Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის ღალატობს ვერძი, კურო... ლომი, მორიელი... - რა აიძულებს მამაკაცს უღალატოს მეუღლეს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
როდის ღალატობს ვერძი, კურო... ლომი, მორიელი... - რა აიძულებს მამაკაცს უღალატოს მეუღლეს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რო­გორ გგო­ნი­ათ, არ­სე­ბობს კი ბუ­ნე­ბა­ში ერ­თგუ­ლი მა­მა­კა­ცი? ან იქ­ნებ თა­ვად სი­ტყვა "ერ­თგუ­ლე­ბის" არსი და მნიშ­ვნე­ლო­ბა ეს­მის თი­თო­ე­ულ მათ­განს სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად და თა­ვი­სე­ბუ­რად? მო­დით მა­მა­კა­ცუ­რი ღა­ლა­ტის პრინ­ცი­პებ­ზე, მი­ზე­ზებ­ზე და შე­დე­გებ­ზე ას­ტრო­ლო­გი­უ­რი კუ­თხი­თაც ვიმ­სჯე­ლოთ და გა­ვი­გოთ რა აი­ძუ­ლებთ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს უღა­ლა­ტონ ერთი შე­ხედ­ვით იდე­ა­ლურ და საყ­ვა­რელ პარტნი­ორს.

  • რო­დის ღა­ლა­ტობს ვერ­ძი

შეყ­ვა­რე­ბულ ვერძს ღა­ლატ­ზე ფიქ­რიც კი ამო­რა­ლუ­რად მი­აჩ­ნია, ამი­ტომ სა­ნამ იგი ყუ­რე­ბამ­დე შეყ­ვა­რე­ბუ­ლია მის­თვის ქალ­თა სქე­სის არ­სე­ბო­ბა გარ­შე­მო ბინ­დით მო­ცუ­ლი ხდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად მა­ნამ, სა­ნამ ვერ­ძი საყ­ვა­რელ ქალს ხე­ლის გულ­ზე ატა­რებს, სა­ჩუქ­რე­ბით ანე­ბივ­რებს და მაქ­სი­მა­ლურ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მობს, მის ერ­თგუ­ლე­ბა­ში ეჭვი არა­ვის უნდა შე­ე­პა­როს. პრობ­ლე­მე­ბი მა­შინ იწყე­ბა, როცა თქვე­ნი მარ­სი­ა­ნე­ლი ბიჭი მო­უ­ლოდ­ნე­ლად მსოფ­ლიო-ლა­მაზ­მა­ნე­ბის მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბას აღ­მო­ა­ჩენს და აღ­ნიშ­ნავს. ამი­ტომ დღეს თუ იგი ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლით ან ენ ჰე­ტუ­ე­ით და­ინ­ტერსდა, მე­ზობ­ლის ირინ­კამ­დე სულ ორი ნა­ბი­ჯია. ხოლო თა­ვად ღა­ლა­ტის ფაქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვად ვერ­ძის­გან­ვე მი­ი­ღებთ ექ­სკლუ­ზი­უ­რად, რო­გორც წესი ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ მა­მა­კა­ცებს ტყუ­ი­ლის თქმა გულ­ზე არ ეხა­ტე­ბათ და დი­დად არც გა­მოს­დით. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ თქვენ გა­და­მე­ტე­ბუ­ლი წუ­წუ­ნით და ჭკუ­ის სწავ­ლე­ბით, ცხოვ­რე­ბას ჯო­ჯო­ხე­თად არ უქ­ცევთ, ვერ­ძის მხრი­დან ღა­ლა­ტის ალ­ბა­თო­ბა ნაკ­ლე­ბად მო­სა­ლოდ­ნე­ლია. თუმ­ცა თუ მა­ინც ასე მოხ­და, მერ­წმუ­ნეთ ამას პირ­ვე­ლი თა­ვად შე­გა­ტყო­ბი­ნებთ და დი­დად არც იმა­ზე შე­ი­წუ­ხებს თავს, რას იგ­რძნობთ ამ დროს თქვენ, რად­გან ჩათ­ვლის რომ "შეც­დო­მა" ხართ მის ცხოვ­რე­ბა­ში, თუმ­ცა ამ დროს არც კი და­ფიქ­რდე­ბა იმა­ზე, რომ ის ვის­თა­ნაც გი­ღა­ლა­ტათ, შე­საძ­ლოა სა­მო­მავ­ლოდ, "ორ­მა­გი შეც­დო­მა" აღ­მოჩ­ნდეს მის­თვის.

  • რო­დის ღა­ლა­ტობს კურო

სტა­ბი­ლუ­რო­ბის მოყ­ვა­რულ კუ­როს, რო­გორც წესი იშ­ვი­ა­თად უწევს გული საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის ღა­ლა­ტის­კენ. ამი­ტომ თუკი თქვენ მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მო­ა­ჩი­ნეთ, რომ კუ­როს­თვის იმ "ერ­თა­დერ­თის და გა­ნუ­მე­ო­რებ­ლის" სტა­ტუს­ზე პრე­ტენ­ზი­ას სხვა ქა­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად აცხა­დე­ბენ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ თა­ვი­დან­ვე "სა­თა­და­რი­გო­თა" რი­გებ­ში გა­ნი­ხი­ლავ­და ეს მა­მა­კა­ცი თქვენს კან­დი­და­ტუ­რას. ყო­ვე­ლი­ვე ამის მიხ­ვედ­რას კი დიდი გა­მომ­ძი­ებ­ლო­ბა და შერ­ლოკ ჰოლმსო­ბა სუ­ლაც არ დას­ჭირ­დე­ბა თქვე­ნი მხრი­დან, თუკი მა­მა­კა­ცი კურო საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის პერ­სო­ნის მი­მართ გა­და­მე­ტე­ბულ ინ­ტე­რესს არ იჩენს, ასე ვთქვათ "ლუ­პით არ აკ­ვირ­დე­ბა" ამ უკა­ნას­კნე­ლის ქცე­ვებს, შე­ხე­დუ­ლე­ბებს და ზო­გა­დად ცხოვ­რე­ბის სტილს, არ ცდი­ლობს რჩე­ვა-და­რი­გე­ბე­ბით ჩა­ე­რი­ოს მის ცხოვ­რე­ბა­ში და მო­ი­თხო­ვოს მის­გან გა­მუდ­მე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა, ეს იმას ნიშ­ნავს რომ მის­თვის ეს ქალი ცხოვ­რე­ბის ნა­წილს არამც და არამც არ წარ­მო­ად­გენს. ამას­თან ერ­თად, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მო­ი­თხოვს ისიც ავღ­ნიშ­ნოთ, რომ კურო მა­მა­კაცს (ზო­დი­ა­ქოს სხვა ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მა­ჩო­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით) სუ­ლაც არ ეა­მა­ყე­ბა მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი, გულ­გა­ტე­ხი­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის არ­მი­ის ყოლა ცხოვ­რე­ბის გზა­ზე. ეს ხომ იმას ნიშ­ნავს, რომ მან ჯერ კი­დევ ვერ შეს­ძლო ეპოვ­ნა ის ერ­თა­დერ­თი, რო­მელ­თა­ნაც მშვი­დი, მყუდ­რო ოჯა­ხის შექ­მნა და ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რე­ბის მო­წყო­ბა შე­იძ­ლე­ბა პენ­სი­ის ასა­კამ­დე.

