Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეთავსება თხის რქა ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - როგორი პარტნიორია ის სიყვარულში და ვინაა მისი საუკეთესო მეწყვილე
როგორ ეთავსება თხის რქა ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - როგორი პარტნიორია ის სიყვარულში და ვინაა მისი საუკეთესო მეწყვილე
  • ვერ­ძი და თხის რქა

ორი­ვე ლი­დე­რია, ორი­ვეს ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თი და დიდი ამ­ბი­ცი­ე­ბი აქვს და მო­თხოვ­ნი­ლე­ბა სხვე­ბი ატა­როს თა­ვის ჭკუ­ა­ზე. იშ­ვი­ა­თი წყვი­ლია, რად­გან ცოტა გა­უ­გებ­რე­ბი რჩე­ბი­ან ერ­თმა­ნე­თის­თვის. ვერ­ძი იმ­პულ­სუ­რია, მხი­ა­რუ­ლი და და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი, თხის რქა ძა­ლი­ან რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, სე­რი­ო­ზუ­ლი და ცოტა დეპ­რე­სი­უ­ლიც (თუმ­ცა მას არ იჩ­ნევს). ხდე­ბა ის რაც ხდე­ბა მი­წის და ცე­ცხლის შეხ­ვედ­რი­სას, ერთი ჩქა­რობს, მე­ო­რე კალ­თებს ქა­ჩავს, ერთი არ უჯე­რებს, მე­ო­რე კი­დევ – აი, ხომ გე­უბ­ნე­ბო­დი, აწი მა­ინც და­მი­ჯე­რე…. მოკ­ლედ, თხის რქა ვერ­ძის­თვის ცოტა კონ­სერ­ვა­ტო­რია, ვერ­ძი კი თხის რქის­თვის – თავ­ქა­რი­ა­ნი. სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რე­ბი არი­ან გრძნო­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვა­შიც: თხის რქა თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი და ფრთხი­ლია, ვერ­ძი კი­დევ ემო­ცი­ე­ბის ზღვა. გარ­და ამი­სა, თხის რქა სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტავს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ჭკუ­ის და­რი­გე­ბით, რაც ვერ­ძის­თვის კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია და ამან შე­იძ­ლე­ბა კონ­ფლიქ­ტი წარ­მოშ­ვას., თუმ­ცა თუ ერ­თმა­ნე­თის მი­ღე­ბას ის­წავ­ლი­ან, რაც ასე ძა­ლი­ან უჭირს ორი­ვეს, აქე­და­ნაც გა­მო­ვა რა­ღაც.

  • კურო და თხის რქა

თქვენ თუ შე­ერ­თდით, აწი ვე­ღა­რა­ფე­რი მო­გაგ­ლეჯთ ერ­თმა­ნეთს. ეს ორი მი­წი­ე­რი, პრაქ­ტი­კუ­ლი და რე­ა­ლის­ტი არ­სე­ბა, ძა­ლი­ან კარ­გად გრძნობს თავს ერ­თმა­ნეთ­თან. ორი­ვეს და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თნა­ი­რი ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს, ერ­თნა­ი­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და თა­ნაც ძა­ლი­ან კარ­გა­დაც ავ­სე­ბენ ერ­თმა­ნეთს რიგ სა­კი­თხებ­ში. მა­გა­ლი­თად, კურო ცოტა ზარ­მა­ცია, თხის რქა კი სი­ზარ­მა­ცის უფ­ლე­ბას არა­ვის მის­ცემს. იგი ბუ­ნე­ბით ლი­დე­რია, შე­ა­ნიშ­ნა­ვად ეხერ­ხე­ბა და­გეგ­მვა კურო კი მის სტრა­ტე­გი­ებს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­ზი­ა­რებს და მუხლჩა­უხ­რე­ლად იშ­რო­მებს გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. მოკ­ლედ, ისე­თი ძლი­ე­რი წყვი­ლია ერ­თად ვე­რა­ფე­რი მო­ე­რე­ვათ თუ მა­ინ­ცდა­მა­ინც მუ­შა­ო­ბით არ მოკ­ვდნენ. უკე­თე­სი იქ­ნე­ბა თუ თხის რქა ცოტა მა­ინც ის­წავ­ლის კუ­როს­გან მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გით ტკბო­ბას, რე­ლაქსს და სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბას.

