პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის პრეზიდენტის პირადი ასტროლოგი, ჯოან ქუიგლი - რას ფიქრობენ თქვენზე მამაკაცები?
აშშ-ის პრეზიდენტის პირადი ასტროლოგი, ჯოან ქუიგლი - რას ფიქრობენ თქვენზე მამაკაცები?

ჯოან ქუ­იგ­ლი აშშ-ის პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, მათ შო­რის არა ერთი პრე­ზი­დენ­ტის, პი­რა­დი ას­ტრო­ლო­გი იყო. ის გა­ტა­ცე­ბუ­ლია არა მარ­ტო პო­ლი­ტი­კის ას­ტრო­ლო­გი­ით, არა­მედ ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­ის ას­ტრო­ლო­გი­ით. გთა­ვა­ზობთ მისი სტა­ტი­ის თარ­გმანს: "გუ­ლის სიღ­რმე­ში ყვე­ლა ქალს აინ­ტე­რე­სებს, რას ფიქ­რო­ბენ მას­ზე მა­მა­კა­ცე­ბი". მარ­თა­ლია, კა­ცის გო­ნე­ბა­ში შეღ­წე­ვა მარ­ტი­ვი საქ­მე არ არის, მაგ­რამ ას­ტრო­ლო­გებს შე­უძ­ლი­ათ თქვენ­თვის ესო­დენ სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვა­ზე გი­პა­სუ­ხონ.

თუ ვერ­ძი ხართ მა­მა­კა­ცი ფიქ­რობს...

ზოგ­ჯერ მგო­ნია, რომ კარ­გად გა­ვი­ცა­ნი, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ახალ თვი­სე­ბას ავ­ლენს და ვხვდე­ბი, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მო­მი­წევს მისი გა­მოკ­ვლე­ვა, თით­ქოს კოს­მო­სია, მე კი ას­ტრო­ნავ­ტი.

თუ კურო ხართ, მა­მა­კა­ცი ფიქ­რობს...

ერთი სული მაქვს რო­დის მოვა დღე­სას­წა­უ­ლი, ის სა­ოც­რად აწყობს მა­გი­დას, რთავს სახ­ლს და არა­ვის­თვის ავი­წყდე­ბა სა­ჩუქ­რე­ბის ყიდ­ვა. ვერც კი ვი­ჯე­რებ, რომ ამ­დე­ნი დე­ტა­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა შე­უძ­ლია. განა რე­ა­ლუ­რია ადა­მი­ანს არა­ფე­რი ავი­წყდე­ბო­დეს?!

თუ ტყუ­პი ხართ, მა­მა­კა­ცი ფიქ­რობს...

რაც უნდა შე­მე­შა­ლოს, ჩემს ად­გი­ლას თავს აყე­ნებს, თით­ქოს ჩე­მი­ვე ტყავ­ში ძვრე­ბა და მი­გებს. ჰუ­მა­ნიზ­მი­თაა სავ­სე! ისე სწრა­ფად და­უ­ახ­ლოვ­და ჩემს სა­მე­გობ­რო წრეს, მგო­ნი, უკვე ჩემ­ზე მე­ტად ენ­დო­ბი­ან და უყ­ვართ. მომ­წონს, რომ კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი და ლა­ღია.

თუ კირჩხი­ბი ხართ, მა­მა­კა­ცი ფიქ­რობს...

მას­თან უმ­ნიშ­ვნე­ლო დი­ა­ლო­გიც კი ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სოა, თით­ქოს წიგნს კი­თხუ­ლობ. მა­ში­ნაც, როცა ჩუ­მად ვარ, თით­ქოს უსი­ტყვოდ ეს­მის ჩემი და იზი­ა­რებს ტკი­ვილს. არას­დროს მა­ეჭ­ვი­ა­ნებს, მე­ტიც, ყვე­ლა­ზე ერ­თგუ­ლი ქა­ლია, ვინც კი შემ­ხვედ­რია!

თუ ლომი ხართ, მა­მა­კა­ცი ფიქ­რობს...

