Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
TOP 5 წყვილი, რომელთა ბედი ცაში გადაწყდა - ანუ ისინი, ვინც ერთმანეთს შეაბერდებიან
TOP 5 წყვილი, რომელთა ბედი ცაში გადაწყდა - ანუ ისინი, ვინც ერთმანეთს შეაბერდებიან

რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი უხ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს ოჯა­ხის შე­საქ­მნე­ლად და შვი­ლე­ბის აღ­საზ­რდე­ლად. ას­ტრო­ლო­გია და­გეხ­მა­რე­ბათ, ოჯა­ხის შექ­მნამ­დე, უკეთ გა­ერ­კვეთ სა­კუ­თარ თავ­ში და თქვენ მო­მა­ვალ მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში.

სას­წო­რი და მერ­წყუ­ლი

წყვი­ლის ბედ­ნი­ე­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო ისაა, რომ კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლი­ათ. სას­წო­რი ოჯახს დიდი სიფრ­თხი­ლი­თა და სი­ფა­ქი­ზით ექ­ცე­ვა და უმ­ნიშ­ვნე­ლო უთან­ხმო­ე­ბაც კი რთუ­ლად გა­და­აქვს. სას­წო­რი ყვე­ლა­ფერ­ში, მათ შო­რის ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბა­შიც კი ჰარ­მო­ნი­ის­კენ მი­ის­წრაფ­ვის. მერ­წყუ­ლი კი, მი­უ­ხე­და­ვად სი­ჯი­უ­ტი­სა და თა­ვისფლე­ბის­მოყ­ვა­რუ­ლო­ბი­სა, ცდი­ლობს, ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­მო­ნა­ხოს კომ­პრო­მი­სი. ამი­ტო­მაც, სას­წო­რი-მერ­წყუ­ლის დუ­ე­ტი მუდ­მი­ვად პა­ტივს სცემს ერ­თმა­ნე­თის ინ­ტე­რე­სებს და გვერდს აუვ­ლის კონ­ფლიქ­ტებს. ასე­თი ქორ­წი­ნე­ბა­ში ბედ­ნი­ე­რი ბავ­შვე­ბი იზ­რდე­ბი­ან. მათ არ უწევთ მშობ­ლე­ბის სკან­და­ლე­ბის მოს­მე­ნა.

თევ­ზე­ბი და კურო

კურო იმით ფა­სობს, რომ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც კი შე­უძ­ლია სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. არას­დროს მის­ცემს თავს უფ­ლე­ბას, ემო­ცი­ებს აჰ­ყვეს და მე­ო­რე ნა­ხე­ვარს აწყე­ნი­ნოს, თევ­ზე­ბის წყე­ნი­ნე­ბა ხომ მარ­ტივ­ზე მარ­ტი­ვია. ამას­თა­ნა­ვე, ის რბი­ლი და ერ­თგუ­ლი ნი­შა­ნია. კურო მის­თვის მთა­ვა­რი და­საყ­რდე­ნი იქ­ნე­ბა ქორ­წი­ნე­ბა­ში. თევ­ზე­ბის აქვთ ერთი კარ­გი თვი­სე­ბა, – მათ ეს­მით ადა­მი­ა­ნე­ბის და ცდი­ლო­ბენ უთა­ნაგ­რძნონ. კუ­რო­სა და თევ­ზე­ბის თვი­სე­ბე­ბი ამ ორს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, მყა­რი და ძლი­ე­რი ოჯა­ხი შექ­მნან. თა­ნაც, თევ­ზე­ბი­ცა და კუ­როც ძა­ლი­ან კარ­გად ზრდი­ან შვი­ლებს.

