მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცი ვერძი
მამაკაცი ვერძი

და­სა­წყის­ში­ვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ვერ­ძის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი, რო­გორც წესი უპ­რობ­ლე­მოდ ახერ­ხე­ბენ სუს­ტის სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა შო­რის, "გულ­თამ­პყრო­ბე­ლის" და "მა­ჩოს" სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ისი­ნი ყო­ველ­თვის სა­სურ­ველ ობი­ექტს წარ­მო­ად­გე­ნენ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ფრონტზე ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თვის. ამ ყვე­ლა­ფერს კი იწ­ვევს, არა­მარ­ტო მათი მა­მა­მა­კა­ცუ­რი გა­რეგ­ნო­ბა და მარ­სი­ა­ნუ­ლი შარ­მი, არა­მედ თა­ვი­სე­ბურ ქცე­ვის მა­ნე­რა და უსა­ზღვრო ტემ­პე­რა­მენ­ტიც. თუმ­ცა, აქვე მინ­და გა­ვაფრ­თხი­ლო სუს­ტი სქე­სის ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ვი­საც რბი­ლად რომ ვთქვათ, ვერ­ძი მა­მა­კა­ცის "მო­ჩან­გვლა" აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი: ჩემო ძვირ­ფა­სე­ბო, ნუ მო­გა­ტყუ­ებთ, მისი ერთი შე­ხედ­ვით, მე­გობ­რუ­ლი ხა­სი­ა­თი და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბა, ეს კაცი საკ­მა­ოდ ძნე­ლად­მო­სა­ხელ­თე­ბე­ლი ვინ­მეა სი­ნამ­დვი­ლე­ში. უფრო სწო­რად, ძნე­ლად­მო­სა­ხელ­თე­ბე­ლი იმ­დე­ნად არა, რამ­დე­ნა­დაც ძნე­ლად შე­სა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი, თო­რემ მარ­ტო მო­ხელ­თე­ბას რა აზრი აქვს?

