სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასტროლოგი ალექსანდრ ზარაევი: რომელი ზოდიაქოს ნიშნები ქმნიან იდეალურ ოჯახს და არასდროს მიმართავენ განქორწინებას?
ასტროლოგი ალექსანდრ ზარაევი: რომელი ზოდიაქოს ნიშნები ქმნიან იდეალურ ოჯახს და არასდროს მიმართავენ განქორწინებას?

დავა იმა­ზე, თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს უნდა და­უ­კავ­ში­როთ ბედი სა­ი­მი­სოდ, რომ სა­მო­მავ­ლოდ ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა ჰარ­მო­ნი­უ­ლი გქონ­დეთ, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხია. შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ე­რი ას­ტრო­ლო­გი და­გი­დას­ტუ­რებთ იმას, რომ მხო­ლოდ ნიშ­ნებს შო­რის თავ­სე­ბა­დო­ბა ნამ­დვი­ლად არ მოგ­ცემთ ბედ­ნი­ე­რი ქორ­წი­ნე­ბის სრულ გა­რან­ტი­ას. ოჯა­ხი თა­ვი­სე­ბუ­რი "სა­მუ­შა­ოა", რო­მელ­შიც ორი­ვე პარტნი­ო­რი ერ­თნა­ი­რად უნდა და­ი­ხარ­ჯოს, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში რაც არ უნდა ჰარ­მო­ნი­უ­ლი იყოს თქვე­ნი და თქვე­ნი მე­უღ­ლის ზო­გა­დი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი თავ­სე­ბა­დო­ბა მა­იცნ მოხ­დე­ბა კონ­ფლიქ­ტე­ბი. თუმ­ცა, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, თუ ვის ეწყო­ბით ხა­სი­ა­თის უმ­თავ­რე­სი შტრი­ხე­ბი­დან და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ნამ­დვი­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია სა­ი­მი­სოდ, რომ მო­მა­ვალ­ში პო­ტენ­ცი­ურ მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­გი­ად­ვილ­დეთ. ას­ტრო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ არ­სე­ბობს სამი "სუ­პერ-წყვი­ლი" ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით ვი­საც რე­ა­ლუ­რად 99% ოდე­ნო­ბის შან­სი გა­აჩ­ნია სა­ი­მი­სოდ, რომ მო­მა­ვალ­ში ჰარ­მო­ნი­უ­ლი და შეხ­მატ­კბი­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი შექ­მნას...

კურო - ქალ­წუ­ლი

ამ ორ ადა­მი­ანს შო­რის ეტა­პობ­რი­ვად, მაგ­რამ ძალ­ზე მჭიდ­რო და ურ­ყე­ვი კავ­ში­რი ყა­ლიბ­დე­ბა. რო­გორც წესი, ისი­ნი ერ­თმა­ნეთს სა­ერ­თო საქ­მი­ა­ნო­ბის ან სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი ატ­მოს­ფე­როს გავ­ლე­ნით უახ­ლოვ­დე­ბი­ან. ერ­თიც და მე­ო­რეც მარ­ტი­ვად არა­სო­დეს იღებს და­ო­ჯა­ხე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ამი­ტომ მათ დრო სჭირ­დე­ბათ პარტნი­ორ­თან მი­საჩ­ვე­ვად. კურო დინ­ჯი და თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლია, ქალ­წუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, გამ­ჭრი­ა­ხი და მე­თო­დუ­რი. ის სა­უ­კე­თე­სო თა­ნა­შემ­წე, მე­უღ­ლე, მე­გო­ბა­რი და თა­ნა­მო­აზ­რეა კუ­როს­თვის. კურო კი თა­ვის მხრივ ქალ­წულს აძ­ლევს იმას, რაც ამ უკა­ნას­კნელს ყვე­ლა­ზე მე­ტად ესა­ჭი­რო­ე­ბა - ეს არის სტა­ბი­ლუ­რო­ბა, რო­გორც ემო­ცი­უ­რი ისე ფი­ნან­სუ­რი კუ­თხით. ქალ­წულს შე­უძ­ლია მოთ­მი­ნე­ბა, კუ­როც არა­ნაკ­ლებ მომთმე­ნი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლია. ეს ორი მალე არა, მაგ­რამ ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ და სტა­ბი­ლუ­რად აშე­ნებს სა­კუ­თარ ბედ­ნი­ერ მო­მა­ვალს. მათი შვი­ლე­ბი ყო­ველ­თვის ჯან­სა­ღი ფსი­ქი­კით იზ­რდე­ბი­ან, იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გამო, რომ მოკ­ლე­ბულ­ნი არი­ან ოჯა­ხურ ჩხუბ­სა და აყალ­მა­ყალ­ში ყოფ­ნას. დე­და­სა და მა­მას ჩუ­მად, უსი­ტყვოდ მაგ­რამ ძა­ლი­ან ძლი­ე­რად უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი.