ქალ­წუ­ლი და მო­რი­ე­ლი

გარ­და იმი­სა, რომ ქალ­წუ­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­ო­ჯა­ხეა, ის ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი­ცაა. მას არ აინ­ტე­რე­სებთ ინ­ტრი­გე­ბი. მისი მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი ოჯა­ხი და ოჯა­ხის წევ­რებ­ზე ზრუნ­ვაა. მას არ აში­ნებს სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი და კარ­გად გა­მოს­დის შვი­ლე­ბის აღ­ზრდა. მო­რი­ე­ლი კი მგრძნო­ბი­ა­რე და ვნე­ბი­ა­ნი ნი­შა­ნია. მას­თან და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ცხოვ­რე­ბა მო­სა­წყე­ნად აღარ მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ. გარ­და ამი­სა, მო­რი­ე­ლი კარ­გად ერ­კვე­ვა ადა­მი­ან­ბებ­ში და სა­კუ­თარ გრძნო­ბებს ნე­ბის­მი­ერს ვერ ან­დობს. მო­რი­ე­ლის რჩე­უ­ლი მის ცხოვ­რე­ბა­ში ერ­თა­დერ­თი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­ერ­თოს, იმ­ხი­ა­რუ­ლოს, მაგ­რამ მე­უღ­ლის­თვის ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი და ერ­თგუ­ლი დარ­ჩე­ბა.

მშვილ­დო­სა­ნი და ტყუ­პი

მშვილ­დო­სა­ნი პირ­და­პი­რი ადა­მი­ა­ნია. არას­დროს და­მა­ლავს სა­კუ­თარ სიმ­პა­თი­ებ­სა და გრძნო­ბებს და არც უთან­ხმო­ე­ბას, თუ მას ად­გი­ლი ექ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. სიყ­ვა­რუ­ლი მის­თვის გან­ძი­ვი­თაა. იგი შე­ეც­დე­ბა აი­რი­დოს უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი და კონ­ფლიქ­ტე­ბი, რათა დიდ­ხანს შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ეს გან­ძი. მის­თვის კარ­გი მე­წყვი­ლე იქ­ნე­ბა ტყუ­პი, რო­მელ­საც ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თის მი­უ­ხე­და­ვად, მშვილ­დოს­ნის ემო­ცი­უ­რო­ბა გან­წყო­ბი­ლე­ბას არ გა­უ­ფუ­ჭებთ. ორი­ვე – მშვილ­დო­სა­ნი­ცა და ტყუ­პიც სა­ინ­ტე­რე­სო ნი­შა­ნია. მათ იზი­დავთ ერ­თმა­ნე­თი. მათ ოჯახ­ში მუდ­მი­ვად იქ­ნე­ბა რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

კირჩხი­ბი და თხის რქა

ეს ორი ერ­თმა­ნეთს ყუ­რა­დღე­ბი­თა და მზრუნ­ვე­ლო­ბით გა­ა­ნე­ბივ­რებს. მე­უღ­ლე კირჩხი­ბი, იმი­თა­ცაა და­სა­ფა­სე­ბე­ლი, რომ გრძნო­ბებს ყვე­ლა­ზე კი არ ხარ­ჯავს, არა­მედ მხო­ლოდ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­ზე. კირჩხიბს უმ­ნიშ­ვნე­ლო ამ­ბავ­ზეც კი შე­უძ­ლია ნერ­ვი­უ­ლო­ბა და ამ დროს მშვე­ლე­ლად თხის რქა ევ­ლი­ნე­ბა, რო­მე­ლიც და­ამ­შვი­დებს და სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. თხის რქა მუ­დამ მზა­დაა სი­კე­თის კე­თე­ბის­თვის და ეს შეგ­რძნე­ბა გა­ას­მა­გე­ბუ­ლი აქვს, თუ საქ­მე საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ეხე­ბა. თხის რქა ძა­ლი­ან სა­ი­მე­დო, სე­რი­ო­ზუ­ლი და ალა­ლი ნი­შა­ნია. ასეთ ადა­მი­ან­თან ოჯა­ხის შექ­მნა ბედ­ნი­ე­რე­ბაა. ამას­თა­ნა­ვე, მას მუდ­მი­ვად სურს ასი­ა­მოვ­ნოს მე­უღ­ლეს, მათ ოჯახ­ში მუ­დამ სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი იტ­რი­ა­ლებს. ასეთ ოჯახ­ში გაზ­რდი­ლი ბავ­შვე­ბი კი ლა­ღე­ბი და ბედ­ნი­ე­რე­ბი გა­იზ­რდე­ბი­ან.