საქ­მე იმა­შია, რომ ვერძს საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბი გა­აჩ­ნია სა­პი­რის­პი­რო სქეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე მისი რჩე­უ­ლი, ზო­გა­დად ქა­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ყვე­ლა სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი უნდა იყოს. ზო­მი­ე­რად ჭკვი­ა­ნი, ნაზი, ქა­ლუ­რი, მომთმე­ნი (ვერძთან ეს თვი­სე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ჭი­როა!), ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნი და მიხ­ვედ­რი­ლი. რო­გორც წესი, ტი­პი­უ­რი ვერ­ძი ერ­თგუ­ლი და მო­ნო­გა­მი­უ­რი ტი­პა­ჟია, თუმ­ცა თქმა არ უნდა, ვერ­ძებს შო­რი­საც გვხდე­ბი­ან ისე­თე­ბიც რო­მელ­თაც ბო­ბო­ქა­რი, ბო­ჰე­მუ­რი ცხოვ­რე­ბა აქვთ და მრა­ვალ­რი­ცხო­ვან საყ­ვა­რელ­თა სი­ა­ში სათ­ვა­ლა­ვი ერე­ვათ. (ამ­გვა­რი რამ მა­შინ ხდე­ბა, თუ ვერ­ძის პი­რად რუ­კა­ში მო­რი­ე­ლის ძლი­ე­რი გავ­ლე­ნაა ან მე­ხუ­თე-მერ­ვე სახ­ლე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა), სხვა შემ­თხვე­ვა­ში მა­მა­კაც ვერძს,საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, იდე­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს და აღ­მერ­თებს მას რო­გორც არა­მი­წი­ერ ქმნი­ლე­ბას მა­ნამ, სა­ნამ ეს უკა­ნას­კნე­ლი რა­ი­მე ისეთს არ ჩა­ი­დენს, რაც ვერ­ძის თვალ­ში იდე­ა­ლის ნგრე­ვას გა­მო­იწ­ვევს. (გა­მო­ე­ცხა­დე­ბა მას თავ­ზე ბი­გუ­დე­ბით, სა­ხე­ზე ნი­ღა­ბწას­მუ­ლი, თავს მო­ა­ბეზ­რებს გა­მუდ­მე­ბუ­ლი ეჭ­ვი­ა­ნო­ბით, ჭკუ­ის სწავ­ლე­ბით და ა.შ). ვერ­ძე­ბის სა­სა­ხე­ლოდ უნდა ით­ქვს, რომ ჭკვი­ა­ნი ქა­ლის­თვის ამ ნიშ­ნის კაც­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი საქ­მეა. ჯერ ერთი იმი­ტომ, რომ მას არ ახა­სი­ა­თებს წყე­ნის გულ­ში ჩა­დე­ბა და მრა­ვალკ­ვი­რი­ა­ნი ბუ­ზღუ­ნი სა­კუ­თა­რი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად, ვერ­ძი რა­საც ფიქ­რობს, ყო­ველ­თვის პირ­და­პირ ამ­ბობს, არც ტყუ­ი­ლე­ბის თქმა ეხერ­ხე­ბა მა­ინც დ ამა­ინც დი­დად, თუ გა­რე­მო­ე­ბა აი­ძუ­ლებს იც­რუ­ოს კი­დეც, ამას უხა­ლი­სოდ გა­ა­კე­თებს და მოკ­ლე დრო­ში, თა­ვად­ვე წა­მო­აყ­რან­ტა­ლებს სი­მარ­თლეს თქვე­ნი თან­დას­წრე­ბით. ხომ ამ­ბო­ბენ, "ტყუ­ილს მოკ­ლე ფე­ხე­ბი აქ­ვსო", ვერ­ძის ტყუ­ილს გან­სა­კუთ­რე­ბით მოკ­ლე აქვს ისი­ნი, ან სუ­ლაც არ აქვს. ვერ­ძი კა­ცე­ბი, რო­გორც წესი, მზრუნ­ვე­ლო­ბით და ერ­თგუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან მათ მი­მართ ვინც ნამ­დვი­ლად უყ­ვართ. ამას და­უ­მა­ტეთ უზო­მოდ დიდი ტემ­პე­რა­მენ­ტი და გა­სა­ო­ცა­რი სე­ქუს­ლუ­რო­ბა და ჩათ­ვა­ლეთ,რომ საკ­მა­ოდ გა­გი­მარ­თლათ, თუკი ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რად ვერძს ირ­ჩევთ, ხოლო ორ­მა­გად გა­გი­მარ­თლათ მა­შინ, თუ მისი სიყ­ვა­რუ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა და შე­ნარ­ჩუბ­ნე­ბა დიდი ხნით შეს­ძე­ლით.

თუმ­ცა.... სა­ნამ ვარ­დის­ფერ ოც­ნე­ბებ­ში გა­და­ეშ­ვე­ბო­დეთ ამ ტექ­სტის წა­კი­თხვის შემ­დეგ, მინ­და ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვის­თვის, რამ­დე­ნი­მე სა­ჭი­რო რჩე­ვა მოგ­ცეთ, რაც ვერძთან თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სას, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­გად­გე­ბათ. პირ­ველ რიგ­ში, ნუ და­გა­ვი­წყდე­ბათ ის, რომ ვერ­ძი ცე­ცხლის ნი­შა­ნია, ცე­ცხლთან თა­მა­ში კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ერ­თობ სა­ხი­ფა­თო საქ­მეა... აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­სე­ბობს რა­მო­დე­ნი­მე მარ­ტი­ვი წესი, რომ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც ვერ­ძებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას აუ­ცი­ლე­ბე­ლია და კარ­გი იქ­ნე­ბა თუკი თქვენ მათ ზედ­მი­წევ­ნით გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ..

