პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის
გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

მას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბაც აქვს და როცა თა­ვის საზ­რუ­ნავს "პატ­რონს ჩა­ა­ბა­რებს", სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ძებ­ნის რამე სხვა საქ­მეს. იგი პა­ტივს სცემს თა­ვი­სი შვი­ლის არ­ჩე­ვანს და თუ თქვენ თვი­თონ არ მო­ახ­ვი­ეთ თქვე­ნი პრობ­ლე­მე­ბი თავს, თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არა­სო­დეს ჩა­ე­რე­ვა. ვერძს მი­აჩ­ნია, რომ მისი გა­კე­თე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მა­გა­რია და მისი "გა­კე­თე­ბუ­ლია" თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მე­უღ­ლეც. ასე რომ, გუ­ლის მო­სა­ო­ხებ­ლად ვინ­მე სხვა მო­ძებ­ნეთ.

ვერძთან ურ­თი­ერ­თო­ბა არც ისე რთუ­ლია, თუკი მის პირ­და­პი­რო­ბას და სა­უბ­რის ცოტა აგ­რე­სი­ულ ტონს ყუ­რა­დღე­ბას არ მი­აქ­ცევთ და როცა თა­ვის აზრს გა­მოთ­ქვამს, პირ­ში არ მი­ახ­ტე­ბით და არ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით, შე­სა­ნიშ­ნა­ვი დე­დამ­თი­ლი გე­ყო­ლე­ბათ, რო­მე­ლიც არც დე­დის და­ძა­ხე­ბას მოგ­თხოვთ და არც მას­თან ცხოვ­რე­ბას. ერთი რამ კარ­გად და­ი­მახ­სოვ­რეთ, მან თქვენ­ზე უკეთ იცის ყვე­ლა­ფე­რი და სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს მტკი­ცე­ბას ნუ ეც­დე­ბით. მოკ­ლედ, რა­ღაც რა­ღა­ცე­ე­ბი უნდა გა­ა­ტა­როთ, არ გა­ა­ტა­რებთ და გულ­ში ნამ­დვი­ლად არ ჩა­ი­დებს წყე­ნას, დიდი დიდი მფრი­ნა­ვი თეფ­შე­ბის ნამ­სხვრე­ვე­ბის აკ­რე­ფა მო­გი­წი­ოთ.

Astrologia

კურო

თქვე­ნი ოჯა­ხუ­რი რე­ცეპ­ტე­ბი თქვენ­თვის შე­ი­ნა­ხეთ, მას სა­კუ­თა­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი აქვს და ისე­დაც დიდი სი­ახ­ლე ხართ მის ოჯახ­ში, რო­მელ­თან შე­გუ­ე­ბის­თვი­საც დრო სჭირ­დე­ბა, ამი­ტომ პირ­ვე­ლი­ვე დღეს, რო­გორც სა­კუ­თარ სახ­ლში, ისე ნუ იგ­რძნობთ მას­თან თავს. აკონ­ტრო­ლეთ თქვე­ნი მა­ნე­რე­ბი, ქცე­ვე­ბი, ზე-ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე სა­უ­ბარ­საც არ გირ­ჩევთ, უმ­ჯო­ბე­სია თუ რამე პრაგ­მა­ტულ, მი­წი­ერ სა­კი­თხებ­ზე გა­ე­სა­უბ­რე­ბით, ან უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე, შე­გიძ­ლი­ათ სა­ჩუქ­რა­დაც რო­მე­ლი­მე მხატ­ვრის ტილო წა­უ­ღოთ (გიჟ­დე­ბი­ან ასეთ რა­მე­ებ­ზე), თო­რემ იფიქ­რებს, რომ "თავი ღრუბ­ლებ­ში გაქვთ", მას კი პრაქ­ტი­კუ­ლი ქალი სურ­და თა­ვი­სი შვი­ლის­თვის.

