საზოგადოება
პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეწყობა მორიელი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს, ანუ ვერძს, ლომს და მშვილდოსანს
როგორ ეწყობა მორიელი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს, ანუ ვერძს, ლომს და მშვილდოსანს

რო­გორ ეწყო­ბი­ან მო­რი­ე­ლის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ცე­ცხლის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს :

  • მო­რი­ე­ლი და ვერ­ძი

თქვენ ჯერ კი­დევ ცო­ცხლე­ბი ხართ და ჯან­მრთე­ლე­ბი? რო­გორ და­გე­მარ­თათ, რომ ერ­თმა­ნე­თი არ და­ხო­ცეთ? ამ წყვილს შო­რის უზარ­მა­ზა­რი მი­ზი­დუ­ლო­ბაა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სექ­სუ­ა­ლუ­რი ლტოლ­ვა. ორი­ვეს ძა­ლი­ან მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი აქვს, თა­ვი­სი ხა­სი­ა­თი, რომ­ლის შეც­ვლაც არ სურს. ორი­ვეს ძლი­ე­რი ემო­ცი­ე­ბი და მძაფ­რი შეგ­რძნე­ბე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა აქვს. ორი­ვეს მოს­წონს ექ­შე­ნი და მოქ­მე­დე­ბა­ში ყოფ­ნა. პრობ­ლე­მას მხო­ლოდ ის ქმნის, რომ ორი­ვე ჯი­უ­ტია და ორი­ვეს უნდა, რომ სხვებ­მა მის ჭკუ­ა­ზე ია­რონ, ორი­ვეს ად­ვი­ლად სწყინს და როცა სწყინს იმ დროს მო­წი­ნა­აღ­მდე­გის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად მზად არის, თუნ­დაც გიჟ­დე­ბო­დეს ამ უკა­ნას­კნელ­ზე.

გარ­და ამი­სა, მო­რი­ე­ლი ძა­ლი­ან მე­სა­კუთ­რეა, პარტნი­ო­რის­გან მარ­ტო სხე­ულს კი არა ხან­და­ხან სულ­საც ითხოვს, ვერ­ძი კი საკ­მა­ოდ უყუ­რა­დღე­ბოც შე­იძ­ლე­ბა იყოს ხან­და­ხან და თან ვე­რაფ­რით შე­ე­გუ­ე­ბა მფლო­ბე­ლო­ბა­ში ყოფ­ნას. ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას კონ­ფლიქ­ტი – მო­რი­ე­ლი ეც­დე­ბა მის კონ­ტროლს და ვერ­ძი არ და­ა­ნე­ბებს. ამ კონ­ფლიქ­ტის თა­ვი­დან არი­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ მო­რი­ე­ლი ჭკუ­ას მო­უხ­მობს (აბა ვერძს ჭკუა სად აქვს) და მიხ­ვდე­ბა, რომ ძა­ლად ვე­რაფ­რით ატა­რებს ვერძს თა­ვის ჭკუ­ა­ზე. მან სტრა­ტე­გია უნდა შე­ი­მუ­შა­ვოს, თუ სი­ტუ­ა­ცი­ის მარ­თვა სურს. ვერძმა მო­რი­ე­ლის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა უნდა ის­წავ­ლოს, მო­რი­ელ­მა კი­დევ გულ­ში წყე­ნის ჩა­დე­ბას და­ა­ნე­ბოს თავი, რად­გან ვერ­ძი ხში­რად სულ არ აკ­ვირ­დე­ბა, რას ამ­ბობს და ამა­ზე გაბ­რა­ზე­ბა არ ღირს. თუკი ამას მო­ა­ხერ­ხე­ბენ, ყვე­ლას გულ­ზე გა­ხეთ­ქა­ვენ შუ­რით ისე­თი მა­გა­რი წყვი­ლი იქ­ნე­ბი­ან.