ლომი და ვერ­ძი

ვერ­ძი - სი­ტყვის ადა­მი­ა­ნია. თუ დაგ­პირ­დათ, რა­დაც არ უნდა და­უჯ­დეს, შე­გის­რუ­ლებთ. პარტნი­ორს მუდ­მი­ვად შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს მისი იმე­დი. ლომი ამ­ბი­ცი­უ­რი და ჯი­უ­ტი ნი­შა­ნია. თუ რა­ი­მე და­ი­სა­ხა, ვე­რა­ვინ გა­დათ­ქმე­ვი­ნებს. და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ მუდ­მი­ვად ეც­დე­ბი­ან ერ­თმა­ნე­თის გუ­ლის­თვის ღირ­სე­უ­ლი საქ­ცი­ე­ლი ჩა­ი­დი­ნონ. შე­ა­გუ­ლი­ა­ნონ მიზ­ნის მიღ­წე­ვის­თვის და შემ­დეგ სიძ­ნე­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვა­ში და­ეხ­მა­რონ ერ­თმა­ნეთს. სა­კუ­თარ მა­გა­ლით­ზე აღ­ზრდი­ან შვი­ლებ­საც, რაც უფრო მე­ტად გა­აძ­ლი­ე­რებს მათ ოჯახს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლამარა
3

ორი ვერძი,ორივე ძაღლის წელში დაბადებული,რას უმდა ველოდეთ?

თამო
6

აქამდე ვიცოდი რო კურო ქალწულს დს თხის რქას უგებს და გარშემო სულ ესენი მყავს ასევე კირჩხიბიც

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

TOP 5 წყვილი, რომელთა ბედი ცაში გადაწყდა - ანუ ისინი, ვინც ერთმანეთს შეაბერდებიან

TOP 5 წყვილი, რომელთა ბედი ცაში გადაწყდა - ანუ ისინი, ვინც ერთმანეთს შეაბერდებიან

რომელი ზოდიაქოს ნიშნები უხდებიან ერთმანეთს ოჯახის შესაქმნელად და შვილების აღსაზრდელად. ასტროლოგია დაგეხმარებათ, ოჯახის შექმნამდე, უკეთ გაერკვეთ საკუთარ თავში და თქვენ მომავალ მეორე ნახევარში.

სასწორი და მერწყული

წყვილის ბედნიერების საიდუმლო ისაა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულება შეუძლიათ. სასწორი ოჯახს დიდი სიფრთხილითა და სიფაქიზით ექცევა და უმნიშვნელო უთანხმოებაც კი რთულად გადააქვს. სასწორი ყველაფერში, მათ შორის ოჯახურ ცხოვრებაშიც კი ჰარმონიისკენ მიისწრაფვის. მერწყული კი, მიუხედავად სიჯიუტისა და თავისფლებისმოყვარულობისა, ცდილობს, ნებისმიერ სიტუაციაში გამონახოს კომპრომისი. ამიტომაც, სასწორი-მერწყულის დუეტი მუდმივად პატივს სცემს ერთმანეთის ინტერესებს და გვერდს აუვლის კონფლიქტებს. ასეთი ქორწინებაში ბედნიერი ბავშვები იზრდებიან. მათ არ უწევთ მშობლების სკანდალების მოსმენა.

თევზები და კურო

კურო იმით ფასობს, რომ რთულ სიტუაციაშიც კი შეუძლია სულიერი სიმშვიდის შენარჩუნება. არასდროს მისცემს თავს უფლებას, ემოციებს აჰყვეს და მეორე ნახევარს აწყენინოს, თევზების წყენინება ხომ მარტივზე მარტივია. ამასთანავე, ის რბილი და ერთგული ნიშანია. კურო მისთვის მთავარი დასაყრდენი იქნება ქორწინებაში. თევზების აქვთ ერთი კარგი თვისება, – მათ ესმით ადამიანების და ცდილობენ უთანაგრძნონ. კუროსა და თევზების თვისებები ამ ორს საშუალებას მისცემს, მყარი და ძლიერი ოჯახი შექმნან. თანაც, თევზებიცა და კუროც ძალიან კარგად ზრდიან შვილებს.