იგი სა­შინ­ლად მე­სა­კუთ­რეა, თუმ­ცა კარ­გი ის არის, რომ თუკი თქვენც თა­ვი­სად ჩაგ­თვა­ლათ (ცოტა დრო დას­ჭირ­დე­ბა ამის­თვის), ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ეც­დე­ბა გვერ­დში და­გიდ­გეთ და ცხოვ­რე­ბა გა­გი­მარ­ტი­ვოთ. ოჯახ­ში ყო­ველ­თვის გექ­ნე­ბათ ყვე­ლა­ფე­რი, რაც გჭირ­დე­ბათ და ან­გა­რიშ­ზე თან­ხაც შე­გევ­სე­ბათ ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის დროს, გე­გო­ნე­ბათ გრძნობ­სო.

თუკი ერ­თად ცხოვ­რე­ბა მო­გი­წი­ათ, სახ­ლის გა­და­გეგ­მა­რე­ბას არ გირ­ჩევთ, თო­რემ ამას არ გა­პა­ტი­ებთ. არ გა­პა­ტი­ებთ არც თავ­ქა­რი­ა­ნო­ბას და იმას, რომ სახ­ლის გა­ყიდ­ვა და ცალ-ცალ­კე გა­დას­ვლა თუ ურ­ჩი­ეთ (არც ისე ბუნ­ჩუ­ლაა, რო­გორც ერთი შე­ხედ­ვით სჩანს). ნურც იმის ილუ­ზია გექ­ნე­ბათ, რომ თქვე­ნი და თქვე­ნი მე­უღ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არ ჩა­ე­რე­ვა, ჩა­ე­რე­ვა კი არა, სახ­ლი­დან თუ წახ­ვე­დით და თუ შე­ა­ტყო ამის გამო მისი შვი­ლი დარ­დობს, მი­წი­დან ამოგ­თხრით, გი­პო­ვით და დაგ­პირ­დე­ბათ - ოღონდ შენ სახ­ლში დაბ­რუნ­დი და თუ რა­მეს ჩემი შვი­ლი მო­გაკ­ლებს, მე გა­ვა­კე­თებ მის ნაც­ვლა­დო. მოკ­ლედ, იგი თქვე­ნი მე­უღ­ლის სრულ­ფა­სო­ვან ნა­წი­ლად უნდა მი­ი­ღოთ, სხვა გზა არ გაქვთ და არც დიდი ტრა­გე­დია არ არის ეს. თუკი კურო ზრუ­ნავს თქვენ­ზე, უზ­რუნ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გაქვთ.

Astrologia

ტყუ­პე­ბი

მას­თან პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გექ­ნე­ბათ შეგძრნე­ბა, რომ დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი ნა­ხეთ თქვე­ნი მე­ო­რე ნა­ხევ­რის შე­სა­ხებ. თუკი კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ხართ და ჭო­რა­ო­ბაც გიყ­ვართ, გი­ლო­ცავთ, ძა­ლი­ან გა­გი­მარ­თლათ, სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ფორ­მა­ტო­რი შე­ი­ძი­ნეთ. მას­თან ნე­ბის­მი­ერ თე­მა­ზე შე­გიძ­ლი­ათ ისა­უბ­როთ, შე­გიძ­ლი­ათ გუ­ლიც გა­და­უხ­სნათ, რაც უფრო სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს მო­უყ­ვე­ბით, მით უკე­თე­სი თქვენ­თვის… ყბის ჩა­მო­ვარ­დნას კი ნუ და­ე­ლო­დე­ბით, მას ისე­თი ის­ტო­რი­ე­ბი ექ­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად "გა­და­გი­ჯოკ­რავთ", თუ არ ექ­ნე­ბა და… მო­ი­გო­ნებს. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­ზეც შე­გიძ­ლი­ათ ელა­პა­რა­კოთ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყოთ, რომ რაც არ უნდა "მო­ა­ღოს პირი", მის შვილ­თან ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი დას­ცდე­ბა, ძა­ლი­ა­ნაც რომ გა­აბ­რა­ზოთ… ნუ, თუ შემ­თხვე­ვით არ წა­მოს­ცდა.

