Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამი ყველაზე გამგები და გულისხმიერი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
სამი ყველაზე გამგები და გულისხმიერი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ქა­ლის გა­გე­ბა რთუ­ლია, ამა­ზე არც არა­ვინ და­ვობს. იმი­ტომ, რომ ხში­რად ქა­ლებ­მა თა­ვა­დაც არ იცი­ან, რა სურთ ან რა­ტომ, მაგ­რამ მა­მა­კა­ცებს რომ ზო­გა­დად ქა­ლე­ბის ნაკ­ლე­ბად ან სა­ერ­თოდ არ ეს­მით ხოლ­მე ესეც უდა­ვო ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა. თუმ­ცა, სა­ი­მი­სოდ, რომ ქალს რა­ღაც დო­ზით მა­ინც გა­უ­გოს, ძლი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელს მელ გიბ­სო­ნის პერ­სო­ნა­ჟი­ვით ფილ­მი­და "რა სურთ ქა­ლებს" – ჩარ­თუ­ლი თმის საშ­რო­ბით აბა­ზა­ნა­ში ჩახ­ტო­მა ნამ­დვი­ლად არ ესა­ჭი­რო­ე­ბა. ამი­სათ­ვის მხო­ლოდ ის არის სა­ჭი­რო, რომ ეს უკა­ნას­კნე­ლი შე­სა­ბა­მის ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ზე იყოს და­ბა­დე­ბუ­ლი... არ­სე­ბო­ბენ მა­მა­კა­ცუ­რი და ქა­ლუ­რი ენერ­გე­ტი­კის მა­ტა­რე­ბე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის. შე­სა­ბა­მი­სად, თუკი მა­მა­კა­ცი სწო­რედ ქა­ლუ­რი ენერ­გე­ტი­კით მარ­თვა­დი ნიშ­ნით და­ი­ბა­და, მის­თვის გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბა გა­ი­გოს ქა­ლუ­რი ხუშ­ტუ­რე­ბი და ზო­გა­დად, ქა­ლის ფსი­ქო­ლო­გია...

ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან. რომ ამ მხრივ, სამი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია ყვე­ლა­ზე უფრო "და­ხე­ლოვ­ნე­ბუ­ლი" მკვლე­ვა­რი ქა­ლის სუ­ლის სიღ­რმე­ე­ბის...

კირჩხი­ბი - კირჩხი­ბის ზო­დი­ა­ქოს მმარ­თვე­ლად მთვა­რე ით­ვლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, მა­მა­კა­ცი კირჩხი­ბი, რაც არ უნდა მას­კუ­ლა­ნუ­რი გა­რეგ­ნო­ბა გა­აჩ­ნდეს მას, სუ­ლის სიღ­რმე­ში ფე­მი­ნურ ელე­მენ­ტებს მა­ლავს. იგი ემო­ცი­უ­რი, გულ­ჩვი­ლი და ფრთხი­ლია. ძა­ლი­ან ბუ­ტი­აა და ფაქ­ტობ­რი­ვად ისე­თი რა­მე­ე­ბი სწყინს, რაზე გაბ­რა­ზე­ბაც სხვა მამრს აზ­რა­დაც არ მო­უ­ვა. მის­თვის ქა­ლის ბუ­ნე­ბის გა­გე­ბა ძალ­ზე მარ­ტი­ვი საქ­მეა. ჯერ ერთი რომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ინ­ტუ­ი­ცი­ის პატ­რო­ნია; გარ­და ამი­სა, მთვა­რის გავ­ლე­ნით შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეს­მის ქა­ლუ­რი ხრი­კე­ბის. სწო­რედ ამი­ტომ არი­ან მა­მა­კა­ცი კირჩხი­ბე­ბი ძალ­ზე ხში­რად ქა­ლე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის სული და გული. მათ ყო­ველ­თვის უამ­რა­ვი და­ქა­ლი და მე­სა­ი­დუმ­ლე ჰყავთ სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ში. არი­ან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქმრე­ბი, მე­ო­ჯა­ხე­ე­ბი და მა­მე­ბი. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ და ამ ბოლო პუნ­ქტში ისი­ნი ქა­ლებ­საც კი არ უდე­ბენ ტოლს.