  • რო­დის ღა­ლა­ტობს ტყუ­პე­ბი

არას­ტა­ბი­ლუ­რი ტყუ­პე­ბის მხრი­დან კი, ღა­ლა­ტის ფაქ­ტის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი ყვე­ლა­ზე მყა­რი არ­გუ­მენ­ტი ეს მისი ხა­სი­ა­თის მო­უ­ლოდ­ნე­ლი და სა­ეჭ­ვო დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბაა. თუკი აქამ­დე იგი, თით­ქმის ყო­ველ დღე გაკ­ვირ­ვებ­დათ სა­კუ­თა­რი არა­ორ­დი­ნა­ლუ­რო­ბით და ნაირ-ნა­ი­რი (ხან­და­ხან არ­ცთუ სა­სი­ა­მოვ­ნო) სი­ურპრი­ზე­ბით, სწო­რედ ეს იყო მისი მხრი­დან თქვენს მი­მართ, უდაო სიყ­ვა­რუ­ლის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. რად­გან ზუს­ტად ამ გზით ცდი­ლობ­და ის, მხო­ლოდ თქვენ­თვის გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა თა­ვი­სი ოც­ნე­ბე­ბი, იდე­ე­ბი და გეგ­მე­ბი. ხოლო თუკი მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მო­ა­ჩენთ, რომ იგი სე­რი­ო­ზუ­ლი, ზედ­მე­ტად "ნორ­მა­ლუ­რი" და პა­ტი­ო­სა­ნი გახ­და, ჩათ­ვა­ლეთ რომ მან სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბის აფიშ­რე­ბის­თვის, გა­ცი­ლე­ბით უფრო სა­ინ­ტე­რე­სო, ახა­ლი აუ­დი­ტო­რია იპოვ­ნა სხვა მან­დი­ლოს­ნის სა­ხით. თუმ­ცა თუ მსგავ­სი სიმპტო­მე­ბი სა­ხე­ზეა, ნაჩ­ქა­რე­ვი დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნას მი­ანც ნუ იჩ­ქა­რებთ, რად­გან გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა პრობ­ლე­მა ღა­ლატ­ში კი არა იმა­ში მდგო­მა­რე­ობ­დეს, რომ თქვე­ნი თავ­ქა­რი­ა­ნი ტყუ­პი უბ­რა­ლოდ გა­და­ი­ღა­ლა ამ­დე­ნი ტა­კი­მას­ხა­რო­ბის­გან და ძა­ლებს იკ­რებს სიმ­შვი­დე­ში, მო­მა­ვა­ლი ტრი­უ­კე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად.

  • რო­დის ღა­ლა­ტობს კირჩხი­ბი

ტი­პი­ურ კირჩხიბს, საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის ღა­ლა­ტი საკ­მა­ოდ ძნე­ლად ეხერ­ხე­ბა. პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ მას ძა­ლი­ან უნდა "სა­ნი­მუ­შო მე­ო­ჯა­ხის" როლი რაც შე­იძ­ლე­ბა ხან­გრძლი­ვად და ამა­ყად ატა­როს. ამას­თან ერ­თად, კი­ბო­ზე უკეთ არა­ვის ეს­მის ღა­ლა­ტით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლის არსი და რა­ო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად იგი მაქ­სი­მა­ლუ­რად ერი­დე­ბა, სხვა­საც მი­ა­ყე­ნოს მსგავ­სი დის­კომ­ფორ­ტი, თუმ­ცა თუკი მა­ინც ისე მოხ­და რომ და­კა­ვე­ბულ კირჩხიბ მა­მა­კაცს, რა­ღაც სა­ში­ნე­ლი, "ფა­ტა­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი" და­ე­ჯა­ხა ცხოვ­რე­ბის გზა­ზე, სა­წყის ეტაპ­ზე იგი ბევ­რს ინერ­ვი­უ­ლებს და შე­ეც­დე­ბა შექ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი თა­ვის გა­სა­მარ­თლე­ბე­ლი სა­ბუ­თი მო­ნა­ხოს და­ნა­შა­უ­ლის ე,წ "Femme fatale"-სთვის გა­და­საბ­რა­ლებ­ლად. სა­ვა­რა­უ­დო ღა­ლა­ტის სიმპტო­მებს კი კი­ბოს მხრი­დან, ამ ცხოვ­რე­ბის უსა­მარ­თლო­ბა­ზე და ზო­გა­დად ადა­მი­ან­თა მოდ­გმის სი­მუხ­თლე­ზე ფი­ლო­სო­ფი­უ­რი სა­უბ­რე­ბის სიხ­ში­რით მიხ­ვდე­ბით.