  • ტყუ­პე­ბი და თხის რქა

რა უც­ნა­უ­რი შეხ­ვედ­რაა: ბავ­შვი, რო­მე­ლიც არა­სო­დეს ბერ­დე­ბა და მო­ხუ­ცად და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვი. თხის რქამ თუ ტყუ­პებ­თან ცხოვ­რე­ბა გა­და­წყვი­ტა, წი­ნას­წარ­ვე უნდა იყოს შე­გუ­ე­ბუ­ლი იმ აზრს, რომ ტყუ­პე­ბი უნდა იშ­ვი­ლოს და რომ ქორ­წი­ნე­ბის მი­სე­უ­ლი მო­დე­ლი, სა­დაც წყვი­ლებს მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი და ფუნ­ქცი­ე­ბი გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი აქვთ, აქე­დან არა­სო­დეს გა­მო­ვა. ასე თუ ისე, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბით სავ­სე თხის რქამ შე­იძ­ლე­ბა აი­ღოს კი­დეც მშობ­ლის როლი სა­კუ­თარ თავ­ზე, მაგ­რამ საქ­მე ისაა, რომ თხის რქა საკ­მა­ოდ მკაც­რი მშო­ბე­ლია, რომ­ლის ხელ­შიც თავ­გუ­ნე­ბა, ტაშ­ფან­დუ­რა და მა­წან­წა­ლა ტყუ­პებს სული ხში­რად ეხუ­თე­ბა. თხის რქა მუ­დამ უკ­მა­ყო­ფი­ლოა ტყუ­პე­ბით, მისი არა­სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით, ტყუ­პე­ბი კი რო­გორ და­აღ­წი­ოს ამ შარს თა­ვის გა­მუდ­მე­ბით ამა­ზე ფიქ­რობს, თუ, რა თქმა უნდა, გა­მუდ­მე­ბი­თის ტყუ­პე­ბი­სე­უ­ლი გან­მარ­ტე­ბით. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან რთლი კავ­ში­რია, ისე­თი რთუ­ლი, რომ სა­ერ­თოდ ერ­თმა­ნე­თი რომ მო­გე­წო­ნათ, იმის დამ­სა­ხუ­რე­ბა იქ­ნე­ბა, რომ არ­ცერ­თი არ ხართ ტი­პუ­რი თხის რქა და ტი­პუ­რი ტყუ­პე­ბი და სჯობს, რომ სი­ნას­ტრი­ა­ში ეძე­ბოთ პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე "რა­ტომ ხართ ერ­თად"!

  • კირჩხი­ბი და თხის რქა

ამ წყვილ­ზე სულ ეს ფილ­მი მახ­სენ­დე­ბა – "Blue Valentine", ბიჭი კირჩხი­ბის პრო­ტო­ტიპს ჰგავს – რო­მან­ტი­კუ­ლი და ძა­ლი­ან თბი­ლი, მე­ო­ჯა­ხე, რო­მელ­საც სუ­ლაც არ აინ­ტე­რე­სებს არც სტა­ტუ­სი, არც ის, რას ფიქ­რო­ბენ სხვე­ბი, მშვე­ნივ­რად მუ­შა­ობს ფი­ზი­კუ­რა­დაც, მთა­ვა­რია, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ჰყავ­დეს კარ­გად, მთა­ვა­რია არ ში­ო­დეს და ემო­ცი­უ­რად უსაფრ­თხოდ გრძნობ­დეს თავს, აი, გო­გო­ნა კი­დევ თა­ვი­დან კი აჰ­ყვე­ბა, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გული უც­რუვ­დე­ბა, რა­ღაც უფრო მეტს ითხოვს მა­მა­კა­ცის­გან, ვიდ­რე სიყ­ვა­რუ­ლია. კი­ა­ცი ძა­ლი­ან ცდი­ლობს, მაგ­რამ რაც უფრო მე­ტად ცდი­ლობს, უფრო მე­ტად კარ­გავს. არ მინ­და გული გა­გი­ტე­ხოთ, ყო­ველ­თვის ასე არ სრულ­დე­ბა. ორი­ვე ისე­თი ნი­შა­ნია ბო­ლომ­დე იბ­რძვის ურ­თი­ერ­თო­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად, მარ­თა­ლია ერთი სიყ­ვა­რუ­ლის, მე­ო­რე კი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის გამო, მაგ­რამ მა­ინც. ისი­ნი ოპო­ზი­ცი­უ­რი ნიშ­ნე­ბი არი­ან. ეს კი ნიშ­ნავს რომ ისი­ნი თან ძა­ლი­ან ჰგვა­ნან ერ­თმა­ნეთს და თან ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბი­ან. ეს ერთი მთლი­ა­ნო­ბის ორი ნა­წი­ლია და წყვი­ლიც ძა­ლი­ან კარ­გად ავ­სებს ერ­თმა­ნეთს, თუკი მო­ა­ხერ­ხა და პა­ტარ-პა­ტა­რა სირ­თუ­ლე­ე­ბი, რაც ყვე­ლა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არ­სე­ბობს, გა­და­ლა­ხა.

