სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
TOP-3 ყველაზე არასაიმედო ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
TOP-3 ყველაზე არასაიმედო ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თუმ­ცა­ღა პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ცვა­ლე­ბა­დო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი სა­ხა­სი­ა­თო შტრი­ხი უფ­როა ვიდ­რე უვ­ნე­ბე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბა სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ზე. ას­ტრო­ლო­გე­ბის აზ­რით, ზო­დი­ა­ქოს თი­თო­ე­უ­ლი ნი­შა­ნი კონ­კრე­ტუ­ლი და მხო­ლოდ მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის მფლო­ბე­ლია. მათ შო­რის რა­ღაც თქმა უნდა ერ­თგუ­ლე­ბის და ზო­გა­დად გრძელ­ვა­დი­ა­ნი, სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც შე­დის. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა არ­სე­ბო­ბენ ქა­ლე­ბი, რო­მელ­თა ფსი­ქო­ლო­გი­ა­შიც გარ­კვე­ულ ასა­კამ­დე მა­ინც არ დევს მა­მა­კაც­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას თა­ვად ამ ურ­თი­ერ­თო­ბის მი­მართ სე­რი­ო­ზუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ან მათ, უბ­რა­ლოდ მალე ბეზ­რდე­ბათ ერთი და იგი­ვე, ამი­ტომ ისი­ნი ცვლი­ლე­ბებს არამ­ხო­ლოდ შო­პინგთე­რა­პი­ით ან ეს­თე­ტიკ-ცენ­ტრებ­ში თა­ვის გა­ნე­ბივ­რე­ბით, არა­მედ ახა­ლი პარტნი­ო­რის ძი­ე­ბი­თაც ახორ­ცი­ე­ლე­ბენ და ეს სრუ­ლი­ა­დაც არ მი­აჩ­ნი­ათ და­ნა­შა­უ­ლად.. მო­დით გა­ვეც­ნოთ რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი შე­იყ­ვა­ნეს ას­ტრო­ლო­გებ­მა ყვე­ლა­ზე არა­სა­ი­მე­დო­თა კა­ტე­გო­რი­ა­ში

ტყუ­პე­ბი - ჰა­ე­რის სტი­ქი­ის ყვე­ლა­ზე თავ­ქა­რი­ა­ნი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. გა­ო­რე­ბუ­ლი ბუ­ნე­ბის გამო, ძა­ლი­ან ხში­რად თა­ვად­ვე უჭირს გა­ერ­კვეს რა უნდა სა­ერ­თოდ ამ ცხოვ­რე­ბა­ში. მით უმე­ტეს უჭირს იმის გარ­კვე­ვა თუ ვის გვერ­დით უნდა ყოფ­ნა და რა­ტომ. ამას­თან ერ­თად ცე­ცხლი­ვით ეში­ნია ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის. მი­ზე­ზი ამი­სა არის ის, რომ ტყუ­პი უზო­მოდ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე და ცვა­ლე­ბა­დი ნი­შა­ნია. მის­თვის დეპ­რე­სი­ის ტოლ­ფა­სია ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ვა­კუ­უ­მი და ერ­თფე­როვ­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად რუ­ტი­ნა რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლა­ზე იდე­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბას და ზო­გა­დად ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მოს­დევს თან, ამ ქალს უბიძ­გებს ხსნა ახალ პარტნი­ორ­ში ეძე­ბოს. თუმ­ცა­ღა იგი ჩა­დე­ნილ "შეც­დო­მებ­საც" იშ­ვი­ა­თად ნა­ნობს. ტყუ­პის ბუ­ნე­ბა ზო­გა­დად, არ არის მიდ­რე­კი­ლი ხან­გრძლი­ვი თვითგვე­მი­სა და სი­ნა­ნუ­ლის­კენ. ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ქა­ლებს ასე­ვე იშ­ვი­ა­თად ახა­სი­ა­თებთ პარტნი­ო­რის მი­მართ ძლი­ე­რი ემო­ცი­უ­რი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა, რაც კი­დევ ერთი მი­ზე­ზია მათი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა.