  • რო­დის ღა­ლა­ტობს ლომი

ფაქ­ტობ­რი­ვად არ გა­აჩ­ნია ნიჭი, ღა­ლა­ტის ფაქ­ტი ოდ­ნავ მა­ინც შე­ნიღ­ბოს, სა­წყის ეტაპ­ზე მა­ინც. ამის მი­ზე­ზი, პირ­ველ რიგ­ში ლო­მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბაა, ია­მა­ყოს საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და სა­პა­ტიო დიპ­ლო­მი­ვით აუფ­რი­ა­ლოს თვალ­წინ ყვე­ლას ის, თუ რა­ო­დენ ლა­მა­ზი, ჭკვი­ა­ნი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლია მისი მო­რი­გი, "ახა­ლი აღ­მო­ჩე­ნა". ღა­ლა­ტის სიმპტო­მე­ბის გა­მო­ძი­ე­ბით თა­ვად რომ არ და­ი­ღა­ლოთ გო­ნე­ბა, ყო­ველ­თვის გა­მოჩ­ნდე­ბი­ან "კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლე­ბი" რომ­ლე­ბიც სი­ა­მოვ­ნე­ბით შე­გა­ტყო­ბი­ნე­ბენ, თქვე­ნი სა­თაყ­ვა­ნე­ბე­ლი ლო­მის რბი­ლად, რომ ვთქვათ "არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის" შე­სა­ხებ. გა­საკ­ვი­რი ამ ფაქ­ტში არც არა­ფე­რია, ლომს ხომ ყო­ველ­თვის ყოფ­ნის ჭკუა, სა­კუ­თა­რი მე­ფურ-არის­ტოკ­რა­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცხოვ­რე­ბის გზა­ზე მტრე­ბი სო­კო­ე­ბი­ვით მო­იმ­რავ­ლოს. თუმ­ცა თუკი ოჯახ­ში ანო­ნი­მურ ზა­რებს გა­მოვ­რი­ცხავთ, მო­ღა­ლა­ტე ლო­მის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა თა­ვა­დაც მარ­ტი­ვად შე­გიძ­ლი­ათ. და­აკ­ვირ­დით, რაც უფრო ხში­რად იმე­ტებს იგი თქვენს მი­მართ კრი­ტი­კულ შე­ნიშ­ვნებს, გა­და­რებთ სხვა გა­ცი­ლე­ბით უფრო "სრულ­ყო­ფილ" სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს და არა­სო­დეს ელე­ვა სა­ჯი­ჯღი­ნო სა­ბა­ბი, დროა გან­გა­შის ზა­რებს ჩა­მოკ­რათ და მაქ­სი­მა­ლუ­რად იზ­რუ­ნოთ იმა­ზე, რომ თქვე­ნი დიდი ფისო სხვა უფრო მო­სიყ­ვა­რუ­ლე პატ­რონ­თან არ გა­გე­პა­როთ.

  • რო­დის ღა­ლა­ტობს ქალ­წუ­ლი

სი­მარ­თლე ით­ქვას, მარ­თლაც უნდა მო­ინ­დო­მოს ქალ­მა სა­ი­მი­სოდ, რომ ქალ­წუ­ლის­ნა­ირ სტა­ბი­ლურ, ერ­თგულ და მო­ნო­გა­მი­ურ პერ­სო­ნას ღა­ლატ­ზე წას­ვლა აი­ძუ­ლოს. ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი ხომ რო­გორც წესი, ცხოვ­რე­ბის მეგ­ზურს ხან­გრძლი­ვი დაკ­ვირ­ვე­ბის, ფიქ­რის და აწონ-და­წო­ნის შე­დე­გად ირ­ჩე­ვენ, რომ­ლის შემ­დე­გაც ოჯა­ხის დან­გრე­ვის ალ­ბა­თო­ბის რის­კი მი­ნუ­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი, თუმ­ცა თუ მა­ინც ისე მოხ­და, რომ ქალ­წულ­მა ღა­ლა­ტი გა­და­წყვი­ტა, ამას იგი ისე გა­ა­კე­თებს, რომ მე­უღ­ლეს შერ­ლოკ ჰოლმსის ჭკუა და ოს­ტა­ტო­ბა დას­ჭირ­დე­ბა მისი მხრი­დან ამ ფაქ­ტის გა­მო­სა­აშ­კა­რა­ვებ­ლად. თუკი ბე­დის უკუღ­მარ­თო­ბით, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი ქალ­წუ­ლი "იმ ერ­თა­დერ­თს" ცო­ლის მოყ­ვა­ნის შემ­დეგ გა­და­ე­ყა­რა, ოჯა­ხის დან­გრე­ვა­ზე იგი მა­ინც უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში და­ფიქ­რდე­ბა, ისიც თუ მა­ნამ­დე თა­ვად ამ "ერ­თა­დერ­თმა" არ მოს­დო მთელ ქვეყ­ნი­ე­რე­ბას მათი რო­მა­ნის შე­სა­ხებ. რაც რა თქმა უნდა ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დეგ, ამ უკა­ნას­კნე­ლის­თვის "ერ­თა­დერ­თის" სტა­ტუ­სის სა­მუ­და­მო ჩა­მორ­თმე­ვით დას­რულ­დე­ბა.

  • რო­დის ღა­ლა­ტობს სას­წო­რი

ქალ­წუ­ლე­ბის მსგავ­სად, სას­წო­რის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბის ღა­ლატ­ში "გა­მო­ჭე­რაც" საკ­მა­ოდ რთუ­ლი საქ­მეა. ეს იმი­ტომ, რომ მათ ოს­ტა­ტუ­რად შე­უძ­ლი­ათ სა­კუ­თა­რი გრძნო­ბე­ბის თუ ბო­ლომ­დე მარ­თვა არა, კონ­ტრო­ლი მა­ინც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­ნამ სა­ნამ იგი მაქ­სი­მა­ლუ­რი სით­ბო­თი და ყუ­რა­დღე­ბით გა­ნე­ბივ­რებთ, გა­მო­რი­ცხუ­ლი არ არის, იგი­ვე მა­ნევ­რებს სხვის "ბუ­დე­შიც" სი­ა­მოვ­ნე­ბით აკე­თებ­დეს. თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ღა­ლა­ტის შემ­თხვე­ვა­შიც კი, ეს მა­მა­კა­ცი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არა­სო­დეს ცდი­ლობს "გვერ­დზე სე­ირ­ნო­ბის" ფაქ­ტი გა­ა­სა­ი­დუმ­ლო­ვოს და და­მა­ლოს, მისი საქ­ცი­ე­ლის შე­სა­ხებ მე­უღ­ლე ხში­რად ყვე­ლა­ზე ბო­ლოს ან სა­ერ­თო­დაც ვერ იგებს. ამა­ში უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სას­წორს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბის თან­და­ყო­ლი­ლი ნიჭი ეხ­მა­რე­ბა.