ყვე­ლა ტყუპს ერთი შე­სა­ნიშ­ნა­ვი თვი­სე­ბა აქვს, არა­სო­დეს ბერ­დე­ბა, იმი­ტომ რომ არ უნდა და­ბე­რე­ბა. ამი­ტომ ვერც დე­დამ­თი­ლის როლ­ში ხე­დავს თავს და არც აქვს სურ­ვი­ლი თქვენ­თან უფ­რო­სის და თქვენ­ზე მე­ტის მცოდ­ნის როლ­ში იყოს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რჩე­ვე­ბის მო­ცე­მა უყ­ვარს. მოკ­ლედ, მისი სა­ხით მენ­ტორს კი არა, და­ქალს შე­ი­ძენთ, თუკი კე­თილ­გან­წყო­ბის მო­პო­ვე­ბას მო­ა­ხერ­ხებთ. და­ქალს, რო­მელ­საც ენ­დო­მე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი იცო­დეს, ყვე­ლაფ­რის საქ­მის კურ­სში იყოს და ჩა­ე­რე­ვა კი­დეც თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ოღონ­დაც მხო­ლოდ იმ დო­ნემ­დე, რა დო­ნე­ზეც თქვე­ნი და თქვე­ნი მე­უღ­ლის სა­ერ­თო სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი ჩა­ე­რე­ო­და. ისე, რომ არ­ცერ­თი და­ზა­რალ­დეთ.

Astrologia

კირჩხი­ბი

მა­ნა­ნა გახ­სოვთ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან"? ჯუ­ჯღუ­ნა, ბუ­ზღუ­ნა, წუ­წუ­ნა, სულ იმა­ზე რომ დარ­დობს, ბავ­შვებ­მა რა ჭა­მეს და სულ რომ მისი შვი­ლი ეცო­დე­ბა? ეგ არის. კირჩხიბ დე­დი­კოს სულ ჰგო­ნია მას­ზე უკე­თე­სად მის შვილს ვე­რა­ვინ მი­ხე­დავს. ისეთ გა­დამ­კვდა­რი დედა იყო, კა­რა­ქი­ა­ნი პუ­რით რომ დას­დე­ვენ უკვე წვე­რულ­ვა­შა­მო­სულ ბი­ჭებს და ახლა, თქვე­ნი უდარ­დე­ლო­ბის შემ­ხედ­ვა­რე, გული უკ­ვდე­ბა.

რო­გო­რი შე­სა­ნიშ­ნა­ვი რძა­ლიც არ უნდა იყოთ, ეს სი­ტუ­ა­ცია არ შე­იც­ვლე­ბა, რად­გან მას მოს­წონს მსხვერ­პლის როლ­ში ყოფ­ნა. ერ­თა­დერ­თი, რი­თიც შე­მიძ­ლია და­გამ­შვი­დოთ, მი­უ­ხე­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა, ძა­ლი­ან ეყ­ვა­რე­ბით და სულ თქვენ გვერ­დში დად­გე­ბა, სულ თქვენ მხა­რეს იქ­ნე­ბა და ყვე­ლა­ნა­ი­რად ეც­დე­ბა სა­კუ­თარ შვილს ოჯა­ხი შე­უ­ნარ­ჩუ­ნოს, რად­გან მან ყვე­ლა­ზე კარ­გად იცის, რომ მის ბი­ჭუ­ნას ძა­ლი­ან უყ­ვარ­ხართ და თქვენ გა­რე­შე უბე­დუ­რი იქ­ნე­ბა. მას ეში­ნია შვი­ლის "და­კარ­გვის" და ეც­დე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა, მჭიდ­რო ალი­ან­სი შექ­მნას თქვენ­თან, რაც შე­იძ­ლე­ბა და­გი­ახ­ლოვ­დეთ, რომ თქვე­ნი ბა­ნა­კის წევ­რად მო­ი­აზ­როთ, რად­გან ასე მის სი­ხა­რულ­თან უფრო ხში­რი კონ­ტაქ­ტის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა.

