პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი ტყუპი & მამაკაცი სასწორი
ქალი ტყუპი & მამაკაცი სასწორი

(ჰა­ე­რის სტი­ქი­ის) წარ­მო­მად­გე­ნე­ლია და სა­ხა­სი­ა­თო შტრი­ხე­ბი საკ­მა­ოდ იდენ­ტუ­რი გა­აჩ­ნი­ათ, ნამ­დვი­ლად იძ­ლე­ვა იმის ვა­რა­უ­დის სა­ბაბს, რომ მათ შო­რის ჰარ­მო­ნი­უ­ლი და მყა­რი ქორ­წი­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა შედ­გეს. თუმ­ცა, ზუს­ტად ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი იდენ­ტუ­რო­ბა ხში­რად დიდი და­ვი­და­რა­ბი­სა და პრობ­ლე­მე­ბის მი­ზე­ზიც გახ­დეს იქ­ნებ ამ წყვილს შო­რის. ტყუ­პი და მერ­წყუ­ლი ერ­თმა­ნეთს შე­სა­ნიშ­ნა­ვად "გრძნო­ბენ", ისიც შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცი­ან რამ­დე­ნად ცვა­ლე­ბა­დია მათი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო და ემო­ცი­უ­რი ფონი. თუმ­ცა თუკი რო­მე­ლი­მე მათ­განს მთვა­რე ან ას­ცენ­დენ­ტის ნი­შა­ნი წყლის ან მი­წის ნიშ­ნებ­ში აქვს გან­ლა­გე­ბუ­ლი, შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ წყვილს შო­რის ხან­გრძლი­ვი და სტა­ბი­ლუ­რი კავ­ში­რიც დამ­ყარ­დეს. თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად ტყუ­პი-სას­წო­რის დუ­ეტს, ძალ­ზე დიდი შან­სე­ბი გა­აჩ­ნია ბედ­ნი­ე­რი ქორ­წი­ნე­ბის­თვის.

რო­გორც ტყუ­პი ისე სას­წო­რი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბი­სა და ერუ­დი­ცი­ის­კენ მიდ­რე­კი­ლი ნი­შა­ნია. ამი­ტომ მათ შო­რის ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა თუ ჩა­ის­თან გან­სა­ხილ­ვე­ლი არა, სა­კა­მა­თო თემა მა­ინც. ქალი ტყუ­პი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიდ­რე­კი­ლე­ბით წეს­რი­გი­სა და გეგ­მი­უ­რო­ბი­სად­მი არ გა­მო­ირ­ჩე­ვა, მაგ­რამ ქმა­რი სას­წო­რის­თვის მი­სა­ღებ ჰარ­მო­ნი­ულ და ეს­თე­ტი­კურ ატ­მოს­ფე­როს წა­მის მე­ა­სედ­ში შექ­მნის ხოლ­მე სახ­ლში - გა­იხ­სე­ნეთ, ტყუ­პი ხომ მერ­კუ­რის შვი­ლია ხე­ლე­ბი­დან ცე­ცხლი გას­დის და ყვე­ლა იმ სა­ო­ჯა­ხო საქ­მეს, რა­საც ქა­ლე­ბი ზოგ­ჯერ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­საც ან­დო­მე­ბენ ხოლ­მე, ტყუ­პი ცოლი სულ რა­ღაც სა­ათ­ნა­ხე­ვარ­ში პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში მო­ი­თა­ვებს ღი­ღინ-ღი­ღი­ნით. ისე რომ სა­ღა­მოს, შინ დაბ­რუ­ნე­ბულ მის "ვე­ნე­რი­ულ" ქმარს ოჯა­ხურ სიმ­ყუდ­რო­ვეს­თან ერ­თად რო­მან­ტი­კუ­ლი ვახ­შა­მიც არ მო­აკ­ლდეს. ამ წყვი­ლის სახ­ლში ვერ ნა­ხავთ ზედ­მეტ ავეჯს, სა­მა­გი­ე­როდ, აუ­ცი­ლებ­ლად იპოვ­ნით რბილ პუ­ფებს და სა­ქა­ნე­ლა სა­ვარ­ძლებს, სა­ი­მი­სოდ, რომ ნე­ბის­მი­ერ­მა სტუ­მარ­მა ოჯა­ხის მას­პინ­ძლე­ბის დიდი ბიბ­ლი­ო­თე­კა აით­ვი­სოს სურ­ვი­ლი­სა­მებრ . მე­გობ­რე­ბის­თვის კი ჰა­ე­რო­ვა­ნი დუ­ე­ტის სახ­ლის კარი მერ­წმუ­ნეთ ყო­ველ­თვის ღია იქ­ნე­ბა.

