პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვიშოროთ თავიდან ქმრის საყვარელი - რჩევები გულნატკენ ცოლებს
როგორ მოვიშოროთ თავიდან ქმრის საყვარელი - რჩევები გულნატკენ ცოლებს

სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, ქა­ლე­ბის მე­გობ­რო­ბა გრძელ­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ მათ შო­რის სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტი მა­მა­კა­ცი არ ჩად­გე­ბა. მაგ­რამ რა უნდა ქნათ მა­შინ, როცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად იგებთ, რომ თურ­მე თქვენს "ნა­ქებ" მე­უღ­ლეს გვერ­დზე სე­ირ­ნო­ბის კვი­რე­უ­ლი მო­უ­წყია და გარ­შე­მო ხალ­ხი ჩუ­მად ქირ­ქი­ლებს, შენს შუბ­ლზე ლა­მა­ზად დას­კუ­პე­ბუ­ლი რქე­ბის შე­სა­ხებ. მო­დით, მა­ნამ სა­ნამ მეგა-სკან­დალს მო­ა­წყობ­დეთ და სა­ღა­მო­ებს ცრემ­ლე­ბის ღვრა­ში გა­ა­ტა­რებ­დეთ, ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მე­თო­დე­ბით ვცა­დოთ მე­ტო­ქის გა­უვ­ნე­ბელ­ყო­ფა. მთა­ვა­რია, მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი გა­ვი­გოთ, მერე კი საქ­მეს შე­ვუდ­გეთ.

  • იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ თქვენს ოჯა­ხურ იდი­ლი­ას ჰა­ე­რო­ვა­ნი მან­დი­ლო­სა­ნი (ტყუ­პი, მერ­წყუ­ლი, სას­წო­რი) არ­ღვევს, საქ­მე შე­საძ­ლოა გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვად მოგ­ვარ­დეს, იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ ჰა­ე­რო­ვან ქალ­ბა­ტო­ნებს ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თი გა­აჩ­ნი­ათ. შე­სა­ბა­მი­სად, ერთი და იგი­ვე ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტზე დიდი ხნით "ჩა­ციკ­ვლა" მათი სტი­ლი არ გახ­ლავთ...

თუ საყ­ვა­რე­ლი ტყუ­პია - გახ­სოვ­დეთ, რომ არა­სო­დეს! არა­სო­დეს შეხ­ვი­დეთ მას­თან ვერ­ბა­ლურ კონ­ფლიქტსა და პო­ლე­მი­კა­ში. ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ქა­ლებს, ენა სა­მარ­თე­ბელ­ზე უფრო ბას­რად უჭ­რით, ამი­ტომ გა­ცხა­რე­ბულ გულ­ზე რას მო­გახ­ლით და წა­მო­გა­ძა­ხებთ კაც­მა არ იცის. სა­მა­გი­ე­როდ, მშვიდ ხა­სი­ათ­ზე მყო­ფი ლა­მა­ზი, მაც­დუ­რი და კა­ტა­სა­ვით კრუ­ტუ­ნის მოყ­ვა­რუ­ლი ვინ­მეა, ამი­ტომ გა­საკ­ვი­რი არც არის ის ფაქ­ტი, რა­ტომ მო­ი­ხიბ­ლა თქვე­ნი მე­უღ­ლე მი­სით. თუმ­ცა ამ უკა­ნას­კნე­ლის­თვის სა­სურ­ვე­ლია ცნო­ბი­ლი იყოს ტყუ­პი ქა­ლის თავ­ქა­რი­ა­ნო­ბის ამ­ბა­ვი. იგი ხომ მა­მა­კა­ცებს შო­კო­ლა­დის ცა­რი­ე­ლი ყუ­თე­ბი­ვით ის­ვრის წაღ­მა-უკუღ­მა, როცა მათი გემო (საქ­ცი­ე­ლი) და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სა­ეჭ­ვო მო­ეჩ­ვე­ნე­ბა. ან უბ­რა­ლოდ მოს­წყინ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა. ტყუ­პი ქა­ლე­ბი ხმა­უ­რი­ა­ნე­ბი, უსაშ­ვე­ლოდ მო­ლა­პა­რა­კე­ე­ბი და ქა­ქა­ნე­ბი არი­ან. ამი­ტომ მე­ტო­ქე რომ გა­ა­ნე­იტ­რა­ლოთ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მე­უღ­ლეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში მშვი­დი, წყნა­რი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი გახ­დეთ. ვეჭ­ვობ ერთ მშვე­ნი­ერ დღეს აუ­ცი­ლებ­ლად მო­უნ­დე­ბა მას თქვენს კომ­პა­ნი­ა­ში მყოფს, ხმა­უ­რის­გან გა­დაღ­ლი­ლი "ყუ­რე­ბის დას­ვე­ნე­ბა".

თუკი საყ­ვა­რე­ლი სას­წო­რია - მინ­და გი­თხრათ, რომ ბავ­შვუ­რი გა­რეგ­ნო­ბის, მომ­ხიბ­ვლე­ლი ღი­მი­ლის და ხმის რბი­ლი ტემ­ბრის მი­უ­ხე­და­ვად, იგი საკ­მა­ოდ მტკი­ცე ნე­ბის­ყო­ფის მქო­ნე და გო­ნი­ე­რი ქა­ლია. მა­მა­კა­ცე­ბი, რო­გორც წესი, პირ­ველ რიგ­ში მისი ვი­ზუ­ა­ლით იხიბ­ლე­ბი­ან, იმი­ტომ რომ სას­წორ­მა იცის რა, რო­გორ და რა დროს ჩა­იც­ვას ან მო­იხ­დი­ნოს. თუმ­ცა უფრო ახლო ნაც­ნო­ბო­ბის შემ­დეგ, სა­სი­ა­მოვ­ნო ვი­ზუ­ალ­თან ერ­თად ჭკუ­აც რომ საკ­მა­რის­ზე მეტი აღ­მო­აჩ­ნდე­ბა ქალს, და­მე­თან­ხმე­ბით ბევ­რი მა­მა­კა­ცი ვერ გა­უძ­ლებს ცდუ­ნე­ბას გვერ­დით იყო­ლი­ოს ასე­თი სა­გან­ძუ­რი. თუმ­ცა, ეს იმ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა, როცა სახ­ლში მე­უღ­ლე ასე თუ ისე მო­ი­კოჭ­ლებს ინ­ტე­ლექ­ტის ამ­ბავ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე­ტო­ქის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად პირ­ველ რიგ­ში თქვე­ნი ერუ­დი­ცი­ის დო­ნის ამაღ­ლე­ბა დაგ­ჭირ­დე­ბათ. შემ­დგომ ამი­სა კი, რაღა თქმა უნდა, გა­რეგ­ნო­ბა­საც უნდა მი­ხე­დოთ და თქვე­ნი სა­კუთ­რე­ბის და­სა­ცა­ვად სას­წორს ომი ღიად გა­მო­უ­ცხა­დოთ. სას­წო­რე­ბი, რო­გორც წესი, ცივი ომის დი­დოს­ტა­ტე­ბი არი­ან. ამი­ტომ თუ ამ ქალ­მა იეჭ­ვა, რომ მისი თქვენ ცხოვ­რე­ბა­ში შე­მოჭ­რა ხმა­უ­რი­ა­ნი სკან­და­ლით დაგ­ვირ­გვინ­დე­ბა, შე­საძ­ლოა თა­ვად­ვე გა­გე­ცა­ლოთ დრო­უ­ლად გზი­დან.