  • რო­დის ღა­ლა­ტობს მო­რი­ე­ლი

გა­მოკ­ვე­თი­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბის და მხურ­ვა­ლე ტემ­პე­რა­მენ­ტის გამო, არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა ისე, რომ ყვე­ლა­ზე ერ­თგულ და მო­ნო­გა­მი­ურ მო­რი­ე­ლებ­საც კი ხში­რად სდე­ბენ ბრალს ღა­ლატ­ში, მათი ეჭ­ვი­ა­ნი ან არ­ცთუ გამ­გე­ბი­ა­ნი პარტნი­ო­რე­ბი. საქ­მე იმა­შია, რომ მო­რი­ე­ლი პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში საკ­მა­ოდ რთუ­ლია, ამი­ტომ დღეს თუ სა­ჩუქ­რე­ბით და ყუ­რა­დღე­ბით გა­ნე­ბივ­რებთ, ხვალ შე­იძ­ლე­ბა თავს ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ქა­რიშ­ხა­ლი და საყ­ვე­დუ­რე­ბის ზღვა და­გა­ტე­ხოთ. მოდი და ასეთ ცვა­ლე­ბა­დო­ბას მყა­რი ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მით გა­უ­ძე­ლი. მარ­თა­ლია ბუ­ნე­ბით მო­ნო­გა­მი­ის­კენ უფ­როა მიდ­რე­კი­ლი, ვიდ­რე მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ზე­და­პი­რუ­ლი გა­ტა­ცე­ბის­კენ, მაგ­რამ თუ ისე მოხ­და, რომ მო­რი­ე­ლი პარტნი­ო­რის ღა­ლატ­ზე მა­ინც წა­ვი­და, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში იგი, მთელს თა­ვის მოქ­ნი­ლო­ბას, სი­ეშ­მა­კეს და მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის უნარს მის­ცემს გა­სა­ქანს. ამი­ტომ მისი ღა­ლა­ტის ფაქ­ტში გა­მო­ჭე­რა ფაქ­ტობ­რი­ვად შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, ამას­თან ერ­თად ოჯა­ხის დან­გრე­ვას, რო­გორც წესი მათ ყო­ველ­თვის ურ­ჩევ­ნი­ათ დრო­ზე და რაც მთა­ვა­რია უკ­ვა­ლოდ მო­ი­შო­რონ მსუ­ბუ­ქი ფლირ­ტის ობი­ექ­ტე­ბი, ისე რომ მე­უღ­ლის ყუ­რამ­დე ეს ყვე­ლა­ფე­რი არა­სო­დეს მი­ვი­დეს.

  • რო­დის ღა­ლა­ტობს მშვილ­დო­სა­ნი

თან­და­ყო­ლი­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის გამო, თუნ­დაც ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი მშვილ­დო­სა­ნიც კი (ასე­თი კი ბუ­ნე­ბა­ში თით­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი რა­ო­დე­ნო­ბის მო­ი­ძებ­ნე­ბა) ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე, მი­ნი­მუმ ორ­ჯერ, ან მეტ­ჯერ მა­ინც ეხ­ვე­ვა ე.წ "სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დის" ის­ტო­რი­ა­ში. თუმ­ცა თა­ვად ღა­ლა­ტის ფაქტს იგი, რო­გორც ასეთს არც არა­სო­დეს აღი­ა­რებს, რა მოხ­და მერე, თუ ნაც­ვლად მო­რი­გი და­სა­პყრო­ბი მწვერ­ვა­ლი­სა ხელ­ში ჯო­მო­ლუნ­გმა კი არა მა­ინც და მა­ინც "ის" შერ­ჩა? . თუმ­ცა თუ ყუ­რა­დღე­ბით იქ­ნე­ბით, ხმე­ბი მის მიერ და­გეგ­მი­ლი მო­რი­გი "სა­სიყ­ვა­რუ­ლო ექ­სპე­დი­ცი­ის" შე­სა­ხებ, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ თქვე­ნამ­დეც წარ­მა­ტე­ბით მო­აღ­წევს, რად­გან მო­ლაყ­ბე მშვილ­დო­სა­ნი აუ­ცი­ლებ­ლად გა­უმ­ხელს რო­მე­ლი­მე მე­გო­ბარს მო­რი­გი გმი­რო­ბის ჩა­სა­დე­ნად მზად­ყოფ­ნის ამ­ბავს.

  • რო­დის ღა­ლა­ტობს თხის რქა

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თხის რქე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­მა­ვა­ლი ოჯა­ხის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მას, პო­ტენ­ცი­უ­რი სა­ცო­ლის გაც­ნო­ბის­თა­ნა­ვე ად­გენს და ზო­გა­დად ქორ­წი­ნე­ბის ფაქტს, ისე უყუ­რებს რო­გორც წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მო­რიგ ბიზ­ნეს-პრო­ექტს, მის ცხოვ­რე­ბა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლი ქარ­ბორ­ბა­ლა­სა­ვით შე­მოჭ­რი­ლი სა­ბე­დის­წე­რო სიყ­ვა­რუ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, თავს თუ სრუ­ლად არა მთე­ლი 80% კარ­გავს. მო­ღა­ლა­ტე თხის რქის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა კი საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი საქ­მეა, იმი­ტომ რომ თან­და­ყო­ლი­ლი სი­ჯი­უ­ტის გამო, იგი ერთი-მე­ო­რეს მი­ყო­ლე­ბით დგამს მცდარ ნა­ბი­ჯებს, იმის იმე­დით რომ მისი ავ­ტო­რი­ტე­ტი­სა და სა­ხე­ლის პატ­რონს, აქამ­დე ოფი­ცი­ა­ლურ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი უპი­რო­ბოდ გა­უ­გებს და აპა­ტი­ებს.

