Faceამბები
პოლიტიკა
სამხედრო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეწყობა მორიელი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის მისი საუკეთესო პარტნიორი
როგორ ეწყობა მორიელი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის მისი საუკეთესო პარტნიორი
  • მო­რი­ე­ლი და ვერ­ძი

თქვენ ჯერ კი­დევ ცო­ცხლე­ბი ხართ და ჯან­მრთე­ლე­ბი? რო­გორ და­გე­მარ­თათ, რომ ერ­თმა­ნე­თი არ და­ხო­ცეთ? ამ წყვილს შო­რის უზარ­მა­ზა­რი მი­ზი­დუ­ლო­ბაა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სექ­სუ­ა­ლუ­რი ლტოლ­ვა. ორი­ვეს ძა­ლი­ან მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი აქვს, თა­ვი­სი ხა­სი­ა­თი, რომ­ლის შეც­ვლაც არ სურს. ორი­ვეს ძლი­ე­რი ემო­ცი­ე­ბი და მძაფ­რი შეგ­რძნე­ბე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა აქვს. ორი­ვეს მოს­წონს ექ­შე­ნი და მოქ­მე­დე­ბა­ში ყოფ­ნა. პრობ­ლე­მას მხო­ლოდ ის ქმნის, რომ ორი­ვე ჯი­უ­ტია და ორი­ვეს უნდა, რომ სხვებ­მა მის ჭკუ­ა­ზე ია­რონ, ორი­ვეს ად­ვი­ლად სწყინს და როცა სწყინს იმ დროს მო­წი­ნა­აღ­მდე­გის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად მზად არის, თუნ­დაც გიჟ­დე­ბო­დეს ამ უკა­ნას­კნელ­ზე.

გარ­და ამი­სა, მო­რი­ე­ლი ძა­ლი­ან მე­სა­კუთ­რეა, პარტნი­ო­რის­გან მარ­ტო სხე­ულს კი არა ხან­და­ხან სულ­საც ითხოვს, ვერ­ძი კი საკ­მა­ოდ უყუ­რა­დღე­ბოც შე­იძ­ლე­ბა იყოს ხან­და­ხან და თან ვე­რაფ­რით შე­ე­გუ­ე­ბა მფლო­ბე­ლო­ბა­ში ყოფ­ნას. ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას კონ­ფლიქ­ტი – მო­რი­ე­ლი ეც­დე­ბა მის კონ­ტროლს და ვერ­ძი არ და­ა­ნე­ბებს. ამ კონ­ფლიქ­ტის თა­ვი­დან არი­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ მო­რი­ე­ლი ჭკუ­ას მო­უხ­მობს (აბა ვერძს ჭკუა სად აქვს) და მიხ­ვდე­ბა, რომ ძა­ლად ვე­რაფ­რით ატა­რებს ვერძს თა­ვის ჭკუ­ა­ზე. მან სტრა­ტე­გია უნდა შე­ი­მუ­შა­ვოს, თუ სი­ტუ­ა­ცი­ის მარ­თვა სურს. ვერძმა მო­რი­ე­ლის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა უნდა ის­წავ­ლოს, მო­რი­ელ­მა კი­დევ გულ­ში წყე­ნის ჩა­დე­ბას და­ა­ნე­ბოს თავი, რად­გან ვერ­ძი ხში­რად სულ არ აკ­ვირ­დე­ბა, რას ამ­ბობს და ამა­ზე გაბ­რა­ზე­ბა არ ღირს. თუკი ამას მო­ა­ხერ­ხე­ბენ, ყვე­ლას გულ­ზე გა­ხეთ­ქა­ვენ შუ­რით ისე­თი მა­გა­რი წყვი­ლი იქ­ნე­ბი­ან.

  • მო­რი­ე­ლი და კურო

არის ამ წყვილს შო­რის რა­ღაც ქი­მია. ორი უკი­დუ­რე­სო­ბა - ში­ნა­არ­სი და ფორ­მა, ტან­ჯვა და ტკბო­ბა, რის­კი და სტა­ბი­ლუ­რო­ბა, ხი­ფა­თი და უსაფრ­თხო­ე­ბა, - ერ­თმა­ნეთს იზი­დავს.

ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ და სუ­ლი­ერ დო­ნე­ზე ისი­ნი ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნე­თის­გან. მო­თხოვ­ნე­ბიც სხვა­დას­ხვა აქვთ - მო­რი­ელს ექ­სტრი­მი და მძაფ­რი შეგ­რძნე­ბე­ბი უნდა, კუ­როს სიმ­შვი­დე და ჰარ­მო­ნი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, თუმ­ცა რა­ღაც­ნა­ი­რად თუ მო­ხერ­ხდა და ურ­თი­ერ­თო­ბა შედ­გა, ორი­ვე ძა­ლი­ან სტა­ბი­ლუ­რია გრძნო­ბებ­ში და ისე ძა­ლი­ან შე­სა­ნიშ­ნა­ვად და­ა­ბა­ლან­სე­ბენ ერ­თმა­ნეთს, სა­უ­კე­თე­სო წყვილს შექ­მნი­ან.