  • ლომი და თხის რქა

ერ­თა­დერ­თი ნი­შა­ნი, რო­მელ­მაც ლომი შე­იძ­ლე­ბა მოდ­რი­კოს, თხის რქაა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში თხის რქა უფრო მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აი­ღებს, გა­ცი­ლე­ბით უფრო მეტს გა­ა­კე­თებს ყო­ველ­თვის, ლი­დე­რი მა­ინც თა­ვად იქ­ნე­ბა. ეს ურ­თი­ერ­თო­ბა მამა შვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბას ჰგავს. მამა, რა თქმა უნდა, თხის რქაა და ლო­მიც უნდა შე­ე­გუ­ოს სა­ტურ­ნი­სე­უ­ლი აღ­ზრდის მკაცრ მე­თო­დებს. ისი­ნი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ავ­სე­ბენ ერ­თმა­ნეთს. თხის რქა მწვერ­ვალს ყო­ველ­თვის აღ­წევს, თუმ­ცა ეს ბევ­რი შრო­მის შე­დე­გად ხდე­ბა, მა­შინ როცა ლომი ბე­დის ნე­ბი­ე­რაა და ყვე­ლა­ფე­რი ლან­გარ­ზე მის­დის. ლომი თხის რქას აკ­ვირ­ვებს და მის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მით მსჭვა­ლავს. თხის რქე­ბი ხომ გიჟ­დე­ბი­ან არის­ტოკ­რა­ტებ­ზე, ლომი კი რა ოჯახ­შიც არ უნდა იყოს და­ბა­დე­ბუ­ლი, მა­ინც მე­ფეა.

გარ­და ამი­სა თხის რქა დის­ტან­ცი­უ­რია, ცივი, გულ­ჩა­თხრო­ბი­ლი. მას არ სჩ­ვე­ვია ემო­ცი­ე­ბის აფი­ში­რე­ბა, თუმ­ცა ლომს თავ­და­ჯე­რე­ბა ჰყოფ­ნის რომ მის სიყ­ვა­რულ­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყოს. მას მოს­წონს თხის რქის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბა და ერ­თგუ­ლე­ბა. აფა­სებს ყვე­ლა­ფერს, რა­საც მის­თვის აკე­თე­ბენ. თხის რქა კი თა­ვის მხრივ აღ­ტა­ცე­ბუ­ლია მისი გულ­ღი­ა­ო­ბით, ხელ­გაშ­ლი­ლო­ბით, თვა­ლის­მომჭრე­ლი ეგო­თი და ოპ­ტი­მიზ­მით. ისი­ნი პა­ტივს სცე­მენ ერ­თმა­ნეთს და სწო­რედ ამის გამო ახერ­ხე­ბენ ერ­თმა­ნე­თის ასე­თი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი გან­სხვა­ვე­ბის მი­ღე­ბას. ლომი ძა­ლი­ან ჰგავს ზა­ფხუ­ლის ცხელ დღეს კაშ­კა­შა მზით ლაჟ­ვარ­დის­ფერ ცაზე, იგი ნამ­დვი­ლი პა­პა­ნა­ქე­ბაა, მა­შინ როცა თხის რქა ზამ­თრის ნაც­რის­ფე­რი, ნის­ლი­ა­ნი ამინ­დია, ცოტა უჟ­მუ­რი, ალაგ ალაგ რომ ცრის… სა­ინ­ტე­რე­სო ნა­ზა­ვია, არა? ერთს ცოტა მეტი სი­ნათ­ლე სჭირ­დე­ბა, მე­ო­რეს კი და­ნი­ა­ვე­ბა რომ არ დაგ­ვწვას და მათი ერ­თო­ბით შე­სა­ნიშ­ნავ კო­კტე­ილს ვი­ღებთ! წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

როგორ ეთავსება თხის რქა ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - როგორი პარტნიორია ის სიყვარულში და ვინაა მისი საუკეთესო მეწყვილე

როგორ ეთავსება თხის რქა ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - როგორი პარტნიორია ის სიყვარულში და ვინაა მისი საუკეთესო მეწყვილე
  • ვერძი და თხის რქა