თუკი საყ­ვა­რე­ლი მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ი­ბა­და - ეს იმას ნიშ­ნავს, რომ თქვე­ნი მე­უღ­ლე სი­ახ­ლის, ნო­ვა­ცი­ის მო­თხოვ­ნი­ლე­ბას გა­ნიც­დის ცხოვ­რე­ბა­ში. უმ­თავ­რე­სად კი მას გვერ­დით მე­გო­ბა­რი, თა­ნა­მო­აზ­რე და კარ­გი მსმე­ნე­ლი აკ­ლია. ქალი მერ­წყუ­ლი, ძი­რი­თა­დად ამ თვი­სე­ბე­ბით იპყრობს მა­მა­კაც­თა გულს, რომ მას შე­უძ­ლია კაცს საყ­ვარ­ლო­ბას­თან ერ­თად კარ­გი მე­გობ­რო­ბა და მხი­ა­რუ­ლი კომ­პა­ნი­ო­ნო­ბა გა­უ­წი­ოს. თუკი თქვენ თუნ­დაც პა­ტა­რა ბავ­შვის დე­დო­ბის "სა­პა­ტიო" მი­ზე­ზით ვერ ახერ­ხებთ ხოლ­მე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად პე­რი­ო­დუ­ლად მა­ინც მო­ი­წყოთ რო­მან­ტი­უ­ლი დღე­ე­ბი, რაღა თქმა უნდა, თქვე­ნი მე­უღ­ლე ამ­გვარ ვი­ქენ­დებს მერ­წყულ­თან გა­ა­ტა­რებს. თუმ­ცა რა­ო­დენ სა­სა­ცი­ლო­დაც არ უნდა მოგჩ­ვე­ნოთ, თქვე­ნი მე­ტო­ქე მერ­წყუ­ლი ნაკ­ლე­ბად გა­მოჰ­კი­თხავს მას თქვენ­ზე და მით უმე­ტეს არა­სო­დეს გა­ნე­წყო­ბა აგ­რე­სი­უ­ლად თქვენ მი­მართ. უფრო მე­ტიც, თქვენ შე­გიძ­ლი­ათ იგი სახ­ლში ჭიქა ჩა­ი­ზე მო­ი­პა­ტი­ჟოთ, აუხ­სნათ სი­ტუ­ა­ცი­ის სირ­თუ­ლე და მო­მა­ვალ­ში გუ­ლი­თა­დი მე­გობ­რო­ბაც შეს­თა­ვა­ზოთ. მერ­წმუ­ნეთ, თავ­ქა­რი­ა­ნი მერ­წყუ­ლი ქალი, დიდი ალ­ბა­თო­ბით დას­თან­ხმდე­ბა კი­დეც ამ წი­ნა­და­დე­ბას.

  • გან­ვი­ხი­ლოთ ცე­ცხლის ტრიო (ვერ­ძი, ლომი, მშვილ­დო­სა­ნი)

თუ საყ­ვა­რე­ლი ვერ­ძია - კერ­კეტ კა­კალ­თან გქო­ნი­ათ საქ­მე. ქალი ვერ­ძი ბუ­ნე­ბით აზარ­ტუ­ლი მებ­რძო­ლია, ამი­ტომ საყ­ვა­რელ მა­მა­კაცს იო­ლად არა­ვის და­უთ­მობს. თუმ­ცა ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ ის ფაქ­ტიც, რომ ვერ­ძი იდე­ა­ლის­ტი ნი­შა­ნია, შე­სა­ბა­მი­სად, მე­ეჭ­ვე­ბა, თქვენს მე­უღ­ლეს მხო­ლოდ და მხო­ლოდ სქე­ლი ჯი­ბის გამო აჰ­კი­დე­ბო­და, რო­გორც ჩანს რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ი­ნა­ხა მას­ში. ამი­ტომ პირ­ვე­ლი რაც უნდა გა­ა­კე­თოთ, მის თვალ­ში მე­უღ­ლის იმი­ჯის რღვე­ვა იქ­ნე­ბა. შე­ე­ცა­დეთ მის ყუ­რამ­დე (მხედ­ვე­ლო­ბის არემ­დე) მი­ი­ტა­ნოთ თქვე­ნი ქმრის გა­უ­პარ­სავ-და­უ­ბა­ნე­ლი იმი­ჯის ამ­სახ­ვე­ლი სუ­რა­თე­ბი, სა­დაც იგი სა­ოც­ნე­ბო პრინცს ნამ­დვი­ლად არ წა­გა­ავს. გარ­და ამი­სა, სა­სურ­ვე­ლია ვერ­ძი ქა­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ულ ბანკს თუ მისი საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის "ლაჩ­რუ­ლი საქ­ცი­ე­ლის" და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ფაქ­ტე­ბი­თაც შე­ავ­სებთ. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სო­ფელ­ში ქათ­მის დაკ­ვლის შე­ე­შინ­და ამ უკა­ნას­კნელს თუ სიბ­ნე­ლე­ში დახ­ვედ­რი­ლი მძარ­ცვე­ლის, ქალი ვერ­ძი მა­მა­კაც­ში სი­ლაჩ­რეს ვე­რა­სო­დეს აი­ტანს.

თუ საყ­ვა­რე­ლი ლო­მია - სა­ვა­რუ­დოდ მან თქვე­ნი ქმრის სა­ხით ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბის და ბრენ­დუ­ლი სა­მო­სის მწარ­მო­ე­ბე­ლი კონ­ვე­ი­ე­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა, ამი­ტომ მისი კლან­ჭე­ბი­დან მე­უღ­ლის დახ­სნა საკ­მა­ოდ დიდ ჯა­ფად და­გიჯ­დე­ბათ. ამას­თან ერ­თად, ლომ ქალს არც სა­ერ­თო ნაც­ნო­ბე­ბის მხრი­დან, მო­რა­ლის სა­კი­თხებ­ზე ჩი­ჩი­ნი ანაღ­ვლებს დი­დად. სა­ნამ მა­მა­კა­ცი მას თავს დე­დოფ­ლად აგ­რძნო­ბი­ნებს დი­ა­ხაც, რომ ტახ­ტი­დან ფეხს არ მო­იც­ვლის. ერ­თა­დერ­თი მე­თო­დი მისი გზი­დან ჩა­მო­შო­რე­ბი­სა არის ის, რომ ინატ­როთ თქვე­ნი მე­უღ­ლე მო­უ­ლოდ­ნე­ლად და პირ­წმინ­დად გა­კოტ­რდეს ან მის საყ­ვა­რელს ვინ­მე გა­ცი­ლე­ბით უფრო რეს­პექ­ტა­ბე­ლუ­რი და მდი­და­რი კან­დი­და­ტუ­რა შე­ა­პა­როთ (თუმ­ცა ასეთს თუ იპოვ­ნით, ჯო­ბია თა­ვად გაჰ­ყვეთ ცო­ლად). სხვა შემ­თხვე­ვა­ში ვეჭ­ვობ ლომი ქა­ლის კლან­ჭე­ბი­დან ქმრის დახ­სნა შეს­ძლოთ.

