ავტორი:

როგორ ეთავსება ლომი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის მისი იდეალური პარტნიორი და რა უნდა გაითვალისწინოს მან

როგორ ეთავსება ლომი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის მისი იდეალური პარტნიორი და რა უნდა გაითვალისწინოს მან
  • ვერძი და ლომი

ძალიან კარგი წვილია, ორივე დინამიური, აქტიური, დამოუკიდებელი, საკუთარ თავში დარმუნებული და თავდაჯერებული ტიპაჟი, თუმცა არის ერთ განსხვავებაც, ვერძს ხშირად ჰკიდია საზოგადოებრივი აზრი ფეხებზე, მაშინ როცა ლომისთვის ხალხის თვალში რა შთაბეჭდილებას ტოვებს – ყველაზე მნიშვნელოვანია. პიროვნულ დონეზე ერთმანეთის გაგება მათ არ უჭირთ, ჰარმონიულ წყვილად მიიჩნევენ ასტროლოგები.

ისინი პატივს სცემენ ერთმანეთს, აფასებენ ერთმანეთს, თუმცა არის ერთი პრობლემაც, ორივე ძალიან ამაყი, ჯიუტი და თავისნათქვამაა და უკან დახევა არ უყვარს, ამიტომ თუკი ერთმანეთს შეასკდნენ, აუცილებლად გაიხსნება ცეცხლი და თუ ცეცხლი გაიხსნა კონფლიქტი მძაფრსიუჟეტიანი დრამის გარეშე არ ჩაივლის, თუმცა ამ დრამის და ემოციების ფეიერვერკების საწინააღმდეგო არცერთს არაფერი აქვს. ასე რომ წარმატებები, მე რაც ა რუნდა გირჩიოთ, მაინც თქვენს ჭკუაზე იზამთ ყველაფერს….

  • კურო და ლომი

ეს ორი ფიქსირებული ნიშანი, ასტროლოგებს თუ დავუჯერებთ ერთად ვერ უნდა იყვნენ მთლად კარგად, რადგან ორივე ჯიუტი და ორივე პრინციპულია, თანაც ძალიან განსხვავებული პიროვნული ხასიათებიც აქვთ – ერთი მშვიდ ცხოვრებაზე ოცნებობს, მეორე დრამაზე და ფოერვერკებზე, ერთი დამგროვებელია, მეორე მფლანგველი და ა.შ.

სხვადასხვანაირად ესმით სიყვარულიც: ერთს კომპლიმენტები და აღტაცება სჭირდება, რომ დარწმუნდეს სიყვარულში, მეორეს თავდადება და ერთგულება… ვერცერთი იღებს იმას რაც სურს. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მათაც აქვთ ბედნიერი თანაცხოვრების შანსი, თუკი საკუთარ სიჯიუტეს რამენაირად დათმობენ და კომპრომისზე წასვლას ისწავლიან.

კუროც და ლომიც ორივე ძალიან სტაბილური და ერთგული ადამიანია, თუ მათ გადაწყვიტეს ერთმანეთს მიუძღვნან თავი, ამას მოახერხებენ კიდეც. მათ აქვთ ურთიერთობაში ყველაზე მთავარი – ნდობა. მათ ერთმანეთის სახით ძლიერი დასაყრდენი ჰყავთ და თუ ერთმანეთს დააფასებენ (დაფასება ორივეს უყვარს) ამ ურთიერთობის სიმყარე საკმაოდ ბევრ ქარტეხილს გაუძლებს.

  • ტყუპები და ლომი

“- აა, აი ჩემი ქვეშევრდომიც! – წამოიძახა მეფემ პატარა უფლისწული დანახვისთანავე. – ნეტა ვინ ვგონივარ? – გაიფიქრა პატარა უფლისწულმა. – იგი ხომ პირველად მხედავს!” ასეთია ტყუპების და ლომის პირველი შეხვედრა. მეფე მას თაყვანისმცემლად მოიაზრებს, ტყუპებისთვის კი ლომი უბრალოდ გზად შემხვედრი საინტერესო ფენომენია, თუმცა უფლისწულისგან განსხვავებით იმდენად ინტრიგდება, მრჩევლის როლს მოირგებს და მის პლანეტაზე რჩება, ეგებ სამუდამოდაც.

ტყუპები, მოქნილობისა და გამჭრიახობის წყალობით, შესანიშნავი მომთვინიერებელია და ლომიც მასთან საყვარელი ფისუნიაა მხოლოდ. ეს ძალიან კარგი წყვილია, თუ სინასტრიაც ხელს უწყობთ, რა თქმა უნდა. ზოდიაქოს ნიშნების დონეზე შესანიშნავად უგებენ ერთმანეთს. ორივე ბავშვურია, გულღია, თავისუფალი, სოციალური. ორივეს უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ადამიანები. მართალია, ლომს სურს რომ ტყუპის ცხოვრებაში მთავარ როლში იყოს და ტყუპისთვის კი ის, როგორც არ უნდა უყვარდეს, მაინც ერთერთი პერსონაჟია, ეს უკანასკნელი მოხერხებულობის წყალობით მისთვის მთავარი როლის ილუზიის შექმნას მაინც ახერხებს და ცხოვრობენ მერე დიდხანს და ბედნიერეად თავისივე გამოგონილ სპექტაკლში კულისებშიც და სცენაზეც. წაიკითხეთ სრულად

როგორ ეთავსება კირჩხიბი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვისთან ქმნის ის ჰარმონიულ წყვილს და ვის უნდა ერიდოს

როგორ ეთავსება ტყუპები ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის საუკეთესო პარტნიორი თქვენთვის და ვის უნდა ერიდოთ

როგორ ეთავსება კურო ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს და ვისთან რა აქვს სასწავლი