  • მო­რი­ე­ლი და ლომი

ჰი­ლა­რი და ბილ კლინ­ტო­ნე­ბი ერთხელ კა­ფე­ში ის­ხდნენ. ოფი­ცი­ან­ტი ჰი­ლა­რის ნაც­ნო­ბი აღ­მოჩ­ნდა. უფრო მე­ტიც, მისი სტუ­დენ­ტო­ბის დრო­ინ­დე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ბილ­მა უთხრა: ხე­დავ რო­გორ გა­გი­მარ­თლა მე რომ გა­მომ­ყე­ვი, ახლა პრე­ზი­დენ­ტის ცოლი ხარ და არა ოფი­ცი­ან­ტი­სო. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ჰი­ლა­რიმ ასე უპა­სუ­ხა: მე კი არა ეს შენ გა­გი­მარ­თლა მე რომ გა­მოგ­ყე­ვი, ახლა პრე­ზი­დენ­ტი ხარ და არა ოფი­ცი­ან­ტიო. ჰი­ლა­რი მო­რი­ე­ლია, ბილი ლომი….

თუკი ლომი სხვა ნიშ­ნებ­თან ახერ­ხებს ბო­სო­ბას, მო­რი­ელ­თან ეს არ გა­მო­დის და თუკი მო­რი­ე­ლი სხვა ნიშ­ნებ­თან ახერ­ხებს თა­ვი­სი ბო­სო­ბის­კენ სწრაფ­ვის და­მალ­ვას, ლომ­თან ეს არ გა­მო­დის, რად­გან ორი­ვე ლი­დე­რია ბუ­ნე­ბით, რო­გო­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გა­მოვ­ლი­ნე­ბაც არ უნდა ჰქონ­დეს ამას. ორი­ვე მათ­გა­ნი ყო­ველ­თვის თა­ვად არის მარ­თა­ლი და ორი­ვეს­თვის უცხოა კომ­პრო­მი­სი. ორი­ვე ჯი­უ­ტია და ორი­ვე ერ­თგუ­ლი, ორი­ვეს უყ­ვარს სა­კუ­თა­რი უპი­რა­ტე­სო­ბის ჩვე­ნე­ბა, თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერს ისი­ნი სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად გა­მო­ხა­ტა­ვენ და რაც მთა­ვა­რია, რო­გო­რი ომიც არ უნდა ჰქონ­დეთ ერ­თმა­ნეთ­თან, მო­რი­ე­ლი გა­რეგ­ნუ­ლად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ გუ­ლის სიღ­მე­ში არა­ვინ ისე არ იტან­ჯე­ბა კომ­პლექ­სე­ბით, რო­გორც იგი, ამი­ტომ ლო­მის თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა ერ­თნა­ი­რად აღაგ­ზნებს, ხიბ­ლავს და აღი­ზი­ა­ნებს კი­დეც. მის­ტი­უ­რი და ძლი­ე­რი მო­რი­ე­ლიც, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დიდ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს პუბ­ლი­კა­ზე, ძა­ლი­ან მოს­წონს ლომს. მო­რი­ელს ხიბ­ლავს ლო­მის სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხატ­ვის უნა­რი, რო­მელ­საც თა­ვად ასეა მოკ­ლე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს სცემს მას, რა­საც ლომი აუ­ცი­ლებ­ლად უფა­სებს.

მათ შო­რის ხში­რია ჯახი, თუმ­ცა ორი­ვეს მოს­წონს დრა­მა, სპე­კტაკ­ლე­ბი, ემო­ცი­ე­ბის პან­ტა­პუნ­ტით ცვე­ნა, გან­შო­რე­ბე­ბი და შე­რი­გე­ბე­ბი, რად­გან ლო­მის­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი რა­ღაც­ნა­ი­რად თე­ატ­რა­ლუ­რად ამა­ღელ­ვე­ბე­ლია, მო­რი­ე­ლის­თვის კი ექ­სტრი­მი და ასე ცხოვ­რო­ბენ დიდ­ხანს და ბედ­ნი­ე­რად, თუკი ერ­თმა­ნე­თი არ შე­მო­აკ­ვდათ.