ხან­და­ხან უტაქ­ტო და მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, მაგ­რამ უნაკ­ლო არა­ვი­ნაა, სა­მა­გი­ე­როდ ოქ­როს გული და ხე­ლე­ბი აქვს. ამი­ტომ მისი გუ­ლის მო­გე­ბა თუ გინ­დათ, ხში­რად და­პა­ტი­ჟეთ თქვენ­თან სახ­ლში, რჩე­ვე­ბი ჰკი­თხეთ, სა­დი­ლი შე­უ­ქეთ და მისი შვი­ლის საყ­ვა­რე­ლი კერ­ძე­ბის რე­ცეპ­ტე­ბი გა­მო­არ­თვით. მოკ­ლედ, და­ა­ნა­ხეთ, რომ კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი ხართ, ზრუ­ნავთ მის შვი­ლი­კო­ზე და კი­დევ, არა­სო­დეს გა­აკ­რი­ტი­კოთ, არა­სო­დეს! პ.ს. მისი შვი­ლის კრი­ტი­კა, მისი კრი­ტი­კაა.

Astrologia

ლომი

ეს არის ქალი, რომ­ლის ზურგს უკან ხში­რად ჭო­რა­ო­ბენ, მაგ­რამ პირ­ში ვე­რა­ფერს უბე­და­ვენ, ის კი მი­იჩ­ნევს, რომ ამა­ზე ცუდი მხო­ლოდ ერთი რამ შე­იძ­ლე­ბა იყოს - ის, რომ შენ­ზე არ ჭო­რა­ო­ბენ. ცოტა ამ­ბი­ცი­უ­რია, შე­იძ­ლე­ბა უმა­დუ­რიც მო­გეჩ­ვე­ნოთ, იმი­ტომ რომ ისე მი­ი­ღებს თქვენს სიყ­ვა­რულს და პა­ტი­ვის­ცე­მას, თით­ქოს იმ­სა­ხუ­რებ­დეს.

თა­ვი­სი შვი­ლიც ნამ­დვი­ლი გან­ძი ჰგო­ნია, მის შვილს რომ შე­უყ­ვარ­დით, ჭკუ­ა­ზე არ უნდა იყოთ სი­ხა­რუ­ლის­გან. გარ­და ამი­სა, თა­ვის ქე­ბაც უყ­ვარს. ისეთ ის­ტო­რი­ებს მო­გიყ­ვე­ბათ მის დი­დე­ბულ წარ­სულ­ზე, ური­ცხვ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­ზე, ნიჭ­ზე, თავს არა­რა­ო­ბად იგ­რძნობთ, მაგ­რამ თუ არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პლექ­სი არ გა­წუ­ხებთ და თავ­და­ჯე­რე­ბა არ გაკ­ლი­ათ, მიხ­ვდე­ბით, რომ ძა­ლი­ან გა­გი­მარ­თლათ, ასე­თი დე­დამ­თი­ლი რომ შეგ­ხვდათ. მოკ­ლედ, ლომი ნამ­დვი­ლი დე­დო­ფა­ლია და თქვენც პრინ­ცე­სო­ბა მო­გი­წევთ, "პრინ­ცე­სა ცერ­ცვის მარ­ცვალ­ზე" გახ­სოვთ?… თავი და­ი­ჭი­რეთ და ეცა­დეთ მისი კე­თილ­გან­წყო­ბა მო­ი­პო­ვოთ. ეს ძა­ლი­ან ად­ვი­ლია. მისი სუს­ტი წერ­ტი­ლი შე­ქე­ბაა - კომ­პლი­მენ­ტე­ბი არ და­ი­შუ­როთ, გან­სა­კუთ­რე­ბით როცა ხალ­ხში ხართ, მო­ყე­ვით, თუკი რამე კარ­გი გახ­სოვთ მის­გან და ის აუ­ცი­ლებ­ლად შე­ეც­დე­ბა მეტი მო­სა­ყო­ლი მოგ­ცეთ. თუ ამას მო­ა­ხერ­ხებთ, თავ­ზე გა­დაგ­ყვე­ბათ. წა­გა­ხა­ლი­სებთ, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­წო­ნებს თავს თქვე­ნით და ცხოვ­რე­ბა­შიც, იმა­ზე მეტი რომ გახ­დეთ, ვიდ­რე ხართ, აუ­ცი­ლებ­ლად და­გეხ­მა­რე­ბათ. ბავ­შვო­ბა­ში რა­ღა­ცე­ებს ჯღაბ­ნი­დით? თქვე­ნი პო­ე­ზი­ის სა­ღა­მოს მო­ა­წყობს. ხა­ტავთ? გა­მო­ფე­ნას. დი­ზა­ი­ნე­რო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­დით? თქვენ­თან ერ­თად გახ­სნის სამ­კერ­ვა­ლო სტუ­დი­ას და გაქ­ცევთ იმად, რა­ზეც ოც­ნე­ბობ­დით.