ორივე ლიდერია, ორივეს ძლიერი ხასიათი და დიდი ამბიციები აქვს და მოთხოვნილება სხვები ატაროს თავის ჭკუაზე. იშვიათი წყვილია, რადგან ცოტა გაუგებრები რჩებიან ერთმანეთისთვის. ვერძი იმპულსურია, მხიარული და დაუფიქრებელი, თხის რქა ძალიან რაციონალური, სერიოზული და ცოტა დეპრესიულიც (თუმცა მას არ იჩნევს). ხდება ის რაც ხდება მიწის და ცეცხლის შეხვედრისას, ერთი ჩქარობს, მეორე კალთებს ქაჩავს, ერთი არ უჯერებს, მეორე კიდევ – აი, ხომ გეუბნებოდი, აწი მაინც დამიჯერე…. მოკლედ, თხის რქა ვერძისთვის ცოტა კონსერვატორია, ვერძი კი თხის რქისთვის – თავქარიანი. სხვადასხვანაირები არიან გრძნობების გამოხატვაშიც: თხის რქა თავშეკავებული და ფრთხილია, ვერძი კიდევ ემოციების ზღვა. გარდა ამისა, თხის რქა სიყვარულს გამოხატავს საყვარელი ადამიანისთვის ჭკუის დარიგებით, რაც ვერძისთვის კატეგორიულად მიუღებელია და ამან შეიძლება კონფლიქტი წარმოშვას., თუმცა თუ ერთმანეთის მიღებას ისწავლიან, რაც ასე ძალიან უჭირს ორივეს, აქედანაც გამოვა რაღაც.

  • კურო და თხის რქა

თქვენ თუ შეერთდით, აწი ვეღარაფერი მოგაგლეჯთ ერთმანეთს. ეს ორი მიწიერი, პრაქტიკული და რეალისტი არსება, ძალიან კარგად გრძნობს თავს ერთმანეთთან. ორივეს დაახლოებით ერთნაირი ინტერესები აქვს, ერთნაირი ღირებულებები და თანაც ძალიან კარგადაც ავსებენ ერთმანეთს რიგ საკითხებში. მაგალითად, კურო ცოტა ზარმაცია, თხის რქა კი სიზარმაცის უფლებას არავის მისცემს. იგი ბუნებით ლიდერია, შეანიშნავად ეხერხება დაგეგმვა კურო კი მის სტრატეგიებს აუცილებლად გაიზიარებს და მუხლჩაუხრელად იშრომებს განსახორციელებლად. მოკლედ, ისეთი ძლიერი წყვილია ერთად ვერაფერი მოერევათ თუ მაინცდამაინც მუშაობით არ მოკვდნენ. უკეთესი იქნება თუ თხის რქა ცოტა მაინც ისწავლის კუროსგან მიღწეული შედეგით ტკბობას, რელაქსს და სიამოვნების მიღებას.

  • ტყუპები და თხის რქა

რა უცნაური შეხვედრაა: ბავშვი, რომელიც არასოდეს ბერდება და მოხუცად დაბადებული ბავშვი. თხის რქამ თუ ტყუპებთან ცხოვრება გადაწყვიტა, წინასწარვე უნდა იყოს შეგუებული იმ აზრს, რომ ტყუპები უნდა იშვილოს და რომ ქორწინების მისეული მოდელი, სადაც წყვილებს მოვალეობები და ფუნქციები განაწილებული აქვთ, აქედან არასოდეს გამოვა. ასე თუ ისე, პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე თხის რქამ შეიძლება აიღოს კიდეც მშობლის როლი საკუთარ თავზე, მაგრამ საქმე ისაა, რომ თხის რქა საკმაოდ მკაცრი მშობელია, რომლის ხელშიც თავგუნება, ტაშფანდურა და მაწანწალა ტყუპებს სული ხშირად ეხუთება. თხის რქა მუდამ უკმაყოფილოა ტყუპებით, მისი არასერიოზულობით, ტყუპები კი როგორ დააღწიოს ამ შარს თავის გამუდმებით ამაზე ფიქრობს, თუ, რა თქმა უნდა, გამუდმებითის ტყუპებისეული განმარტებით. მოკლედ, ძალიან რთლი კავშირია, ისეთი რთული, რომ საერთოდ ერთმანეთი რომ მოგეწონათ, იმის დამსახურება იქნება, რომ არცერთი არ ხართ ტიპური თხის რქა და ტიპური ტყუპები და სჯობს, რომ სინასტრიაში ეძებოთ პასუხი კითხვაზე “რატომ ხართ ერთად”!

