პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცი ლომი
მამაკაცი ლომი

ერთი შე­ხედ­ვით მშვი­დი, იმ­პე­რა­ტო­რუ­ლი გა­მო­ხედ­ვის მიღ­მა, რო­მე­ლიც ყვე­ლა ლომს ახა­სი­ა­თებს გა­ნუ­ჩევ­ლად ასა­კი­სა და თა­ნამ­დე­ბო­ბი­სა, ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია ის,რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ამ ადა­მი­ანს უზო­მოდ თბი­ლი და მგრძნო­ბი­ა­რე გული აქვს. ეს სი­ცო­ცხლის მოყ­ვა­რუ­ლი, მუდ­მი­ვად მომ­ღი­მა­რი და კონ­ტაქ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, ყო­ველ­თვის ახერ­ხე­ბენ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნას. ამი­ტომ, თუ თქვენ ბუ­ნე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, უბ­რა­ლო გო­გო­ნა ხართ, რო­მელ­საც სახ­ლში ჯდო­მა და ბლი­ნე­ბის ცხო­ბა ურ­ჩევ­ნია, ელი­ტა­რულ სა­ღა­მო­ებ­ზე სი­ა­რულს და მა­ღალ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გარ­თო­ბას, ლომი ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რად ნაკ­ლე­ბად გა­მო­გად­გე­ბათ. თუმ­ცა იმ შემ­თხვე­ვა­შიც თუ თქვენ საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობთ, გარ­კვე­უ­ლი ბა­ლან­სის დაც­ვა, მა­ინც მო­გი­წევთ ლომ მა­მა­კაც­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ამათ­გან უმ­თავ­რე­სი პრინ­ცი­პი კი იმა­ში მდგო­მა­რე­ო­ბას, რომ არა­სო­დეს უნდა სა­ცა­დოთ მისი დაჩ­რდილ­ვა თქვე­ნი ერუ­დი­ცი­ით, გა­რეგ­ნო­ბით ან მიღ­წე­ვე­ბით.. ლო­მე­ბი ვერ იტა­ნენ, როცა ვინ­მე (თან თუ ეს ვინ­მე მისი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რია) სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მის გა­და­ფარ­ვას ცდი­ლობს. ასე, რომ სა­პა­ტიო მე­ო­რე ვი­ო­ლი­ნოს როლი მო­ირ­გეთ და სა­კუ­თარ წარ­მა­ტე­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი, სა­და­ქა­ლო წრე­ში ყა­ვის სმი­სას სა­ა­ჭო­რაო თე­მად შე­მო­ი­ნა­ხეთ. სა­მა­გი­ე­როდ, ისეთ თვი­სე­ბებს, რო­გო­რი­ცაა ჯენტლმე­ნო­ბა, რა­ინ­დუ­ლი სული და დიდსუ­ლოვ­ნე­ბა ლომ მა­მა­კაც­ში საკ­მა­რის­ზე მეტი დო­ზით აღ­მო­ა­ჩენთ. ამ ადა­მი­ანს ძალა შეს­წევს, იზ­რუ­ნოს და მაქ­სი­მა­ლუ­რი კომ­ფორ­ტი შე­უქ­მნას მას, ვინც მის­თვის ნამ­დვი­ლად ძვირ­ფა­სია. თუკი ქალს, რო­მე­ლიც მისი სიყ­ვა­რუ­ლის ღირ­სი გახ­და, აქვს უნა­რი სა­კუ­თა­რი მო­თხოვ­ნე­ბი, თხოვ­ნის და არა მო­თხოვ­ნის ფორ­მით გად­მოს­ცეს ლომ­თან, ცხო­ველ­თა მეფე მას უმ­ცი­რე­სი სურ­ვი­ლის შეს­რუ­ლე­ბა­ზეც კი არ ეტყვის უარს. ხოლო, ნე­ბის­მი­ე­რი მცდე­ლო­ბა, რა­მაც შე­საძ­ლოა მის მე­ფურ ავ­ტო­რი­ტეტს საფრ­თხე შე­უქ­მნას, ლო­მის მხრი­დან სი­ცი­ვის და გულ­გრი­ლო­ბის გა­რან­ტია შე­იძ­ლე­ბა­გახ­დეს. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ლომი, რო­გორც წესი უზი­მოდ გუ­ლუხ­ვი და გა­ლან­ტუ­რია, რჩე­უ­ლის მი­მართ, ამი­ტომ იგი ფო­რას მის­ცემს თქვენს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს და ყვე­ლა მათ­განს მალე ჩა­მო­გა­შო­რებთ. თუმ­ცა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ის ფაქ­ტიც რომ ლომი უზო­მოდ ეჭ­ვი­ა­ნი და მე­სა­კუთ­რე ადა­მი­ა­ნია. ამი­ტომ ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ იგი მოგ­თხოვთ საქ­მის კურ­სში ჩა­ა­ყე­ნოთ, სად ხართ, ვის­თან ერ­თად, რა საქ­მე­ზე და ზუს­ტად რო­მელ სა­ათ­ზე დაბ­რუნ­დე­ბით სახ­ლში.