  • რო­დის ღა­ლა­ტობს მერ­წყუ­ლი

მას რო­გორც წესი არაფ­რის და­მალ­ვა არ უყ­ვა­რას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუკი გა­რე­მო­ე­ბე­ბი მა­ინც აი­ძუ­ლებს ამას, თავს საკ­მა­ოდ არა­კომ­ფორ­ტუ­ლად და მო­უს­ვენ­რად გრძნობს. გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, მერ­წყულ მა­მა­კაცს დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვე­რას­დროს ანი­ჭებს, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ხომ ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი უნდა აიყ­ვა­ნო კონ­ტროლ­ზე, რო­გორ­მე ცო­ლის ყუ­რამ­დე რომ არ მი­ვი­დეს ინ­ფორ­მა­ცია ღა­ლა­ტის შე­სა­ხებ. ტი­პი­ურ მერ­წყულს, კი ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­შინ­ლად ღლის და ძა­ბავს. თუმ­ცა ხან­და­ხან, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­კენ სწრაფ­ვა, მა­ინც აი­ძუ­ლებს ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის ქვეშ და­ბა­დე­ბულ მა­მა­კაცს "გვერ­დზე გა­ი­ხე­დოს", ისიც მხო­ლოდ იმი­ტომ რომ ახა­ლი ნაც­ნო­ბი, ძვე­ლებს და უკვე მო­ბეზ­რე­ბუ­ლებს სა­ერ­თოდ არ ჰგავს. მარ­თა­ლია ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, იგი საკ­მა­ოდ მალე დგე­ბა, მწა­რე რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე და აღი­ა­რებს, რომ აფ­სურ­დუ­ლია და­ე­დევ­ნო ცაში მო­ლივ­ლი­ვე თეთრ წე­როს, მა­შინ როცა სახ­ლში მო­ში­ნა­უ­რე­ბუ­ლი "ლურ­ჯი ფრინ­ვე­ლი" გი­ზის გა­ლი­ა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მერ­წყუ­ლის გვერ­დზე გა­სე­ირ­ნე­ბე­ბი, რო­გორც წესი ხან­მოკ­ლე და აფ­სო­ლუ­ტუ­რად უწყი­ნა­რია.

  • რო­დის ღა­ლა­ტობს თევ­ზე­ბი

თუკი თქვენ თევ­ზი მა­მა­კა­ცი გიყ­ვართ, ეს იმას ნიშ­ნავს რომ ავ­ტო­მა­ტუ­რად უნდა გიყ­ვარ­დეთ მისი ოც­ნე­ბე­ბიც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა და­შავ­დე­ბა იმით თუ თქვენ, ასე­ვე შე­იყ­ვა­რებთ მის ოც­ნე­ბებს, სხვა ქა­ლის მი­მართ? თევ­ზი მა­მა­კა­ცი, იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი თუ იგი იძუ­ლე­ბუ­ლია ( ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა, მას უბ­რა­ლოდ "შე­მო­ე­ღა­ლა­ტე­ბა" ხოლ­მე პარტნი­ო­რი) გი­ღა­ლა­ტოთ, აუ­ცი­ლებ­ლად იდარ­დებს იმ სა­კი­თხზე, რო­გორ გა­უ­გებს ეს ორი, ანუ თქვენ და "ის" ერ­თმა­ნეთს, იგი შე­ეც­დე­ბა იოც­ნე­ბოს იმა­ზე, რომ თქვენს შო­რის მხურ­ვა­ლე, ქა­ლუ­რი მე­გობ­რო­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა და კვი­რა­ო­ბით აქ­ტი­უ­რად ივ­ლით სტუმ­რად ერ­თმა­ნეთ­თან ჭიქა ყა­ვა­ზე სა­ჭო­რა­ოდ. თუ მა­ინც ისე მოხ­და, რომ მის მიერ ჩა­ფიქ­რე­ბულ ერთი შე­ხედ­ვით უზო­მოდ ჰუ­მა­ნურ და არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ სცე­ნარს რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ უწე­რია, სა­სო­წარ­კვე­თი­ლი თევ­ზი სუ­ლაც მე­სა­მეს მო­ძებ­ნის ან უბ­რა­ლოდ ვის­კის ბოთლს და­უ­მე­გობ­რდე­ბა.

ავტორი:

როდის ღალატობს ვერძი, კურო... ლომი, მორიელი... - რა აიძულებს მამაკაცს უღალატოს მეუღლეს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როდის ღალატობს ვერძი, კურო... ლომი, მორიელი... - რა აიძულებს მამაკაცს უღალატოს მეუღლეს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორ გგონიათ, არსებობს კი ბუნებაში ერთგული მამაკაცი? ან იქნებ თავად სიტყვა „ერთგულების“ არსი და მნიშვნელობა ესმის თითოეულ მათგანს სხვადასხვანაირად და თავისებურად? მოდით მამაკაცური ღალატის პრინციპებზე, მიზეზებზე და შედეგებზე ასტროლოგიური კუთხითაც ვიმსჯელოთ და გავიგოთ რა აიძულებთ ზოდიაქოს ნიშნებს უღალატონ ერთი შეხედვით იდეალურ და საყვარელ პარტნიორს.