Astrologia

ლომი

- მი­ზე­ზი ქალი ლო­მის არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვავ­დე­ბა, ტყუ­პე­ბის სი­ტუ­ა­ცი­ის­გან. ლომი ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ნი­შა­ნია, ამი­ტომ ზო­გა­დად რომ ვიმ­სჯე­ლოთ ცვა­ლე­ბა­დო­ბის­კენ იგი ნაკ­ლე­ბად გახ­ლავთ მიდ­რე­კი­ლი, ამი­ტომ ტყუ­პი ქა­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით ლო­მე­ბი პარტნი­ორს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ღა­ლა­ტო­ბენ, თუკი ეს უკა­ნას­კნე­ლი მათ მი­მართ სით­ბოს და თაყ­ვა­ნის­ცე­მას ძვე­ლე­ბუ­რად უხ­ვად აღარ (ან ვე­ღარ) გა­მო­ხა­ტავს. ლომი ქა­ლის­თვის ცხოვ­რე­ბა მუდ­მი­ვი დღე­სას­წა­უ­ლი უნდა იყოს, ან რა­ღაც დო­ზით მა­ინც უნდა ფიქ­გუ­რი­რებ­დეს ოჯა­ხურ ერ­თფე­როვ­ნე­ბა­ში სა­დღე­სას­წა­უ­ლო ელე­მენ­ტე­ბი, სა­ი­მი­სოდ რომ მან თავი კვლა­ვაც დე­დოფ­ლად იგ­რძნოს. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ იმა­ზე რომ მე­უღ­ლემ მის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მოც უნდა შექ­მნას სა­ცხოვ­რებ­ლად. აბა სად გი­ნა­ხავთ ქოხ­ში მცხოვ­რე­ბი დე­დო­ფა­ლი? ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, ლომი გუ­ლით იმარ­თე­ბა აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ურ­თი­ერ­თო­ბას რო­მელ­შიც ორის კავ­ში­რი მარ­ტო­ო­დენ ოფი­ცი­ა­ლურ მო­ვა­ლე­ო­ბამ­დე და ყო­ველ­დღი­ურ რუ­ტი­ნამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი, ქალი ლომი ხან­გრძლი­ვი დრო­ით ვერ აი­ტანს. შე­სა­ბა­მი­სად ფაქ­ტი მისი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­სა­ხებ ზუს­ტად იმ მი­ზეზს ეფუძ­ნე­ბა, რომ მას მე­ო­რე ნა­ხევ­რის მხრი­დან სით­ბო და ყუ­რა­დღე­ბა არ უნდა მო­აკ­ლდეს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში იგი სინ­დი­სის ქენ­ჯნის გა­რე­შე შე­ეც­დე­ბა იპოვ­ნოს სხვა, გა­ცი­ლე­ბით უფრო ღირ­სე­უ­ლი კა­ვა­ლე­რი.

მშვილ­დო­სა­ნი - მშვილ­დო­სა­ნი ისე­ვე რო­გორც ტყუ­პი მუ­ტა­ბე­ლუ­რი სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ ნიშ­ნებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, ამი­ტომ ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ქალ­ბა­ტო­ნებს შო­რი­საც საკ­მა­ოდ ხში­რად ვხვდე­ბით ნაკ­ლებსტა­ბი­ლურ და ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის მი­მართ "არამ­დგრად" ტი­პა­ჟებს. ეს იმას როდი ნიშ­ნავს, რომ უცი­ლობ­ლად ყვე­ლა მშვილ­დო­სა­ნი მო­ღა­ლა­ტე და თავ­ქა­რი­ა­ნია, თუმ­ცა­ღა და­ნარ­ჩენ ნიშ­ნებს შო­რის, ქალი მშვილ­დოს­ნე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად გა­ურ­ბი­ან ხან­გრძლივ ურ­თი­ერ­თო­ბებს და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას ყო­ველ­თვის მო­აქვს თან. ქალი მშვილ­დოს­ნის კი­დევ ერთი "ნაკ­ლი" თა­ვი­სუფ­ლე­ბის უზო­მო სიყ­ვა­რუ­ლი და სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის მი­მართ სი­ძულ­ვი­ლია. ამი­ტომ ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ქალს, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მე­უღ­ლე მას "ტრა­დი­ცი­უ­ლი დი­ა­სახ­ლი­სის"რო­ლის მორ­გე­ბას აი­ძუ­ლებს აუ­ცი­ლებ­ლად გა­უჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი სას­წრა­ფოდ და­აღ­წი­ოს თავი ბორ­კი­ლებს სა­ხე­ლად "ოჯა­ხი".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

TOP-3 ყველაზე არასაიმედო ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

TOP-3 ყველაზე არასაიმედო ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თუმცაღა პირად ურთიერთობაში ცვალებადობისკენ მიდრეკილება გარკვეული სახასიათო შტრიხი უფროა ვიდრე უვნებელი ექსპერიმენტის ჩატარება საკუთარ ცხოვრებაზე. ასტროლოგების აზრით, ზოდიაქოს თითოეული ნიშანი კონკრეტული და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფსიქოლოგიური თავისებურებების მფლობელია. მათ შორის რაღაც თქმა უნდა ერთგულების და ზოგადად გრძელვადიანი, სერიოზული ურთიერთობების მიმართ დამოკიდებულებაც შედის. როგორც აღმოჩნდა არსებობენ ქალები, რომელთა ფსიქოლოგიაშიც გარკვეულ ასაკამდე მაინც არ დევს მამაკაცთან ურთიერთობისას თავად ამ ურთიერთობის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების მოთხოვნილება ან მათ, უბრალოდ მალე ბეზრდებათ ერთი და იგივე, ამიტომ ისინი ცვლილებებს არამხოლოდ შოპინგთერაპიით ან ესთეტიკ-ცენტრებში თავის განებივრებით, არამედ ახალი პარტნიორის ძიებითაც ახორციელებენ და ეს სრულიადაც არ მიაჩნიათ დანაშაულად.. მოდით გავეცნოთ რომელი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები შეიყვანეს ასტროლოგებმა ყველაზე არასაიმედოთა კატეგორიაში

