სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ და სად ვაკოცოთ ზოდიაქოს ნიშანს, თუ მისი "გაგიჟება" და "სამარადისოდ დასაკუთრება" გვსურს
როგორ და სად ვაკოცოთ ზოდიაქოს ნიშანს, თუ მისი "გაგიჟება" და "სამარადისოდ დასაკუთრება" გვსურს

ერთი კურ­სე­ლი მყავ­და, ზო­დი­ა­ქო­თი ტყუ­პი იყო, ძა­ლი­ან ჩახ­ლარ­თუ­ლი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და, დე­ტა­ლებს მი­ზი­ა­რებ­და ხოლ­მე. ვერ გა­ერ­კვა გრძნო­ბებ­ში, ახა­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი უყ­ვარ­და, თუ ძვე­ლი. ორ­ჭო­ფობ­და პირ­ვე­ლი კოც­ნის შემ­დეგ - გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ვე­რა­ფე­რი ვიგ­რძე­ნიო. სა­სა­ცი­ლოა, მაგ­რამ იმ ბიჭს რომ სწო­რად ეკოც­ნა, ალ­ბათ, დღეს კვლავ ერ­თად იქ­ნე­ბოდ­ნენ, რად­გან გო­გო­ნა ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულ­თან კი არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა, უბ­რა­ლოდ, მას და­შორ­და. ორი­ვე მხა­რემ რომ აი­რი­დოს იმედ­გაც­რუ­ე­ბა, გთა­ვა­ზობთ რჩე­ვებს - რო­გორ უნდა აკო­ცოთ ზო­დი­ა­ქოს თი­თო­ე­ულ ნი­შანს.

1. თუ გულ­ში ვერ­ძი ჩა­გი­ვარ­დათ, კოც­ნამ­დე მისი ხა­სი­ა­თის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ: ის ენ­თუ­ზი­აზ­მი­თა და ენერ­გი­ით სავ­სეა. ნუ აკო­ცებთ ნა­ზად, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში ვერძს მე­ო­რე დღეს­ვე და­ა­ვი­წყდე­ბით. მას თავი უნდა და­ა­კარ­გვი­ნოთ, რაც რთუ­ლი ამო­ცა­ნაა. სა­ი­დუმ­ლოს გა­გიმ­ხელთ, ვერ­ძი ყო­ველ­თვის ხვდე­ბა, გი­კოც­ნი­ათ თუ არა წარ­სულ­ში ვინ­მეს­თვის, ასე რომ, მის მო­ტყუ­ე­ბას ნუ შე­ეც­დე­ბით.

2. თუ კუ­როს კოც­ნა მო­ინ­დო­მეთ, მზად იყა­ვით ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ინ­ტი­მუ­რი შეგ­რძნე­ბის­თვის, რაც კი ცხოვ­რე­ბა­ში და­გუფ­ლე­ბი­ათ. მის ტუ­ჩებს ნა­ზად და ნელა უნდა შე­ე­ხოთ და სიყ­ვა­რუ­ლის მო­რევ­ში გა­და­ეშ­ვათ, სა­დაც კურო ნამ­დვი­ლად დიდ­ხანს დაგ­ტო­ვებთ. თქვე­ნი ყვე­ლა მოძ­რა­ო­ბა მო­ზო­მი­ლი და ფრთხი­ლი უნდა იყოს, ისე თით­ქოს მსხვერ­პლს ეპა­რე­ბით.

3. მო­სუ­ვე­ნა­რი და ანცი ტყუ­პის­თვის კოც­ნა გა­სარ­თო­ბია! მას­თან სი­ნა­ზეც სა­ჭი­როა და ვე­ლუ­რო­ბაც. ეს ნი­შა­ნი თქვენ­გან ელის ისეთ კოც­ნას, რო­მე­ლიც აქამ­დე არ გა­მო­უც­დია. ნუ შე­შინ­დე­ბით, მაგ­რამ უნდა გი­თხრათ, ტყუ­პი ის ნი­შა­ნია, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდო­ბა­ში­ვე ას­წრებს ყვე­ლაფ­რის და­გე­მოვ­ნე­ბას და ნამ­დვი­ლად გა­გი­ჭირ­დე­ბათ მისი დაბ­ნე­ვა. მოს­წონთ, როცა კოც­ნის პრო­ცეს­ში პარტნი­ო­რი იღი­მე­ბა, რად­გან ხვდე­ბა, რომ ის ბედ­ნი­ე­რია.