თუ საყ­ვა­რე­ლი მშვილ­დო­სა­ნია - საქ­მე ძა­ლი­ან რთუ­ლა­დაა იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ თა­ვი­დან ფე­ხე­ბამ­დე იდე­ა­ლის­ტი მშვილ­დო­სა­ნი, ლა­მის გა­ფე­ტი­შე­ბულ სატ­რფოს­თან ცხოვ­რე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან, მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ანა­თე­მის ში­ში­თაც არ შე­უ­შინ­დე­ბა, მა­ნამ სა­ნამ მას ეს კაცი ნამ­დვი­ლად უყ­ვარს. მაგ­რამ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ – "მა­ნამ, სა­ნამ!" აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მშვილ­დოს­ნის გრძნო­ბა რომ ხე­ლოვ­ნუ­რად და მალე ჩა­აქ­როთ, მე­ხან­ძრე­ე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბა სუ­ლაც არ გახ­ლავთ სა­ჭი­რო, საკ­მა­რი­სია მას თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­უ­ზღუ­დოთ ან მისი გა­კონ­ტრო­ლე­ბა სცა­დოთ ვი­თომ­და თქვე­ნი ქმრის სა­ხე­ლით. ასეთ შემ­თხვე­ვებს თუ ხში­რად ექ­ნე­ბა ად­გი­ლი, შე­საძ­ლოა ერთ დღეს მშვილ­დო­სანს თა­ვად ამო­უ­ვი­დეს ყელ­ში და­უს­რუ­ლე­ბე­ლი გა­უ­გებ­რო­ბა და წერ­ტი­ლი სა­მუ­და­მოდ დას­ვას აქამ­დე იდე­ა­ლუ­რად ჩათ­ვლილ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

  • წარ­მო­გიდ­გენთ წყლის სტი­ქი­ის ტრი­ოს (კირჩხი­ბი, მო­რი­ე­ლი, თევ­ზე­ბი)

თუ საყ­ვა­რე­ლი კირჩხი­ბია - მინ­და გი­თხრათ, რომ ძა­ლი­ან რთუ­ლი და ძნე­ლად­გან­კურ­ნე­ბა­დი სენი შეჰყრია თქვენს მე­უღ­ლეს. თუმ­ცა, ქალი კირჩხი­ბი, რო­მე­ლიც ბუ­ნებთ ოჯა­ხუ­რი კე­რის მოყ­ვა­რუ­ლია და ნა­ნატ­რი ქმარ-შვი­ლის ყო­ლა­ზე ოც­ნე­ბობს, მე­ეჭ­ვე­ბა თა­ვი­სი ინ­ცი­ა­ტი­ვით გა­დაჰ­კი­დე­ბო­და კაცს, რო­მელ­საც უკვე ჰყავს ცოლ-შვი­ლი. რო­გორც ჩანს, საქ­მე აქ საყ­ვა­რე­ლის მიერ ჩა­დე­ნილ ცოდ­ვებ­ში კი არა თა­ვად თქვე­ნი მე­უღ­ლის მიერ მის­თვის აგე­ბულ ოც­ნე­ბის კოშ­კებ­შია, რო­მე­ლიც კირჩხიბ­მა გულ­წრფე­ლად და­ი­ჯე­რა. ხოლო თუკი კირჩხიბ­მა რა­ღაც და­ი­ჯე­რა და აი­ჩე­მა, ძა­ლი­ან რთუ­ლად დათ­მობს სა­კუ­თარ იდე­ა­ფიქსს. ამას­თან ერ­თად, სხვა და­ნარ­ჩენ ქა­ლებ­ზე მე­ტად სწო­რედ მას ეხერ­ხე­ბა სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ინ­ტრი­გე­ბის ურ­თუ­ლე­სი ქსე­ლის დახ­ლარ­თვა, რაც კი­დევ უფრო აუ­რევს თავ­გზას თქვენს ისე­დაც თავ­გზა­აბ­ნე­ულ მე­უღ­ლეს. სა­ი­მი­სოდ, რომ მე­ტო­ქე კირჩხი­ბი ჩა­მო­ი­ცი­ლოთ, ერ­თა­დერთ გზად ისღა დაგ­რჩე­ნი­ათ, მას თქვე­ნი ოჯა­ხის დან­გრე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ცხრა თა­ო­ბა დორ­ბლი­ან-წირპლი­ა­ნი შთა­მო­მავ­ლო­ბის ყო­ლით და­ე­მუქ­როთ. და­მი­ჯე­რეთ, კირჩხი­ბებს ძა­ლი­ან სჯე­რათ მის­ტი­კის, ჯა­დო­ე­ბი­სა და მკი­თხა­ვე­ბის.

თუ საყ­ვა­რე­ლი მო­რი­ე­ლია - იმ ქა­ლებ­ზე უფრო ნაკ­ლე­ბად გა­გი­მარ­თლათ, ვი­საც მე­ტო­ქედ კირჩხი­ბი არ­გუ­ნა ბედ­მა. ქალ მო­რი­ელ­თან ომის მო­გე­ბა, მით უმე­ტეს მის­თვის საყ­ვა­რე­ლი კა­ცის წარ­თმე­ვა, ომში ცე­ცხლის ხაზ­ზე ჩა­დე­ნი­ლი გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ან კა­მი­კა­ძე უნდა იყოთ და სამ­სა­ხურ­ში მას­თან ერ­თად აი­ფეთ­ქოთ თავი, ან უბ­რა­ლოდ და­ე­ლო­დოთ, რო­დის გა­მო­ა­ჩენს იგი სა­კუ­თარ დი­დად პა­ტივ­ცე­მულ კუდს ერთ მშვე­ნი­ერ დღეს თქვე­ნი ძვირ­ფა­სი მე­უღ­ლის და­სა­გეს­ლად. ამას კი მო­რი­ე­ლი და­მი­ჯე­რეთ აუ­ცი­ლებ­ლად იზამს, თუკი მა­მა­კაც­მა ხან­გრძლი­ვი დრო­ის მან­ძილ­ზე ვერ გა­არ­კვია ცოლ­თან რჩე­ბა თუ საყ­ვა­რელ­თან ქმნის ახალ ოჯახს. თუმ­ცა მო­რი­ელ ქალს აქვს ერთი დიდი "კო­ზი­რი", რომ­ლის გა­მოც, რო­გორც წესი კა­ცე­ბი მას ბუ­ზე­ბი­ვით ეწე­ბე­ბი­ან - იგი შე­უ­და­რე­ბე­ლია სექსში, შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი გზა მისი გზი­დან ჩა­მო­სა­შო­რებ­ლად თქვე­ნი ამ კუ­თხით გა­აქ­ტი­უ­რე­ბა იქ­ნე­ბა მე­უღ­ლის მი­მართ. რო­გორც წესი, საყ­ვარლს მა­მა­კა­ცი ორი მი­ზე­ზით იჩენს, აქე­დან ერთ-ერთი სწო­რედ რომ ერ­თფე­რო­ვა­ნი სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბაა. მე­ო­რე­ზე კი მოგ­ვა­ი­ნე­ბით ვი­სა­უბ­რებთ, სხვა ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი საყ­ვარ­ლე­ბის შე­სა­ხებ და­წე­რილ სტა­ტი­ა­ში.