ტი­პი­უ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი - მსა­ხი­ო­ბი ბენ აფ­ლე­კი

Astrologia

მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, იცო­დეს თქვე­ნი თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, იგი ჯერ ბუ­ზღუნს და­ი­წყებს, შემ­დეგ კი მისი ეს ბუ­ზღუ­ნი გა­ცი­ლე­ბით უფრო მა­ღალ ნო­ტებ­ში გა­და­ვა და სა­ბო­ლო­ოდ დარ­წმუნ­დე­ბით ლო­მის ხმის ტემ­ბრის და­მა­ჯე­რებ­ლო­ბა­ში. ქალი, რო­მელ­საც უნდა რომ ლო­მის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის სიყ­ვა­რუ­ლი და­იმ­სა­ხუ­როს, ზო­მი­ე­რად აქ­ტი­უ­რი, გულ­კე­თი­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე და თბი­ლი უნდა იყოს. ლომს მოს­წონს ეფექ­ტუ­რი მან­დი­ლოს­ნე­ბი, რო­მელ­თაც­სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში­თა­ვის­და­ჭე­რა­და­მა­ნე­რე­ბი­ა­რეშ­ლე­ბათ, თუმ­ცა თუ თქვენ ამას­თან ერ­თად გა­და­მე­ტე­ბუ­ლად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხა­სი­ა­თით და სი­ჯი­უ­ტი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვით, მე­ეჭ­ვე­ბა ლო­მის გვერ­დით დიდ­ხანს გაძ­ლოთ. რო­გორც მე­უღ­ლე, ლომი ქმა­რი დიდსუ­ლო­ვა­ნი და მზურნ­ვე­ლია. მას უყ­ვარს ოჯა­ხუ­რი სა­ღა­მო­ე­ბი და სი­ა­მოვ­ნე­ბით და­გეხ­მა­რე­ბათ ხოლ­მე მსგავ­სი სტი­ლის შეკ­რე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში. ბავ­შვე­ბის მი­მართ, ლო­მებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ (შემ­თხვე­ვი­თი რო­დია რომ ლომი მარ­თავს ჰო­როს­კო­პის მე­ხუ­თე სახ­ლს, რო­მე­ლიც შვი­ლი­ე­რე­ბის და მემ­კვიდ­რე­ე­ბის სა­კი­თხზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი) აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მამა ლომი ბავ­შვთან უშუ­ა­ლო მე­გობ­რულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ძალ­ზე ად­ვი­ლად ამ­ყა­რებს და ოჯა­ხის დან­გრე­ვის შემ­თხვე­ვა­შიც კი, იგი თა­ვი­სი შვი­ლე­ბის­თვის მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე ეტა­ლო­ნად რჩე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ერ­თგუ­ლე­ბის სა­კითხს, ლო­მე­ბი იმ მცი­რე­რი­ცხო­ვან ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა შო­რის გა­დი­ან, ვი­საც ხშირ შემ­თხვე­ვა­ში გა­მოკ­ვე­თი­ლი მო­ნო­გა­მი­უ­რო­ბა ახა­ი­ა­თებს. ამი­ტომ ლო­მის მე­უღ­ლეს ამ მხრივ სა­ნერ­ვი­უ­ლო არა­ფე­რი აქვს, მა­ნამ სა­ნამ ლომს მის მი­მართ გრძნო­ბე­ბი გა­აჩ­ნია. ხოლო სა­დამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა ეს ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი იდი­ლია, მთლი­ა­ნად ლო­მის პარტნი­ორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუკი თქვენ შეს­ძლებთ, მე­უღ­ლეს მაქ­სი­მა­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლით, პა­ტი­ვის­ცე­მით და მო­წი­წე­ბით მო­ე­პყროთ, მერ­წმუ­ნეთ ბუ­ნე­ბით ზარ­მა­ცი ლომი, სხვაზ ეა­რა­სო­დეს გაგცვლით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