4. არა­ფე­რი ათ­ბობს კირჩხი­ბის ისე, რო­გორც კოც­ნა - სხე­უ­ლის ყვე­ლა უჯრედს მო­ი­ცავს ხოლ­მე, მერე კი სულს ედე­ბა. თუ გინ­დათ, რომ კირჩხიბ­მა ვე­ღა­რა­ფერ­ზე იფიქ­როს თქვე­ნი ამ­ბო­რის გარ­და, ჯერ ლა­მა­ზი სი­ტყვე­ბით და­ახ­ვი­ეთ თავ­ბრუ და რო­მან­ტი­კუ­ლი ფილ­მის გმი­რად აქ­ცი­ეთ - წა­იყ­ვა­ნეთ სა­ნა­პი­რო­ზე ან მან­ქა­ნით ღია კი­ნო­თე­ატ­რში ფილ­მის სა­ყუ­რებ­ლად და­პა­ტი­ჟეთ, თუ ხარ­ჯე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად შეკ­ვე­ცა გა­წყობთ, შე­გიძ­ლი­ათ სა­ხუ­რავ­ზე აიყ­ვა­ნოთ და მას­თან ერ­თთად და­ით­ვა­ლოთ ვარ­სკვლა­ვე­ბი. მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი გან­წყო­ბის შექ­მნის შემ­დეგ გა­და­ი­ხა­რეთ კირჩხი­ბის­კენ სა­კოც­ნე­ლად, სხვა შე­თხვე­ვა­ში სი­ლას გა­გაწ­ნით, შემ­დეგ კი, შე­საძ­ლოა, აღარ მო­ინ­დო­მოს თქვენ­თან სა­უ­ბა­რი.

5. ლომს ისე უნდა აკო­ცოთ, თით­ქოს სამ­ყა­როს ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი შოუს ვარ­სკვლა­ვი ხართ და გა­და­ცე­მის რე­ი­ტინ­გი ამ კოც­ნა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი! იყა­ვით თა­ვა­წყვე­ტი­ლი, და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი, არ მო­გე­რი­დოთ და წელ­ზე შე­მო­ახ­ტით ან მსუ­ბუ­ქად კე­დელს მი­ა­ჯა­ხეთ. ბევრ ლომს ვამ­პი­რუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ფან­ტა­ზი­ე­ბი აქვს, ამი­ტომ შე­გიძ­ლი­ათ კი­სერ­შიც უკბი­ნოთ და ტუ­ჩებ­ზეც.

6. ას­ტრო­ლო­გე­ბი ხუმ­რო­ბენ, რომ და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე, ჯერ ქალ­წუ­ლის კოც­ნა გინ­დე­ბა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ - გაც­ნო­ბა. ქალ­წულ­მა ზუს­ტად იცის რო­გორ კოც­ნა­საც იმ­სა­ხუ­რებს. შე­ე­ცა­დეთ, თქვე­ნი ამ­ბო­რი სვე­ლი არ იყოს. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ სცა­დოთ ენით კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა, ქალ­წულს მსგავ­სი რამ ზი­ზღს მოჰ­გვრის. ძა­ლი­ან არ ააჩ­ქა­როთ, თო­რემ სას­წრა­ფოდ ტუ­ჩებს მო­გა­შო­რებთ, მაგ­რამ ნურც ზედ­მე­ტად ნელი იქ­ნე­ბით - ჩათ­ვლის, რომ ვნე­ბა გაკ­ლი­ათ. შე­იძ­ლე­ბა ჩათ­ვა­ლოთ, რომ ამ­დე­ნი წვა­ლე­ბა არ ღირს ქალ­წუ­ლის და­სა­უფ­ლებ­ლად, მაგ­რამ ცდე­ბით. თუ ამ ნიშ­ნის ადა­მი­ანს კოც­ნა­ში შე­ე­წყო­ბით, ის ამა­ღელ­ვე­ბელ შეგ­რძნე­ბებ­ში ჩა­გით­რევთ.