თუ საყ­ვა­რე­ლი თევ­ზე­ბია - ხომ გა­გი­გო­ნი­ათ "დამ­დგარ წყალ­ში ბევ­რი ბა­ცი­ლა­აო"?! ჰოდა, რა გა­საკ­ვი­რია ის ფაქ­ტი, რომ მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი კურ­ტი­ზა­ნი ქა­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი ზუს­ტად თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ი­ბა­და. მი­უ­ხე­და­ვად ნაზი, უმ­წეო და სა­თუ­თი იმი­ჯი­სა, თევ­ზე­ბიც წყლის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და დო­ბი­ლი მო­რი­ე­ლი­სა და კირჩხი­ბის მსგავ­სად მა­საც სა­კუ­თა­რი "‘სა­ფირ­მო" ჯა­დოქ­რუ­ლი ილე­თე­ბი გა­აჩ­ნია მა­მა­კა­ცის გუ­ლის მო­სა­გე­ბად. ამ მე­თო­დე­ბი­დან ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი არის ის, რომ მას მოს­მე­ნის, გა­გე­ბი­სა და თა­ნაგ­რძნო­ბის უნი­კა­ლუ­რი ნიჭი გა­აჩ­ნია, ამი­ტომ მა­მა­კა­ცე­ბი სწო­რედ ამ თვი­სე­ბე­ბის გამო ეჩ­ვე­ვი­ან მას ისე, რო­გორც ალ­კოჰო­ლი­კე­ბი ვის­კის ბოთლს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მე­ტო­ქე რომ გზი­დან ჩა­მო­ი­შო­როთ, მე­უღ­ლეს­თან გა­ცი­ლე­ბით უფრო ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, გახ­სნი­ლი და ლო­ი­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სწავ­ლა მო­გი­წევთ. სხვა შემ­თხვე­ვა­ში თქვე­ნი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი დიდი შან­სია, რომ ხან­გრძლი­ვი დრო­ით გა­და­ბარ­გდე­ბა "ქალ­თევ­ზას­თან".

  • იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ საყ­ვა­რე­ლი მი­წის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია ანუ კურო, ქალ­წუ­ლი ან თხის რქა საქ­მე საკ­მა­ოდ რთუ­ლა­დაა. იმ უბ­რა­ლოდ მი­ზე­ზის გამო, რომ მი­წის სტი­ქი­ის ქა­ლე­ბი, რო­გორც წესი უზო­მოდ ჯი­უ­ტე­ბი, პრინ­ცი­პუ­ლე­ბი და რაც მთა­ვა­რია იშ­ვი­ა­თი მე­სა­კუთ­რე­ე­ბი არი­ან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მე­ტო­ქის გზი­დან ჩა­მო­სა­ცი­ლებ­ლად ბევ­რი ოფ­ლის ღვრა მო­გი­წევთ...

თუ საყ­ვა­რე­ლი ქალ­წუ­ლია - მისი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის სა­ხელ­წო­დე­ბას და ამ უკა­ნაკ­ნე­ლის ხა­სი­ათს ნუ გა­ა­ი­გი­ვებთ ერ­თმა­ნეთ­თან. საქ­მე იმა­შია, რომ ქალ­წუ­ლი ქა­ლე­ბი, გა­რეგ­ნუ­ლი სი­ნა­ზის მი­უ­ხე­და­ვად, ძა­ლი­ან მო­ხერ­ხე­ბუ­ლე­ბი, ჭკვი­ა­ნე­ბი და ეშ­მა­კე­ბი არი­ან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ მან მა­მა­კა­ცი სა­კუ­თარ მა­ხე­ში გა­ა­ბა, სა­ეჭ­ვოა მარ­ტი­ვად და­უთ­მოს იგი, თუნ­დაც კა­ნო­ნი­ერ მე­უღ­ლეს. ქალ­წუ­ლი ქალი მზრუნ­ვე­ლი, წი­ნა­და­ხე­დუ­ლი და გო­ნი­ე­რია. მას­თან ზუს­ტად ამ თვი­სე­ბე­ბის გამო იწყე­ბენ ურ­თი­ერ­თო­ბას მამ­რე­ბი. მაგ­რამ სწო­რედ ამ ფაქ­ტშია დიდი წი­ნა­ღო­ბაც. ქალ­წუ­ლი ის ქალი არაა ვის­თა­ნაც კაცი ერთ ან ორ ღა­მეს გა­ა­ტა­რებს, მარ­ტო­ო­დენ ამ უკა­ნას­კნე­ლის ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით მო­ხიბ­ლუ­ლი. ეს ქალი სა­კუ­თა­რი ჭკუ­ი­თა და ხა­სი­ა­თით "აბამს" მა­მა­კა­ცებს. ამი­ტომ, თუ თქვე­ნი მე­ტო­ქე მა­ინ­ცდა­მა­ინც ქალ­წუ­ლია, შე­ე­ცა­დეთ მე­უღ­ლეს ზუს­ტად მისი თვი­სე­ბე­ბით მო­ა­წო­ნოთ თავი. რო­გორც ჩანს, მას თქვენ­გან ელე­მენ­ტა­რუ­ლი მოს­მე­ნა, ყუ­რა­დღე­ბა და ზრუნ­ვა აკ­ლია. სხვა შემ­თხვე­ვა­ში ქალ­წულ­თან არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­იქ­ცე­ო­და.

