პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მშვილდოსანი ქალი
მშვილდოსანი ქალი

რო­გორ ვერ ახერ­ხებთ ზედ­მე­ტი ხუთი კი­ლოგ­რა­მის ჩა­მოკ­ლე­ბას, მა­შინ, როცა სხვა და­ქა­ლე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გა­გამ­ხნე

ბენ რეპ­ლი­კით "რას ამ­ბობ, რად გინ­და დი­ე­ტა, შენ ხომ ისე­დაც კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი". მშვილ­დო­სა­ნი ქალი უხე­შად გა­მო­გი­ტანთ ვერ­დიქტს და ამა­ყად გა­მო­გი­ცხა­დებთ, რომ თქვე­ნი გა­ბა­რი­ტე­ბის პატ­რონს, ხუთი კი არა ათი კი­ლოს დაკ­ლე­ბაც არ აწყენ­და. კაც­მა რომ თქვას, სა­წყე­ნი აქ რა არის? განა თა­ვად­ვე არ იკი­თხეთ მისი აზრი? ჰოდა, ინე­ბეთ მკაც­რი სი­მარ­თლე მისი მხრი­დან. თუმ­ცა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მო­ი­თხოვს აღ­ვნიშ­ნოთ ისიც, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლი პირ­და­პი­რო­ბა და გულ­წრფე­ლო­ბა, რო­მე­ლიც ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი თვი­სე­ბაა, არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა მათ­თვის, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ბა­რი­ე­რის შექ­მნის მი­ზე­ზი. აბა, რო­მელ კაცს მო­ე­წო­ნე­ბა ქალი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია და­უ­ფა­რა­ვად მი­ა­ხა­ლოს სი­მარ­თლე, რო­მე­ლიც ამ უკა­ნას­კნელ­მა უი­მი­სო­დაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცის?

მშვილ­დო­სა­ნი ქალი, უჩ­ვე­უ­ლოდ გულ­მარ­თა­ლი და რო­მან­ტი­კუ­ლი არ­სე­ბაა. შე­იძ­ლე­ბა ხან­და­ხან ძა­ლი­ან მა­მა­ცი და შე­უ­ვა­ლიც კი მო­გეჩ­ვე­ნოთ (მას მოს­წონს "მა­გა­რი გო­გოს" რო­ლის თა­მა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა სუ­ლი­ე­რად ძა­ლი­ან უჭირს). თუმ­ცა, გუ­ლის სიღ­რმე­ში, იგი ყო­ველ­თვის ელის სას­წა­ულს - კაცს, რო­მე­ლიც მის ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა და უსი­ტყვოდ გა­უ­გებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­საკ­ვი­რი არაა ის ფაქ­ტი, რომ სა­კუ­თა­რი იდე­ა­ლის ძი­ე­ბა­ში, იგი პარტნი­ო­რი­დან პარტნი­ორ­ზე ინაც­ვლებს იმ იმე­დით, რომ მა­ინც იქ­ნე­ბა, ის "ერ­თა­დერ­თი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი".

ტი­პუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი - მომ­ღე­რა­ლი ტე­ი­ლორ სვიფ­ტი

Astrologia

თუმ­ცა იდე­ა­ლე­ბის ცვლა, სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ ეს ქალი ბუ­ნე­ბით მო­ღა­ლა­ტე ან მა­ტყუ­ა­რაა. უფრო პი­რი­ქით, იგი სა­ოც­რად გულ­წრფე­ლი და მარ­თა­ლია ნე­ბის­მი­ერ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და პარტნი­ო­რის­გა­ნაც და­ჟი­ნე­ბით ითხოვს იმა­ვეს. ქალი მშვილ­დოს­ნე­ბი ცე­ცხლის სტი­ქი­ის და­ნარ­ჩენ ორ წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, ლომ­თან და ვერძთან ერ­თად, უზო­მოდ ენერ­გი­უ­ლე­ბი, ამა­ყე­ბი და თავ­მოყ­ვა­რე­ე­ბი არი­ან. ისი­ნი ხში­რად იკე­თე­ბენ კარგ კა­რი­ე­რას პრო­ფე­სი­ულ სარ­ბი­ელ­ზე და ყო­ველ­თვის ახერ­ხე­ბენ სა­კუ­თა­რი მო­ნა­ცე­მე­ბის სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­ა­ლი­ზე­ბას. ზარ­მა­ცი, სხვი­სი ხე­ლის შემ­ყუ­რე და პა­სი­უ­რი მშვილ­დო­სა­ნი უბ­რა­ლოდ ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს. თუმ­ცა მის ხა­სი­ათ­ში მძაფ­რად გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, ხში­რად ხდე­ბა ამ ქა­ლის­თვის გა­და­უ­ლა­ხა­ვი ბა­რი­ე­რი პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბის ასა­წყო­ბად. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მის გვერ­დით აპი­რებს ყოფ­ნას, უნდა შე­ე­გუ­ოს იმ აზრს, რომ ეს ქალი მის მო­თხოვ­ნებს (და არა თხოვ­ნებს!) არა­სო­დეს და­ე­მორ­ჩი­ლე­ბა. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ისიც, რომ არა­სო­დეს აი­ძუ­ლოთ მას სამ­სა­ხურ­სა და ოჯახს შო­რის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში მისი მხრი­დან, ამას დიდი პრო­ტეს­ტი მოყ­ვე­ბა. სახ­ლში გა­მო­კე­ტი­ლი მშვილ­დო­სა­ნი, ეს იგი­ვეა, რაც ია­დო­ნი ოქ­როს გა­ლი­ა­ში, რო­მელ­საც გა­ლო­ბა აღარ შე­უძ­ლია. ამას­თან ერ­თად, ეს ქალი სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა­ზეც არ გიჟ­დე­ბა მა­ინ­ცდა­მა­ინც. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აზრი მისი სახ­ლში გა­მო­კეტვის თა­ო­ბა­ზე, ძალ­ზე აბ­სურ­დუ­ლია. მას­თან კონ­სე­სუსს რომ მი­აღ­წი­ოთ, უკე­თე­სი იქ­ნე­ბა არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ა­ნი­ჭოთ. და­მი­ჯე­რეთ, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყდე­ბა და ერ­თგულ, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, ზოგ­ჯერ ცრემ­ლე­ბამ­დე სენ­ტი­მენ­ტა­ლურ მე­უღ­ლეს შე­ი­ძენთ, რო­მე­ლიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმა­ში, რომ ზუს­ტად თქვენ ხართ "ის ერ­თა­დერ­თი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი", რომ­ლის გა­მო­ჩე­ნა­საც იგი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ელო­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