  • მო­რი­ე­ლი და მშვილ­დო­სა­ნი

ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ტან­დე­მია - ერთი მხრივ მზაკ­ვა­რი და პა­რა­ნო­ი­კი მო­რი­ე­ლის, რო­მელ­საც შეყ­ვა­რე­ბუ­ლის არ­ცერ­თი ნა­ბი­ჯი არ ეპა­რე­ბა და არა­ფერს პა­ტი­ობს და მე­ო­რე მხრივ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე, და­უ­დე­ვა­რი და პირ­და­პი­რი მშვილ­დოს­ნის, რო­მელ­საც გულ­ში ჩა­დე­ბა არ სჩ­ვე­ვია, ყვე­ლა­ფერს ამ­ბობს (შე­იძ­ლე­ბა ცოტა ხმა­მაღ­ლა და უტაქ­ტოდ) და მერე ავი­წყდე­ბა. ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ერთი შე­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა მშვილ­დო­სა­ნი შე­გე­ცო­დოთ, რად­გან მისი მრის­ხა­ნე­ბა ვერ­ბა­ლურ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას არ სცდე­ბა, მო­რი­ე­ლი კი მოქ­მე­დებს, თუმ­ცა ძა­ლი­ან შეც­დე­ბით. მშვილ­დო­სა­ნი იმ­დენს არა­სო­დეს დარ­დობს მო­რი­ე­ლის და­გეგ­მილ შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე, რამ­დენ­საც მო­რი­ე­ლი მშვილ­დოს­ნის წი­ნას­წარ-გა­ნუზ­რახ­ველ დარ­ტყმებ­ზე. მოკ­ლედ, მო­რი­ე­ლი უფრო მე­ტად იტან­ჯე­ბა და თუ მათ რუ­კებ­ში რამე სხვა და­მა­ბა­ლან­სე­ბე­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი არ არის, ამ ტან­ჯვას დიდ­ხანს არ მო­ით­მენს. არა­და, რამ­დე­ნი რა­მის სწავ­ლა შე­ეძ­ლოთ ერ­თმა­ნე­თის­გან, რა კარ­გად და­ა­ბა­ლან­სე­ბენ ერ­თმა­ნეთს: მო­რი­ე­ლი - ოპ­ტი­მიზმს, თავ­და­ჯე­რე­ბას, ღირ­სე­უ­ლად წა­გე­ბას, გუ­ლახ­დი­ლო­ბას, გულ­წრფე­ლო­ბას, უდარ­დე­ლო­ბას ის­წავ­ლი­და, მშვილ­დო­სა­ნი კი - სიღ­რმეს, სე­რი­ო­ზუ­ლო­ბას, სიფრ­თხი­ლეს, თან­მიმ­დევ­რო­ბას… მათ ერ­თად ფრე­ნა შე­უძ­ლი­ათ, ერ­თმა­ნე­თის გაძ­ლი­ე­რე­ბა, დიდ­ხანს და ბედ­ნი­ე­რად - მშვილ­დის ცე­ცხლით და მო­რი­ე­ლის გათ­ვლე­ბით, თუმ­ცა თუ, რაღა თქმა უნდა, ამ ყვე­ლაფ­რის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბას მო­ა­ხერ­ხე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

როგორ ეწყობა მორიელი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს, ანუ ვერძს, ლომს და მშვილდოსანს

როგორ ეწყობა მორიელი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს, ანუ ვერძს, ლომს და მშვილდოსანს

როგორ ეწყობიან მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს :

  • მო­რი­ე­ლი და ვერ­ძი

თქვენ ჯერ კი­დევ ცო­ცხლე­ბი ხართ და ჯან­მრთე­ლე­ბი? რო­გორ და­გე­მარ­თათ, რომ ერ­თმა­ნე­თი არ და­ხო­ცეთ? ამ წყვილს შო­რის უზარ­მა­ზა­რი მი­ზი­დუ­ლო­ბაა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სექ­სუ­ა­ლუ­რი ლტოლ­ვა. ორი­ვეს ძა­ლი­ან მკვეთ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი აქვს, თა­ვი­სი ხა­სი­ა­თი, რომ­ლის შეც­ვლაც არ სურს. ორი­ვეს ძლი­ე­რი ემო­ცი­ე­ბი და მძაფ­რი შეგ­რძნე­ბე­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა აქვს. ორი­ვეს მოს­წონს ექ­შე­ნი და მოქ­მე­დე­ბა­ში ყოფ­ნა. პრობ­ლე­მას მხო­ლოდ ის ქმნის, რომ ორი­ვე ჯი­უ­ტია და ორი­ვეს უნდა, რომ სხვებ­მა მის ჭკუ­ა­ზე ია­რონ, ორი­ვეს ად­ვი­ლად სწყინს და როცა სწყინს იმ დროს მო­წი­ნა­აღ­მდე­გის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად მზად არის, თუნ­დაც გიჟ­დე­ბო­დეს ამ უკა­ნას­კნელ­ზე.

გარ­და ამი­სა, მო­რი­ე­ლი ძა­ლი­ან მე­სა­კუთ­რეა, პარტნი­ო­რის­გან მარ­ტო სხე­ულს კი არა ხან­და­ხან სულ­საც ითხოვს, ვერ­ძი კი საკ­მა­ოდ უყუ­რა­დღე­ბოც შე­იძ­ლე­ბა იყოს ხან­და­ხან და თან ვე­რაფ­რით შე­ე­გუ­ე­ბა მფლო­ბე­ლო­ბა­ში ყოფ­ნას. ამი­ტომ შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას კონ­ფლიქ­ტი – მო­რი­ე­ლი ეც­დე­ბა მის კონ­ტროლს და ვერ­ძი არ და­ა­ნე­ბებს. ამ კონ­ფლიქ­ტის თა­ვი­დან არი­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ მო­რი­ე­ლი ჭკუ­ას მო­უხ­მობს (აბა ვერძს ჭკუა სად აქვს) და მიხ­ვდე­ბა, რომ ძა­ლად ვე­რაფ­რით ატა­რებს ვერძს თა­ვის ჭკუ­ა­ზე. მან სტრა­ტე­გია უნდა შე­ი­მუ­შა­ვოს, თუ სი­ტუ­ა­ცი­ის მარ­თვა სურს. ვერძმა მო­რი­ე­ლის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა უნდა ის­წავ­ლოს, მო­რი­ელ­მა კი­დევ გულ­ში წყე­ნის ჩა­დე­ბას და­ა­ნე­ბოს თავი, რად­გან ვერ­ძი ხში­რად სულ არ აკ­ვირ­დე­ბა, რას ამ­ბობს და ამა­ზე გაბ­რა­ზე­ბა არ ღირს. თუკი ამას მო­ა­ხერ­ხე­ბენ, ყვე­ლას გულ­ზე გა­ხეთ­ქა­ვენ შუ­რით ისე­თი მა­გა­რი წყვი­ლი იქ­ნე­ბი­ან.

  • მორიელი და ლომი

ჰილარი და ბილ კლინტონები ერთხელ კაფეში ისხდნენ. ოფიციანტი ჰილარის ნაცნობი აღმოჩნდა. უფრო მეტიც, მისი სტუდენტობის დროინდელი შეყვარებული. ბილმა უთხრა: ხედავ როგორ გაგიმართლა მე რომ გამომყევი, ახლა პრეზიდენტის ცოლი ხარ და არა ოფიციანტისო. როგორც ამბობენ, ჰილარიმ ასე უპასუხა: მე კი არა ეს შენ გაგიმართლა მე რომ გამოგყევი, ახლა პრეზიდენტი ხარ და არა ოფიციანტიო. ჰილარი მორიელია, ბილი ლომი….