7. ყო­ვე­ლი კოც­ნი­სას სას­წო­რი გაგ­რძნო­ბი­ნებთ, თით­ქოს ზღა­პარ­ში ამოჰ­ყა­ვით თავი და თქვე­ნი ე.წ. ბედ­ნი­ე­რი და­სას­რუ­ლიც ახ­ლოს არის. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ეამ­ბო­როთ მშრა­ლად და მო­რი­დე­ბით, პი­რი­ქით, მის ტუ­ჩებს ფრან­გუ­ლად და­ე­უფ­ლეთ - არ მო­გე­რი­დოთ ენის გა­მო­ყე­ნე­ბა. აკო­ცეთ ხში­რად და დიდ­ხანს.

8. მო­რე­ლი ის ნი­შა­ნია, რო­მე­ლიც კოც­ნის შემ­დეგ კვალს აუ­ცი­ლებ­ლად ტო­ვებს - შე­იძ­ლე­ბა ტუჩ­ზე სის­ხლჩაქ­ცე­ვაც კი აღ­მო­ა­ჩი­ნოთ. მო­რი­ელს უნდა აკო­ცოთ ისე ღრმად, რომ თქვე­ნი სუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს შე­ე­ხოს. მას უნდა და­ა­ცხრეთ უეც­რად და ყველ­გან - სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ად­გი­ლე­ბით და­წყე­ბუ­ლი ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი სა­დარ­ბა­ზო­თი დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ე.წ. ადა­მი­ა­ნი ობო­ბას კოც­ნა (გა­იხ­სე­ნეთ კად­რი, რო­დე­საც ფილმში პი­ტერ პარ­კე­რი შე­ნო­ბი­დან თავ­და­ყი­რა ეშ­ვე­ბა, მერი-ჯე­ი­ნი კი ნა­ხევ­რად მაღ­ლა უწევს ნი­ღაბს და წვი­მა­ში კოც­ნი­ან ერ­თმა­ნეთს) სწო­რედ ის არის, რაც გჭირ­დე­ბათ!

9. მშვილ­დო­სა­ნი მა­ში­ნაც კი ჩაგ­კოც­ნით, როცა თქვენ­და­მი არა­ფერს გრძნობს. ამ შემ­თხვე­ვა­ში მისი კოც­ნა სწრა­ფი და მთელ სა­ხე­ზე მი­მო­ფან­ტუ­ლია - ზოგ­ჯერ ცხვი­რი, ზოგ­ჯერ შუბ­ლი, ტუჩი ან ნი­კა­პი. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის კოც­ნით და­სა­კუთ­რე­ბა ძა­ლი­ან გა­გი­ჭირ­დე­ბათ. და­იხ­მა­რეთ იუ­მო­რი, რად­გან მშვილ­დო­სანს სი­ცი­ლი უყ­ვარს. თუ გა­და­წყვი­ტავთ, რომ ინი­ცი­ა­ტო­რი გახ­დეთ, ეამ­ბო­რეთ ისე, თით­ქოს თავ­გა­და­სა­ვალ­ში შე­ტყუ­ე­ბას უპი­რებთ. მთა­ვა­რია, კოც­ნის პრო­ცე­სი არ მო­ბეზ­რდეს, ამი­ტომ ძა­ლი­ა­ნაც ნუ გა­წე­ლავთ.

10. თხის რქა ად­ვი­ლად არ დაგ­თან­ხმდე­ბათ კოც­ნა­ზე, მაგ­რამ მყა­რად იდე­ქით. ის, რაც რთუ­ლი მი­საღ­წე­ვია, სა­ბო­ლო­ოდ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ტკბი­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო აღ­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე. თუმ­ცა, სი­სუ­ლე­ლეა მის­გან რო­მან­ტი­კუ­ლი სა­ხის კოც­ნას ელო­დოთ ან თა­ვად - შეს­თა­ვა­ზოთ, რად­გან სენ­ტი­მენ­ტე­ბი მის­თვის მე­ო­რე­ხა­როს­ხო­ვა­ნია. სა­მა­გი­ე­როდ, თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ე­ცით ვნე­ბას. თა­ვი­დან მისი პა­სი­უ­რო­ბა და თქვე­ნი აქ­ტი­უ­რო­ბა, უხერ­ხულ­შიც კი ჩა­გა­ყე­ნებთ, მაგ­რამ რო­გორც კი ბა­რი­ერს გა­და­ლა­ხავს და თქვენს "მარ­წუ­ხებ­ში" აღ­მოჩ­ნდე­ბა, ვნე­ბი­ან პარტნი­ო­რად გა­და­იქ­ცე­ვა და თქვენ­გან წას­ვლა აღარ მო­უნ­დე­ბა.