მნუს­ხავს მისი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა. მან ზუს­ტად იცის, რო­გო­რი მომ­ხიბ­ვლე­ლი და დიდ­რო­ნია! ნამ­დვი­ლი დე­დო­ფა­ლია, მე კი ვოც­ნე­ბობ მისი გუ­ლის­თვის მე­ფედ ვიქ­ცე!

თუ ქალ­წუ­ლი ხართ, მა­მა­კა­ცი ფიქ­რობს...

როცა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი მა­ღელ­ვებს ან ადა­მი­ა­ნე­ბი მაბ­რა­ზე­ბენ და სა­და­ცაა გავ­გიჟ­დე­ბი, ის მამ­შვი­დებს. მიყ­ვარს მას­თან ერ­თად სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში წარ­მო­ჩე­ნა, რად­გან ჭკვი­ა­ნი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, რა­ცი­ო­ნუ­ლი ადა­მი­ა­ნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებს. როცა გვერდს ასე­თი ქალი გიმ­შვე­ნებს, შე­უძ­ლე­ბე­ლია ვინ­მემ და­გა­მარ­ცხოს.

თუ სას­წო­რი ხართ, მა­მა­კა­ცი ფიქ­რობს. ..

სა­დაც არ უნდა წა­ვი­დეთ, ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ექ­ცე­ვა და კომ­პა­ნი­ის გული ხდე­ბა! ყვე­ლა მას­კენ მი­ის­წრაფ­ვის, თით­ქოს იზი­დავს მი­სით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. ზოგ­ჯერ მე­ში­ნია ვინ­მემ არ წა­მარ­თვას და ვი­ძა­ბე­ბი, მაგ­რამ მერე ვხვდე­ბი, რომ ეს სა­ჩუ­ქა­რია... სა­ჩუ­ქა­რი, რომ­ლი­თაც ბო­ლომ­დე უნდა დავ­ტკბე. თუ მას­ზე სა­თა­ნა­დოდ ვიზ­რუ­ნებ და მეყ­ვა­რე­ბა, ვე­რა­ვინ წა­მარ­თმევს.

თუ მო­რი­ე­ლი ხართ, მა­მა­კა­ცი ფიქ­რობს...

მი­ზი­დავს მისი რთუ­ლი ხა­სი­ა­თი და და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა, ასე მგო­ნია ექ­სტრე­მა­ლურ ატ­რაქ­ცი­ონ­ზე ვზი­ვარ! მის გვერ­დით მუ­დამ მაწ­ვე­ბა ად­რე­ნა­ლი­ნი! ჭკუ­ას მა­კარ­გვი­ნებს თა­ვი­სი ქა­რიზ­მა­ტუ­ლო­ბით!

თუ მშვილ­დო­სა­ნი ხართ, მა­მა­კა­ცი ფიქ­რობს...

მერე რა, რომ ქა­ლია, ის ჩემი სა­უ­კე­თე­სო ძმა­კა­ცია! მას­თან ერ­თად შე­მიძ­ლია ლუდ­ხა­ნა­ში წა­ვი­დე და ალ­კოჰოლ­ში ჩა­ვიხ­რჩო; ძა­ლი­ან დიდი სიჩ­ქა­რით ვა­ტა­რო მან­ქა­ნა, ნაც­ვლად იმი­სა, რომ შე­მა­ჩე­როს და მთხო­ვოს ფრთხი­ლად იყა­ვიო, კის­კი­სისთ ფან­ჯრი­დან გაჰ­ყოფს თავს და და­ი­კივ­ლებს "რა მა­გა­რია!" გი­ჟია! სხვა ქა­ლებს არ ჰგავს! მუ­დამ მზა­დაა თავ­გა­და­სავ­ლე­ბის­თვის.

თუ თხის რქა ხართ, მა­მა­კა­ცი ფიქ­რობს...

