პოლიტიკა
სპორტი
კონფლიქტები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
Faceამბები
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვიპოვოთ მამაკაცი, რომელიც სინამდვილეში შეგვეფერება
როგორ ვიპოვოთ მამაკაცი, რომელიც სინამდვილეში შეგვეფერება

რჩე­ვე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ნაშ­რო­მი­დან, რო­მელ­მაც გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში

  • რა ძალა აქვს ადა­მი­ა­ნის თვით­შფა­სე­ბას?

ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შე­კი­თხვე­ბი, რომ­ლებ­საც ქა­ლე­ბი ბოლო დროს ხში­რად სვა­მენ, ასე ჟღერს: "რა მჭირს? რა­ტომ ვარ მარ­ტო?"; "რა­ტომ ვერ ვპო­უ­ლობ წე­სი­ერ მა­მა­კაცს?"

იმი­სათ­ვის, რომ პა­სუ­ხი მი­ი­ღოთ ამ მტკივ­ნე­ულ კი­თხვებ­ზე, მინ­და, თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა მი­ვა­პყრო მე­ცი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის, ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­სა და ფსი­ქო­ლო­გის, მაქსველ მოლ­ცის ნაშ­რომს, სა­ხელ­წო­დე­ბით: "ფსი­ქო­კი­ბერ­ნე­ტი­კა".

მაქსველ მოლცმა, პა­ცი­ენ­ტებ­თან 10 წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბი­სა და სიღ­რმი­სე­უ­ლი კვლე­ვე­ბის შემ­დეგ, გა­მო­აქ­ვეყ­ნა ნაშ­რო­მი, რო­მელ­მაც სრუ­ლი ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბით, გა­დატ­რი­ა­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში.

მოლ­ცის ნაშ­რო­მის ძი­რი­თა­დი გზავ­ნი­ლი არის ის, რომ წარ­მოდ­გე­ნა სა­კუ­თა­რი "მე"-ს შე­სა­ხებ (თვი­თი­დენ­ტუ­რო­ბა - თვით­შე­ფა­სე­ბა) ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რა­მაა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში! თუ თვით­შე­ფა­სე­ბა და­დაბ­ლე­ბუ­ლია, ე.ი. ადა­მი­ა­ნის ნე­ბის­მი­ე­რი წა­მო­წყე­ბა მარ­ცხით დას­რულ­დე­ბა, მათ შო­რის, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც სა­პი­რის­პი­რო სქეს­თან.

"თუ ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნამ, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით, და­არ­წმუ­ნა სა­კუ­თა­რი თავი იმა­ში, რომ ის არა­ვის მოს­წონს, ეს ასეც იქ­ნე­ბა. ის კლუბ­ში სხვებ­ზე ხში­რად აღ­მოჩ­ნდე­ბა კა­ვა­ლე­რის გა­რე­შე. საქ­მე ისაა, რომ ის, თა­ვი­სი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბი­თა და ქცე­ვით, რო­მე­ლიც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ყალ­ბი წარ­მოდ­გე­ნე­ბით სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­სა­ხებ, და­აფრ­თხობს პო­ტენ­ცი­ურ კა­ვა­ლე­რებს; ასე­თი გო­გო­ნე­ბის მა­ხა­სი­ა­თე­ბელს წარ­მო­ად­გენს დაღ­ვრე­მი­ლი და მუდ­მი­ვად უკ­მა­ყო­ფი­ლო სახე, ზედ­მე­ტად თავ­და­უ­ჯე­რე­ბე­ლი და უხერ­ხუ­ლად შე­ნიღ­ბუ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბი, მორ­ცხვო­ბა, ან პი­რი­ქით, გა­მომ­წვე­ვი, ზედ­მე­ტად თა­ვი­სუ­ფა­ლი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ქა­ლის ნი­ღა­ბი, რო­მე­ლიც აშ­კა­რად ვერ გა­დის ტესტს ხე­ლოვ­ნუ­რო­ბა­სა და სი­ყალ­ბე­ზე. რო­დე­საც მას ხელთ უპყრია სა­კუ­თა­რი პი­როვ­ნე­ბის შე­ფა­სე­ბის ისე­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც არა­ნა­ირ გა­სა­ჩივ­რე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, ის ვერც ხვდე­ბა, რომ ბო­რო­ტე­ბის ფეს­ვი არა სხვა­ში, არა­მედ პი­რა­დად მის მიერ შექ­მნილ, ყალბ წარ­მოდ­გე­ნა­შია სა­კუ­თა­რი "მე"-ს შე­სა­ხებ", - წერს დოქ­ტო­რი მაქსველ მოლ­ცი თა­ვის წიგნ­ში.