  • კირჩხიბი და თხის რქა

ამ წყვილზე სულ ეს ფილმი მახსენდება – “Blue Valentine”, ბიჭი კირჩხიბის პროტოტიპს ჰგავს – რომანტიკული და ძალიან თბილი, მეოჯახე, რომელსაც სულაც არ აინტერესებს არც სტატუსი, არც ის, რას ფიქრობენ სხვები, მშვენივრად მუშაობს ფიზიკურადაც, მთავარია, საყვარელი ადამიანები ჰყავდეს კარგად, მთავარია არ შიოდეს და ემოციურად უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს, აი, გოგონა კიდევ თავიდან კი აჰყვება, მაგრამ დროთა განმავლობაში გული უცრუვდება, რაღაც უფრო მეტს ითხოვს მამაკაცისგან, ვიდრე სიყვარულია. კიაცი ძალიან ცდილობს, მაგრამ რაც უფრო მეტად ცდილობს, უფრო მეტად კარგავს. არ მინდა გული გაგიტეხოთ, ყოველთვის ასე არ სრულდება. ორივე ისეთი ნიშანია ბოლომდე იბრძვის ურთიერთობის გადასარჩენად, მართალია ერთი სიყვარულის, მეორე კი სოციალური სტატუსის გამო, მაგრამ მაინც. ისინი ოპოზიციური ნიშნები არიან. ეს კი ნიშნავს რომ ისინი თან ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და თან ძალიან განსხვავდებიან. ეს ერთი მთლიანობის ორი ნაწილია და წყვილიც ძალიან კარგად ავსებს ერთმანეთს, თუკი მოახერხა და პატარ-პატარა სირთულეები, რაც ყველა ურთიერთობაში არსებობს, გადალახა.

  • ლომი და თხის რქა

ერთადერთი ნიშანი, რომელმაც ლომი შეიძლება მოდრიკოს, თხის რქაა. მიუხედავად იმისა რომ ამ ურთიერთობაში თხის რქა უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებს, გაცილებით უფრო მეტს გააკეთებს ყოველთვის, ლიდერი მაინც თავად იქნება. ეს ურთიერთობა მამა შვილის ურთიერთობას ჰგავს. მამა, რა თქმა უნდა, თხის რქაა და ლომიც უნდა შეეგუოს სატურნისეული აღზრდის მკაცრ მეთოდებს. ისინი შესანიშნავად ავსებენ ერთმანეთს. თხის რქა მწვერვალს ყოველთვის აღწევს, თუმცა ეს ბევრი შრომის შედეგად ხდება, მაშინ როცა ლომი ბედის ნებიერაა და ყველაფერი ლანგარზე მისდის. ლომი თხის რქას აკვირვებს და მის მიმართ პატივისცემით მსჭვალავს. თხის რქები ხომ გიჟდებიან არისტოკრატებზე, ლომი კი რა ოჯახშიც არ უნდა იყოს დაბადებული, მაინც მეფეა.

გარდა ამისა თხის რქა დისტანციურია, ცივი, გულჩათხრობილი. მას არ სჩვევია ემოციების აფიშირება, თუმცა ლომს თავდაჯერება ჰყოფნის რომ მის სიყვარულში დარწმუნებული იყოს. მას მოსწონს თხის რქის ორგანიზებულობა და ერთგულება. აფასებს ყველაფერს, რასაც მისთვის აკეთებენ. თხის რქა კი თავის მხრივ აღტაცებულია მისი გულღიაობით, ხელგაშლილობით, თვალისმომჭრელი ეგოთი და ოპტიმიზმით. ისინი პატივს სცემენ ერთმანეთს და სწორედ ამის გამო ახერხებენ ერთმანეთის ასეთი წარმოუდგენელი განსხვავების მიღებას. ლომი ძალიან ჰგავს ზაფხულის ცხელ დღეს კაშკაშა მზით ლაჟვარდისფერ ცაზე, იგი ნამდვილი პაპანაქებაა, მაშინ როცა თხის რქა ზამთრის ნაცრისფერი, ნისლიანი ამინდია, ცოტა უჟმური, ალაგ ალაგ რომ ცრის… საინტერესო ნაზავია, არა? ერთს ცოტა მეტი სინათლე სჭირდება, მეორეს კი დანიავება რომ არ დაგვწვას და მათი ერთობით შესანიშნავ კოკტეილს ვიღებთ! წაიკითხეთ სრულად

როგორ ეთავსება მშვილდოსანი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინაა მისი საუკეთესო მეგობარი, პარტნიორი და "დაუძინებელი მტერი"

როგორ ეწყობა მორიელი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის მისი მტერი ან საუკეთესო მეწყვილე

როგორ ეთავსება სასწორი ზოდიაქოს სხვა ნიშნებს - რომელია საუკეთესო პარტნიორი, საუკეთესო მეგობარი და ნიშნები, რომლებსაც უნდა უფრთხილდეთ