პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეთავსება ქალწული ზოდიაქოს სხვა ნიშნებს - ეს ყველა ქალწულმა უნდა გაითვალისწინოს
როგორ ეთავსება ქალწული ზოდიაქოს სხვა ნიშნებს - ეს ყველა ქალწულმა უნდა გაითვალისწინოს
  • ვერ­ძი და ქალ­წუ­ლი

თქვე­ნი ერ­თად ყოფ­ნა პა­რა­დოქ­სია, წე­სით სა­ერ­თოდ არ უნდა მოგ­წონ­დეთ ერ­თმა­ნე­თი, მაგ­რამ თუკი მო­გე­წო­ნათ, ალ­ბათ ვერ ხვდე­ბით რა­ტომ. ეს აუხ­სნე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი იქ­ნე­ბა. ვერ­ძი ძა­ლი­ან უდარ­დე­ლი ტი­პა­ჟია და ძა­ლი­ან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი თა­ვის თავ­ში, მა­შინ როცა ქალ­წუ­ლი მუ­დამ უკ­მა­ყო­ფი­ლოა სა­კუ­თა­რი თა­ვით და სულ რა­ღა­ცის გამო იტან­ჯე­ბა. ვერ­ძი დე­ტა­ლებს ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევს, ქალ­წუ­ლი მეწვრილ­მა­ნეა, ვერ­ძი იმ­პულ­სე­ბით მოქ­მე­დებს, ქალ­წულს კი­დევ ყვე­ლაფ­რის გა­სა­ა­ნა­ლი­ზებ­ლად დრო სჭირ­დე­ბა და რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს მას. მოკ­ლედ, კონ­ფლიქ­ტის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი მი­ზე­ზი აქვთ და თუ ერ­თმა­ნე­თი გიყ­ვართ, ერ­თმა­ნე­თის გა­გე­ბას, ერ­თმა­ნე­თის­გან რა­ღა­ცე­ე­ბის სწავ­ლას უნდა შე­ე­ცა­დოთ და კინ­კლა­ო­ბა­ზე რომ ხარ­ჯავთ ენერ­გი­ას, რამე უფრო ნა­ყო­ფი­ერ­ზე და­ხარ­ჯოთ. არ­სე­ბობს რა­ღა­ცე­ე­ბი, რა­საც ორი­ვე აფა­სებთ და ორი­ვე ფლობთ, ეს არის პა­ტი­ოს­ნე­ბა და გულ­წრფე­ლო­ბა, თუმ­ცა კრი­ტი­კის მოს­მე­ნა არ­ცერ­თს გსი­ა­მოვ­ნებთ. ის­წავ­ლეთ შე­ნიშ­ვნე­ბის მი­ღე­ბა და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. თუმ­ცა ეს უფრო ვერძს ეხე­ბა, რად­გან თა­ვი­ან­თი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე – ქალ­წუ­ლი უფრო ხში­რად იჩაგ­რე­ბა. რო­გორც წესი იგი უფრო მეტს გას­ცემს და ვი­ღებთ ბო­სის (ვერ­ძი) და ხელ­ქვე­ი­თის (ქალ­წუ­ლი) ურ­თი­ერ­თო­ბის ტიპს. ვერ­ძე­ბო, ცოტა აზ­რზე მო­დით და და­ფა­სე­ბა ის­წავ­ლეთ!

  • კურო და ქალ­წუ­ლი

ა, ეგრე რო­გორც პური და ყვე­ლი ძა­ლი­ან კარ­გი წყვი­ლია, ძა­ლი­ან თავ­და­დე­ბუ­ლი და ერ­თმა­ნე­თის მხარ­ში მდგო­მი. ორი­ვე პრაქ­ტი­კუ­ლია, მშრო­მე­ლი, მი­წი­ე­რი, რე­ა­ლუ­რი მიზ­ნე­ბით და ამ მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის თან­მიმ­დევ­რუ­ლად მიღ­წე­ვის პო­ტენ­ცი­ა­ლიც აქვთ. ქალ­წულს მოს­წონს ძლი­ე­რი და მშვი­დი კურო, კურო კი ძა­ლი­ან აფა­სებს ქალ­წუ­ლის გამ­ჭრი­ა­ხო­ბას, ენა­მახ­ვი­ლო­ბას და ყუ­რა­დღე­ბას. მათ ერ­თნა­ი­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვთ. ერთი ეს არის, რომ რა­ღაც ეტაპ­ზე ქალ­წუ­ლი შე­იძ­ლე­ბა ცო­ტა­თი და­ღა­ლოს კუ­როს­ნა­ირ­მა შე­ნე­ლე­ბულ­მა კადრმა, კუ­როს კი ყელ­ში ამო­უ­ვი­დეს ქალ­წუ­ლის მუდ­მი­ვი კრი­ტი­კა. თუმ­ცა თუკი სი­ნას­ტრი­ა­ში ვნე­ბე­ბის ნა­პერ­წკა­ლი ან­თია და თუკი კომ­პრო­მისს მო­ა­ხერ­ხე­ბენ, ამ წყვილს ვე­რა­ფე­რი და­ა­შო­რებს, რად­გან ძა­ლი­ან და­ა­ბა­ლან­სებს ერ­თმა­ნეთს ეს ორი ცხოვ­რე­ბით მუდ­მი­ვად უკ­მა­ყო­ფი­ლო და მუდ­მი­ვად კმა­ყო­ფი­ლი არ­სე­ბა.