თუ საყ­ვა­რე­ლი კუ­როა - მინ­და გი­თხრათ, რომ "მძი­მე არ­ტი­ლე­რი­ას" გა­და­ე­ყა­რეთ. ქალი კურო ბუ­ნე­ბით მა­ტე­რი­ა­ლის­ტი და სტა­ბი­ლუ­რო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ტი­პა­ჟია. მარ­თა­ლია მათი დიდი ნა­წი­ლი, კა­ნო­ნი­ერ ურ­თი­ერ­თო­ბას ამ­ჯო­ბი­ნებს, "სხვი­სი გა­სა­ყო­ფი კა­ცის" ყო­ლას, მაგ­რამ თუ სი­ტუ­ა­ცი­ამ მო­ი­ტა­ნა და კარ­გი კან­დი­და­ტუ­რა შეხ­ვდათ ცხოვ­რე­ბის გზა­ზე რა­ტო­მაც არა? სა­მა­გი­ე­როდ, თუ ამ ქალ­მა თქვე­ნი მა­მა­კა­ცი მი­იჩ­ვია, მის­გან თა­ვის დაძ­ვრე­ნა ამ უკა­ნას­კნელს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა და შე­საძ­ლოა სურ­ვი­ლიც ნაკ­ლე­ბად ჰქონ­დეს. კურო ქალი ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე და თბი­ლი პარტნი­ო­რია. მას შე­სა­ნიშ­ნა­ვად ეხერ­ხე­ბა გემ­რი­ე­ლი საჭ­მე­ლე­ბის კე­თე­ბა და ზუს­ტად იცის, რო­გორ შე­უქ­მნას მა­მა­კაცს კომ­ფორ­ტი ამ მხრივ. გარ­და ამი­სა, იგი ძა­ლი­ან ამ­ტა­ნია რო­გორც ფი­ზი­კუ­რად ისე სუ­ლი­ე­რად. შე­სა­ბა­მი­სად, თუ იცის, რომ მა­მა­კაცს მარ­თლა უყ­ვარს, კა­ნო­ნი­ე­რი ცოლი კი არა კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის თავ­ყრი­ლო­ბაც ვერ აი­ძუ­ლებს მას აზ­რის შეც­ვლას საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­ზე. ამი­ტომ ძვირ­ფა­სო ქა­ლე­ბო, თუ თქვე­ნი მე­უღ­ლე კუ­როს მი­ეჩ­ვია იზ­რუ­ნეთ იმა­ზე, რომ კარ­გი მზა­რე­უ­ლი გახ­დეთ, მე­უღ­ლეს სახ­ლში კომ­ფორ­ტი შე­უქ­მნათ და რაც მთა­ვა­რია, აშ­კა­რად და­ა­ნახ­ვოთ მას თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი.

თუ საყ­ვა­რე­ლი თხის რქაა - ამ შემ­თხვე­ვა­ში ზუს­ტად შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ მისი და თქვე­ნი მე­უღ­ლის რო­მა­ნი სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ ნი­ა­დაგ­ზე იქ­ნე­ბა და­წყე­ბუ­ლი. ნე­ბის­მი­ე­რი ქალი თხის რქის­თვის უმ­თავ­რე­სი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტი კა­რი­ე­რაა. მარ­თა­ლია, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი თა­ვი­სი­თაც იკ­ვა­ლავს გზას სა­სურ­ვე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის­კენ, მაგ­რამ რა­ტომ უნდა შე­ი­წუ­ხო ჯა­ფით თავი როცა შე­იძ­ლე­ბა ვა­კან­ტურ ად­გილ­ზე გა­ცი­ლე­ბით უფრო მარ­ტი­ვი და სა­სი­ა­მოვ­ნო გზე­ბი­თაც მოხ­ვდე? თხის რქა ქალი ბუ­ნე­ბით ისე­თი­ვე მე­სა­კუთ­რეა, რო­გორც თა­ნას­ტი­ქი­ე­ლი კურო და ქალ­წუ­ლი, მაგ­რამ მას აქვს ერთი დიდი სი­სუს­ტე. თუკი სას­წორ­ზე კა­რი­ე­რა და სიყ­ვა­რუ­ლი დევს, იგი (მით უმე­ტეს ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში) და­უ­ფიქ­რებ­ლად აირ­ჩევს გზას ბრწყინ­ვა­ლე კა­რი­ე­რის­კენ. კა­ცებს კი რა და­ლევს ამ ქვე­ყა­ნა­ზე. ამი­ტომ თუ თქვე­ნი მე­უღ­ლე თხის რქის მა­ხე­ში აღ­მოჩ­ნდა გაბ­მუ­ლი, მისი ჩა­მო­ცი­ლე­ბა გზი­დან მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა სხვა, უფრო სო­ლი­დუ­რი და გა­მო­სა­დე­გი კან­დი­და­ტუ­რის ჰო­რი­ზონტზე გა­მო­ჩე­ნით. თქვენ ეს კან­დი­და­ტუ­რა რო­გორ­მე თხის რქას და­ა­ნახ­ვეთ და მის მო­ჩან­გვლა­ზე თა­ვად იზ­რუ­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვოოტ
4

ძვირფასო ქალბატონებო, არ გაბრიყვდეთ და არ ეცადოთ ქმრის საყვარლის მოშორებას... რატომ უნდა განარიდოთ თქვენი ქმარი იმ ადამიანს, რომელიც თქვენს მაგივრად "მუშაობს?" პირიქით, დააფასეთ მისი "შრომა" და სანამ არ დარწმუნდებით, რომ წარმატებით შეძლებთ მის ჩანაცვლებას, ნებისმიერი სახის მკეთრ მოძრაობებს ერიდეთ...

მარიამი
1

საყვარელი კორონა ვირუსზე უარესია, ქმარს თუ შეეყარა, მორჩა, სრულდება ლეტალური შედეგით, გამოხრავს, გამოფიტავს და მოგიგდებს მომაკვდავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

როგორ მოვიშოროთ თავიდან ქმრის საყვარელი - რჩევები გულნატკენ ცოლებს

როგორ მოვიშოროთ თავიდან ქმრის საყვარელი - რჩევები გულნატკენ ცოლებს

საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, ქალების მეგობრობა გრძელდება მანამ, სანამ მათ შორის საერთო ინტერესის ობიექტი მამაკაცი არ ჩადგება. მაგრამ რა უნდა ქნათ მაშინ, როცა მოულოდნელად იგებთ, რომ თურმე თქვენს "ნაქებ" მეუღლეს გვერდზე სეირნობის კვირეული მოუწყია და გარშემო ხალხი ჩუმად ქირქილებს, შენს შუბლზე ლამაზად დასკუპებული რქების შესახებ. მოდით, მანამ სანამ მეგა-სკანდალს მოაწყობდეთ და საღამოებს ცრემლების ღვრაში გაატარებდეთ, ასტროლოგიური მეთოდებით ვცადოთ მეტოქის გაუვნებელყოფა. მთავარია, მოწინააღმდეგის ზოდიაქოს ნიშანი გავიგოთ, მერე კი საქმეს შევუდგეთ.