მამაკაცი ლომი

მამაკაცი ლომი

ერთი შეხედვით მშვიდი, იმპერატორული გამოხედვის მიღმა, რომელიც ყველა ლომს ახასიათებს განუჩევლად ასაკისა და თანამდებობისა, ძნელი წარმოსადგენია ის,რომ სინამდვილეში ამ ადამიანს უზომოდ თბილი და მგრძნობიარე გული აქვს. ეს სიცოცხლის მოყვარული, მუდმივად მომღიმარი და კონტაქტური ადამიანები, ყოველთვის ახერხებენ ყურადღების ცენტრში ყოფნას. ამიტომ, თუ თქვენ ბუნებით მოკრძალებული, უბრალო გოგონა ხართ, რომელსაც სახლში ჯდომა და ბლინების ცხობა ურჩევნია, ელიტარულ საღამოებზე სიარულს და მაღალ საზოგადოებაში გართობას, ლომი ცხოვრების მეგზურად ნაკლებად გამოგადგებათ. თუმცა იმ შემთხვევაშიც თუ თქვენ საკმაოდ აქტიური სოციალური ცხოვრებით ცხოვრობთ, გარკვეული ბალანსის დაცვა, მაინც მოგიწევთ ლომ მამაკაცთან ურთიერთობაში. ამათგან უმთავრესი პრინციპი კი იმაში მდგომარეობას, რომ არასოდეს უნდა საცადოთ მისი დაჩრდილვა თქვენი ერუდიციით, გარეგნობით ან მიღწევებით.. ლომები ვერ იტანენ, როცა ვინმე (თან თუ ეს ვინმე მისი მეორე ნახევარია) საზოგადოებაში, მის გადაფარვას ცდილობს. ასე, რომ საპატიო მეორე ვიოლინოს როლი მოირგეთ და საკუთარ წარმატებებზე საუბარი, სადაქალო წრეში ყავის სმისას სააჭორაო თემად შემოინახეთ. სამაგიეროდ, ისეთ თვისებებს, როგორიცაა ჯენტლმენობა, რაინდული სული და დიდსულოვნება ლომ მამაკაცში საკმარისზე მეტი დოზით აღმოაჩენთ. ამ ადამიანს ძალა შესწევს, იზრუნოს და მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას მას, ვინც მისთვის ნამდვილად ძვირფასია. თუკი ქალს, რომელიც მისი სიყვარულის ღირსი გახდა, აქვს უნარი საკუთარი მოთხოვნები, თხოვნის და არა მოთხოვნის ფორმით გადმოსცეს ლომთან, ცხოველთა მეფე მას უმცირესი სურვილის შესრულებაზეც კი არ ეტყვის უარს. ხოლო, ნებისმიერი მცდელობა, რამაც შესაძლოა მის მეფურ ავტორიტეტს საფრთხე შეუქმნას, ლომის მხრიდან სიცივის და გულგრილობის გარანტია შეიძლებაგახდეს. შეყვარებული ლომი, როგორც წესი უზიმოდ გულუხვი და გალანტურია, რჩეულის მიმართ, ამიტომ იგი ფორას მისცემს თქვენს თაყვანისმცემლებს და ყველა მათგანს მალე ჩამოგაშორებთ. თუმცა გაითვალისწინეთ, ის ფაქტიც რომ ლომი უზომოდ ეჭვიანი და მესაკუთრე ადამიანია. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ იგი მოგთხოვთ საქმის კურსში ჩააყენოთ, სად ხართ, ვისთან ერთად, რა საქმეზე და ზუსტად რომელ საათზე დაბრუნდებით სახლში.