Astrologia

გაგ­რძე­ლე­ბა წა­ი­კი­თხეთ intermedia.ge –ზე.

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

მას თავისი ცხოვრებაც აქვს და როცა თავის საზრუნავს "პატრონს ჩააბარებს", სიამოვნებით მოძებნის რამე სხვა საქმეს. იგი პატივს სცემს თავისი შვილის არჩევანს და თუ თქვენ თვითონ არ მოახვიეთ თქვენი პრობლემები თავს, თქვენს ურთიერთობაში არასოდეს ჩაერევა. ვერძს მიაჩნია, რომ მისი გაკეთებული ყველაფერი ძალიან მაგარია და მისი "გაკეთებულია" თქვენი საყვარელი მეუღლეც. ასე რომ, გულის მოსაოხებლად ვინმე სხვა მოძებნეთ.

ვერძთან ურთიერთობა არც ისე რთულია, თუკი მის პირდაპირობას და საუბრის ცოტა აგრესიულ ტონს ყურადღებას არ მიაქცევთ და როცა თავის აზრს გამოთქვამს, პირში არ მიახტებით და არ შეეწინააღმდეგებით, შესანიშნავი დედამთილი გეყოლებათ, რომელიც არც დედის დაძახებას მოგთხოვთ და არც მასთან ცხოვრებას. ერთი რამ კარგად დაიმახსოვრეთ, მან თქვენზე უკეთ იცის ყველაფერი და საწინააღმდეგოს მტკიცებას ნუ ეცდებით. მოკლედ, რაღაც რაღაცეები უნდა გაატაროთ, არ გაატარებთ და გულში ნამდვილად არ ჩაიდებს წყენას, დიდი დიდი მფრინავი თეფშების ნამსხვრევების აკრეფა მოგიწიოთ.

Astrologia

კურო

თქვენი ოჯახური რეცეპტები თქვენთვის შეინახეთ, მას საკუთარი ტრადიციები აქვს და ისედაც დიდი სიახლე ხართ მის ოჯახში, რომელთან შეგუებისთვისაც დრო სჭირდება, ამიტომ პირველივე დღეს, როგორც საკუთარ სახლში, ისე ნუ იგრძნობთ მასთან თავს. აკონტროლეთ თქვენი მანერები, ქცევები, ზე-ინტელექტუალურ საკითხებზე საუბარსაც არ გირჩევთ, უმჯობესია თუ რამე პრაგმატულ, მიწიერ საკითხებზე გაესაუბრებით, ან უკიდურეს შემთხვევაში ხელოვნებაზე, შეგიძლიათ საჩუქრადაც რომელიმე მხატვრის ტილო წაუღოთ (გიჟდებიან ასეთ რამეებზე), თორემ იფიქრებს, რომ "თავი ღრუბლებში გაქვთ", მას კი პრაქტიკული ქალი სურდა თავისი შვილისთვის.

იგი საშინლად მესაკუთრეა, თუმცა კარგი ის არის, რომ თუკი თქვენც თავისად ჩაგთვალათ (ცოტა დრო დასჭირდება ამისთვის), ყველანაირად შეეცდება გვერდში დაგიდგეთ და ცხოვრება გაგიმარტივოთ. ოჯახში ყოველთვის გექნებათ ყველაფერი, რაც გჭირდებათ და ანგარიშზე თანხაც შეგევსებათ ფინანსური კრიზისის დროს, გეგონებათ გრძნობსო.