  • იმ შემთხვევაში თუ თქვენს ოჯახურ იდილიას ჰაეროვანი მანდილოსანი (ტყუპი, მერწყული, სასწორი) არღვევს, საქმე შესაძლოა გაცილებით მარტივად მოგვარდეს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჰაეროვან ქალბატონებს ცვალებადი ხასიათი გააჩნიათ. შესაბამისად, ერთი და იგივე ინტერესის ობიექტზე დიდი ხნით "ჩაციკვლა" მათი სტილი არ გახლავთ...

თუ საყვარელი ტყუპია - გახსოვდეთ, რომ არასოდეს! არასოდეს შეხვიდეთ მასთან ვერბალურ კონფლიქტსა და პოლემიკაში. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს, ენა სამართებელზე უფრო ბასრად უჭრით, ამიტომ გაცხარებულ გულზე რას მოგახლით და წამოგაძახებთ კაცმა არ იცის. სამაგიეროდ, მშვიდ ხასიათზე მყოფი ლამაზი, მაცდური და კატასავით კრუტუნის მოყვარული ვინმეა, ამიტომ გასაკვირი არც არის ის ფაქტი, რატომ მოიხიბლა თქვენი მეუღლე მისით. თუმცა ამ უკანასკნელისთვის სასურველია ცნობილი იყოს ტყუპი ქალის თავქარიანობის ამბავი. იგი ხომ მამაკაცებს შოკოლადის ცარიელი ყუთებივით ისვრის წაღმა-უკუღმა, როცა მათი გემო (საქციელი) და შესაძლებლობები საეჭვო მოეჩვენება. ან უბრალოდ მოსწყინდება ურთიერთობა. ტყუპი ქალები ხმაურიანები, უსაშველოდ მოლაპარაკეები და ქაქანები არიან. ამიტომ მეტოქე რომ გაანეიტრალოთ, აუცილებელია მეუღლესთან მიმართებაში მშვიდი, წყნარი და ყურადღებიანი გახდეთ. ვეჭვობ ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად მოუნდება მას თქვენს კომპანიაში მყოფს, ხმაურისგან გადაღლილი "ყურების დასვენება".

თუკი საყვარელი სასწორია - მინდა გითხრათ, რომ ბავშვური გარეგნობის, მომხიბვლელი ღიმილის და ხმის რბილი ტემბრის მიუხედავად, იგი საკმაოდ მტკიცე ნებისყოფის მქონე და გონიერი ქალია. მამაკაცები, როგორც წესი, პირველ რიგში მისი ვიზუალით იხიბლებიან, იმიტომ რომ სასწორმა იცის რა, როგორ და რა დროს ჩაიცვას ან მოიხდინოს. თუმცა უფრო ახლო ნაცნობობის შემდეგ, სასიამოვნო ვიზუალთან ერთად ჭკუაც რომ საკმარისზე მეტი აღმოაჩნდება ქალს, დამეთანხმებით ბევრი მამაკაცი ვერ გაუძლებს ცდუნებას გვერდით იყოლიოს ასეთი საგანძური. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა სახლში მეუღლე ასე თუ ისე მოიკოჭლებს ინტელექტის ამბავში. აქედან გამომდინარე, მეტოქის გასანეიტრალებლად პირველ რიგში თქვენი ერუდიციის დონის ამაღლება დაგჭირდებათ. შემდგომ ამისა კი, რაღა თქმა უნდა, გარეგნობასაც უნდა მიხედოთ და თქვენი საკუთრების დასაცავად სასწორს ომი ღიად გამოუცხადოთ. სასწორები, როგორც წესი, ცივი ომის დიდოსტატები არიან. ამიტომ თუ ამ ქალმა იეჭვა, რომ მისი თქვენ ცხოვრებაში შემოჭრა ხმაურიანი სკანდალით დაგვირგვინდება, შესაძლოა თავადვე გაგეცალოთ დროულად გზიდან.

თუკი საყვარელი მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა - ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი მეუღლე სიახლის, ნოვაციის მოთხოვნილებას განიცდის ცხოვრებაში. უმთავრესად კი მას გვერდით მეგობარი, თანამოაზრე და კარგი მსმენელი აკლია. ქალი მერწყული, ძირითადად ამ თვისებებით იპყრობს მამაკაცთა გულს, რომ მას შეუძლია კაცს საყვარლობასთან ერთად კარგი მეგობრობა და მხიარული კომპანიონობა გაუწიოს. თუკი თქვენ თუნდაც პატარა ბავშვის დედობის "საპატიო" მიზეზით ვერ ახერხებთ ხოლმე მეუღლესთან ერთად პერიოდულად მაინც მოიწყოთ რომანტიული დღეები, რაღა თქმა უნდა, თქვენი მეუღლე ამგვარ ვიქენდებს მერწყულთან გაატარებს. თუმცა რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა მოგჩვენოთ, თქვენი მეტოქე მერწყული ნაკლებად გამოჰკითხავს მას თქვენზე და მით უმეტეს არასოდეს განეწყობა აგრესიულად თქვენ მიმართ. უფრო მეტიც, თქვენ შეგიძლიათ იგი სახლში ჭიქა ჩაიზე მოიპატიჟოთ, აუხსნათ სიტუაციის სირთულე და მომავალში გულითადი მეგობრობაც შესთავაზოთ. მერწმუნეთ, თავქარიანი მერწყული ქალი, დიდი ალბათობით დასთანხმდება კიდეც ამ წინადადებას.

  • განვიხილოთ ცეცხლის ტრიო (ვერძი, ლომი, მშვილდოსანი)

თუ საყვარელი ვერძია - კერკეტ კაკალთან გქონიათ საქმე. ქალი ვერძი ბუნებით აზარტული მებრძოლია, ამიტომ საყვარელ მამაკაცს იოლად არავის დაუთმობს. თუმცა ნუ დაგავიწყდებათ ის ფაქტიც, რომ ვერძი იდეალისტი ნიშანია, შესაბამისად, მეეჭვება, თქვენს მეუღლეს მხოლოდ და მხოლოდ სქელი ჯიბის გამო აჰკიდებოდა, როგორც ჩანს რაღაც განსაკუთრებული დაინახა მასში. ამიტომ პირველი რაც უნდა გააკეთოთ, მის თვალში მეუღლის იმიჯის რღვევა იქნება. შეეცადეთ მის ყურამდე (მხედველობის არემდე) მიიტანოთ თქვენი ქმრის გაუპარსავ-დაუბანელი იმიჯის ამსახველი სურათები, სადაც იგი საოცნებო პრინცს ნამდვილად არ წაგაავს. გარდა ამისა, სასურველია ვერძი ქალის ინფორმაციულ ბანკს თუ მისი საყვარელი მამაკაცის "ლაჩრული საქციელის" დამადასტურებელი ფაქტებითაც შეავსებთ. არ აქვს მნიშვნელობა სოფელში ქათმის დაკვლის შეეშინდა ამ უკანასკნელს თუ სიბნელეში დახვედრილი მძარცველის, ქალი ვერძი მამაკაცში სილაჩრეს ვერასოდეს აიტანს.