11. მერ­წყუ­ლე­ბი უც­ნა­უ­რე­ბი არი­ან და კოც­ნაც უც­ნა­უ­რი იცი­ან. მათ უნდა ეამ­ბო­როთ ისე, თით­ქოს სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლი გი­ახ­ლოვ­დე­ბათ და სხვა შან­სი აღარ მო­გე­ცე­მათ. ასე­ვე, კოც­ნა­ში კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა უნდა ჩარ­თოთ, მა­გა­ლი­თად, და­უს­ვა­როთ ტუ­ჩე­ბი შო­კო­ლა­დით და ამის შემ­დეგ და­ა­ცხრეთ. ნუ აკო­ცებთ მა­შინ, როცა ცუდ გუ­ნე­ბა­ზეა.

12. თევ­ზებს შე­უძ­ლი­ათ უბ­რა­ლოდ კი არ გა­კო­ცონ, გა­დაგყლა­პონ! თქვენ­გა­ნაც იმა­ვეს მო­ე­ლი­ან, ასე რომ აკო­ცეთ დიდ­ხანს - კოც­ნის გა­რე­შე სან­ტი­მეტ­რიც კი არ და­ტო­ვოთ მის სა­ხე­სა და კი­სერ­ზე. თევ­ზებ­მა უნდა იგ­რძნონ, რომ მისი ამ­ბო­რი­სას თქვე­ნი ფიქ­რი სხვა­გან არ და­ფარ­ფა­ტებს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ძა­ლი­ან გულ­და­წყვე­ტი­ლე­ბი დარ­ჩე­ბი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

როგორ და სად ვაკოცოთ ზოდიაქოს ნიშანს, თუ მისი "გაგიჟება" და "სამარადისოდ დასაკუთრება" გვსურს

როგორ და სად ვაკოცოთ ზოდიაქოს ნიშანს, თუ მისი "გაგიჟება" და "სამარადისოდ დასაკუთრება" გვსურს

ერთი კურსელი მყავდა, ზოდიაქოთი ტყუპი იყო, ძალიან ჩახლართული პირადი ცხოვრება ჰქონდა, დეტალებს მიზიარებდა ხოლმე. ვერ გაერკვა გრძნობებში, ახალი შეყვარებული უყვარდა, თუ ძველი. ორჭოფობდა პირველი კოცნის შემდეგ - განსაკუთრებული ვერაფერი ვიგრძენიო. სასაცილოა, მაგრამ იმ ბიჭს რომ სწორად ეკოცნა, ალბათ, დღეს კვლავ ერთად იქნებოდნენ, რადგან გოგონა ყოფილ შეყვარებულთან კი არ დაბრუნებულა, უბრალოდ, მას დაშორდა. ორივე მხარემ რომ აირიდოს იმედგაცრუება, გთავაზობთ რჩევებს - როგორ უნდა აკოცოთ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს.

1. თუ გულში ვერძი ჩაგივარდათ, კოცნამდე მისი ხასიათის თავისებურებები უნდა გაითვალისწინოთ: ის ენთუზიაზმითა და ენერგიით სავსეა. ნუ აკოცებთ ნაზად, რადგან ამ შემთხვევაში ვერძს მეორე დღესვე დაავიწყდებით. მას თავი უნდა დააკარგვინოთ, რაც რთული ამოცანაა. საიდუმლოს გაგიმხელთ, ვერძი ყოველთვის ხვდება, გიკოცნიათ თუ არა წარსულში ვინმესთვის, ასე რომ, მის მოტყუებას ნუ შეეცდებით.

