმით შეისწავლით ქვემოთ ჩამოთვლილ სიას, მიხვდებით რატომ გიჩნდებათ ამა თუ იმ ადამიანის მიმართ აუხსნელი მიჯაჭვულობა ან რატომ ვერ იცილებთ ხანდახან თავიდან აბეზარ თაყვანისმცემელს...

ასე მაგალითად თხის რქა ლომზე ხდება მიჯაჭვული - ასტროლოგები ურჩევენ თხის რქას, მისი სიყვარულის ობიექტი ლომი ყოველდღიურ რუტინულ ცხოვრებაშიც გაიცნოს. ასე მის მიმართ მიჯაჭვულობა აუცილებლად გაუქრება.

მერწყული იხიბლება ქალწულით - ალბათ უცნაურია, რომ ისეთი ეგოისტი როგორიც მერწყულია ვინმეს ფეხქვეშ გაეგოს, მაგრამ ქალწულთან საქმე სხვაგვარადაა. ერთადერთი ვარიანტი ქალწულისგან თავის დასაღწევად დროა - მერწყულს დროთა განმავლობაში მობეზრდება ქალწულის მიერ დადგენილი მკაცრი გრაფიკით ცხოვრება.

თევზები დამოკიდებულია სასწორზე - გამომდინარე იქიდან, რომ სასწორებს მერყეობა ახასიათებთ, თევზებს უწევს წყვილში გადამწყვეტი როლის თამაში. ამ ურთიერთობაში თევზები აშკარად გრძნობს საკუთარ უპირატესობას და ზუსტად აქ არის მისი პრობლემაც.

ვერძი მიჯაჭვულია მორიელზე - ერთ-ერთი რთული და ემოციებით სავსე კავშირია, რომელშიც ყველაზე ხშირად ვერძი იტანჯება. იგი ვერაფრით ახერხებს დაიმსახუროს მანიპულატორი მორიელისგან სრული სიმპათია და ყურადღება. უყურადღებობა კი ნებისმიერ ვერძს აცოფებს... და აიძულებს კიდევ უფრო მეტად გახდეს ინტერესის ობიექტზე დამოკიდებული.

კურო მშვილდოსანზე ხდება დამოკიდებული - დიახ, დიახ სწორედ მშვილდოსანს შესწევს ძალა მშვიდი და გაწონასწორებული კურო დიდი ხნით გამოიყვანოს წყობიდან და მშვიდი ძილი დაავიწყოს მას. უფრო მეტიც, მოუსვენარი და ნოვატორი მშვილდოსანი აიძულებს კონსერვატორულ კუროს, საკუთარ თავში ეძებოს მიზეზი იმისა თუ რატომ არ გამოდის მათი პარტნიორული ურთიერთობა.

ტყუპი თხის რქაზე ხდება დამოკიდებული - უთავბოლო და ქაოსური ტყუპი მარტივად იხიბლება თხის რქის პრინციპული ხასიათითა და გონიერებით. საიმისოდ, რომ თავი მოაწონოს მას, იგი აუცილებლად იწყებს საკუთარი ცხოვრების მოწესრიგებას და ზუსტად მაშინ აღმოაჩენს, რომ ძალიან უბედურია ამ ურთიერთობაში.

კირჩხიბი მერწყულზეა მიჯაჭვული - თავგანწირული და მზრუნველი კირჩხიბისთვის, კატასტროფის ტოლფასია თვითკმაყოფილი და ეგოისტი მერწყულის შეყვარება. ამ წყვილში კირჩხიბი გამუდმებით იტანჯება პარტნიორის უპასუხისმგებლობის გამო. მაშინ როცა მერწყული აბსოლუტურად ყველა ასპექტში მოგებული რჩება ასეთი კავშირით.

ლომი თევზებზე ხდება დამოკიდებული - თევზები იდუმალი და მისტიკური ხასიათის ნიშანია. ამ ადამიანებს ზოგჯერ საკუთარი თავი ეჩვენებათ ამოცანად. ამიტომ ლომის მონდომება დაეხმაროს თევზებს საკუთარი თავის პოვნაში, ხშირად იმედის გაცრუებით მთავრდება ამ უკანასკნელისთვის. შედეგად თევზები კიდევ უფრო იკეტება თავის თავში, ლომს კი არასრულფასოვნების კომპლექსი ტანჯავს.

ქალწული ეჯაჭვება ვერძს - თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ქალწული ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე უკონფლიქტო ნიშანია. ბუნტისთავი ვერძი კი, რომელსაც ჩხუბი და აგრესია სისხლში აქვს გამჯდარი მარტივად გამოიყენებს მის ამ თვისებას. შედეგად ქალწული ძალიან დაიჩაგრება, იმიტომ რომ მშვიდობისმოყვარე ბუნებისა და მოკრძალებულობის გამო ვერ მოახერხებს ვერძისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

სასწორი დამოკიდებულია კუროზე - მიუხედავად იმისა, რომ ზოდიაქოს ამ ორ ნიშანს საერთო ბევრი აქვს და გემოვნებაც მსგავსი, ყოველდღიურ ცხოვრებაში მათი ურთიერთობა ჯოჯოხეთს ემსგავსება. იმიტომ რომ პრაქტიკულ კუროს არასოდეს მოეწონება მეოცნებე სასწორის უტოპიური იდეები. ამასთან ერთად, სასწორი, რომელიც გადაწყვეტილებას ძნელად იღებს, ხშირად ვერ გაიგებს კუროსთვის დამახასიათებელ სიჯიუტეს და სწორხაზოვან მიდგომას ცხოვრებაში.

მორიელი დამოკიდებულია ტყუპზე - მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულს უყვარს ინტრიგები და იდუმალება. ხოლო ტყუპი ზოდიაქოს ყველაზე ქაოსური და ამოუხსნელი ნიშანია. ამასთან ერთად, ტყუპი საოცარი ჰაეროვნებით გამოირჩევა და მასზე აბსოლუტურად არ მოქმედებს მორიელის ბასრი, მწარე ენა. შესაბამისად, მორიელი ამაოდ იხარჯება ამ ურთიერთობაში. თუმცა, ვერც უარს ამბობს თავის ამოუცნობ პარტნიორზე.

მშვილდოსანი ეჯაჭვება კირჩხიბს - თვისება გაიბუტოს და საკუთარ თავში ჩაიკეტოს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, აიძულებს მშვილდოსანს კირჩხიბის წინაშე თავი მუდამ დამნაშავედ იგრძნოს. გარდა ამისა, მშვილდოსანს ამ წყვილში მოუწევს ხშირად გადააბიჯოს საკუთარ თავმოყვარეობას, იმიტომ რომ კირჩხიბს გააჩნია გასაოცარი მოთმინება და შეუძლია წლობით დაიჭიროს გაბუტულის პოზა. მშვილდოსანი კი იძულებულია, პირველი ნაბიჯი გადადგას შესარიგებლად.