თუ საყვარელი ლომია - სავარუდოდ მან თქვენი ქმრის სახით ძვირად ღირებული საჩუქრების და ბრენდული სამოსის მწარმოებელი კონვეიერი აღმოაჩინა, ამიტომ მისი კლანჭებიდან მეუღლის დახსნა საკმაოდ დიდ ჯაფად დაგიჯდებათ. ამასთან ერთად, ლომ ქალს არც საერთო ნაცნობების მხრიდან, მორალის საკითხებზე ჩიჩინი ანაღვლებს დიდად. სანამ მამაკაცი მას თავს დედოფლად აგრძნობინებს დიახაც, რომ ტახტიდან ფეხს არ მოიცვლის. ერთადერთი მეთოდი მისი გზიდან ჩამოშორებისა არის ის, რომ ინატროთ თქვენი მეუღლე მოულოდნელად და პირწმინდად გაკოტრდეს ან მის საყვარელს ვინმე გაცილებით უფრო რესპექტაბელური და მდიდარი კანდიდატურა შეაპაროთ (თუმცა ასეთს თუ იპოვნით, ჯობია თავად გაჰყვეთ ცოლად). სხვა შემთხვევაში ვეჭვობ ლომი ქალის კლანჭებიდან ქმრის დახსნა შესძლოთ.

თუ საყვარელი მშვილდოსანია - საქმე ძალიან რთულადაა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თავიდან ფეხებამდე იდეალისტი მშვილდოსანი, ლამის გაფეტიშებულ სატრფოსთან ცხოვრებას საზოგადოების მხრიდან, მრავალსაუკუნოვანი ანათემის შიშითაც არ შეუშინდება, მანამ სანამ მას ეს კაცი ნამდვილად უყვარს. მაგრამ გაითვალისწინეთ – "მანამ, სანამ!" აქედან გამომდინარე, მშვილდოსნის გრძნობა რომ ხელოვნურად და მალე ჩააქროთ, მეხანძრეების გამოძახება სულაც არ გახლავთ საჭირო, საკმარისია მას თავისუფლება შეუზღუდოთ ან მისი გაკონტროლება სცადოთ ვითომდა თქვენი ქმრის სახელით. ასეთ შემთხვევებს თუ ხშირად ექნება ადგილი, შესაძლოა ერთ დღეს მშვილდოსანს თავად ამოუვიდეს ყელში დაუსრულებელი გაუგებრობა და წერტილი სამუდამოდ დასვას აქამდე იდეალურად ჩათვლილ ურთიერთობაში.

  • წარმოგიდგენთ წყლის სტიქიის ტრიოს (კირჩხიბი, მორიელი, თევზები)

თუ საყვარელი კირჩხიბია - მინდა გითხრათ, რომ ძალიან რთული და ძნელადგანკურნებადი სენი შეჰყრია თქვენს მეუღლეს. თუმცა, ქალი კირჩხიბი, რომელიც ბუნებთ ოჯახური კერის მოყვარულია და ნანატრი ქმარ-შვილის ყოლაზე ოცნებობს, მეეჭვება თავისი ინციატივით გადაჰკიდებოდა კაცს, რომელსაც უკვე ჰყავს ცოლ-შვილი. როგორც ჩანს, საქმე აქ საყვარელის მიერ ჩადენილ ცოდვებში კი არა თავად თქვენი მეუღლის მიერ მისთვის აგებულ ოცნების კოშკებშია, რომელიც კირჩხიბმა გულწრფელად დაიჯერა. ხოლო თუკი კირჩხიბმა რაღაც დაიჯერა და აიჩემა, ძალიან რთულად დათმობს საკუთარ იდეაფიქსს. ამასთან ერთად, სხვა დანარჩენ ქალებზე მეტად სწორედ მას ეხერხება საჭიროების შემთხვევაში ინტრიგების ურთულესი ქსელის დახლართვა, რაც კიდევ უფრო აურევს თავგზას თქვენს ისედაც თავგზააბნეულ მეუღლეს. საიმისოდ, რომ მეტოქე კირჩხიბი ჩამოიცილოთ, ერთადერთ გზად ისღა დაგრჩენიათ, მას თქვენი ოჯახის დანგრევის შემთხვევაში, ცხრა თაობა დორბლიან-წირპლიანი შთამომავლობის ყოლით დაემუქროთ. დამიჯერეთ, კირჩხიბებს ძალიან სჯერათ მისტიკის, ჯადოებისა და მკითხავების.

თუ საყვარელი მორიელია - იმ ქალებზე უფრო ნაკლებად გაგიმართლათ, ვისაც მეტოქედ კირჩხიბი არგუნა ბედმა. ქალ მორიელთან ომის მოგება, მით უმეტეს მისთვის საყვარელი კაცის წართმევა, ომში ცეცხლის ხაზზე ჩადენილი გმირობის ტოლფასია. აქედან გამომდინარე, ან კამიკაძე უნდა იყოთ და სამსახურში მასთან ერთად აიფეთქოთ თავი, ან უბრალოდ დაელოდოთ, როდის გამოაჩენს იგი საკუთარ დიდად პატივცემულ კუდს ერთ მშვენიერ დღეს თქვენი ძვირფასი მეუღლის დასაგესლად. ამას კი მორიელი დამიჯერეთ აუცილებლად იზამს, თუკი მამაკაცმა ხანგრძლივი დროის მანძილზე ვერ გაარკვია ცოლთან რჩება თუ საყვარელთან ქმნის ახალ ოჯახს. თუმცა მორიელ ქალს აქვს ერთი დიდი "კოზირი", რომლის გამოც, როგორც წესი კაცები მას ბუზებივით ეწებებიან - იგი შეუდარებელია სექსში, შესაბამისად, ყველაზე მარტივი გზა მისი გზიდან ჩამოსაშორებლად თქვენი ამ კუთხით გააქტიურება იქნება მეუღლის მიმართ. როგორც წესი, საყვარლს მამაკაცი ორი მიზეზით იჩენს, აქედან ერთ-ერთი სწორედ რომ ერთფეროვანი სექსუალური ცხოვრებაა. მეორეზე კი მოგვაინებით ვისაუბრებთ, სხვა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული საყვარლების შესახებ დაწერილ სტატიაში.