ტი­პი­უ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი - მსა­ხი­ო­ბი ჯე­იმს ფრან­კო

Astrologia

პირ­ვე­ლი და უმ­თავ­რე­სი წესი არის ის, რომ ვერძთან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, სი­ნა­ზეს­თან ერ­თად ხა­სი­ა­თის სიმ­ტკი­ცეც არა­ნაკ­ლებ უნდა გა­მო­ამ­ჟღავ­ნოთ. თუ მას­თან, რა­ი­მე სა­კი­თხზე კონ­სე­სუ­სის მიღ­წე­ვა გსურთ, თქვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი პირ­და­პირ, მი­კიბ მო­კიბ­ვის გა­რე­შე გა­ა­ცა­ნით და აუხ­სე­ნით თუ რა­ტომ მი­გაჩ­ნი­ათ, რომ მა­ინ­ცდა­მა­ინც ასე უნდა იყოს და არა ისე რო­გორც მას სურს.. შან­სი იმი­სა, რომ ვერ­ძი მა­შინ­ვე და­გე­მორ­ჩი­ლე­ბათ და თქვენს ჭკუ­ა­ზე ცირ­კის მოთვი­ნი­ე­რე­ბუ­ლი დათ­ვი­ვით გა­ივ­ლის ნაკ­ლე­ბია ,თუმ­ცა თუკი მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში სა­მარ­თლი­ა­ნი, გახ­სნი­ლი და ზო­მი­ე­რი იქ­ნე­ბით, იგი აუ­ცი­ლებ­ლად და­ფიქ­რდე­ბა მოგ­ვა­ი­ნე­ბით თქვენს ნათ­ქვამ­ზე. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ისიც, რომ ვერ­ძის მე­უღ­ლეს მო­ე­თხო­ვე­ბა, პარტნი­ორს არა­მარ­ტო ემო­ცი­ურ-მო­რა­ლუ­რი კუ­თხით, ფი­ზი­კუ­რი და სექ­სუ­ა­ლუ­რი ტემ­პე­რა­მენ­ტი­თაც შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს, რად­გან ვერ­ძე­ბი ცხელ­სის­ხლი­ან­თა კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან და შე­სა­ბა­მი­სად თქვენ ყო­ველ­თვის და ყველ­გან მზად უნდა იყოთ მისი, მყი­სი­ე­რი "მინ­დას" და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ თქვე­ნი ფსი­ქო-სექ­სუ­ა­ლუ­რი ტემ­პე­რა­მენ­ტი ერ­თმა­ნეთ­თან დის­ჰარ­მო­ნი­ა­ში მო­დის და ამას თქვე­ნი მხრი­დან მე­უღ­ლე­ზე მო­ნო­პო­ლი­ის ან ტვი­ნის ბურ­ღვის მცდე­ლო­ბაც ემა­ტე­ბა, ჩათ­ვა­ლეთ რომ ვერ­ძი თქვენ­თან დიდ­ხანს აღარ გა­ჩერ­დე­ბა.

ერთი შე­ხედ­ვით, ჯი­უ­ტი და უკომ­პრო­მი­სო ხა­სი­ა­თის მი­უ­ხე­და­ვად, სი­ნამ­დვი­ლე­ში ვერ­ძებს სა­კუ­თარ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­უძ­ლი­ათ, თუ აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, რომ მათ ეს პარტნი­ორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ნამ­დვი­ლად უღირთ. თუმ­ცა, თუკი თქვენ მის­გან ამ ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბით ან და­ჟი­ნე­ბუ­ლი საქ­ცი­ე­ლით შე­ეც­დე­ბით, და­მი­ჯე­რეთ შე­დე­გი ზუს­ტად სა­პი­რის­პი­რო იქ­ნე­ბა.