მას შე­სა­შუ­რი მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი აქვს და ისე­თი მი­ზან­სწრა­ფუ­ლია, მწვერ­ვა­ლებს მი­აღ­წევს! უფ­ლე­ბას არ მაძ­ლევს, მოვ­დუნ­დე და ცხოვ­რე­ბა­ზე ხელი ჩა­ვიქ­ნიო. მხო­ლოდ მისი ხათ­რით მა­ინც გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებ ყვე­ლა გეგ­მას. ეტყო­ბა მარ­თა­ლია, როცა ამ­ბო­ბენ, რომ ყო­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­ცის უკან ჭკვი­ა­ნი ქალი დგას.

თუ მრწყუ­ლი ხართ, მა­მა­კა­ცი ფიქ­რობს...

ეს არის ქალი, რო­მე­ლიც დროს უს­წრებს! მას ჩემ­ზე სიღ­რმი­სე­უ­ლად შე­უძ­ლია შე­იგ­რძნოს და გა­ა­ნა­ლი­ზოს სამ­ყა­რო, იმე­დია, ერთ დღეს მეც მას­წავ­ლის.

თუ თევ­ზე­ბი ხართ, მა­მა­კა­ცი ფიქ­რობს...

არას­დროს არა­ვის ვუ­ნუ­გე­შებ­ვარ ისე, რო­გორც ამ სენ­ტი­მენ­ტა­ლურ ქალს. ის ყო­ველ­თვის სწო­რად არ­ჩევს სი­ტყვებს ჩემ­თვის გან­წყო­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი:

აშშ-ის პრეზიდენტის პირადი ასტროლოგი, ჯოან ქუიგლი - რას ფიქრობენ თქვენზე მამაკაცები?

აშშ-ის პრეზიდენტის პირადი ასტროლოგი, ჯოან ქუიგლი - რას ფიქრობენ თქვენზე მამაკაცები?

ჯოან ქუიგლი აშშ-ის პოლიტიკოსების, მათ შორის არა ერთი პრეზიდენტის, პირადი ასტროლოგი იყო. ის გატაცებულია არა მარტო პოლიტიკის ასტროლოგიით, არამედ ურთიერთობისა და ფსიქოლოგიის ასტროლოგიით. გთავაზობთ მისი სტატიის თარგმანს: "გულის სიღრმეში ყველა ქალს აინტერესებს, რას ფიქრობენ მასზე მამაკაცები". მართალია, კაცის გონებაში შეღწევა მარტივი საქმე არ არის, მაგრამ ასტროლოგებს შეუძლიათ თქვენთვის ესოდენ საინტერესო კითხვაზე გიპასუხონ.

თუ ვერძი ხართ მამაკაცი ფიქრობს...

ზოგჯერ მგონია, რომ კარგად გავიცანი, მაგრამ მოულოდნელად ახალ თვისებას ავლენს და ვხვდები, რომ მთელი ცხოვრება მომიწევს მისი გამოკვლევა, თითქოს კოსმოსია, მე კი ასტრონავტი.

თუ კურო ხართ, მამაკაცი ფიქრობს...

ერთი სული მაქვს როდის მოვა დღესასწაული, ის საოცრად აწყობს მაგიდას, რთავს სახლს და არავისთვის ავიწყდება საჩუქრების ყიდვა. ვერც კი ვიჯერებ, რომ ამდენი დეტალის გათვალისწინება შეუძლია. განა რეალურია ადამიანს არაფერი ავიწყდებოდეს?!

თუ ტყუპი ხართ, მამაკაცი ფიქრობს...

რაც უნდა შემეშალოს, ჩემს ადგილას თავს აყენებს, თითქოს ჩემივე ტყავში ძვრება და მიგებს. ჰუმანიზმითაა სავსე! ისე სწრაფად დაუახლოვდა ჩემს სამეგობრო წრეს, მგონი, უკვე ჩემზე მეტად ენდობიან და უყვართ. მომწონს, რომ კომუნიკაბელური და ლაღია.

თუ კირჩხიბი ხართ, მამაკაცი ფიქრობს...