თუკი ლომი სხვა ნიშნებთან ახერხებს ბოსობას, მორიელთან ეს არ გამოდის და თუკი მორიელი სხვა ნიშნებთან ახერხებს თავისი ბოსობისკენ სწრაფვის დამალვას, ლომთან ეს არ გამოდის, რადგან ორივე ლიდერია ბუნებით, როგორი განსხვავებული გამოვლინებაც არ უნდა ჰქონდეს ამას. ორივე მათგანი ყოველთვის თავად არის მართალი და ორივესთვის უცხოა კომპრომისი. ორივე ჯიუტია და ორივე ერთგული, ორივეს უყვარს საკუთარი უპირატესობის ჩვენება, თუმცა ამ ყველაფერს ისინი სხვადასხვანაირად გამოხატავენ და რაც მთავარია, როგორი ომიც არ უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან, მორიელი გარეგნულად თავდაჯერებული შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ გულის სიღმეში არავინ ისე არ იტანჯება კომპლექსებით, როგორც იგი, ამიტომ ლომის თავდაჯერებულობა ერთნაირად აღაგზნებს, ხიბლავს და აღიზიანებს კიდეც. მისტიური და ძლიერი მორიელიც, რომელიც ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს პუბლიკაზე, ძალიან მოსწონს ლომს. მორიელს ხიბლავს ლომის სიყვარულის გამოხატვის უნარი, რომელსაც თავად ასეა მოკლებული და ძალიან დიდ პატივს სცემს მას, რასაც ლომი აუცილებლად უფასებს.

მათ შორის ხშირია ჯახი, თუმცა ორივეს მოსწონს დრამა, სპეკტაკლები, ემოციების პანტაპუნტით ცვენა, განშორებები და შერიგებები, რადგან ლომისთვის ეს ყველაფერი რაღაცნაირად თეატრალურად ამაღელვებელია, მორიელისთვის კი ექსტრიმი და ასე ცხოვრობენ დიდხანს და ბედნიერად, თუკი ერთმანეთი არ შემოაკვდათ.

  • მორიელი და მშვილდოსანი

ძალიან საინტერესო ტანდემია - ერთი მხრივ მზაკვარი და პარანოიკი მორიელის, რომელსაც შეყვარებულის არცერთი ნაბიჯი არ ეპარება და არაფერს პატიობს და მეორე მხრივ თავისუფლებისმოყვარე, დაუდევარი და პირდაპირი მშვილდოსნის, რომელსაც გულში ჩადება არ სჩვევია, ყველაფერს ამბობს (შეიძლება ცოტა ხმამაღლა და უტაქტოდ) და მერე ავიწყდება. ამ ურთიერთობაში ერთი შეხედვით შეიძლება მშვილდოსანი შეგეცოდოთ, რადგან მისი მრისხანება ვერბალურ გამოხატულებას არ სცდება, მორიელი კი მოქმედებს, თუმცა ძალიან შეცდებით. მშვილდოსანი იმდენს არასოდეს დარდობს მორიელის დაგეგმილ შურისძიებაზე, რამდენსაც მორიელი მშვილდოსნის წინასწარ-განუზრახველ დარტყმებზე. მოკლედ, მორიელი უფრო მეტად იტანჯება და თუ მათ რუკებში რამე სხვა დამაბალანსებელი მაჩვენებლები არ არის, ამ ტანჯვას დიდხანს არ მოითმენს. არადა, რამდენი რამის სწავლა შეეძლოთ ერთმანეთისგან, რა კარგად დააბალანსებენ ერთმანეთს: მორიელი - ოპტიმიზმს, თავდაჯერებას, ღირსეულად წაგებას, გულახდილობას, გულწრფელობას, უდარდელობას ისწავლიდა, მშვილდოსანი კი - სიღრმეს, სერიოზულობას, სიფრთხილეს, თანმიმდევრობას… მათ ერთად ფრენა შეუძლიათ, ერთმანეთის გაძლიერება, დიდხანს და ბედნიერად - მშვილდის ცეცხლით და მორიელის გათვლებით, თუმცა თუ, რაღა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გაცნობიერებას მოახერხებენ.

30 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ურთიერთობა მყარია

"შხაპის ქვეშ ვიდექი და ღმერთს ვუყვიროდი, რომ ქორწინება აუტანელი გახდა..." - ისტორია, რომელიც ყველა დაქორწინებულმა წყვილმა უნდა წაიკითხოს

როგორ ეწყობა მერწყული ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის მისი საუკეთესო პარტნიორი და ვისთან ელის მას სირთულეები