ვერ­ძე­ბი რო­გორც წესი სა­უ­კე­თე­სო მა­მე­ბი და ოჯა­ხის მე­თა­უ­რე­ბი არი­ან და უკვე მო­წი­ფულ ასაკ­ში, როცა მათი ცე­ცხლო­ვა­ნი ტემ­პე­რა­მენ­ტი შე­და­რე­ბით მშვიდ დი­ნე­ბა­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს, ისი­ნი პარტნი­ო­რის­თვის სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბი და თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი ხდე­ბი­ან. თუმ­ცა ვერ­ძის პარტნი­ო­რის გა­სა­გო­ნად მინ­და ვთქვა ისიც, რომ პლა­ნე­ტა მარ­სი, რო­მე­ლიც ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნის მმარ­თვე­ლად ით­ვლე­ბა, ვერ­ძებ­ში მუდ­მივ­მოქ­მე­დი ვულ­კა­ნი­ვით აღ­ვი­ვებს მო­უს­ვენ­რო­ბას და ფეთ­ქე­ბადსა­შიშ თვი­სე­ბებს. ამი­ტომ ვერ­ძი, რო­მან­ტი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კუ­თხით, მრა­ვალ­წლი­ა­ნი კავ­ში­რის შემ­დე­გაც კი, რო­გორც წესი არა­სო­დეს "ქრე­ბა", თუმ­ცა შე­საძ­ლოა რა­ღაც პე­რი­ო­დი მისი ცე­ცხლი ოდ­ნავ გა­ნელ­დეს, ისიც პარტნი­ო­რის საქ­ცი­ე­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში,კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ვერ­ძის მე­წყვი­ლე გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს ერთ უდაო ჭეშ­მა­რი­ტე­ბას: ანუ იმას, რომ ცე­ცხლს მუდ­მი­ვად უნდა და­უ­მა­ტოს შეშა, რათა მხურ­ვა­ლე კო­ცო­ნი, მინვლულ ნაკ­ვერ­ჩხლად არ იქ­ცეს და სა­ბო­ლოო ჯამ­ში სუ­ლაც ნა­ცა­რი არ შეგ­ვრჩეს ხელ­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­კი­თხი თქვე­ნი ვერძთან ერ­თობ­ლი­ვი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის სრულ­ყო­ფი­ლე­ბის შე­სა­ხებ, პრაქ­ტი­კუ­ლად თქვენ­სა­ვე პი­რო­მა­ნულ (ლათ. ცე­ცხლის გა­ჩე­ნის სიყ­ვა­რუ­ლი) შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

მამაკაცი ვერძი

მამაკაცი ვერძი

დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამაკაცები, როგორც წესი უპრობლემოდ ახერხებენ სუსტის სქესის წარმომადგენელთა შორის, „გულთამპყრობელის“ და „მაჩოს“ სტატუსის მოპოვებას. აქედან გამომდინარე, ისინი ყოველთვის სასურველ ობიექტს წარმოადგენენ სასიყვარულო ფრონტზე ქალბატონებისთვის. ამ ყველაფერს კი იწვევს, არამარტო მათი მამამაკაცური გარეგნობა და მარსიანული შარმი, არამედ თავისებურ ქცევის მანერა და უსაზღვრო ტემპერამენტიც. თუმცა, აქვე მინდა გავაფრთხილო სუსტი სქესის ის წარმომადგენლები, ვისაც რბილად რომ ვთქვათ, ვერძი მამაკაცის „მოჩანგვლა“ აქვს გადაწყვეტილი: ჩემო ძვირფასებო, ნუ მოგატყუებთ, მისი ერთი შეხედვით, მეგობრული ხასიათი და კომუნიკაბელურობა, ეს კაცი საკმაოდ ძნელადმოსახელთებელი ვინმეა სინამდვილეში. უფრო სწორად, ძნელადმოსახელთებელი იმდენად არა, რამდენადაც ძნელად შესანარჩუნებელი, თორემ მარტო მოხელთებას რა აზრი აქვს?