ქალწული და მორიელი

გარდა იმისა, რომ ქალწული შესანიშნავი მეოჯახეა, ის ერთგული მეგობარიცაა. მას არ აინტერესებთ ინტრიგები. მისი მთავარი საზრუნავი ოჯახი და ოჯახის წევრებზე ზრუნვაა. მას არ აშინებს საოჯახო საქმეები და კარგად გამოსდის შვილების აღზრდა. მორიელი კი მგრძნობიარე და ვნებიანი ნიშანია. მასთან დაქორწინების შემდეგ ცხოვრება მოსაწყენად აღარ მოგეჩვენებათ. გარდა ამისა, მორიელი კარგად ერკვევა ადამიანბებში და საკუთარ გრძნობებს ნებისმიერს ვერ ანდობს. მორიელის რჩეული მის ცხოვრებაში ერთადერთი და განუმეორებელი იქნება. შეიძლება მეგობრებთან ერთად გაერთოს, იმხიარულოს, მაგრამ მეუღლისთვის ყურადღებიანი და ერთგული დარჩება.

მშვილდოსანი და ტყუპი

მშვილდოსანი პირდაპირი ადამიანია. არასდროს დამალავს საკუთარ სიმპათიებსა და გრძნობებს და არც უთანხმოებას, თუ მას ადგილი ექნება ურთიერთობაში. სიყვარული მისთვის განძივითაა. იგი შეეცდება აირიდოს უსიამოვნებები და კონფლიქტები, რათა დიდხანს შეინარჩუნოს ეს განძი. მისთვის კარგი მეწყვილე იქნება ტყუპი, რომელსაც ცვალებადი ხასიათის მიუხედავად, მშვილდოსნის ემოციურობა განწყობილებას არ გაუფუჭებთ. ორივე – მშვილდოსანიცა და ტყუპიც საინტერესო ნიშანია. მათ იზიდავთ ერთმანეთი. მათ ოჯახში მუდმივად იქნება რომანტიკული ურთიერთობები.

კირჩხიბი და თხის რქა

ეს ორი ერთმანეთს ყურადღებითა და მზრუნველობით გაანებივრებს. მეუღლე კირჩხიბი, იმითაცაა დასაფასებელი, რომ გრძნობებს ყველაზე კი არ ხარჯავს, არამედ მხოლოდ საყვარელ ადამიანზე. კირჩხიბს უმნიშვნელო ამბავზეც კი შეუძლია ნერვიულობა და ამ დროს მშველელად თხის რქა ევლინება, რომელიც დაამშვიდებს და სირთულეების დაძლევაში დაეხმარება. თხის რქა მუდამ მზადაა სიკეთის კეთებისთვის და ეს შეგრძნება გაასმაგებული აქვს, თუ საქმე საყვარელ ადამიანს ეხება. თხის რქა ძალიან საიმედო, სერიოზული და ალალი ნიშანია. ასეთ ადამიანთან ოჯახის შექმნა ბედნიერებაა. ამასთანავე, მას მუდმივად სურს ასიამოვნოს მეუღლეს, მათ ოჯახში მუდამ სითბო და სიყვარული იტრიალებს. ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვები კი ლაღები და ბედნიერები გაიზრდებიან.

ლომი და ვერძი

ვერძი - სიტყვის ადამიანია. თუ დაგპირდათ, რადაც არ უნდა დაუჯდეს, შეგისრულებთ. პარტნიორს მუდმივად შეიძლება ჰქონდეს მისი იმედი. ლომი ამბიციური და ჯიუტი ნიშანია. თუ რაიმე დაისახა, ვერავინ გადათქმევინებს. დაოჯახების შემდეგ მუდმივად ეცდებიან ერთმანეთის გულისთვის ღირსეული საქციელი ჩაიდინონ. შეაგულიანონ მიზნის მიღწევისთვის და შემდეგ სიძნელეების გადალახვაში დაეხმარონ ერთმანეთს. საკუთარ მაგალითზე აღზრდიან შვილებსაც, რაც უფრო მეტად გააძლიერებს მათ ოჯახს.