სას­წო­რი - თან­და­ყო­ლი­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბა, შარ­მი, უკონ­ფლიქ­ტო ბუ­ნე­ბა და ემო­ცი­ე­ბის აშ­კა­რად გა­მო­ხატ­ვის უნა­რი ეს ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი თვი­სე­ბე­ბია რი­თაც მა­მა­კა­ცი სას­წო­რი ახერ­ხებს ქა­ლე­ბის გული უპი­რო­ბოდ მო­ი­გოს. იგი ლო­ი­ა­ლუ­რი და ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი პარტნი­ო­რია ნე­ბის­მი­ე­რი ქა­ლის­თვის. მას შე­უძ­ლია ისა­უბ­როს ისეთ თე­მებ­ზე რო­მე­ლიც ქა­ლებს მაგ­ნი­ტი­ვით იზი­დავს და აინ­ტე­რე­სებ - მოდა, ხე­ლოვ­ნე­ბა, გლა­მუ­რი, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფია, ფო­ტო­ხე­ლოვ­ნე­ბა. ამას­თან ერ­თად იგი შე­სა­ნიშ­ნა­ვი კომ­პა­ნი­ო­ნია ქა­ლის­თვის შო­პინ­გის დროს. ასე­თი კაცი გა­სა­ო­ცა­რი ოს­ტა­ტო­ბით შე­გირ­ჩევთ თქვენ­თვის მო­სახ­დენ სა­მოსს და და­გეხ­მა­რე­ბათ ზო­გა­დად, იმი­ჯის შექ­მნა- ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. ყო­ველ­თვის მოგ­ცემთ რჩე­ვებს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში სირ­თუ­ლის წარ­მოქ­მნი­სას... მოკ­ლედ, იქ­ნე­ბა თქვე­ნი იდე­ა­ლუ­რი მე­გო­ბა­რი, თუკი თქვენ მას სა­უ­ბარს ქორ­წი­ნე­ბა­ზე არ ჩა­მო­უგ­დებთ.

თევ­ზე­ბი - მას შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეხერ­ხე­ბა ფსი­ქო­ლო­გის რო­ლის გა­თა­ვი­სე­ბა. შე­უძ­ლია სა­ა­თო­ბით ის­მი­ნოს ქა­ლის­გან დრა­მა­ტუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რი­ე­ბი და ცრემ­ლიც წა­მოს­ცვივ­დეს ამ უკა­ნას­კნელ­თან ერ­თად "ან­ჰე­ფი­ენ­დუ­რი" ფი­ნა­ლის გამო. იგი სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ერ­თვე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ის ანა­ლიზ­ში და შე­ეც­დე­ბა გა­პოვ­ნი­ნოთ გა­მო­სა­ვა­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დი­დან. მოკ­ლედ, რჩე­ვე­ბი გულ­მოკ­ლუ­ლი ქა­ლე­ბის­თვის მას ყო­ველ­თვის ბლო­მად მო­ე­ძებ­ნე­ბა. მაგ­რამ ამ დროს შე­საძ­ლოა სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბა­ში შექ­მნი­ლი ქა­ო­სი­დან თა­ვად­ვე ვერ და­უძ­ვრე­ნია თავი. თუმ­ცა ეს თქვენ არ გე­ხე­ბათ. მთა­ვა­რია, რომ ამ კაცს ყო­ველ­თვის აქვს დრო და მოთ­მი­ნე­ბა სა­ი­მი­სოდ, რომ მოთ­მი­ნე­ბით მო­გის­მი­ნოთ, როცა თქვენ გჭირ­დე­ბათ ვინ­მე გუ­ლის გა­და­საშ­ლე­ლად... იგი არა­სო­დეს გაგ­კი­ცხავთ და გა­გაკ­რი­ტი­კებთ, რაც არ უნდა სა­ში­ნე­ლი სა­ი­დუმ­ლო გა­ან­დოთ და თუ შე­სა­ბა­მი­სად გა­აფრ­თხი­ლებთ, დიდი ალ­ბა­თო­ბით არც არა­სო­დეს გაგთქვამთ სხვას­თან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სამი ყველაზე გამგები და გულისხმიერი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სამი ყველაზე გამგები და გულისხმიერი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ქალის გაგება რთულია, ამაზე არც არავინ დავობს. იმიტომ, რომ ხშირად ქალებმა თავადაც არ იციან, რა სურთ ან რატომ, მაგრამ მამაკაცებს რომ ზოგადად ქალების ნაკლებად ან საერთოდ არ ესმით ხოლმე ესეც უდავო ჭეშმარიტებაა. თუმცა, საიმისოდ, რომ ქალს რაღაც დოზით მაინც გაუგოს, ძლიერი სქესის წარმომადგენელს მელ გიბსონის პერსონაჟივით ფილმიდა "რა სურთ ქალებს" – ჩართული თმის საშრობით აბაზანაში ჩახტომა ნამდვილად არ ესაჭიროება. ამისათვის მხოლოდ ის არის საჭირო, რომ ეს უკანასკნელი შესაბამის ზოდიაქოს ნიშანზე იყოს დაბადებული... არსებობენ მამაკაცური და ქალური ენერგეტიკის მატარებელი ზოდიაქოს ნიშნების. შესაბამისად, თუკი მამაკაცი სწორედ ქალური ენერგეტიკით მართვადი ნიშნით დაიბადა, მისთვის გაცილებით მარტივი იქნება გაიგოს ქალური ხუშტურები და ზოგადად, ქალის ფსიქოლოგია...