თუკი პე­რი­ო­დუ­ლად მა­ინც და­ი­სად­გუ­რებს გარ­კვე­უ­ლი კონ­ფლიქ­ტი ამ ორს შო­რის, თით­ქმის ყო­ველ­თვის ჩხუ­ბის წა­მომ­წყე­ბი ტყუ­პი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა მისი დას­რუ­ლე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვა აუ­ცი­ლებ­ლად ეკუთ­ვნის სას­წორს - რო­გორც ჭეშ­მა­რიტ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბას. ქალი ტყუ­პი ხომ მი­უ­ხე­და­ვად სა­კუ­თა­რი ქა­ლუ­რი იმი­ჯი­სა, გა­ცხა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ენას რო­გორც ბასრ ხან­ჯალს ისე იყე­ნებს. თუმ­ცა მას შემ­დეგ რაც იგი მრა­ვალ­სა­ა­თი­ა­ნი ამაო მო­ნო­ლო­გის მერე, ქმრის ან­გე­ლო­ზუ­რად მშვიდ და მომ­ღი­მა­რე სა­ხეს და­ი­ნა­ხავს, სხვა არა­ფე­რი დარ­ჩე­ბა გარ­და კა­პი­ტუ­ლა­ცი­ი­სა. მით უმე­ტეს, რომ ტყუპს რო­გორც ტი­პურ "სწრა­ფად გა­ნი­ა­ვე­ბად" ჰა­ე­რის ნი­შანს ბრა­ზი საკ­მა­ოდ მალე გა­დას­დის და სა­ერ­თო­დაც ავი­წყდე­ბა კი­დეც თუ რა­ტომ და რაზე გაბ­რაზ­და.

მან შე­საძ­ლოა ერთ დღეს დი­ზა­ი­ნე­რო­ბა მო­ინ­დო­მოს, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ მკვდა­რი ზღვის ხელ­ნა­წე­რე­ბის კვლე­ვით და­ინ­ტე­რეს­დეს. რო­მელ­საც სა­ბო­ლო­ოდ კვი­რის ბო­ლოს კუ­ლი­ნა­რი­ის კურ­სებ­ზე სი­ა­რუ­ლით ჩა­ა­ნაც­ვლებს... ჰოდა, მხო­ლოდ ქმა­რი სას­წო­რი მო­ა­ხერ­ხებს მის ამ აბურ­დულ-და­ბურ­დულ გა­ტა­ცე­ბებს გა­უ­გოს და გა­ი­ზი­ა­როს აღ­ტა­ცე­ბა, რომ­ლი­თაც იგი სა­ღა­მოს პირ­ვე­ლად მომ­ზა­დე­ბუ­ლი ფრან­გუ­ლი სუ­პით ია­მა­ყებს. მა­მა­კა­ცი სას­წო­რი არც კუ­როა და არც ვერ­ძი, რომ ცოლი ტყუ­პის თავ­ქა­რი­ა­ნო­ბით გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­მა ან სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე წვდო­მა შე­უ­წყვი­ტოს ამ უკა­ნას­კნელს, ან უბ­რა­ლოდ და მარ­ტი­ვად გა­რეთ გას­ვას იგი მისი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბით თავ­მო­ბეზ­რე­ბულ­მა. სას­წო­რი საკ­მა­ოდ ლო­გი­კუ­რად აზ­როვ­ნებს, შე­სა­ბა­მი­სად, მშვე­ნივ­რად ეხერ­ხე­ბა ჰა­ე­რო­ვა­ნი მე­ო­რე ნა­ხევ­რის კონ­ტრო­ლი და არა­სო­დეს მის­ცემს მას იმის უფ­ლე­ბას, რომ სი­სუ­ლე­ლე­ე­ბის კე­თე­ბა­ში ზღვარს ბო­ლომ­დე გა­და­ა­ბი­ჯოს. სას­წო­რის უნი­კა­ლუ­რი თვი­სე­ბა, მარ­ტი­ვად გა­არ­კვი­ოს ცოლი სი­ტუ­ა­ცი­ის არსში და ყვე­ლაფ­რის­თვის თა­ვი­სი სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვა ას­წავ­ლოს ქალ ტყუპს აღ­ტა­ცე­ბის სა­ბაბს აძ­ლევს. მას ხომ ასე სჭირ­დე­ბა პე­რი­ო­დუ­ლად სა­კუ­თა­რი აზ­რე­ბის და­ლა­გე­ბა.

