მონატრება სიყვარულს აძლიერებს, ხშირად სწორედ მისი დახმარებით ვხვდებით ხოლმე რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანი ჩვენთვის. გთავაზობთ ეშმაკურ იდეებს, როგორ მოანატროთ რჩეულს თავი, მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
თუ თქვენი რჩეული ვერძია, არ აიღოთ ყურმილი, როცა დაგირეკავთ. თავი მოაჩვენეთ, რომ ძალიან დაკავებული ხართ. საღამოს მესიჯი მისწერეთ, გამოტოვებული ზარი ვნახე, მაგრამ აქამდე დაკავშირება ვერ მოვახერხე-თქო. სცენარი ორგვარად შეიძლება წარიმართოს:
1. ვერძი თავს მოგაჩვენებთ, რომ გაგებით მოეკიდა მომხდარს, მაგრამ სინამდვილეში გაბრაზდება, რომ თქვენთვის მასზე მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს;
2. პირდაპირ გისაყვედურებთ და გთხოვთ, რომ უფრო ყურადღებიანი იყოთ.
ერთი იქნება თუ მეორე, შედეგს არ შეცვლის. ვერძს რთულად მისაწვდომი ადამიანები მოსწონს, ამიტომ უფრო დაინტერესდება თქვენით და მონატრებაც გაუმძაფრდება.
თუ თქვენი რჩეული კუროა , თავიდან შეხვდით ხშირად, აცინეთ ბევრი, ანახეთ საინტერესო ადგილები, შემდეგ კი შეამცირეთ პაემნების სიხშირე, მაგრამ არ შეანელოთ მოვლენათა სვლის დინამიკა - კვლავაც აავსეთ მძაფრი ემოციებით და არასტაბილურობა შესძინეთ მის რუტინას. როცა კურო აღმოაჩენს, რომ პირობითად, მხოლოდ კვირაში ერთხელ ურღვევთ მოსაბეზრებელ ,,ბალანსს,"მონატრება შემოაწვება.
თუ თქვენი რჩეული ტყუპებია , დაუმეგობრდით მის გარემომცველ საზოგადოებას - მეზობლებს, მეგობრებს, კურსელებს - და მაშინ, როცა რეალურად ამ ნიშნით დაბადებულის ნახვა მოგინდებათ, მის ახლობლებს მიაკითხეთ. ტყუპებსაც გააგებინეთ, რომ იქვე ხართ. ის აუცილებლად გაოცდება, რომ არა პირდაპირ ის კი არა, სხვა ადამიანები მოინახულეთ. ძალიან მოენატრებით ზუსტად მაშინ, როცა ახლოს იქნებით, მაგრამ დიდ ყურადღებას არ აქცევთ.
თუ თქვენი რჩეული კირჩხიბია , განსაკუთრებით იზრუნეთ მასზე, ყურადღება მიაქციეთ ამ ნიშნით დაბადებულთან დაკავშირებულ ყველა დეტალს, არ გამოგეპაროთ მისი ხასიათის ცვლილება და მიზეზის ამოცნობა (მისთვის კითხვის დასმის გარეშე), მოუმზადეთ კერძი და, თუ ავად გახდება, იზრუნეთ მის გამოჯანმრთელებაზე. შემდეგ კი, მოულოდნელად, სადმე გაემგზავრეთ, თუნდაც სოფელში ან სხვა ქალაქში. კირჩხიბს მონატრება ჭკუიდან გადაიყვანს და შეიძლება ფეხითაც კი ჩამოგაკითხოთ.
თუ თქვენი რჩეული ლომია , აღარ დაახვედროთ ახალგაღვიძებულს მობილურზე მისული ,,დილამშვიდობისა", აღარც ძილინებისა უსურვოთ, თქვენი ინიციატივით. იმისთვის რომ ლომი ძალიან არ გაბრაზდეს და მრისხანებამ მისი თქვენდამი მონატრება არ დათრგუნოს, არ დაგავიწყდეთ პერიოდულად მისი შექება.
თუ თქვენი რჩეული ქალწულია , არ დაურეკოთ და არ მისწეროთ, სანამ თავად არ გამოვა კონტაქტზე.
ასევე, ნუ შესთავაზებთ შეხვედრას. ხოლო, თუ ქალწული გადმოდგამს პირველ ნაბიჯს, მოაჩვენეთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დრო გჭირდებათ, რადგან განრიგი უნდა შეამოწმოთ და 1-2 საათი იპოვოთ.
თუ თქვენი რჩეული სასწორია , აღარ იაქტიუროთ სოციალურ ქსელში მასთან მიმართებაში:
ნუ ატვირთავთ ერთად გადაღებულ ფოტოებს, ნუ დაუკომენტარებთ ან დაუგულავთ სიახლეებს, ნუ მონიშნავთ სხვადასხვა სურათზე ან ვიდეოზე, რომელსაც სადღაც წააწყდით და გსურთ, რომ გაუზიაროთ. ასევე, ნუ მისწერთ ყოველთვის, როცა მწვანედ იციმციმებს. სოციუიალურ ქსელში შესვლისას არ დაურეკოთ და არ გააფრთხილოთ, ,,ონლაინში" ვიქნები და შენც შემოდი, ვიჩატაოთო.
თუ თქვენი რჩეული მორიელია , თავი მოიკატუნეთ, ვითომ მისთვის მნიშვნელოვანი თარიღები დაგავიწყდათ: თქვენი ურთიერთობის იუბილე, პირველი შეხვედრა, ვალენტინობა და ა.შ. ასევე, აღარ ჰკითხოთ სად დადის და ვისთან ერთად.
თუ თქვენი რჩეული მშვილდოსანია , ძალინ რთულია მას თავი მოანატროთ. უბრალოდ, მიანიჭეთ სრული თავისუფლება და ოდესმე დაგიბრუნდებათ.
თუ თქვენი რჩეული თხის რქაა , აღარ გაანებივროთ საჩუქრებით, აღარ დაპატიჟოთ პაემნებზე ძვირადღირებულ კაფე-ბარებში, რა თქმა უნდა, საქციელი ძლიერი არგუმენტითა და მიზეზით უნდა ახსნათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ნიშნით დაბადებულს დაკარგავთ. დიახ, დიახ, თხის რქისთვის თავის მონატრება ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავს.
თუ თქვენი რჩეული მერწყულია , წადით წვეულებაზე მის გარეშე, ეწვიეთ კინოს ან თეატრს მეგობრებთან ერთად,
მას კი არ დაუძახოთ, შეიძლება შენობის კართანაც კი დაგხვდეთ, ოღონდ არ დაგავწიყდეთ ,,დაჩექინება" ან მისთვის მესიჯის გაგზავნა და გეგმების გაზიარება, რომ იცოდეს, სად გიპოვოთ.
თუ თქვენი რჩეული თევზებია , უარით გაუშვით, როცა წვრილმანი თხოვნით მოგმართავთ, უთხარით,
რომ სიამოვნებით დაეხმარებოდით, მაგრამ უკიდურესად დაკავებული ხართ, თან ურჩიეთ, რომ წინააღმდეგობასთან გამკლავება დამოუკდიებლად სცადოს. ბოლოს და ბოლოს, ოდესმე თევზმაც ხომ უნდა შეაბიჯოს ,,დიდების სამყაროში"? ამ ხრიკით, ერთი მხრივ, თავს მოანატრებთ - თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელიც ყოველ ჯერზე აგვარებდა მის პრობელმებს. მეორე მხრივ, უბიძგებთ დამოუკიდებლობისკენ.