  • როდის ღალატობს ვერძი

შეყვარებულ ვერძს ღალატზე ფიქრიც კი ამორალურად მიაჩნია, ამიტომ სანამ იგი ყურებამდე შეყვარებულია მისთვის ქალთა სქესის არსებობა გარშემო ბინდით მოცული ხდება. შესაბამისად მანამ, სანამ ვერძი საყვარელ ქალს ხელის გულზე ატარებს, საჩუქრებით ანებივრებს და მაქსიმალურ ყურადღებას უთმობს, მის ერთგულებაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს. პრობლემები მაშინ იწყება, როცა თქვენი მარსიანელი ბიჭი მოულოდნელად მსოფლიო-ლამაზმანების მომხიბვლელობას აღმოაჩენს და აღნიშნავს. ამიტომ დღეს თუ იგი ანჯელინა ჯოლით ან ენ ჰეტუეით დაინტერსდა, მეზობლის ირინკამდე სულ ორი ნაბიჯია. ხოლო თავად ღალატის ფაქტის შესახებ ინფორმაციას თავად ვერძისგანვე მიიღებთ ექსკლუზიურად, როგორც წესი ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს ტყუილის თქმა გულზე არ ეხატებათ და დიდად არც გამოსდით. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ გადამეტებული წუწუნით და ჭკუის სწავლებით, ცხოვრებას ჯოჯოხეთად არ უქცევთ, ვერძის მხრიდან ღალატის ალბათობა ნაკლებად მოსალოდნელია. თუმცა თუ მაინც ასე მოხდა, მერწმუნეთ ამას პირველი თავად შეგატყობინებთ და დიდად არც იმაზე შეიწუხებს თავს, რას იგრძნობთ ამ დროს თქვენ, რადგან ჩათვლის რომ „შეცდომა“ ხართ მის ცხოვრებაში, თუმცა ამ დროს არც კი დაფიქრდება იმაზე, რომ ის ვისთანაც გიღალატათ, შესაძლოა სამომავლოდ, „ორმაგი შეცდომა“ აღმოჩნდეს მისთვის.

  • როდის ღალატობს კურო

სტაბილურობის მოყვარულ კუროს, როგორც წესი იშვიათად უწევს გული საყვარელი ქალის ღალატისკენ. ამიტომ თუკი თქვენ მოულოდნელად აღმოაჩინეთ, რომ კუროსთვის იმ „ერთადერთის და განუმეორებლის“ სტატუსზე პრეტენზიას სხვა ქალებიც აქტიურად აცხადებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ თავიდანვე „სათადარიგოთა“ რიგებში განიხილავდა ეს მამაკაცი თქვენს კანდიდატურას. ყოველივე ამის მიხვედრას კი დიდი გამომძიებლობა და შერლოკ ჰოლმსობა სულაც არ დასჭირდება თქვენი მხრიდან, თუკი მამაკაცი კურო საყვარელი ქალის პერსონის მიმართ გადამეტებულ ინტერესს არ იჩენს, ასე ვთქვათ „ლუპით არ აკვირდება“ ამ უკანასკნელის ქცევებს, შეხედულებებს და ზოგადად ცხოვრების სტილს, არ ცდილობს რჩევა-დარიგებებით ჩაერიოს მის ცხოვრებაში და მოითხოვოს მისგან გამუდმებული ყურადღება, ეს იმას ნიშნავს რომ მისთვის ეს ქალი ცხოვრების ნაწილს არამც და არამც არ წარმოადგენს. ამასთან ერთად, სამართლიანობა მოითხოვს ისიც ავღნიშნოთ, რომ კურო მამაკაცს (ზოდიაქოს სხვა ნიშნის წარმომადგენელი მაჩოებისგან განსხვავებით) სულაც არ ეამაყება მრავალრიცხოვანი, გულგატეხილი თაყვანისმცემლების არმიის ყოლა ცხოვრების გზაზე. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ მან ჯერ კიდევ ვერ შესძლო ეპოვნა ის ერთადერთი, რომელთანაც მშვიდი, მყუდრო ოჯახის შექმნა და ბედნიერი ცხოვრების მოწყობა შეიძლება პენსიის ასაკამდე.

  • როდის ღალატობს ტყუპები

არასტაბილური ტყუპების მხრიდან კი, ღალატის ფაქტის დამამტკიცებელი ყველაზე მყარი არგუმენტი ეს მისი ხასიათის მოულოდნელი და საეჭვო დასტაბილურებაა. თუკი აქამდე იგი, თითქმის ყოველ დღე გაკვირვებდათ საკუთარი არაორდინალურობით და ნაირ-ნაირი (ხანდახან არცთუ სასიამოვნო) სიურპრიზებით, სწორედ ეს იყო მისი მხრიდან თქვენს მიმართ, უდაო სიყვარულის მტკიცებულება. რადგან ზუსტად ამ გზით ცდილობდა ის, მხოლოდ თქვენთვის გაეზიარებინა თავისი ოცნებები, იდეები და გეგმები. ხოლო თუკი მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ იგი სერიოზული, ზედმეტად „ნორმალური“ და პატიოსანი გახდა, ჩათვალეთ რომ მან საკუთარი იდეების აფიშრებისთვის, გაცილებით უფრო საინტერესო, ახალი აუდიტორია იპოვნა სხვა მანდილოსნის სახით. თუმცა თუ მსგავსი სიმპტომები სახეზეა, ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას მიანც ნუ იჩქარებთ, რადგან გამორიცხული არაა პრობლემა ღალატში კი არა იმაში მდგომარეობდეს, რომ თქვენი თავქარიანი ტყუპი უბრალოდ გადაიღალა ამდენი ტაკიმასხარობისგან და ძალებს იკრებს სიმშვიდეში, მომავალი ტრიუკების ჩასატარებლად.

  • როდის ღალატობს კირჩხიბი

ტიპიურ კირჩხიბს, საყვარელი ქალის ღალატი საკმაოდ ძნელად ეხერხება. პირველ რიგში იმიტომ, რომ მას ძალიან უნდა „სანიმუშო მეოჯახის“ როლი რაც შეიძლება ხანგრძლივად და ამაყად ატაროს. ამასთან ერთად, კიბოზე უკეთ არავის ესმის ღალატით მიყენებული ტკივილის არსი და რაობა. შესაბამისად იგი მაქსიმალურად ერიდება, სხვასაც მიაყენოს მსგავსი დისკომფორტი, თუმცა თუკი მაინც ისე მოხდა რომ დაკავებულ კირჩხიბ მამაკაცს, რაღაც საშინელი, „ფატალური სიყვარული“ დაეჯახა ცხოვრების გზაზე, საწყის ეტაპზე იგი ბევრს ინერვიულებს და შეეცდება შექმნილ სიტუაციაში, რაც შეიძლება მეტი თავის გასამართლებელი საბუთი მონახოს დანაშაულის ე,წ „Femme fatale“-სთვის გადასაბრალებლად. სავარაუდო ღალატის სიმპტომებს კი კიბოს მხრიდან, ამ ცხოვრების უსამართლობაზე და ზოგადად ადამიანთა მოდგმის სიმუხთლეზე ფილოსოფიური საუბრების სიხშირით მიხვდებით.