მშვილდოსანი ქალი

მშვილდოსანი ქალი

როგორ ვერ ახერხებთ ზედმეტი ხუთი კილოგრამის ჩამოკლებას, მაშინ, როცა სხვა დაქალები აუცილებლად გაგამხნე

ბენ რეპლიკით "რას ამბობ, რად გინდა დიეტა, შენ ხომ ისედაც კარგად გამოიყურები". მშვილდოსანი ქალი უხეშად გამოგიტანთ ვერდიქტს და ამაყად გამოგიცხადებთ, რომ თქვენი გაბარიტების პატრონს, ხუთი კი არა ათი კილოს დაკლებაც არ აწყენდა. კაცმა რომ თქვას, საწყენი აქ რა არის? განა თავადვე არ იკითხეთ მისი აზრი? ჰოდა, ინებეთ მკაცრი სიმართლე მისი მხრიდან. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ ისიც, რომ გამორჩეული პირდაპირობა და გულწრფელობა, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალების დამახასიათებელი თვისებაა, არცთუ იშვიათად ხდება მათთვის, პირად ცხოვრებაში ბარიერის შექმნის მიზეზი. აბა, რომელ კაცს მოეწონება ქალი, რომელსაც შეუძლია დაუფარავად მიახალოს სიმართლე, რომელიც ამ უკანასკნელმა უიმისოდაც შესანიშნავად იცის?

მშვილდოსანი ქალი, უჩვეულოდ გულმართალი და რომანტიკული არსებაა. შეიძლება ხანდახან ძალიან მამაცი და შეუვალიც კი მოგეჩვენოთ (მას მოსწონს "მაგარი გოგოს" როლის თამაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა სულიერად ძალიან უჭირს). თუმცა, გულის სიღრმეში, იგი ყოველთვის ელის სასწაულს - კაცს, რომელიც მის ცხოვრებაში გამოჩნდება და უსიტყვოდ გაუგებს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა ის ფაქტი, რომ საკუთარი იდეალის ძიებაში, იგი პარტნიორიდან პარტნიორზე ინაცვლებს იმ იმედით, რომ მაინც იქნება, ის "ერთადერთი და განუმეორებელი".

ტიპური წარმომადგენელი - მომღერალი ტეილორ სვიფტი

Astrologia

თუმცა იდეალების ცვლა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქალი ბუნებით მოღალატე ან მატყუარაა. უფრო პირიქით, იგი საოცრად გულწრფელი და მართალია ნებისმიერ ურთიერთობაში და პარტნიორისგანაც დაჟინებით ითხოვს იმავეს. ქალი მშვილდოსნები ცეცხლის სტიქიის დანარჩენ ორ წარმომადგენელთან, ლომთან და ვერძთან ერთად, უზომოდ ენერგიულები, ამაყები და თავმოყვარეები არიან. ისინი ხშირად იკეთებენ კარგ კარიერას პროფესიულ სარბიელზე და ყოველთვის ახერხებენ საკუთარი მონაცემების სწორი მიმართულებით რეალიზებას. ზარმაცი, სხვისი ხელის შემყურე და პასიური მშვილდოსანი უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს. თუმცა მის ხასიათში მძაფრად გამოვლენილი დამოუკიდებლობის სიყვარული, ხშირად ხდება ამ ქალისთვის გადაულახავი ბარიერი პირადი ურთიერთობის ასაწყობად. აქედან გამომდინარე, მამაკაცი, რომელიც მის გვერდით აპირებს ყოფნას, უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ ეს ქალი მის მოთხოვნებს (და არა თხოვნებს!) არასოდეს დაემორჩილება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ არასოდეს აიძულოთ მას სამსახურსა და ოჯახს შორის არჩევანის გაკეთება. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი მხრიდან, ამას დიდი პროტესტი მოყვება. სახლში გამოკეტილი მშვილდოსანი, ეს იგივეა, რაც იადონი ოქროს გალიაში, რომელსაც გალობა აღარ შეუძლია. ამასთან ერთად, ეს ქალი საოჯახო საქმეების კეთებაზეც არ გიჟდება მაინცდამაინც. აქედან გამომდინარე, აზრი მისი სახლში გამოკეტვის თაობაზე, ძალზე აბსურდულია. მასთან კონსესუსს რომ მიაღწიოთ, უკეთესი იქნება არჩევანის თავისუფლება მიანიჭოთ. დამიჯერეთ, ასეთ შემთხვევაში პრობლემური საკითხების უმრავლესობა თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება და ერთგულ, მოსიყვარულე, ზოგჯერ ცრემლებამდე სენტიმენტალურ მეუღლეს შეიძენთ, რომელიც დარწმუნებული იქნება იმაში, რომ ზუსტად თქვენ ხართ "ის ერთადერთი და განუმეორებელი", რომლის გამოჩენასაც იგი მთელი ცხოვრება ელოდა.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?