ასტროლოგები თვლიან. რომ ამ მხრივ, სამი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელია ყველაზე უფრო "დახელოვნებული" მკვლევარი ქალის სულის სიღრმეების...

კირჩხიბი - კირჩხიბის ზოდიაქოს მმართველად მთვარე ითვლება. შესაბამისად, მამაკაცი კირჩხიბი, რაც არ უნდა მასკულანური გარეგნობა გააჩნდეს მას, სულის სიღრმეში ფემინურ ელემენტებს მალავს. იგი ემოციური, გულჩვილი და ფრთხილია. ძალიან ბუტიაა და ფაქტობრივად ისეთი რამეები სწყინს, რაზე გაბრაზებაც სხვა მამრს აზრადაც არ მოუვა. მისთვის ქალის ბუნების გაგება ძალზე მარტივი საქმეა. ჯერ ერთი რომ არაჩვეულებრივი ინტუიციის პატრონია; გარდა ამისა, მთვარის გავლენით შესანიშნავად ესმის ქალური ხრიკების. სწორედ ამიტომ არიან მამაკაცი კირჩხიბები ძალზე ხშირად ქალების საზოგადოების სული და გული. მათ ყოველთვის უამრავი დაქალი და მესაიდუმლე ჰყავთ სუსტი სქესის წარმომადგენლებში. არიან არაჩვეულებრივი ქმრები, მეოჯახეები და მამები. თქვენ წარმოიდგინეთ და ამ ბოლო პუნქტში ისინი ქალებსაც კი არ უდებენ ტოლს.

სასწორი - თანდაყოლილი დიპლომატიურობა, შარმი, უკონფლიქტო ბუნება და ემოციების აშკარად გამოხატვის უნარი ეს ის უმნიშვნელოვანესი თვისებებია რითაც მამაკაცი სასწორი ახერხებს ქალების გული უპირობოდ მოიგოს. იგი ლოიალური და ძალიან კომფორტული პარტნიორია ნებისმიერი ქალისთვის. მას შეუძლია ისაუბროს ისეთ თემებზე რომელიც ქალებს მაგნიტივით იზიდავს და აინტერესებ - მოდა, ხელოვნება, გლამური, კინემატოგრაფია, ფოტოხელოვნება. ამასთან ერთად იგი შესანიშნავი კომპანიონია ქალისთვის შოპინგის დროს. ასეთი კაცი გასაოცარი ოსტატობით შეგირჩევთ თქვენთვის მოსახდენ სამოსს და დაგეხმარებათ ზოგადად, იმიჯის შექმნა- ჩამოყალიბებაში. ყოველთვის მოგცემთ რჩევებს სასიყვარულო ურთიერთობებში სირთულის წარმოქმნისას... მოკლედ, იქნება თქვენი იდეალური მეგობარი, თუკი თქვენ მას საუბარს ქორწინებაზე არ ჩამოუგდებთ.

თევზები - მას შესანიშნავად ეხერხება ფსიქოლოგის როლის გათავისება. შეუძლია საათობით ისმინოს ქალისგან დრამატული სასიყვარულო ისტორიები და ცრემლიც წამოსცვივდეს ამ უკანასკნელთან ერთად "ანჰეფიენდური" ფინალის გამო. იგი სიამოვნებით ჩაერთვება სიტუაციის ანალიზში და შეეცდება გაპოვნინოთ გამოსავალი სასიყვარულო სამკუთხედიდან. მოკლედ, რჩევები გულმოკლული ქალებისთვის მას ყოველთვის ბლომად მოეძებნება. მაგრამ ამ დროს შესაძლოა საკუთარ ცხოვრებაში შექმნილი ქაოსიდან თავადვე ვერ დაუძვრენია თავი. თუმცა ეს თქვენ არ გეხებათ. მთავარია, რომ ამ კაცს ყოველთვის აქვს დრო და მოთმინება საიმისოდ, რომ მოთმინებით მოგისმინოთ, როცა თქვენ გჭირდებათ ვინმე გულის გადასაშლელად... იგი არასოდეს გაგკიცხავთ და გაგაკრიტიკებთ, რაც არ უნდა საშინელი საიდუმლო გაანდოთ და თუ შესაბამისად გააფრთხილებთ, დიდი ალბათობით არც არასოდეს გაგთქვამთ სხვასთან.

როგორ გვევლინება ბედისწერა საყვარელი ადამიანების სახით - რითი განსხვავდება კარმული პარტნიორი, თანამგზავრი და "მეორე ნახევარი"

"ვერავინ იგრძნობს თავს კარგად შენთან, თუ შენ გრძნობ თავს ცუდად საკუთარ თავთან" - როგორ ვიპოვოთ მამაკაცი, რომელიც სინამდვილეში შეგვეფერება

"მიეცი ეჭვიანობის მიზეზი ისე, რომ ის ვერ დაამტკიცოს..." - 23 გამოცდილი მეთოდი, თუ როგორ დავიპყროთ ნებისმიერი ქალის გული