საქმე იმაშია, რომ ვერძს საკმაოდ მაღალი სტანდარტები გააჩნია საპირისპირო სქესთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე მისი რჩეული, ზოგადად ქალისთვის დამახასიათებელი ყველა საუკეთესო თვისების მატარებელი უნდა იყოს. ზომიერად ჭკვიანი, ნაზი, ქალური, მომთმენი (ვერძთან ეს თვისება განსაკუთრებულად საჭიროა!), ტემპერამენტიანი და მიხვედრილი. როგორც წესი, ტიპიური ვერძი ერთგული და მონოგამიური ტიპაჟია, თუმცა თქმა არ უნდა, ვერძებს შორისაც გვხდებიან ისეთებიც რომელთაც ბობოქარი, ბოჰემური ცხოვრება აქვთ და მრავალრიცხოვან საყვარელთა სიაში სათვალავი ერევათ. (ამგვარი რამ მაშინ ხდება, თუ ვერძის პირად რუკაში მორიელის ძლიერი გავლენაა ან მეხუთე-მერვე სახლების ინტენსივობა შეინიშნება), სხვა შემთხვევაში მამაკაც ვერძს,საყვარელი ადამიანის მიმართ განსაკუთრებული, იდეალიზირებული დამოკიდებულება აქვს და აღმერთებს მას როგორც არამიწიერ ქმნილებას მანამ, სანამ ეს უკანასკნელი რაიმე ისეთს არ ჩაიდენს, რაც ვერძის თვალში იდეალის ნგრევას გამოიწვევს. (გამოეცხადება მას თავზე ბიგუდებით, სახეზე ნიღაბწასმული, თავს მოაბეზრებს გამუდმებული ეჭვიანობით, ჭკუის სწავლებით და ა.შ). ვერძების სასახელოდ უნდა ითქვს, რომ ჭკვიანი ქალისთვის ამ ნიშნის კაცთან თანაცხოვრება საკმაოდ მარტივი საქმეა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ მას არ ახასიათებს წყენის გულში ჩადება და მრავალკვირიანი ბუზღუნი საკუთარი უკმაყოფილების გამოსახატავად, ვერძი რასაც ფიქრობს, ყოველთვის პირდაპირ ამბობს, არც ტყუილების თქმა ეხერხება მაინც დ ამაინც დიდად, თუ გარემოება აიძულებს იცრუოს კიდეც, ამას უხალისოდ გააკეთებს და მოკლე დროში, თავადვე წამოაყრანტალებს სიმართლეს თქვენი თანდასწრებით. ხომ ამბობენ, „ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო“, ვერძის ტყუილს განსაკუთრებით მოკლე აქვს ისინი, ან სულაც არ აქვს. ვერძი კაცები, როგორც წესი, მზრუნველობით და ერთგულებით გამოირჩევიან მათ მიმართ ვინც ნამდვილად უყვართ. ამას დაუმატეთ უზომოდ დიდი ტემპერამენტი და გასაოცარი სექუსლურობა და ჩათვალეთ,რომ საკმაოდ გაგიმართლათ, თუკი ცხოვრების მეგზურად ვერძს ირჩევთ, ხოლო ორმაგად გაგიმართლათ მაშინ, თუ მისი სიყვარულის დამსახურება და შენარჩუბნება დიდი ხნით შესძელით.

თუმცა.... სანამ ვარდისფერ ოცნებებში გადაეშვებოდეთ ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ, მინდა ყოველი შემთხვევისთვის, რამდენიმე საჭირო რჩევა მოგცეთ, რაც ვერძთან თანაცხოვრებისას, აუცილებლად გამოგადგებათ. პირველ რიგში, ნუ დაგავიწყდებათ ის, რომ ვერძი ცეცხლის ნიშანია, ცეცხლთან თამაში კი მოგეხსენებათ, ერთობ სახიფათო საქმეა... აქედან გამომდინარე, არსებობს რამოდენიმე მარტივი წესი, რომლის გათვალისწინებაც ვერძებთან ურთიერთობისას აუცილებელია და კარგი იქნება თუკი თქვენ მათ ზედმიწევნით გაითვალისწინებთ..