თუ საყვარელი თევზებია - ხომ გაგიგონიათ "დამდგარ წყალში ბევრი ბაცილააო"?! ჰოდა, რა გასაკვირია ის ფაქტი, რომ მსოფლიოში ცნობილი კურტიზანი ქალების დიდი ნაწილი ზუსტად თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა. მიუხედავად ნაზი, უმწეო და სათუთი იმიჯისა, თევზებიც წყლის სტიქიის წარმომადგენელია და დობილი მორიელისა და კირჩხიბის მსგავსად მასაც საკუთარი "‘საფირმო" ჯადოქრული ილეთები გააჩნია მამაკაცის გულის მოსაგებად. ამ მეთოდებიდან ერთ-ერთი უმთავრესი არის ის, რომ მას მოსმენის, გაგებისა და თანაგრძნობის უნიკალური ნიჭი გააჩნია, ამიტომ მამაკაცები სწორედ ამ თვისებების გამო ეჩვევიან მას ისე, როგორც ალკოჰოლიკები ვისკის ბოთლს. აქედან გამომდინარე, მეტოქე რომ გზიდან ჩამოიშოროთ, მეუღლესთან გაცილებით უფრო ყურადღებიანი, გახსნილი და ლოიალური დამოკიდებულების სწავლა მოგიწევთ. სხვა შემთხვევაში თქვენი მეორე ნახევარი დიდი შანსია, რომ ხანგრძლივი დროით გადაბარგდება "ქალთევზასთან".

  • იმ შემთხვევაში თუ საყვარელი მიწის სტიქიის წარმომადგენელია ანუ კურო, ქალწული ან თხის რქა საქმე საკმაოდ რთულადაა. იმ უბრალოდ მიზეზის გამო, რომ მიწის სტიქიის ქალები, როგორც წესი უზომოდ ჯიუტები, პრინციპულები და რაც მთავარია იშვიათი მესაკუთრეები არიან. აქედან გამომდინარე მეტოქის გზიდან ჩამოსაცილებლად ბევრი ოფლის ღვრა მოგიწევთ...

თუ საყვარელი ქალწულია - მისი ზოდიაქოს ნიშნის სახელწოდებას და ამ უკანაკნელის ხასიათს ნუ გააიგივებთ ერთმანეთთან. საქმე იმაშია, რომ ქალწული ქალები, გარეგნული სინაზის მიუხედავად, ძალიან მოხერხებულები, ჭკვიანები და ეშმაკები არიან. აქედან გამომდინარე, თუ მან მამაკაცი საკუთარ მახეში გააბა, საეჭვოა მარტივად დაუთმოს იგი, თუნდაც კანონიერ მეუღლეს. ქალწული ქალი მზრუნველი, წინადახედული და გონიერია. მასთან ზუსტად ამ თვისებების გამო იწყებენ ურთიერთობას მამრები. მაგრამ სწორედ ამ ფაქტშია დიდი წინაღობაც. ქალწული ის ქალი არაა ვისთანაც კაცი ერთ ან ორ ღამეს გაატარებს, მარტოოდენ ამ უკანასკნელის ფიზიკური მონაცემებით მოხიბლული. ეს ქალი საკუთარი ჭკუითა და ხასიათით "აბამს" მამაკაცებს. ამიტომ, თუ თქვენი მეტოქე მაინცდამაინც ქალწულია, შეეცადეთ მეუღლეს ზუსტად მისი თვისებებით მოაწონოთ თავი. როგორც ჩანს, მას თქვენგან ელემენტარული მოსმენა, ყურადღება და ზრუნვა აკლია. სხვა შემთხვევაში ქალწულთან არავითარ შემთხვევაში არ გაიქცეოდა.

თუ საყვარელი კუროა - მინდა გითხრათ, რომ "მძიმე არტილერიას" გადაეყარეთ. ქალი კურო ბუნებით მატერიალისტი და სტაბილურობის მოყვარული ტიპაჟია. მართალია მათი დიდი ნაწილი, კანონიერ ურთიერთობას ამჯობინებს, "სხვისი გასაყოფი კაცის" ყოლას, მაგრამ თუ სიტუაციამ მოიტანა და კარგი კანდიდატურა შეხვდათ ცხოვრების გზაზე რატომაც არა? სამაგიეროდ, თუ ამ ქალმა თქვენი მამაკაცი მიიჩვია, მისგან თავის დაძვრენა ამ უკანასკნელს ძალიან გაუჭირდება და შესაძლოა სურვილიც ნაკლებად ჰქონდეს. კურო ქალი ძალიან მზრუნველი, მოსიყვარულე და თბილი პარტნიორია. მას შესანიშნავად ეხერხება გემრიელი საჭმელების კეთება და ზუსტად იცის, როგორ შეუქმნას მამაკაცს კომფორტი ამ მხრივ. გარდა ამისა, იგი ძალიან ამტანია როგორც ფიზიკურად ისე სულიერად. შესაბამისად, თუ იცის, რომ მამაკაცს მართლა უყვარს, კანონიერი ცოლი კი არა კანონიერი ქურდების თავყრილობაც ვერ აიძულებს მას აზრის შეცვლას საყვარელ ადამიანზე. ამიტომ ძვირფასო ქალებო, თუ თქვენი მეუღლე კუროს მიეჩვია იზრუნეთ იმაზე, რომ კარგი მზარეული გახდეთ, მეუღლეს სახლში კომფორტი შეუქმნათ და რაც მთავარია, აშკარად დაანახვოთ მას თქვენი სიყვარული.

თუ საყვარელი თხის რქაა - ამ შემთხვევაში ზუსტად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი და თქვენი მეუღლის რომანი სამსახურეობრივ ნიადაგზე იქნება დაწყებული. ნებისმიერი ქალი თხის რქისთვის უმთავრესი ცხოვრებისეული პრიორიტეტი კარიერაა. მართალია, ზოგიერთი მათგანი თავისითაც იკვალავს გზას სასურველი თანამდებობისკენ, მაგრამ რატომ უნდა შეიწუხო ჯაფით თავი როცა შეიძლება ვაკანტურ ადგილზე გაცილებით უფრო მარტივი და სასიამოვნო გზებითაც მოხვდე? თხის რქა ქალი ბუნებით ისეთივე მესაკუთრეა, როგორც თანასტიქიელი კურო და ქალწული, მაგრამ მას აქვს ერთი დიდი სისუსტე. თუკი სასწორზე კარიერა და სიყვარული დევს, იგი (მით უმეტეს ახალგაზრდა ასაკში) დაუფიქრებლად აირჩევს გზას ბრწყინვალე კარიერისკენ. კაცებს კი რა დალევს ამ ქვეყანაზე. ამიტომ თუ თქვენი მეუღლე თხის რქის მახეში აღმოჩნდა გაბმული, მისი ჩამოცილება გზიდან მარტივად შეიძლება სხვა, უფრო სოლიდური და გამოსადეგი კანდიდატურის ჰორიზონტზე გამოჩენით. თქვენ ეს კანდიდატურა როგორმე თხის რქას დაანახვეთ და მის მოჩანგვლაზე თავად იზრუნებს.

2021 წლის აღმოსავლური სასიყვარულო ასტროპროგნოზი - რომელი მარტოხელა ნიშნებისთვის იქნება იღბლიანი ხარის წელი

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2021 წელს სიყვარულში დიდი გამართლება ელით - სასიყვარულო ასტროპროგნოზი 12-ვე ნიშნისთვის

3 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას მომავალი არ აქვს და ტყუილად კარგავთ დროს