  • როდის ღალატობს ლომი

ფაქტობრივად არ გააჩნია ნიჭი, ღალატის ფაქტი ოდნავ მაინც შენიღბოს, საწყის ეტაპზე მაინც. ამის მიზეზი, პირველ რიგში ლომისთვის დამახასიათებელი თვისებაა, იამაყოს საყვარელი ადამიანით საზოგადოებაში და საპატიო დიპლომივით აუფრიალოს თვალწინ ყველას ის, თუ რაოდენ ლამაზი, ჭკვიანი, წარმატებული და განათლებულია მისი მორიგი, „ახალი აღმოჩენა“. ღალატის სიმპტომების გამოძიებით თავად რომ არ დაიღალოთ გონება, ყოველთვის გამოჩნდებიან „კეთილისმსურველები“ რომლებიც სიამოვნებით შეგატყობინებენ, თქვენი სათაყვანებელი ლომის რბილად, რომ ვთქვათ „არასტაბილურობის“ შესახებ. გასაკვირი ამ ფაქტში არც არაფერია, ლომს ხომ ყოველთვის ყოფნის ჭკუა, საკუთარი მეფურ-არისტოკრატული ხასიათიდან გამომდინარე, ცხოვრების გზაზე მტრები სოკოებივით მოიმრავლოს. თუმცა თუკი ოჯახში ანონიმურ ზარებს გამოვრიცხავთ, მოღალატე ლომის გამოაშკარავება თავადაც მარტივად შეგიძლიათ. დააკვირდით, რაც უფრო ხშირად იმეტებს იგი თქვენს მიმართ კრიტიკულ შენიშვნებს, გადარებთ სხვა გაცილებით უფრო „სრულყოფილ“ სუსტი სქესის წარმომადგენლებს და არასოდეს ელევა საჯიჯღინო საბაბი, დროა განგაშის ზარებს ჩამოკრათ და მაქსიმალურად იზრუნოთ იმაზე, რომ თქვენი დიდი ფისო სხვა უფრო მოსიყვარულე პატრონთან არ გაგეპაროთ.

  • როდის ღალატობს ქალწული

სიმართლე ითქვას, მართლაც უნდა მოინდომოს ქალმა საიმისოდ, რომ ქალწულისნაირ სტაბილურ, ერთგულ და მონოგამიურ პერსონას ღალატზე წასვლა აიძულოს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცები ხომ როგორც წესი, ცხოვრების მეგზურს ხანგრძლივი დაკვირვების, ფიქრის და აწონ-დაწონის შედეგად ირჩევენ, რომლის შემდეგაც ოჯახის დანგრევის ალბათობის რისკი მინუმუმამდეა დაყვანილი, თუმცა თუ მაინც ისე მოხდა, რომ ქალწულმა ღალატი გადაწყვიტა, ამას იგი ისე გააკეთებს, რომ მეუღლეს შერლოკ ჰოლმსის ჭკუა და ოსტატობა დასჭირდება მისი მხრიდან ამ ფაქტის გამოსააშკარავებლად. თუკი ბედის უკუღმართობით, დაოჯახებული მამაკაცი ქალწული „იმ ერთადერთს“ ცოლის მოყვანის შემდეგ გადაეყარა, ოჯახის დანგრევაზე იგი მაინც უკიდურეს შემთხვევაში დაფიქრდება, ისიც თუ მანამდე თავად ამ „ერთადერთმა“ არ მოსდო მთელ ქვეყნიერებას მათი რომანის შესახებ. რაც რა თქმა უნდა ყოველივე ამის შემდეგ, ამ უკანასკნელისთვის „ერთადერთის“ სტატუსის სამუდამო ჩამორთმევით დასრულდება.

  • როდის ღალატობს სასწორი

ქალწულების მსგავსად, სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამაკაცების ღალატში „გამოჭერაც“ საკმაოდ რთული საქმეა. ეს იმიტომ, რომ მათ ოსტატურად შეუძლიათ საკუთარი გრძნობების თუ ბოლომდე მართვა არა, კონტროლი მაინც. აქედან გამომდინარე, მანამ სანამ იგი მაქსიმალური სითბოთი და ყურადღებით განებივრებთ, გამორიცხული არ არის, იგივე მანევრებს სხვის „ბუდეშიც“ სიამოვნებით აკეთებდეს. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ღალატის შემთხვევაშიც კი, ეს მამაკაცი განსაკუთრებულად არასოდეს ცდილობს „გვერდზე სეირნობის“ ფაქტი გაასაიდუმლოვოს და დამალოს, მისი საქციელის შესახებ მეუღლე ხშირად ყველაზე ბოლოს ან საერთოდაც ვერ იგებს. ამაში უპირველეს ყოვლისა, სასწორს ნებისმიერი სახის პარტნიორული ურთიერთობების დარეგულირების თანდაყოლილი ნიჭი ეხმარება.

  • როდის ღალატობს მორიელი

გამოკვეთილი სექსუალურობის და მხურვალე ტემპერამენტის გამო, არცთუ იშვიათად ხდება ისე, რომ ყველაზე ერთგულ და მონოგამიურ მორიელებსაც კი ხშირად სდებენ ბრალს ღალატში, მათი ეჭვიანი ან არცთუ გამგებიანი პარტნიორები. საქმე იმაშია, რომ მორიელი პარტნიორულ ურთიერთობაში საკმაოდ რთულია, ამიტომ დღეს თუ საჩუქრებით და ყურადღებით განებივრებთ, ხვალ შეიძლება თავს ეჭვიანობის ქარიშხალი და საყვედურების ზღვა დაგატეხოთ. მოდი და ასეთ ცვალებადობას მყარი ნერვული სისტემით გაუძელი. მართალია ბუნებით მონოგამიისკენ უფროა მიდრეკილი, ვიდრე მრავალრიცხოვანი ზედაპირული გატაცებისკენ, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ მორიელი პარტნიორის ღალატზე მაინც წავიდა, ასეთ შემთხვევაში იგი, მთელს თავის მოქნილობას, სიეშმაკეს და მანიპულაციის უნარს მისცემს გასაქანს. ამიტომ მისი ღალატის ფაქტში გამოჭერა ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება, ამასთან ერთად ოჯახის დანგრევას, როგორც წესი მათ ყოველთვის ურჩევნიათ დროზე და რაც მთავარია უკვალოდ მოიშორონ მსუბუქი ფლირტის ობიექტები, ისე რომ მეუღლის ყურამდე ეს ყველაფერი არასოდეს მივიდეს.