ტიპიური წარმომადგენელი - მსახიობი ბენ აფლეკი

Astrologia

მისთვის მნიშვნელოვანია, იცოდეს თქვენი თითოეული ნაბიჯი. სხვა შემთხვევაში, იგი ჯერ ბუზღუნს დაიწყებს, შემდეგ კი მისი ეს ბუზღუნი გაცილებით უფრო მაღალ ნოტებში გადავა და საბოლოოდ დარწმუნდებით ლომის ხმის ტემბრის დამაჯერებლობაში. ქალი, რომელსაც უნდა რომ ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამაკაცის სიყვარული დაიმსახუროს, ზომიერად აქტიური, გულკეთილი, მოსიყვარულე და თბილი უნდა იყოს. ლომს მოსწონს ეფექტური მანდილოსნები, რომელთაცსაზოგადოებაშითავისდაჭერადამანერებიარეშლებათ, თუმცა თუ თქვენ ამასთან ერთად გადამეტებულად დამოუკიდებელი ხასიათით და სიჯიუტითაც გამოირჩევით, მეეჭვება ლომის გვერდით დიდხანს გაძლოთ. როგორც მეუღლე, ლომი ქმარი დიდსულოვანი და მზურნველია. მას უყვარს ოჯახური საღამოები და სიამოვნებით დაგეხმარებათ ხოლმე მსგავსი სტილის შეკრებების ორგანიზებაში. ბავშვების მიმართ, ლომებს განსაკუთრებული, თბილი დამოკიდებულება აქვთ (შემთხვევითი როდია რომ ლომი მართავს ჰოროსკოპის მეხუთე სახლს, რომელიც შვილიერების და მემკვიდრეების საკითხზეა პასუხისმგებელი) აქედან გამომდინარე, მამა ლომი ბავშვთან უშუალო მეგობრულ დამოკიდებულებას ძალზე ადვილად ამყარებს და ოჯახის დანგრევის შემთხვევაშიც კი, იგი თავისი შვილებისთვის მთელი სიცოცხლის მანძილზე ეტალონად რჩება. რაც შეეხება ერთგულების საკითხს, ლომები იმ მცირერიცხოვან ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელთა შორის გადიან, ვისაც ხშირ შემთხვევაში გამოკვეთილი მონოგამიურობა ახაიათებს. ამიტომ ლომის მეუღლეს ამ მხრივ სანერვიულო არაფერი აქვს, მანამ სანამ ლომს მის მიმართ გრძნობები გააჩნია. ხოლო სადამდე გაგრძელდება ეს ზემოთხსენებული იდილია, მთლიანად ლომის პარტნიორზეა დამოკიდებული. თუკი თქვენ შესძლებთ, მეუღლეს მაქსიმალური სიყვარულით, პატივისცემით და მოწიწებით მოეპყროთ, მერწმუნეთ ბუნებით ზარმაცი ლომი, სხვაზ ეარასოდეს გაგცვლით.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?