სასიყვარულო სამკუთხედი სიყვარულის ერთ-ერთი ყველაზე მტანჯველი ფორმაა. ადამიანებს მაზოხისტური მისწრაფებები რომ არ ჰქონდეთ, ალბათ, შორს დაიჭერდნენ თავს ისეთი მამაკაცებისგან/ქალებისგან, რომლებსაც პარტნიორი ჰყავთ ან ვინმე უყვართ. გთავაზობთ იმ ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებიც ხშირად ეხვევიან სასიყვარულო სამკუთხედებში.
-
ლომი
- სიყვარული ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სუბსტანცია და ელექსირია. ლომებს უყვართ, როცა ეთაყვანებიან, ამიტომ ძალიან ხშირად სპეციალურად ირჩევენ ადამიანებს, ვისაც რაღაც მიზეზით არ შეუძლია მათთან ოფიციალურ კავშირში ყოფნა. გარდა ამისა, ლომი ამბიციური ნიშანია და მოსწონს კიდეც სკანდალების და საყოველთაო განხილვის ეპიცენტრში ყოფნა. როგორც იტყვიან, "შავი პიარიც ხომ პიარია, არა?"
-
მორიელი
- სირთულეების სიყვარულია ალბათ ის ძირითადი მიზეზი, რატომაც ხვდება მორიელის ნიშნით დაბადებული სასიყვარულო სამკუთხედში. მორიელებს არაფერი იზიდავთ მარტივი, ამიტომ ჩვეულებრივ რუტინულ ქორწინებას, ბევრი მათგანი თავბრუდამხვევ და ვნებიან რომანებს არჩევს, თუნდაც სტატუსით არცთუ თავისუფალ პარტნიორთან. ასეთ სიტუაციაში მორიელი ასე ვთქვათ ისე გრძნობს თავს როგორც "თევზი წყალში", მისთვის ხომ მუდმივი ექსტრიმი და ემოციების პიკი ბუნებრივი მდგომარეობაა.
-
მშვილდოსანი - თავქარიანი, არაპროგნოზირებადი და უსაშველოდ ქარიზმატულია. ამიტომ ხშირ შემთხვევაში არცთუ მაინცდამაინც თავისი ნებით ეხვევა სასიყვარულო სამკუთხედის სიტუაციაში. მშვილდოსნებს მოსწონთ არაფრით დამავალდებული ურთიერთობები, ამიტომ რომანი დაოჯახებულთან ზუსტადაც რომ ზედგამოჭრილია მათთვის. ხოლო რაც ამ რომანს მოჰყვება, ხშირად გაუთვალისწინებელია მშვილდოსნისთვის. კიდევ კარგი, რომ მფარველად იუპიტერი ჰყავთ მშვილდოსნებს და როგორც წესი, ადამიანური მხარე და სიალალე გადაწონის ხოლმე მათში თავგადასავლების სიყვარულს. ამიტომ გარშემო მყოფები ბევრ შეცოდებას მარტივად პატიობენ ამ ხალხს.