2. თუ კუროს კოცნა მოინდომეთ, მზად იყავით ერთ-ერთი ყველაზე ინტიმური შეგრძნებისთვის, რაც კი ცხოვრებაში დაგუფლებიათ. მის ტუჩებს ნაზად და ნელა უნდა შეეხოთ და სიყვარულის მორევში გადაეშვათ, სადაც კურო ნამდვილად დიდხანს დაგტოვებთ. თქვენი ყველა მოძრაობა მოზომილი და ფრთხილი უნდა იყოს, ისე თითქოს მსხვერპლს ეპარებით.

3. მოსუვენარი და ანცი ტყუპისთვის კოცნა გასართობია! მასთან სინაზეც საჭიროა და ველურობაც. ეს ნიშანი თქვენგან ელის ისეთ კოცნას, რომელიც აქამდე არ გამოუცდია. ნუ შეშინდებით, მაგრამ უნდა გითხრათ, ტყუპი ის ნიშანია, რომელიც ახალგაზრდობაშივე ასწრებს ყველაფრის დაგემოვნებას და ნამდვილად გაგიჭირდებათ მისი დაბნევა. მოსწონთ, როცა კოცნის პროცესში პარტნიორი იღიმება, რადგან ხვდება, რომ ის ბედნიერია.

4. არაფერი ათბობს კირჩხიბის ისე, როგორც კოცნა - სხეულის ყველა უჯრედს მოიცავს ხოლმე, მერე კი სულს ედება. თუ გინდათ, რომ კირჩხიბმა ვეღარაფერზე იფიქროს თქვენი ამბორის გარდა, ჯერ ლამაზი სიტყვებით დაახვიეთ თავბრუ და რომანტიკული ფილმის გმირად აქციეთ - წაიყვანეთ სანაპიროზე ან მანქანით ღია კინოთეატრში ფილმის საყურებლად დაპატიჟეთ, თუ ხარჯების მაქსიმალურად შეკვეცა გაწყობთ, შეგიძლიათ სახურავზე აიყვანოთ და მასთან ერთთად დაითვალოთ ვარსკვლავები. მხოლოდ შესაბამისი განწყობის შექმნის შემდეგ გადაიხარეთ კირჩხიბისკენ საკოცნელად, სხვა შეთხვევაში სილას გაგაწნით, შემდეგ კი, შესაძლოა, აღარ მოინდომოს თქვენთან საუბარი.

5. ლომს ისე უნდა აკოცოთ, თითქოს სამყაროს ყველაზე პოპულარული შოუს ვარსკვლავი ხართ და გადაცემის რეიტინგი ამ კოცნაზეა დამოკიდებული! იყავით თავაწყვეტილი, დაუმორჩილებელი, არ მოგერიდოთ და წელზე შემოახტით ან მსუბუქად კედელს მიაჯახეთ. ბევრ ლომს ვამპირული სექსუალური ფანტაზიები აქვს, ამიტომ შეგიძლიათ კისერშიც უკბინოთ და ტუჩებზეც.

6. ასტროლოგები ხუმრობენ, რომ დანახვისთანავე, ჯერ ქალწულის კოცნა გინდება და მხოლოდ ამის შემდეგ - გაცნობა. ქალწულმა ზუსტად იცის როგორ კოცნასაც იმსახურებს. შეეცადეთ, თქვენი ამბორი სველი არ იყოს. არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ ენით კავშირის დამყარება, ქალწულს მსგავსი რამ ზიზღს მოჰგვრის. ძალიან არ ააჩქაროთ, თორემ სასწრაფოდ ტუჩებს მოგაშორებთ, მაგრამ ნურც ზედმეტად ნელი იქნებით - ჩათვლის, რომ ვნება გაკლიათ. შეიძლება ჩათვალოთ, რომ ამდენი წვალება არ ღირს ქალწულის დასაუფლებლად, მაგრამ ცდებით. თუ ამ ნიშნის ადამიანს კოცნაში შეეწყობით, ის ამაღელვებელ შეგრძნებებში ჩაგითრევთ.

7. ყოველი კოცნისას სასწორი გაგრძნობინებთ, თითქოს ზღაპარში ამოჰყავით თავი და თქვენი ე.წ. ბედნიერი დასასრულიც ახლოს არის. არავითარ შემთხვევაში ეამბოროთ მშრალად და მორიდებით, პირიქით, მის ტუჩებს ფრანგულად დაეუფლეთ - არ მოგერიდოთ ენის გამოყენება. აკოცეთ ხშირად და დიდხანს.