ასეთ დროს, თუ ქა­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ჩნდე­ბა ღირ­სე­უ­ლი მა­მა­კა­ცი, ის ქვეც­ნო­ბი­ერ დო­ნე­ზე გა­ნი­ზი­დავს მას… თა­ნაც ამას ისე აკე­თებს, რომ თა­ვად ვერც კი ხვდე­ბა… არა­და, ეს მა­მა­კა­ცი მარ­თლაც გა­ნიც­დი­და მის მი­მართ გარ­კვე­ულ სიმ­პა­თი­ებს, მაგ­რამ…

  • რო­გორ მუ­შა­ობს ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­კი­ბერ­ნე­ტი­კა?

უკეთ გა­სა­გე­ბი რომ იყოს, მოდი, ადა­მი­ა­ნის ფსი­ქო­კი­ბერ­ნე­ტი­კა შე­ვა­და­როთ თერ­მოს­ტატს. ყვე­ლა ავ­ტო­მო­ბილს აქვს თერ­მოს­ტა­ტი და რო­დე­საც წყა­ლი დუღ­დე­ბა, ავ­ტო­მა­ტუ­რად ირ­თვე­ბა თერ­მოს­ტა­ტი და იწყებს წყლის გა­ცი­ე­ბას.

ზუს­ტად იგი­ვე პრო­ცე­სი ხდე­ბა გო­გო­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­შიც: რო­დე­საც თვით­შე­ფა­სე­ბა და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად და­დაბ­ლე­ბუ­ლია (ანუ ქალი, სი­ნამ­დვი­ლე­ში, არ არის ამა­ში დამ­ნა­შა­ვე) და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე თვლის, რომ არ არის საკ­მა­რი­სად კარ­გი, ის მხო­ლოდ ისე­თი მა­მა­კა­ცე­ბის მო­ზიდ­ვას შეძ­ლებს, რომ­ლებ­საც თა­ვად შე­ე­ფე­რე­ბა, და­ნარ­ჩენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი სა­ბო­ტაჟს მო­უ­წყობს, რო­გორც სა­კუ­თარ თავს, ისე პო­ტენ­ცი­ურ კა­ვა­ლერ­საც. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები
ავტორი:

როგორ ვიპოვოთ მამაკაცი, რომელიც სინამდვილეში შეგვეფერება

როგორ ვიპოვოთ მამაკაცი, რომელიც სინამდვილეში შეგვეფერება

რჩევები ფსიქოლოგიური ნაშრომიდან, რომელმაც გადატრიალება მოახდინა მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში

  • რა ძალა აქვს ადამიანის თვითშფასებას?

ყველაზე გავრცელებული შეკითხვები, რომლებსაც ქალები ბოლო დროს ხშირად სვამენ, ასე ჟღერს: "რა მჭირს? რატომ ვარ მარტო?"; "რატომ ვერ ვპოულობ წესიერ მამაკაცს?"

იმისათვის, რომ პასუხი მიიღოთ ამ მტკივნეულ კითხვებზე, მინდა, თქვენი ყურადღება მივაპყრო მეციერებათა დოქტორის, ნეიროქირურგისა და ფსიქოლოგის, მაქსველ მოლცის ნაშრომს, სახელწოდებით: "ფსიქოკიბერნეტიკა".