თუკი ერთად ცხოვრება მოგიწიათ, სახლის გადაგეგმარებას არ გირჩევთ, თორემ ამას არ გაპატიებთ. არ გაპატიებთ არც თავქარიანობას და იმას, რომ სახლის გაყიდვა და ცალ-ცალკე გადასვლა თუ ურჩიეთ (არც ისე ბუნჩულაა, როგორც ერთი შეხედვით სჩანს). ნურც იმის ილუზია გექნებათ, რომ თქვენი და თქვენი მეუღლის ურთიერთობაში არ ჩაერევა, ჩაერევა კი არა, სახლიდან თუ წახვედით და თუ შეატყო ამის გამო მისი შვილი დარდობს, მიწიდან ამოგთხრით, გიპოვით და დაგპირდებათ - ოღონდ შენ სახლში დაბრუნდი და თუ რამეს ჩემი შვილი მოგაკლებს, მე გავაკეთებ მის ნაცვლადო. მოკლედ, იგი თქვენი მეუღლის სრულფასოვან ნაწილად უნდა მიიღოთ, სხვა გზა არ გაქვთ და არც დიდი ტრაგედია არ არის ეს. თუკი კურო ზრუნავს თქვენზე, უზრუნველი ცხოვრება გარანტირებული გაქვთ.

Astrologia

ტყუპები

მასთან პირველივე შეხვედრის შემდეგ გექნებათ შეგძრნება, რომ დოკუმენტური ფილმი ნახეთ თქვენი მეორე ნახევრის შესახებ. თუკი კომუნიკაბელური ადამიანი ხართ და ჭორაობაც გიყვართ, გილოცავთ, ძალიან გაგიმართლათ, სერიოზული ინფორმატორი შეიძინეთ. მასთან ნებისმიერ თემაზე შეგიძლიათ ისაუბროთ, შეგიძლიათ გულიც გადაუხსნათ, რაც უფრო საინტერესო ამბებს მოუყვებით, მით უკეთესი თქვენთვის… ყბის ჩამოვარდნას კი ნუ დაელოდებით, მას ისეთი ისტორიები ექნება, აუცილებლად "გადაგიჯოკრავთ", თუ არ ექნება და… მოიგონებს. თქვენ წარმოიდგინეთ ყოფილ შეყვარებულებზეც შეგიძლიათ ელაპარაკოთ და დარწმუნებული იყოთ, რომ რაც არ უნდა "მოაღოს პირი", მის შვილთან ამის შესახებ არაფერი დასცდება, ძალიანაც რომ გააბრაზოთ… ნუ, თუ შემთხვევით არ წამოსცდა.

ყველა ტყუპს ერთი შესანიშნავი თვისება აქვს, არასოდეს ბერდება, იმიტომ რომ არ უნდა დაბერება. ამიტომ ვერც დედამთილის როლში ხედავს თავს და არც აქვს სურვილი თქვენთან უფროსის და თქვენზე მეტის მცოდნის როლში იყოს, მიუხედავად იმისა, რომ რჩევების მოცემა უყვარს. მოკლედ, მისი სახით მენტორს კი არა, დაქალს შეიძენთ, თუკი კეთილგანწყობის მოპოვებას მოახერხებთ. დაქალს, რომელსაც ენდომება, რომ ყველაფერი იცოდეს, ყველაფრის საქმის კურსში იყოს და ჩაერევა კიდეც თქვენს ურთიერთობაში, ოღონდაც მხოლოდ იმ დონემდე, რა დონეზეც თქვენი და თქვენი მეუღლის საერთო საუკეთესო მეგობარი ჩაერეოდა. ისე, რომ არცერთი დაზარალდეთ.

Astrologia

კირჩხიბი

მანანა გახსოვთ "ჩემი ცოლის დაქალებიდან"? ჯუჯღუნა, ბუზღუნა, წუწუნა, სულ იმაზე რომ დარდობს, ბავშვებმა რა ჭამეს და სულ რომ მისი შვილი ეცოდება? ეგ არის. კირჩხიბ დედიკოს სულ ჰგონია მასზე უკეთესად მის შვილს ვერავინ მიხედავს. ისეთ გადამკვდარი დედა იყო, კარაქიანი პურით რომ დასდევენ უკვე წვერულვაშამოსულ ბიჭებს და ახლა, თქვენი უდარდელობის შემხედვარე, გული უკვდება.