კი­დევ ერთი და უმ­თავ­რე­სი შე­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ჯაჭ­ვი ამ ორის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კარ­გი სექ­სუ­ა­ლუ­რი თავ­სე­ბა­დო­ბაა. ჰა­ე­რის ნიშ­ნე­ბი ინ­ტი­მის სა­კი­თხში ფან­ტა­ზი­ის უნარს და სხვა­დას­ხვა ტი­პის ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მცდე­ლო­ბას ნამ­დვი­ლად არ უჩი­ვი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, ამ წყვი­ლის ინ­ტი­მუ­რი ცხოვ­რე­ბა არა­სო­დეს იქ­ნე­ბა ერ­თფე­რო­ვა­ნი. მარ­თა­ლია მათი ვნე­ბა არ იქ­ნე­ბა ისე­თი მწვე­ლი, გი­ჟუ­რი და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი რო­გო­რიც მა­გა­ლი­თად მო­რი­ე­ლის და ლო­მის, ან მშვილ­დო­სა­ნის და ვერ­ძის მაგ­რამ ორი ჰა­ე­რის ნი­შა­ნი წლე­ბის მან­ძილ­ზე შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას და სექ­სუ­ა­ლურ ინ­ტე­რესს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ, ზუს­ტად ამ ჰა­ე­როვ­ნე­ბის გამო. რაც და­მე­თან­ხმე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია, ჰარ­მო­ნი­უ­ლი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ქალი ტყუპი & მამაკაცი სასწორი

ქალი ტყუპი & მამაკაცი სასწორი

(ჰაერის სტიქიის) წარმომადგენელია და სახასიათო შტრიხები საკმაოდ იდენტური გააჩნიათ, ნამდვილად იძლევა იმის ვარაუდის საბაბს, რომ მათ შორის ჰარმონიული და მყარი ქორწინება შეიძლება შედგეს. თუმცა, ზუსტად ზემოხსენებული იდენტურობა ხშირად დიდი დავიდარაბისა და პრობლემების მიზეზიც გახდეს იქნებ ამ წყვილს შორის. ტყუპი და მერწყული ერთმანეთს შესანიშნავად "გრძნობენ", ისიც შესანიშნავად იციან რამდენად ცვალებადია მათი შინაგანი სამყარო და ემოციური ფონი. თუმცა თუკი რომელიმე მათგანს მთვარე ან ასცენდენტის ნიშანი წყლის ან მიწის ნიშნებში აქვს განლაგებული, შესაძლებელია ამ წყვილს შორის ხანგრძლივი და სტაბილური კავშირიც დამყარდეს. თუმცა რეალურად ტყუპი-სასწორის დუეტს, ძალზე დიდი შანსები გააჩნია ბედნიერი ქორწინებისთვის.

როგორც ტყუპი ისე სასწორი ინტელექტუალური აქტივობისა და ერუდიციისკენ მიდრეკილი ნიშანია. ამიტომ მათ შორის ყოველთვის იქნება თუ ჩაისთან განსახილველი არა, საკამათო თემა მაინც. ქალი ტყუპი განსაკუთრებული მიდრეკილებით წესრიგისა და გეგმიურობისადმი არ გამოირჩევა, მაგრამ ქმარი სასწორისთვის მისაღებ ჰარმონიულ და ესთეტიკურ ატმოსფეროს წამის მეასედში შექმნის ხოლმე სახლში - გაიხსენეთ, ტყუპი ხომ მერკურის შვილია ხელებიდან ცეცხლი გასდის და ყველა იმ საოჯახო საქმეს, რასაც ქალები ზოგჯერ რამდენიმე საათსაც ანდომებენ ხოლმე, ტყუპი ცოლი სულ რაღაც საათნახევარში პარალელურ რეჟიმში მოითავებს ღიღინ-ღიღინით. ისე რომ საღამოს, შინ დაბრუნებულ მის "ვენერიულ" ქმარს ოჯახურ სიმყუდროვესთან ერთად რომანტიკული ვახშამიც არ მოაკლდეს. ამ წყვილის სახლში ვერ ნახავთ ზედმეტ ავეჯს, სამაგიეროდ, აუცილებლად იპოვნით რბილ პუფებს და საქანელა სავარძლებს, საიმისოდ, რომ ნებისმიერმა სტუმარმა ოჯახის მასპინძლების დიდი ბიბლიოთეკა აითვისოს სურვილისამებრ . მეგობრებისთვის კი ჰაეროვანი დუეტის სახლის კარი მერწმუნეთ ყოველთვის ღია იქნება.