ტიპიური წარმომადგენელი - მსახიობი ჯეიმს ფრანკო

Astrologia

პირველი და უმთავრესი წესი არის ის, რომ ვერძთან ურთიერთობისას, სინაზესთან ერთად ხასიათის სიმტკიცეც არანაკლებ უნდა გამოამჟღავნოთ. თუ მასთან, რაიმე საკითხზე კონსესუსის მიღწევა გსურთ, თქვენი მოთხოვნები პირდაპირ, მიკიბ მოკიბვის გარეშე გააცანით და აუხსენით თუ რატომ მიგაჩნიათ, რომ მაინცდამაინც ასე უნდა იყოს და არა ისე როგორც მას სურს.. შანსი იმისა, რომ ვერძი მაშინვე დაგემორჩილებათ და თქვენს ჭკუაზე ცირკის მოთვინიერებული დათვივით გაივლის ნაკლებია ,თუმცა თუკი მასთან მიმართებაში სამართლიანი, გახსნილი და ზომიერი იქნებით, იგი აუცილებლად დაფიქრდება მოგვაინებით თქვენს ნათქვამზე. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ვერძის მეუღლეს მოეთხოვება, პარტნიორს არამარტო ემოციურ-მორალური კუთხით, ფიზიკური და სექსუალური ტემპერამენტითაც შეესაბამებოდეს, რადგან ვერძები ცხელსისხლიანთა კატეგორიას განეკუთვნებიან და შესაბამისად თქვენ ყოველთვის და ყველგან მზად უნდა იყოთ მისი, მყისიერი „მინდას“ დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ფსიქო-სექსუალური ტემპერამენტი ერთმანეთთან დისჰარმონიაში მოდის და ამას თქვენი მხრიდან მეუღლეზე მონოპოლიის ან ტვინის ბურღვის მცდელობაც ემატება, ჩათვალეთ რომ ვერძი თქვენთან დიდხანს აღარ გაჩერდება.

ერთი შეხედვით, ჯიუტი და უკომპრომისო ხასიათის მიუხედავად, სინამდვილეში ვერძებს საკუთარ ნაკლოვანებებზე მუშაობა შესანიშნავად შეუძლიათ, თუ აცნობიერებენ, რომ მათ ეს პარტნიორთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად ნამდვილად უღირთ. თუმცა, თუკი თქვენ მისგან ამ ცვლილებების განხორციელებას ძალისმიერი მეთოდებით ან დაჟინებული საქციელით შეეცდებით, დამიჯერეთ შედეგი ზუსტად საპირისპირო იქნება.

ვერძები როგორც წესი საუკეთესო მამები და ოჯახის მეთაურები არიან და უკვე მოწიფულ ასაკში, როცა მათი ცეცხლოვანი ტემპერამენტი შედარებით მშვიდ დინებაში გადაინაცვლებს, ისინი პარტნიორისთვის საუკეთესო მეგობრები და თანამოაზრეები ხდებიან. თუმცა ვერძის პარტნიორის გასაგონად მინდა ვთქვა ისიც, რომ პლანეტა მარსი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველად ითვლება, ვერძებში მუდმივმოქმედი ვულკანივით აღვივებს მოუსვენრობას და ფეთქებადსაშიშ თვისებებს. ამიტომ ვერძი, რომანტიული ურთიერთობების კუთხით, მრავალწლიანი კავშირის შემდეგაც კი, როგორც წესი არასოდეს „ქრება“, თუმცა შესაძლოა რაღაც პერიოდი მისი ცეცხლი ოდნავ განელდეს, ისიც პარტნიორის საქციელიდან გამომდინარე, თუმცა ამ შემთხვევაში,კარგი იქნება თუ ვერძის მეწყვილე გაითვალისწინებს ერთ უდაო ჭეშმარიტებას: ანუ იმას, რომ ცეცხლს მუდმივად უნდა დაუმატოს შეშა, რათა მხურვალე კოცონი, მინვლულ ნაკვერჩხლად არ იქცეს და საბოლოო ჯამში სულაც ნაცარი არ შეგვრჩეს ხელში. აქედან გამომდინარე, საკითხი თქვენი ვერძთან ერთობლივი თანაცხოვრების სრულყოფილების შესახებ, პრაქტიკულად თქვენსავე პირომანულ (ლათ. ცეცხლის გაჩენის სიყვარული) შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.