ვერ­ძი - ლომი

მათი კავ­ში­რი ხში­რად სა­ოც­რად ხმა­უ­რი­ა­ნი, დრა­მა­ტუ­ლი და ზოგ­ჯერ კონ­ფლიქ­ტე­ბით სავ­სეც კია. თუმ­ცა, გარ­შე­მო მყოფ­თა გა­საკ­ვი­რად ისი­ნი მა­ინც ერ­თად არი­ან ლა­მის სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დეც... ლომი და ვერ­ძი ერ­თად, ას­ტრო­ლო­გი­ურ-ანა­ტო­მი­უ­რი შე­სა­ბა­მი­სო­ბის მი­ხედ­ვით თავი და გუ­ლია, ჰოდა, მი­თხა­რით განა შე­იძ­ლე­ბა გო­ნე­ბამ გუ­ლის გა­რე­შე იმუ­შა­ოს? გული კი გო­ნე­ბის გა­რე­შე რა­მედ ვარ­გა? ას­ტრო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ამ­გვა­რი წყვი­ლი მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი კონ­ფლიქ­ტე­ბი­სა, ყვე­ლა­ზე ხში­რად ინარ­ჩუ­ნებს ხან­გრძლივ, სა­სიყ­ვა­რუ­ლო და სექ­სუ­ა­ლურ ლტოლ­ვას ერ­თმა­ნე­თის მი­მართ. ისი­ნი მი­სა­ბაძ მა­გა­ლითს წარ­მო­ად­გე­ნენ სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის­თვის რო­გორც თავ­გან­წი­რუ­ლი და ნამ­დვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლის მა­გა­ლი­თი.

კირჩხი­ბი - მო­რი­ე­ლი

გახ­სოვთ ცნო­ბი­ლი ფრა­ზა - "მე­ლას, თა­ვი­სი მაღრჩო­ბე­ლა უყ­ვარს?" სწო­რედ კირჩხი­ბი-მო­რი­ე­ლის წყვილ­ზე ეს ფრა­ზა მორ­გე­ბუ­ლი. მო­რი­ე­ლიც და კირჩხი­ბიც თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით ორი­ვე ემო­ცი­უ­რი, მგრძნო­ბი­ა­რე და სა­ოც­რად ინ­ტუ­ი­ცი­უ­რი ტი­პია. თუმ­ცა, გან­სხვა­ვე­ბა იმა­შია, რომ ერთს ტან­ჯვა მოს­წონს, მე­ო­რეს კი მდგო­მა­რე­ო­ბა იყოს "ტან­ჯუ­ლი". მო­რი­ე­ლი აღ­მერ­თებს სი­ტუ­ა­ცი­ის მარ­თვა-ბა­ტო­ნო­ბას, მა­შინ როცა კირჩხიბს მუდ­მი­ვად აქვს პარტნი­ო­რის მი­მართ მორ­ჩი­ლე­ბის გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა. მო­რი­ელს ნგრე­ვა უყ­ვარს, კირჩხი­ბი კი ბუ­ნე­ბით კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი და მშე­ნე­ბე­ლია. ამი­ტომ ისი­ნი იდე­ა­ლუ­რად უწყო­ბენ ფეხს ერ­თმა­ნეთს. მათ შო­რის ბევ­რი დრა­მა­ტიზ­მი, წყე­ნა და ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სცე­ნე­ბია. თუმ­ცა, ეს მხო­ლოდ ამ­ყა­რებს ამ ორის კავ­შირს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tako
0

Marto 3 wyvili ewyobian.sxva zodiaqoebi rato ar weria?

Sofio
3

რომელი ზოდიაქოს ნიშნები ქმნიან იდეალურ ოჯახს და არასდროს მიმართავენ განქორწინებას? ამაზეა საუბარი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ასტროლოგი ალექსანდრ ზარაევი: რომელი ზოდიაქოს ნიშნები ქმნიან იდეალურ ოჯახს და არასდროს მიმართავენ განქორწინებას?

ასტროლოგი ალექსანდრ ზარაევი: რომელი ზოდიაქოს ნიშნები ქმნიან იდეალურ ოჯახს და არასდროს მიმართავენ განქორწინებას?

დავა იმაზე, თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანს უნდა დაუკავშიროთ ბედი საიმისოდ, რომ სამომავლოდ ოჯახური ცხოვრება ჰარმონიული გქონდეთ, ინდივიდუალური საკითხია. შესაბამისად, ნებისმიერი ასტროლოგი დაგიდასტურებთ იმას, რომ მხოლოდ ნიშნებს შორის თავსებადობა ნამდვილად არ მოგცემთ ბედნიერი ქორწინების სრულ გარანტიას. ოჯახი თავისებური "სამუშაოა", რომელშიც ორივე პარტნიორი ერთნაირად უნდა დაიხარჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რაც არ უნდა ჰარმონიული იყოს თქვენი და თქვენი მეუღლის ზოგადი ასტროლოგიური თავსებადობა მაიცნ მოხდება კონფლიქტები. თუმცა, იმის გათვალისწინება, თუ ვის ეწყობით ხასიათის უმთავრესი შტრიხებიდან და ფსიქოლოგიური ბუნებიდან გამომდინარე ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტორია საიმისოდ, რომ მომავალში პოტენციურ მეორე ნახევართან ურთიერთობა გაგიადვილდეთ. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ არსებობს სამი "სუპერ-წყვილი" ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ვისაც რეალურად 99% ოდენობის შანსი გააჩნია საიმისოდ, რომ მომავალში ჰარმონიული და შეხმატკბილებული ოჯახი შექმნას...