თუკი პერიოდულად მაინც დაისადგურებს გარკვეული კონფლიქტი ამ ორს შორის, თითქმის ყოველთვის ჩხუბის წამომწყები ტყუპი იქნება. თუმცა მისი დასრულების პრეროგატივა აუცილებლად ეკუთვნის სასწორს - როგორც ჭეშმარიტ დიპლომატიურობის განსახიერებას. ქალი ტყუპი ხომ მიუხედავად საკუთარი ქალური იმიჯისა, გაცხარების შემთხვევაში ენას როგორც ბასრ ხანჯალს ისე იყენებს. თუმცა მას შემდეგ რაც იგი მრავალსაათიანი ამაო მონოლოგის მერე, ქმრის ანგელოზურად მშვიდ და მომღიმარე სახეს დაინახავს, სხვა არაფერი დარჩება გარდა კაპიტულაციისა. მით უმეტეს, რომ ტყუპს როგორც ტიპურ "სწრაფად განიავებად" ჰაერის ნიშანს ბრაზი საკმაოდ მალე გადასდის და საერთოდაც ავიწყდება კიდეც თუ რატომ და რაზე გაბრაზდა.

მან შესაძლოა ერთ დღეს დიზაინერობა მოინდომოს, რამდენიმე დღის შემდეგ მკვდარი ზღვის ხელნაწერების კვლევით დაინტერესდეს. რომელსაც საბოლოოდ კვირის ბოლოს კულინარიის კურსებზე სიარულით ჩაანაცვლებს... ჰოდა, მხოლოდ ქმარი სასწორი მოახერხებს მის ამ აბურდულ-დაბურდულ გატაცებებს გაუგოს და გაიზიაროს აღტაცება, რომლითაც იგი საღამოს პირველად მომზადებული ფრანგული სუპით იამაყებს. მამაკაცი სასწორი არც კუროა და არც ვერძი, რომ ცოლი ტყუპის თავქარიანობით გაღიზიანებულმა ან საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეუწყვიტოს ამ უკანასკნელს, ან უბრალოდ და მარტივად გარეთ გასვას იგი მისი კულინარიული ექსპერიმენტებით თავმობეზრებულმა. სასწორი საკმაოდ ლოგიკურად აზროვნებს, შესაბამისად, მშვენივრად ეხერხება ჰაეროვანი მეორე ნახევრის კონტროლი და არასოდეს მისცემს მას იმის უფლებას, რომ სისულელეების კეთებაში ზღვარს ბოლომდე გადააბიჯოს. სასწორის უნიკალური თვისება, მარტივად გაარკვიოს ცოლი სიტუაციის არსში და ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა ასწავლოს ქალ ტყუპს აღტაცების საბაბს აძლევს. მას ხომ ასე სჭირდება პერიოდულად საკუთარი აზრების დალაგება.

კიდევ ერთი და უმთავრესი შემაკავშირებელი ჯაჭვი ამ ორის ურთიერთობაში კარგი სექსუალური თავსებადობაა. ჰაერის ნიშნები ინტიმის საკითხში ფანტაზიის უნარს და სხვადასხვა ტიპის ექსპერიმენტების ჩატარების მცდელობას ნამდვილად არ უჩივიან. შესაბამისად, ამ წყვილის ინტიმური ცხოვრება არასოდეს იქნება ერთფეროვანი. მართალია მათი ვნება არ იქნება ისეთი მწველი, გიჟური და ყოვლისმომცველი როგორიც მაგალითად მორიელის და ლომის, ან მშვილდოსანის და ვერძის მაგრამ ორი ჰაერის ნიშანი წლების მანძილზე შეინარჩუნებს მრავალფეროვნებას და სექსუალურ ინტერესს ერთმანეთის მიმართ, ზუსტად ამ ჰაეროვნების გამო. რაც დამეთანხმებით მნიშვნელოვანი ფაქტორია, ჰარმონიული ოჯახური ცხოვრებისთვის.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?