მაქსველ მოლცმა, პაციენტებთან 10 წლიანი მუშაობისა და სიღრმისეული კვლევების შემდეგ, გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელმაც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გადატრიალება მოახდინა მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში.

მოლცის ნაშრომის ძირითადი გზავნილი არის ის, რომ წარმოდგენა საკუთარი "მე"-ს შესახებ (თვითიდენტურობა - თვითშეფასება) ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ადამიანის ცხოვრებაში! თუ თვითშეფასება დადაბლებულია, ე.ი. ადამიანის ნებისმიერი წამოწყება მარცხით დასრულდება, მათ შორის, ურთიერთობებიც საპირისპირო სქესთან.

"თუ ახალგაზრდა გოგონამ, სხვადასხვა მიზეზით, დაარწმუნა საკუთარი თავი იმაში, რომ ის არავის მოსწონს, ეს ასეც იქნება. ის კლუბში სხვებზე ხშირად აღმოჩნდება კავალერის გარეშე. საქმე ისაა, რომ ის, თავისი გამომეტყველებითა და ქცევით, რომელიც განპირობებულია ყალბი წარმოდგენებით საკუთარი თავის შესახებ, დააფრთხობს პოტენციურ კავალერებს; ასეთი გოგონების მახასიათებელს წარმოადგენს დაღვრემილი და მუდმივად უკმაყოფილო სახე, ზედმეტად თავდაუჯერებელი და უხერხულად შენიღბული მოძრაობები, მორცხვობა, ან პირიქით, გამომწვევი, ზედმეტად თავისუფალი და თავდაჯერებული ქალის ნიღაბი, რომელიც აშკარად ვერ გადის ტესტს ხელოვნურობასა და სიყალბეზე. როდესაც მას ხელთ უპყრია საკუთარი პიროვნების შეფასების ისეთი მტკიცებულება, რომელიც არანაირ გასაჩივრებას არ ექვემდებარება, ის ვერც ხვდება, რომ ბოროტების ფესვი არა სხვაში, არამედ პირადად მის მიერ შექმნილ, ყალბ წარმოდგენაშია საკუთარი "მე"-ს შესახებ", - წერს დოქტორი მაქსველ მოლცი თავის წიგნში.

ასეთ დროს, თუ ქალის ცხოვრებაში ჩნდება ღირსეული მამაკაცი, ის ქვეცნობიერ დონეზე განიზიდავს მას… თანაც ამას ისე აკეთებს, რომ თავად ვერც კი ხვდება… არადა, ეს მამაკაცი მართლაც განიცდიდა მის მიმართ გარკვეულ სიმპათიებს, მაგრამ…

  • როგორ მუშაობს ადამიანის ფსიქოკიბერნეტიკა?

უკეთ გასაგები რომ იყოს, მოდი, ადამიანის ფსიქოკიბერნეტიკა შევადაროთ თერმოსტატს. ყველა ავტომობილს აქვს თერმოსტატი და როდესაც წყალი დუღდება, ავტომატურად ირთვება თერმოსტატი და იწყებს წყლის გაციებას.

ზუსტად იგივე პროცესი ხდება გოგონებთან მიმართებაშიც: როდესაც თვითშეფასება დაუმსახურებლად დადაბლებულია (ანუ ქალი, სინამდვილეში, არ არის ამაში დამნაშავე) და აქედან გამომდინარე თვლის, რომ არ არის საკმარისად კარგი, ის მხოლოდ ისეთი მამაკაცების მოზიდვას შეძლებს, რომლებსაც თავად შეეფერება, დანარჩენთან ურთიერთობის შემთხვევაში კი საბოტაჟს მოუწყობს, როგორც საკუთარ თავს, ისე პოტენციურ კავალერსაც. წაიკითხეთ სრულად