  • ტყუ­პე­ბი და ქალ­წუ­ლი

წარ­მო­იდ­გი­ნეთ მკაც­რი, სათ­ვა­ლი­ა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც გაკ­ვე­თი­ლის­თვის მო­სამ­ზა­დებ­ლად ღა­მეს ათე­ნებს და მა­ინც ფრთხი­ლი ნა­ბი­ჯით შე­დის კლას­ში, რად­გან ფიქ­რობს, რომ საკ­მა­რი­სად მა­ინც არ ეს­მის და ხვდე­ბა ახა­ლი, ახ­ტა­ჯა­ნა მოს­წავ­ლე, რო­მე­ლიც არა­სო­დეს უს­მენს, არა­სო­დეს სწავ­ლობს, არა­ფე­რი იცის და მა­ინც ყვე­ლა კი­თხვა­ზე აქვს პა­სუ­ხი, მა­ინც ყვე­ლა­ფე­რი იცის. ტყუ­პე­ბი ქალ­წულს ნერ­ვებს უშ­ლის და მა­ინც თავს აყ­ვა­რებს. ისი­ნი ხში­რად კა­მა­თო­ბენ, რაც ტყუ­პე­ბის­თვის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ერ­თერ­თი სა­ხეა უბ­რა­ლოდ, ქალ­წულს კი წყე­ნა ცოტა უფრო დიდ­ხანს მიჰ­ყვე­ბა. სა­ერ­თო ის აქვთ, რომ ორი­ვე მერ­კუ­რი­ა­ნე­ლია, ორი­ვე უფრო მე­ტად რა­ცი­ო­ნა­ლუ­რია, ვიდ­რე ემო­ცი­უ­რი, უფრო მეტს ფიქ­რო­ბენ, ვიდ­რე გრძნო­ბენ და უფრო მეტს ლა­პა­რა­კო­ბენ, ვიდ­რე ერ­თმა­ნეთს ეფე­რე­ბი­ან, თუმ­ცა ქალ­წუ­ლი ცოტა უფრო პრაქ­ტი­კუ­ლი, დი­დუ­რი და თან­მიმ­დევ­რუ­ლია და ბევრ ნაკლს პო­უ­ლობს ტყუ­პებ­ში, რო­მელ­საც ეს ფაქ­ტი დი­დად არ ადარ­დებს. მარ­თა­ლია, პი­როვ­ნულ დო­ნე­ზე ძა­ლი­ან გა­უ­გებ­რე­ბი არი­ან ერ­თმა­ნე­თის­თვის, სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხატ­ვის ფორ­მებ­შიც ძა­ლი­ან აც­დე­ნი­ლე­ბი არი­ან, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ერთს მე­ო­რი­სად­მი ნდო­ბა ეკარ­გე­ბა და მე­ო­რეს კი პირ­ვე­ლის "მი­წი­ე­რო­ბა" ცოტა ბეზ­რდე­ბა, მაგ­რამ სწო­რედ აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის წყა­ლო­ბით, რა­ღაც­ნა­ი­რად ახერ­ხე­ბენ ერ­თად ყოფ­ნას. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

როგორ ეთავსება ქალწული ზოდიაქოს სხვა ნიშნებს - ეს ყველა ქალწულმა უნდა გაითვალისწინოს

როგორ ეთავსება ქალწული ზოდიაქოს სხვა ნიშნებს - ეს ყველა ქალწულმა უნდა გაითვალისწინოს
  • ვერძი და ქალწული