ეს ორი მე­სა­კუთ­რე, ჯი­უ­ტი და ეჭ­ვი­ა­ნი ნი­შა­ნი ან ერ­თად ვერ ძლებს, ან ერ­თმა­ნე­თის გა­რე­შე, რაც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ორი­ვეს ძა­ლი­ან აწყობს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ცვლილებების წინაშე დადგა აშშ-ი და რა გამოხმაურება მოჰყვა დონალდ ტრამპის ინაუგურაციას
ავტორი:

როგორ ეწყობა მორიელი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის მისი საუკეთესო პარტნიორი

როგორ ეწყობა მორიელი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის მისი საუკეთესო პარტნიორი
  • მორიელი და ვერძი

თქვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ხართ და ჯანმრთელები? როგორ დაგემართათ, რომ ერთმანეთი არ დახოცეთ? ამ წყვილს შორის უზარმაზარი მიზიდულობაა, განსაკუთრებით კი სექსუალური ლტოლვა. ორივეს ძალიან მკვეთრად გამოხატული ხასიათი აქვს, თავისი ხასიათი, რომლის შეცვლაც არ სურს. ორივეს ძლიერი ემოციები და მძაფრი შეგრძნებების მოთხოვნილება აქვს. ორივეს მოსწონს ექშენი და მოქმედებაში ყოფნა. პრობლემას მხოლოდ ის ქმნის, რომ ორივე ჯიუტია და ორივეს უნდა, რომ სხვებმა მის ჭკუაზე იარონ, ორივეს ადვილად სწყინს და როცა სწყინს იმ დროს მოწინააღმდეგის გასანადგურებლად მზად არის, თუნდაც გიჟდებოდეს ამ უკანასკნელზე.

გარდა ამისა, მორიელი ძალიან მესაკუთრეა, პარტნიორისგან მარტო სხეულს კი არა ხანდახან სულსაც ითხოვს, ვერძი კი საკმაოდ უყურადღებოც შეიძლება იყოს ხანდახან და თან ვერაფრით შეეგუება მფლობელობაში ყოფნას. ამიტომ შეიძლება შეიქმნას კონფლიქტი – მორიელი ეცდება მის კონტროლს და ვერძი არ დაანებებს. ამ კონფლიქტის თავიდან არიდება შესაძლებელია, თუ მორიელი ჭკუას მოუხმობს (აბა ვერძს ჭკუა სად აქვს) და მიხვდება, რომ ძალად ვერაფრით ატარებს ვერძს თავის ჭკუაზე. მან სტრატეგია უნდა შეიმუშავოს, თუ სიტუაციის მართვა სურს. ვერძმა მორიელის აზრის გათვალისწინება უნდა ისწავლოს, მორიელმა კიდევ გულში წყენის ჩადებას დაანებოს თავი, რადგან ვერძი ხშირად სულ არ აკვირდება, რას ამბობს და ამაზე გაბრაზება არ ღირს. თუკი ამას მოახერხებენ, ყველას გულზე გახეთქავენ შურით ისეთი მაგარი წყვილი იქნებიან.

  • მორიელი და კურო

არის ამ წყვილს შორის რაღაც ქიმია. ორი უკიდურესობა - შინაარსი და ფორმა, ტანჯვა და ტკბობა, რისკი და სტაბილურობა, ხიფათი და უსაფრთხოება, - ერთმანეთს იზიდავს.

ინტელექტუალურ და სულიერ დონეზე ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მოთხოვნებიც სხვადასხვა აქვთ - მორიელს ექსტრიმი და მძაფრი შეგრძნებები უნდა, კუროს სიმშვიდე და ჰარმონიული ურთიერთობა, თუმცა რაღაცნაირად თუ მოხერხდა და ურთიერთობა შედგა, ორივე ძალიან სტაბილურია გრძნობებში და ისე ძალიან შესანიშნავად დააბალანსებენ ერთმანეთს, საუკეთესო წყვილს შექმნიან.

ეს ორი მესაკუთრე, ჯიუტი და ეჭვიანი ნიშანი ან ერთად ვერ ძლებს, ან ერთმანეთის გარეშე, რაც ხშირ შემთხვევაში ორივეს ძალიან აწყობს. წაიკითხეთ სრულად

"შხაპის ქვეშ ვიდექი და ღმერთს ვუყვიროდი, რომ ქორწინება აუტანელი გახდა..." - ისტორია, რომელიც ყველა დაქორწინებულმა წყვილმა უნდა წაიკითხოს

როგორ ეწყობა მერწყული ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის მისი საუკეთესო პარტნიორი და ვისთან ელის მას სირთულეები

როგორ ეწყობა თევზები ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვის ესმის მისი უსიტყვოდ და ვინ არის საუკეთესო პარტნიორი