ტყუპები - ჰაერის სტიქიის ყველაზე თავქარიანი წარმომადგენელია. გაორებული ბუნების გამო, ძალიან ხშირად თავადვე უჭირს გაერკვეს რა უნდა საერთოდ ამ ცხოვრებაში. მით უმეტეს უჭირს იმის გარკვევა თუ ვის გვერდით უნდა ყოფნა და რატომ. ამასთან ერთად ცეცხლივით ეშინია ხანგრძლივი ურთიერთობების. მიზეზი ამისა არის ის, რომ ტყუპი უზომოდ ცნობისმოყვარე და ცვალებადი ნიშანია. მისთვის დეპრესიის ტოლფასია ინფორმაციული ვაკუუმი და ერთფეროვნება, შესაბამისად რუტინა რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაზე იდეალურ ქორწინებას და ზოგადად ოჯახურ ცხოვრებას აუცილებლად მოსდევს თან, ამ ქალს უბიძგებს ხსნა ახალ პარტნიორში ეძებოს. თუმცაღა იგი ჩადენილ „შეცდომებსაც“ იშვიათად ნანობს. ტყუპის ბუნება ზოგადად, არ არის მიდრეკილი ხანგრძლივი თვითგვემისა და სინანულისკენ. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს ასევე იშვიათად ახასიათებთ პარტნიორის მიმართ ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა, რაც კიდევ ერთი მიზეზია მათი არასტაბილურობისა.

Astrologia

ლომი

- მიზეზი ქალი ლომის არასტაბილურობისა აბსოლუტურად განსხვავდება, ტყუპების სიტუაციისგან. ლომი ფიქსირებული ნიშანია, ამიტომ ზოგადად რომ ვიმსჯელოთ ცვალებადობისკენ იგი ნაკლებად გახლავთ მიდრეკილი, ამიტომ ტყუპი ქალებისგან განსხვავებით ლომები პარტნიორს მხოლოდ იმ შემთხვევაში ღალატობენ, თუკი ეს უკანასკნელი მათ მიმართ სითბოს და თაყვანისცემას ძველებურად უხვად აღარ (ან ვეღარ) გამოხატავს. ლომი ქალისთვის ცხოვრება მუდმივი დღესასწაული უნდა იყოს, ან რაღაც დოზით მაინც უნდა ფიქგურირებდეს ოჯახურ ერთფეროვნებაში სადღესასწაულო ელემენტები, საიმისოდ რომ მან თავი კვლავაც დედოფლად იგრძნოს. აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ მეუღლემ მისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოც უნდა შექმნას საცხოვრებლად. აბა სად გინახავთ ქოხში მცხოვრები დედოფალი? ნუ დაგვავიწყდება, ლომი გულით იმართება აქედან გამომდინარე ურთიერთობას რომელშიც ორის კავშირი მარტოოდენ ოფიციალურ მოვალეობამდე და ყოველდღიურ რუტინამდეა დაყვანილი, ქალი ლომი ხანგრძლივი დროით ვერ აიტანს. შესაბამისად ფაქტი მისი არასტაბილურობის შესახებ ზუსტად იმ მიზეზს ეფუძნება, რომ მას მეორე ნახევრის მხრიდან სითბო და ყურადღება არ უნდა მოაკლდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი სინდისის ქენჯნის გარეშე შეეცდება იპოვნოს სხვა, გაცილებით უფრო ღირსეული კავალერი.

მშვილდოსანი - მშვილდოსანი ისევე როგორც ტყუპი მუტაბელური სტიქიის წარმომადგენელ ნიშნებს განეკუთვნება, ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალბატონებს შორისაც საკმაოდ ხშირად ვხვდებით ნაკლებსტაბილურ და ხანგრძლივი ურთიერთობის მიმართ „არამდგრად“ ტიპაჟებს. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ უცილობლად ყველა მშვილდოსანი მოღალატე და თავქარიანია, თუმცაღა დანარჩენ ნიშნებს შორის, ქალი მშვილდოსნები ყველაზე ხშირად გაურბიან ხანგრძლივ ურთიერთობებს და პასუხისმგებლობას, რომელიც ოჯახურ ცხოვრებას ყოველთვის მოაქვს თან. ქალი მშვილდოსნის კიდევ ერთი „ნაკლი“ თავისუფლების უზომო სიყვარული და საოჯახო საქმეების მიმართ სიძულვილია. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალს, იმ შემთხვევაში თუ მეუღლე მას „ტრადიციული დიასახლისის“როლის მორგებას აიძულებს აუცილებლად გაუჩნდება სურვილი სასწრაფოდ დააღწიოს თავი ბორკილებს სახელად „ოჯახი“.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?