კურო - ქალწული

ამ ორ ადამიანს შორის ეტაპობრივად, მაგრამ ძალზე მჭიდრო და ურყევი კავშირი ყალიბდება. როგორც წესი, ისინი ერთმანეთს საერთო საქმიანობის ან სამსახურეობრივი ატმოსფეროს გავლენით უახლოვდებიან. ერთიც და მეორეც მარტივად არასოდეს იღებს დაოჯახების გადაწყვეტილებას, ამიტომ მათ დრო სჭირდებათ პარტნიორთან მისაჩვევად. კურო დინჯი და თავშეკავებულია, ქალწული დაკვირვებული, გამჭრიახი და მეთოდური. ის საუკეთესო თანაშემწე, მეუღლე, მეგობარი და თანამოაზრეა კუროსთვის. კურო კი თავის მხრივ ქალწულს აძლევს იმას, რაც ამ უკანასკნელს ყველაზე მეტად ესაჭიროება - ეს არის სტაბილურობა, როგორც ემოციური ისე ფინანსური კუთხით. ქალწულს შეუძლია მოთმინება, კუროც არანაკლებ მომთმენი და გაწონასწორებულია. ეს ორი მალე არა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ და სტაბილურად აშენებს საკუთარ ბედნიერ მომავალს. მათი შვილები ყოველთვის ჯანსაღი ფსიქიკით იზრდებიან, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მოკლებულნი არიან ოჯახურ ჩხუბსა და აყალმაყალში ყოფნას. დედასა და მამას ჩუმად, უსიტყვოდ მაგრამ ძალიან ძლიერად უყვართ ერთმანეთი.

ვერძი - ლომი

მათი კავშირი ხშირად საოცრად ხმაურიანი, დრამატული და ზოგჯერ კონფლიქტებით სავსეც კია. თუმცა, გარშემო მყოფთა გასაკვირად ისინი მაინც ერთად არიან ლამის სიცოცხლის ბოლომდეც... ლომი და ვერძი ერთად, ასტროლოგიურ-ანატომიური შესაბამისობის მიხედვით თავი და გულია, ჰოდა, მითხარით განა შეიძლება გონებამ გულის გარეშე იმუშაოს? გული კი გონების გარეშე რამედ ვარგა? ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ამგვარი წყვილი მიუხედავად მრავალრიცხოვანი კონფლიქტებისა, ყველაზე ხშირად ინარჩუნებს ხანგრძლივ, სასიყვარულო და სექსუალურ ლტოლვას ერთმანეთის მიმართ. ისინი მისაბაძ მაგალითს წარმოადგენენ საკუთარი შვილებისთვის როგორც თავგანწირული და ნამდვილი სიყვარულის მაგალითი.

კირჩხიბი - მორიელი

გახსოვთ ცნობილი ფრაზა - "მელას, თავისი მაღრჩობელა უყვარს?" სწორედ კირჩხიბი-მორიელის წყვილზე ეს ფრაზა მორგებული. მორიელიც და კირჩხიბიც თავისი ბუნებით ორივე ემოციური, მგრძნობიარე და საოცრად ინტუიციური ტიპია. თუმცა, განსხვავება იმაშია, რომ ერთს ტანჯვა მოსწონს, მეორეს კი მდგომარეობა იყოს "ტანჯული". მორიელი აღმერთებს სიტუაციის მართვა-ბატონობას, მაშინ როცა კირჩხიბს მუდმივად აქვს პარტნიორის მიმართ მორჩილების გაუცნობიერებელი მოთხოვნილება. მორიელს ნგრევა უყვარს, კირჩხიბი კი ბუნებით კოლექციონერი და მშენებელია. ამიტომ ისინი იდეალურად უწყობენ ფეხს ერთმანეთს. მათ შორის ბევრი დრამატიზმი, წყენა და ეჭვიანობის სცენებია. თუმცა, ეს მხოლოდ ამყარებს ამ ორის კავშირს.

"ამ დროს წამოწყებული ურთიერთობა ხანმოკლე იქნება და დიდ სიყვარულში არ გადაიზრდება" - რას უნდა უფრთხილდნენ ზოდიაქოს ნიშნები 2 ივნისამდე

ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელსაც აპრილში არ გაუმართლებს - აი, რაზე გაფრთხილებენ ასტროლოგები!

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელსაც აპრილში სიყვარულში გაუმართლებს