თქვენი ერთად ყოფნა პარადოქსია, წესით საერთოდ არ უნდა მოგწონდეთ ერთმანეთი, მაგრამ თუკი მოგეწონათ, ალბათ ვერ ხვდებით რატომ. ეს აუხსნელი სიყვარული იქნება. ვერძი ძალიან უდარდელი ტიპაჟია და ძალიან დარწმუნებული თავის თავში, მაშინ როცა ქალწული მუდამ უკმაყოფილოა საკუთარი თავით და სულ რაღაცის გამო იტანჯება. ვერძი დეტალებს ყურადღებას არ აქცევს, ქალწული მეწვრილმანეა, ვერძი იმპულსებით მოქმედებს, ქალწულს კიდევ ყველაფრის გასაანალიზებლად დრო სჭირდება და რაციონალური მოქმედებებისკენ მოუწოდებს მას. მოკლედ, კონფლიქტისთვის ძალიან ბევრი მიზეზი აქვთ და თუ ერთმანეთი გიყვართ, ერთმანეთის გაგებას, ერთმანეთისგან რაღაცეების სწავლას უნდა შეეცადოთ და კინკლაობაზე რომ ხარჯავთ ენერგიას, რამე უფრო ნაყოფიერზე დახარჯოთ. არსებობს რაღაცეები, რასაც ორივე აფასებთ და ორივე ფლობთ, ეს არის პატიოსნება და გულწრფელობა, თუმცა კრიტიკის მოსმენა არცერთს გსიამოვნებთ. ისწავლეთ შენიშვნების მიღება და გათვალისწინება. თუმცა ეს უფრო ვერძს ეხება, რადგან თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე – ქალწული უფრო ხშირად იჩაგრება. როგორც წესი იგი უფრო მეტს გასცემს და ვიღებთ ბოსის (ვერძი) და ხელქვეითის (ქალწული) ურთიერთობის ტიპს. ვერძებო, ცოტა აზრზე მოდით და დაფასება ისწავლეთ!

  • კურო და ქალწული

ა, ეგრე როგორც პური და ყველი ძალიან კარგი წყვილია, ძალიან თავდადებული და ერთმანეთის მხარში მდგომი. ორივე პრაქტიკულია, მშრომელი, მიწიერი, რეალური მიზნებით და ამ მიზნების მიღწევის თანმიმდევრულად მიღწევის პოტენციალიც აქვთ. ქალწულს მოსწონს ძლიერი და მშვიდი კურო, კურო კი ძალიან აფასებს ქალწულის გამჭრიახობას, ენამახვილობას და ყურადღებას. მათ ერთნაირი ღირებულებები აქვთ. ერთი ეს არის, რომ რაღაც ეტაპზე ქალწული შეიძლება ცოტათი დაღალოს კუროსნაირმა შენელებულმა კადრმა, კუროს კი ყელში ამოუვიდეს ქალწულის მუდმივი კრიტიკა. თუმცა თუკი სინასტრიაში ვნებების ნაპერწკალი ანთია და თუკი კომპრომისს მოახერხებენ, ამ წყვილს ვერაფერი დააშორებს, რადგან ძალიან დააბალანსებს ერთმანეთს ეს ორი ცხოვრებით მუდმივად უკმაყოფილო და მუდმივად კმაყოფილი არსება.

  • ტყუპები და ქალწული

წარმოიდგინეთ მკაცრი, სათვალიანი მასწავლებელი, რომელიც გაკვეთილისთვის მოსამზადებლად ღამეს ათენებს და მაინც ფრთხილი ნაბიჯით შედის კლასში, რადგან ფიქრობს, რომ საკმარისად მაინც არ ესმის და ხვდება ახალი, ახტაჯანა მოსწავლე, რომელიც არასოდეს უსმენს, არასოდეს სწავლობს, არაფერი იცის და მაინც ყველა კითხვაზე აქვს პასუხი, მაინც ყველაფერი იცის. ტყუპები ქალწულს ნერვებს უშლის და მაინც თავს აყვარებს. ისინი ხშირად კამათობენ, რაც ტყუპებისთვის კომუნიკაციის ერთერთი სახეა უბრალოდ, ქალწულს კი წყენა ცოტა უფრო დიდხანს მიჰყვება. საერთო ის აქვთ, რომ ორივე მერკურიანელია, ორივე უფრო მეტად რაციონალურია, ვიდრე ემოციური, უფრო მეტს ფიქრობენ, ვიდრე გრძნობენ და უფრო მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე ერთმანეთს ეფერებიან, თუმცა ქალწული ცოტა უფრო პრაქტიკული, დიდური და თანმიმდევრულია და ბევრ ნაკლს პოულობს ტყუპებში, რომელსაც ეს ფაქტი დიდად არ ადარდებს. მართალია, პიროვნულ დონეზე ძალიან გაუგებრები არიან ერთმანეთისთვის, სიყვარულის გამოხატვის ფორმებშიც ძალიან აცდენილები არიან, დროთა განმავლობაში ერთს მეორისადმი ნდობა ეკარგება და მეორეს კი პირველის “მიწიერობა” ცოტა ბეზრდება, მაგრამ სწორედ აქტიური კომუნიკაციის წყალობით, რაღაცნაირად ახერხებენ ერთად ყოფნას. წაიკითხეთ სრულად

როგორ ეთავსება ლომი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის მისი იდეალური პარტნიორი და რა უნდა გაითვალისწინოს მან

როგორ ეთავსება კირჩხიბი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვისთან ქმნის ის ჰარმონიულ წყვილს და ვის უნდა ერიდოს

როგორ ეთავსება ტყუპები ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის საუკეთესო პარტნიორი თქვენთვის და ვის უნდა ერიდოთ