8. მორელი ის ნიშანია, რომელიც კოცნის შემდეგ კვალს აუცილებლად ტოვებს - შეიძლება ტუჩზე სისხლჩაქცევაც კი აღმოაჩინოთ. მორიელს უნდა აკოცოთ ისე ღრმად, რომ თქვენი სულები ერთმანეთს შეეხოს. მას უნდა დააცხრეთ უეცრად და ყველგან - საზოგადოებრივი ადგილებით დაწყებული ჩაბნელებული სადარბაზოთი დამთავრებული. ე.წ. ადამიანი ობობას კოცნა (გაიხსენეთ კადრი, როდესაც ფილმში პიტერ პარკერი შენობიდან თავდაყირა ეშვება, მერი-ჯეინი კი ნახევრად მაღლა უწევს ნიღაბს და წვიმაში კოცნიან ერთმანეთს) სწორედ ის არის, რაც გჭირდებათ!

9. მშვილდოსანი მაშინაც კი ჩაგკოცნით, როცა თქვენდამი არაფერს გრძნობს. ამ შემთხვევაში მისი კოცნა სწრაფი და მთელ სახეზე მიმოფანტულია - ზოგჯერ ცხვირი, ზოგჯერ შუბლი, ტუჩი ან ნიკაპი. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანის კოცნით დასაკუთრება ძალიან გაგიჭირდებათ. დაიხმარეთ იუმორი, რადგან მშვილდოსანს სიცილი უყვარს. თუ გადაწყვიტავთ, რომ ინიციატორი გახდეთ, ეამბორეთ ისე, თითქოს თავგადასავალში შეტყუებას უპირებთ. მთავარია, კოცნის პროცესი არ მობეზრდეს, ამიტომ ძალიანაც ნუ გაწელავთ.

10. თხის რქა ადვილად არ დაგთანხმდებათ კოცნაზე, მაგრამ მყარად იდექით. ის, რაც რთული მისაღწევია, საბოლოოდ განსაკუთრებულად ტკბილი და სასიამოვნო აღმოჩნდება ხოლმე. თუმცა, სისულელეა მისგან რომანტიკული სახის კოცნას ელოდოთ ან თავად - შესთავაზოთ, რადგან სენტიმენტები მისთვის მეორეხაროსხოვანია. სამაგიეროდ, თავისუფლება მიეცით ვნებას. თავიდან მისი პასიურობა და თქვენი აქტიურობა, უხერხულშიც კი ჩაგაყენებთ, მაგრამ როგორც კი ბარიერს გადალახავს და თქვენს "მარწუხებში" აღმოჩნდება, ვნებიან პარტნიორად გადაიქცევა და თქვენგან წასვლა აღარ მოუნდება.

11. მერწყულები უცნაურები არიან და კოცნაც უცნაური იციან. მათ უნდა ეამბოროთ ისე, თითქოს სამყაროს დასასრული გიახლოვდებათ და სხვა შანსი აღარ მოგეცემათ. ასევე, კოცნაში კრეატიულობა უნდა ჩართოთ, მაგალითად, დაუსვაროთ ტუჩები შოკოლადით და ამის შემდეგ დააცხრეთ. ნუ აკოცებთ მაშინ, როცა ცუდ გუნებაზეა.

12. თევზებს შეუძლიათ უბრალოდ კი არ გაკოცონ, გადაგყლაპონ! თქვენგანაც იმავეს მოელიან, ასე რომ აკოცეთ დიდხანს - კოცნის გარეშე სანტიმეტრიც კი არ დატოვოთ მის სახესა და კისერზე. თევზებმა უნდა იგრძნონ, რომ მისი ამბორისას თქვენი ფიქრი სხვაგან არ დაფარფატებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან გულდაწყვეტილები დარჩებიან.

როგორ ეწყობა მერწყული ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვინ არის მისი საუკეთესო პარტნიორი და ვისთან ელის მას სირთულეები

როგორ ეწყობა თევზები ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - ვის ესმის მისი უსიტყვოდ და ვინ არის საუკეთესო პარტნიორი

როგორ ეთავსება თხის რქა ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს - როგორი პარტნიორია ის სიყვარულში და ვინაა მისი საუკეთესო მეწყვილე