მასთან უმნიშვნელო დიალოგიც კი ისეთი საინტერესოა, თითქოს წიგნს კითხულობ. მაშინაც, როცა ჩუმად ვარ, თითქოს უსიტყვოდ ესმის ჩემი და იზიარებს ტკივილს. არასდროს მაეჭვიანებს, მეტიც, ყველაზე ერთგული ქალია, ვინც კი შემხვედრია!

თუ ლომი ხართ, მამაკაცი ფიქრობს...

მნუსხავს მისი თავდაჯერებულობა. მან ზუსტად იცის, როგორი მომხიბვლელი და დიდრონია! ნამდვილი დედოფალია, მე კი ვოცნებობ მისი გულისთვის მეფედ ვიქცე!

თუ ქალწული ხართ, მამაკაცი ფიქრობს...

როცა მოულოდნელობები მაღელვებს ან ადამიანები მაბრაზებენ და სადაცაა გავგიჟდები, ის მამშვიდებს. მიყვარს მასთან ერთად საზოგადოებაში წარმოჩენა, რადგან ჭკვიანი, განათლებული, რაციონული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. როცა გვერდს ასეთი ქალი გიმშვენებს, შეუძლებელია ვინმემ დაგამარცხოს.

თუ სასწორი ხართ, მამაკაცი ფიქრობს. ..

სადაც არ უნდა წავიდეთ, ყურადღების ცენტრში ექცევა და კომპანიის გული ხდება! ყველა მასკენ მიისწრაფვის, თითქოს იზიდავს მისით აღფრთოვანებულ ადამიანებს. ზოგჯერ მეშინია ვინმემ არ წამართვას და ვიძაბები, მაგრამ მერე ვხვდები, რომ ეს საჩუქარია... საჩუქარი, რომლითაც ბოლომდე უნდა დავტკბე. თუ მასზე სათანადოდ ვიზრუნებ და მეყვარება, ვერავინ წამართმევს.

თუ მორიელი ხართ, მამაკაცი ფიქრობს...

მიზიდავს მისი რთული ხასიათი და დაუმორჩილებლობა, ასე მგონია ექსტრემალურ ატრაქციონზე ვზივარ! მის გვერდით მუდამ მაწვება ადრენალინი! ჭკუას მაკარგვინებს თავისი ქარიზმატულობით!

თუ მშვილდოსანი ხართ, მამაკაცი ფიქრობს...

მერე რა, რომ ქალია, ის ჩემი საუკეთესო ძმაკაცია! მასთან ერთად შემიძლია ლუდხანაში წავიდე და ალკოჰოლში ჩავიხრჩო; ძალიან დიდი სიჩქარით ვატარო მანქანა, ნაცვლად იმისა, რომ შემაჩეროს და მთხოვოს ფრთხილად იყავიო, კისკისისთ ფანჯრიდან გაჰყოფს თავს და დაიკივლებს "რა მაგარია!“ გიჟია! სხვა ქალებს არ ჰგავს! მუდამ მზადაა თავგადასავლებისთვის.

თუ თხის რქა ხართ, მამაკაცი ფიქრობს...

მას შესაშური მოთმინების უნარი აქვს და ისეთი მიზანსწრაფულია, მწვერვალებს მიაღწევს! უფლებას არ მაძლევს, მოვდუნდე და ცხოვრებაზე ხელი ჩავიქნიო. მხოლოდ მისი ხათრით მაინც განვახორციელებ ყველა გეგმას. ეტყობა მართალია, როცა ამბობენ, რომ ყოველი წარმატებული კაცის უკან ჭკვიანი ქალი დგას.

თუ მრწყული ხართ, მამაკაცი ფიქრობს...

ეს არის ქალი, რომელიც დროს უსწრებს! მას ჩემზე სიღრმისეულად შეუძლია შეიგრძნოს და გაანალიზოს სამყარო, იმედია, ერთ დღეს მეც მასწავლის.

თუ თევზები ხართ, მამაკაცი ფიქრობს...

არასდროს არავის ვუნუგეშებვარ ისე, როგორც ამ სენტიმენტალურ ქალს. ის ყოველთვის სწორად არჩევს სიტყვებს ჩემთვის განწყობის ასამაღლებლად."