პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნამდვილი სიყვარულისთვის აუცილებელი ოთხი რამ ბუდას მიხედვით
ნამდვილი სიყვარულისთვის აუცილებელი ოთხი რამ ბუდას მიხედვით

რა არის ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი? - ადა­მი­ა­ნებს ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სხვა­დას­ხვა შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვთ. შე­საძ­ლოა, იპო­ვოთ სრულ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ მას­თან ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი არ გა­კავ­ში­რებ­დეთ.

ბუ­დას მი­ხედ­ვით, სიყ­ვა­რუ­ლი თუ ნამ­დვი­ლია, ის ოთხი მთა­ვა­რი ელე­მენ­ტის­გან უნდა შედ­გე­ბო­დეს.

1. მა­იტ­რი, ანუ სი­კე­თე - ეს არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სურ­ვი­ლი და ამავდრო­უ­ლად უნა­რი, რომ ერთ ადა­მი­ანს შე­ეძ­ლოს მე­ო­რის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბა. თქვენ შე­იძ­ლე­ბა გიყ­ვარ­დეთ ვი­ღაც, მაგ­რამ თუ არ შე­გიძ­ლი­ათ მისი გა­ბედ­ნი­ე­რე­ბა, ეს ვერ იქ­ნე­ბა ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლი.

როცა ხართ სი­კე­თით სავ­სე, მზრუნ­ვე­ლი, შეძ­ლებთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბას. ეს კომ­პო­ნენ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს იმას, რომ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს შე­ეძ­ლოს თა­ვი­სი პარტნი­ო­რის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის, სურ­ვი­ლე­ბის, პრობ­ლე­მე­ბის გა­გე­ბა და გვერ­დით დგო­მა.

2. კა­რუ­ნა, ანუ შემ­ბრა­ლებ­ლო­ბა - უნდა შე­გეძ­ლოთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ტკი­ვი­ლის გა­გე­ბა, ტკი­ვი­ლის გა­ზი­ა­რე­ბა. თუ თქვენს პარტნი­ორს რა­ღაც სტკი­ვა და თქვენ ეს არ გა­ღელ­ვებთ, შე­გიძ­ლი­ათ გა­სარ­თო­ბად წახ­ვი­დეთ და არ იდარ­დოთ, ეს მი­უ­თი­თებს, რომ სუ­ლაც არ გიყ­ვართ ის. თუ მისი ტკი­ვი­ლის გამო თქვენც შე­წუ­ხე­ბუ­ლი ხართ, დარ­დობთ და ყვე­ლა­ფერს აკე­თებთ მის და­სახ­მა­რებ­ლად, ეს ნიშ­ნავს, რომ სიყ­ვა­რუ­ლი ნამ­დვი­ლია.

Astrologia

3. მუ­დი­ტა, ანუ სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რე­ბა - საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი ყვე­ლა წუთი უნდა გა­ბედ­ნი­ე­რებ­დეთ და სი­ხა­რუ­ლით გავ­სებ­დეთ. თუ ერთი წა­მი­თაც ვერ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ მის გა­რე­შე ყოფ­ნა და თავს ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რად პარტნი­ო­რის გვერ­დით გრძნობთ, ეს ნიშ­ნავს, რომ სიყ­ვა­რუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტია. მე­ო­რე მხრივ, თუ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად ყოფ­ნა თქვენ­თვის სტრესს უკავ­შირ­დე­ბა, ეს არაა სიყ­ვა­რუ­ლი.

4. უპეკ­შა, ანუ თა­ვი­სუფ­ლე­ბა - ეს არის მე­ო­თხე და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ელე­მენ­ტი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის. ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ყოფ­ნა არ ნიშ­ნავს პი­როვ­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვას. თუ ერთი პარტნი­ო­რი ზღუ­დავს მე­ო­რის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ეს არ არის სიყ­ვა­რუ­ლი. სიყ­ვა­რულ­მა არ უნდა შე­უ­შა­ლოს ხელი ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნულ ზრდას. სიყ­ვა­რუ­ლი ორი ადა­მი­ა­ნის ჰარ­მო­ნი­უ­ლი თა­ნა­ცხოვ­რე­ბაა.

წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ავᲗანდილ უდუმაᲨვილი
26

აჰაა,ქრისტიანობა და ბიბლია ხომ მოვილიეᲗ,ის ხომ გავიგეᲗ რასაც ბიბლია ამბობს სიყვარულზე და ხო ᲨევასრულეᲗ კიდეც უფლის სიტყვა,ხომ ავᲨენდიᲗ და ავყვავდიᲗ უფლისგან,ამ მარიამის წილხვედრ ქვეყანაᲨი და ეხლა ბუდაზე გადავედიᲗ,რაც ცოცხალმა ᲦმერᲗმა დაგვაკლო,ბუდა დაგვიმატებს.ვისაც ბუდას სიტყვების სწამს ქვეყანაᲨი იმაზე უარეს დᲦეᲨი ᲩაცვივდებიᲗ ვიდრე ხარᲗ Თუ არ მოინანიებᲗ,რადგანაც მიტოვებული გყავᲗ ცოცხალი ᲦმერᲗი და ბუდაᲨი ეᲫებᲗ სიბრᲫნეს,სიყვარულს,ხსნას და Ჭკუას.იესო მოკვდა Თქვენი სულებისᲗვის Თუ ბუდა?დაგაკლოᲗ უფალმა სიბრᲫნე?ან ამაგი და ან სიყვარული?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ნამდვილი სიყვარულისთვის აუცილებელი ოთხი რამ ბუდას მიხედვით

ნამდვილი სიყვარულისთვის აუცილებელი ოთხი რამ ბუდას მიხედვით

რა არის ნამდვილი სიყვარული? - ადამიანებს ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა შეხედულება აქვთ. შესაძლოა, იპოვოთ სრულყოფილი ადამიანი, მაგრამ მასთან ნამდვილი სიყვარული არ გაკავშირებდეთ.

ბუდას მიხედვით, სიყვარული თუ ნამდვილია, ის ოთხი მთავარი ელემენტისგან უნდა შედგებოდეს.

1. მაიტრი, ანუ სიკეთე - ეს არის უმნიშვნელოვანესი სურვილი და ამავდროულად უნარი, რომ ერთ ადამიანს შეეძლოს მეორის გაბედნიერება. თქვენ შეიძლება გიყვარდეთ ვიღაც, მაგრამ თუ არ შეგიძლიათ მისი გაბედნიერება, ეს ვერ იქნება ნამდვილი სიყვარული.

როცა ხართ სიკეთით სავსე, მზრუნველი, შეძლებთ საყვარელი ადამიანის გაბედნიერებას. ეს კომპონენტი ითვალისწინებს იმას, რომ საყვარელ ადამიანს შეეძლოს თავისი პარტნიორის საჭიროებების, სურვილების, პრობლემების გაგება და გვერდით დგომა.

2. კარუნა, ანუ შემბრალებლობა - უნდა შეგეძლოთ საყვარელი ადამიანის ტკივილის გაგება, ტკივილის გაზიარება. თუ თქვენს პარტნიორს რაღაც სტკივა და თქვენ ეს არ გაღელვებთ, შეგიძლიათ გასართობად წახვიდეთ და არ იდარდოთ, ეს მიუთითებს, რომ სულაც არ გიყვართ ის. თუ მისი ტკივილის გამო თქვენც შეწუხებული ხართ, დარდობთ და ყველაფერს აკეთებთ მის დასახმარებლად, ეს ნიშნავს, რომ სიყვარული ნამდვილია.

Astrologia

3. მუდიტა, ანუ სიხარული და ბედნიერება - საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული ყველა წუთი უნდა გაბედნიერებდეთ და სიხარულით გავსებდეთ. თუ ერთი წამითაც ვერ წარმოგიდგენიათ მის გარეშე ყოფნა და თავს ყველაზე ბედნიერად პარტნიორის გვერდით გრძნობთ, ეს ნიშნავს, რომ სიყვარული ჭეშმარიტია. მეორე მხრივ, თუ საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნა თქვენთვის სტრესს უკავშირდება, ეს არაა სიყვარული.

4. უპეკშა, ანუ თავისუფლება - ეს არის მეოთხე და უმნიშვნელოვანესი ელემენტი სიყვარულისთვის. ურთიერთობაში ყოფნა არ ნიშნავს პიროვნული თავისუფლების შეზღუდვას. თუ ერთი პარტნიორი ზღუდავს მეორის თავისუფლებას, ეს არ არის სიყვარული. სიყვარულმა არ უნდა შეუშალოს ხელი ადამიანის პიროვნულ ზრდას. სიყვარული ორი ადამიანის ჰარმონიული თანაცხოვრებაა.

წყარო