  • როდის ღალატობს მშვილდოსანი

თანდაყოლილი თავგადასავლების სიყვარულის გამო, თუნდაც ყველაზე სერიოზული მშვილდოსანიც კი (ასეთი კი ბუნებაში თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობის მოიძებნება) ცხოვრების მანძილზე, მინიმუმ ორჯერ, ან მეტჯერ მაინც ეხვევა ე.წ „სასიყვარულო სამკუთხედის“ ისტორიაში. თუმცა თავად ღალატის ფაქტს იგი, როგორც ასეთს არც არასოდეს აღიარებს, რა მოხდა მერე, თუ ნაცვლად მორიგი დასაპყრობი მწვერვალისა ხელში ჯომოლუნგმა კი არა მაინც და მაინც „ის“ შერჩა? . თუმცა თუ ყურადღებით იქნებით, ხმები მის მიერ დაგეგმილი მორიგი „სასიყვარულო ექსპედიციის“ შესახებ, დარწმუნებული ვარ თქვენამდეც წარმატებით მოაღწევს, რადგან მოლაყბე მშვილდოსანი აუცილებლად გაუმხელს რომელიმე მეგობარს მორიგი გმირობის ჩასადენად მზადყოფნის ამბავს.

  • როდის ღალატობს თხის რქა

მიუხედავად იმისა, რომ თხის რქების უმრავლესობა მომავალი ოჯახის განვითარების გეგმას, პოტენციური საცოლის გაცნობისთანავე ადგენს და ზოგადად ქორწინების ფაქტს, ისე უყურებს როგორც წარმატებით განხორციელებულ მორიგ ბიზნეს-პროექტს, მის ცხოვრებაში მოულოდნელი ქარბორბალასავით შემოჭრილი საბედისწერო სიყვარულის შემთხვევაში, თავს თუ სრულად არა მთელი 80% კარგავს. მოღალატე თხის რქის გამოაშკარავება კი საკმაოდ მარტივი საქმეა, იმიტომ რომ თანდაყოლილი სიჯიუტის გამო, იგი ერთი-მეორეს მიყოლებით დგამს მცდარ ნაბიჯებს, იმის იმედით რომ მისი ავტორიტეტისა და სახელის პატრონს, აქამდე ოფიციალურ დაქვემდებარებაში მყოფი მეორე ნახევარი უპირობოდ გაუგებს და აპატიებს.

  • როდის ღალატობს მერწყული

მას როგორც წესი არაფრის დამალვა არ უყვარას. აქედან გამომდინარე, თუკი გარემოებები მაინც აიძულებს ამას, თავს საკმაოდ არაკომფორტულად და მოუსვენრად გრძნობს. გასაიდუმლოებული ურთიერთობები, მერწყულ მამაკაცს დიდ სიამოვნებას ვერასდროს ანიჭებს, ასეთ შემთხვევაში ხომ ყველა და ყველაფერი უნდა აიყვანო კონტროლზე, როგორმე ცოლის ყურამდე რომ არ მივიდეს ინფორმაცია ღალატის შესახებ. ტიპიურ მერწყულს, კი ეს ყველაფერი საშინლად ღლის და ძაბავს. თუმცა ხანდახან, მრავალფეროვნებისკენ სწრაფვა, მაინც აიძულებს ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ მამაკაცს „გვერდზე გაიხედოს“, ისიც მხოლოდ იმიტომ რომ ახალი ნაცნობი, ძველებს და უკვე მობეზრებულებს საერთოდ არ ჰგავს. მართალია ასეთ შემთხვევაში, იგი საკმაოდ მალე დგება, მწარე რეალობის წინაშე და აღიარებს, რომ აფსურდულია დაედევნო ცაში მოლივლივე თეთრ წეროს, მაშინ როცა სახლში მოშინაურებული „ლურჯი ფრინველი“ გიზის გალიაში. აქედან გამომდინარე, მერწყულის გვერდზე გასეირნებები, როგორც წესი ხანმოკლე და აფსოლუტურად უწყინარია.

  • როდის ღალატობს თევზები

თუკი თქვენ თევზი მამაკაცი გიყვართ, ეს იმას ნიშნავს რომ ავტომატურად უნდა გიყვარდეთ მისი ოცნებებიც. აქედან გამომდინარე, რა დაშავდება იმით თუ თქვენ, ასევე შეიყვარებთ მის ოცნებებს, სხვა ქალის მიმართ? თევზი მამაკაცი, იმ შემთხვევაშიც კი თუ იგი იძულებულია ( ნებაყოფლობითი იშვიათად ხდება, მას უბრალოდ „შემოეღალატება" ხოლმე პარტნიორი) გიღალატოთ, აუცილებლად იდარდებს იმ საკითხზე, როგორ გაუგებს ეს ორი, ანუ თქვენ და „ის“ ერთმანეთს, იგი შეეცდება იოცნებოს იმაზე, რომ თქვენს შორის მხურვალე, ქალური მეგობრობა ჩამოყალიბდება და კვირაობით აქტიურად ივლით სტუმრად ერთმანეთთან ჭიქა ყავაზე საჭორაოდ. თუ მაინც ისე მოხდა, რომ მის მიერ ჩაფიქრებულ ერთი შეხედვით უზომოდ ჰუმანურ და არაჩვეულებრივ სცენარს რეალურ ცხოვრებაში განხორციელება არ უწერია, სასოწარკვეთილი თევზი სულაც მესამეს მოძებნის ან უბრალოდ ვისკის ბოთლს დაუმეგობრდება.

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელსაც აპრილში არ გაუმართლებს - აი, რაზე გაფრთხილებენ ასტროლოგები!

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელსაც აპრილში სიყვარულში გაუმართლებს

10 მიზეზი, რატომ არ ღირს ლომის დაკარგვა