როგორი შესანიშნავი რძალიც არ უნდა იყოთ, ეს სიტუაცია არ შეიცვლება, რადგან მას მოსწონს მსხვერპლის როლში ყოფნა. ერთადერთი, რითიც შემიძლია დაგამშვიდოთ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ძალიან ეყვარებით და სულ თქვენ გვერდში დადგება, სულ თქვენ მხარეს იქნება და ყველანაირად ეცდება საკუთარ შვილს ოჯახი შეუნარჩუნოს, რადგან მან ყველაზე კარგად იცის, რომ მის ბიჭუნას ძალიან უყვარხართ და თქვენ გარეშე უბედური იქნება. მას ეშინია შვილის "დაკარგვის" და ეცდება, რაც შეიძლება, მჭიდრო ალიანსი შექმნას თქვენთან, რაც შეიძლება დაგიახლოვდეთ, რომ თქვენი ბანაკის წევრად მოიაზროთ, რადგან ასე მის სიხარულთან უფრო ხშირი კონტაქტის საშუალება ექნება.

ხანდახან უტაქტო და მომაბეზრებელიც შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ უნაკლო არავინაა, სამაგიეროდ ოქროს გული და ხელები აქვს. ამიტომ მისი გულის მოგება თუ გინდათ, ხშირად დაპატიჟეთ თქვენთან სახლში, რჩევები ჰკითხეთ, სადილი შეუქეთ და მისი შვილის საყვარელი კერძების რეცეპტები გამოართვით. მოკლედ, დაანახეთ, რომ კეთილგანწყობილი ხართ, ზრუნავთ მის შვილიკოზე და კიდევ, არასოდეს გააკრიტიკოთ, არასოდეს! პ.ს. მისი შვილის კრიტიკა, მისი კრიტიკაა.

Astrologia

ლომი

ეს არის ქალი, რომლის ზურგს უკან ხშირად ჭორაობენ, მაგრამ პირში ვერაფერს უბედავენ, ის კი მიიჩნევს, რომ ამაზე ცუდი მხოლოდ ერთი რამ შეიძლება იყოს - ის, რომ შენზე არ ჭორაობენ. ცოტა ამბიციურია, შეიძლება უმადურიც მოგეჩვენოთ, იმიტომ რომ ისე მიიღებს თქვენს სიყვარულს და პატივისცემას, თითქოს იმსახურებდეს.

თავისი შვილიც ნამდვილი განძი ჰგონია, მის შვილს რომ შეუყვარდით, ჭკუაზე არ უნდა იყოთ სიხარულისგან. გარდა ამისა, თავის ქებაც უყვარს. ისეთ ისტორიებს მოგიყვებათ მის დიდებულ წარსულზე, ურიცხვ თაყვანისმცემლებზე, ნიჭზე, თავს არარაობად იგრძნობთ, მაგრამ თუ არასრულფასოვნების კომპლექსი არ გაწუხებთ და თავდაჯერება არ გაკლიათ, მიხვდებით, რომ ძალიან გაგიმართლათ, ასეთი დედამთილი რომ შეგხვდათ. მოკლედ, ლომი ნამდვილი დედოფალია და თქვენც პრინცესობა მოგიწევთ, "პრინცესა ცერცვის მარცვალზე" გახსოვთ?… თავი დაიჭირეთ და ეცადეთ მისი კეთილგანწყობა მოიპოვოთ. ეს ძალიან ადვილია. მისი სუსტი წერტილი შექებაა - კომპლიმენტები არ დაიშუროთ, განსაკუთრებით როცა ხალხში ხართ, მოყევით, თუკი რამე კარგი გახსოვთ მისგან და ის აუცილებლად შეეცდება მეტი მოსაყოლი მოგცეთ. თუ ამას მოახერხებთ, თავზე გადაგყვებათ. წაგახალისებთ, აუცილებლად მოიწონებს თავს თქვენით და ცხოვრებაშიც, იმაზე მეტი რომ გახდეთ, ვიდრე ხართ, აუცილებლად დაგეხმარებათ. ბავშვობაში რაღაცეებს ჯღაბნიდით? თქვენი პოეზიის საღამოს მოაწყობს. ხატავთ? გამოფენას. დიზაინერობაზე ოცნებობდით? თქვენთან ერთად გახსნის სამკერვალო სტუდიას და გაქცევთ იმად, რაზეც ოცნებობდით.

Astrologia

გაგრძელება წაიკითხეთ intermedia.ge –ზე.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?

"8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს ახალი ენერგიით აავსებს"