ავტორი:

"ამ დროს სიყვარული იწყება მანამდე არსებული სიყვარულის ნგრევით, ხდება მტკივნეული პროცესები" - ზოდიაქოს რომელ ნიშანზე იმოქმედებს ყველაზე მძაფრად ვენერა 7 ოქტომბრამდე

"ამ დროს სიყვარული იწყება მანამდე არსებული სიყვარულის ნგრევით, ხდება მტკივნეული პროცესები" - ზოდიაქოს რომელ ნიშანზე იმოქმედებს ყველაზე მძაფრად ვენერა 7 ოქტომბრამდე

ასტროლოგი რამაზ გიგაური 11 სეტემბრიდან 7 ოქტომბრამდე მოსალოდნელი ასტროლოგიური მოვლენის - მორიელის ზოდიაქოში ვენერას სტუმრობის შესახებ წერს. რას მოუტანს ზოდიაქოს ნიშნებს სიყვარულზე პასუხისმგებელი პლანეტის ეს მდებარეობა, ამას ასტროლოგის პოსტიდან შეიტყობთ:

"11 სექტემბერს, თბილისის დროით 00:39 საათზე სიყვარულის, ჰარმონიის, ხელოვნების მმართველი პლანეტა ვენერა - მორიელის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და იქ 7 ოქტომბრამდე დარჩება.

ვენერას ეს ინგრესია ადამიანებში გააძლიერებს სიყვარულის გამოვლენის და მიღების მოთხოვნილებას, მომხიბვლელობას, შარმს, მიმზიდველობასა და სექსუალურობას. ნეგატიური კუთხით მოიმატებს ეგოიზმი, ეჭვიანობა და სიყვარულში რადიკალიზმი.

ვენერას ეს პოზიცია გამოძევებულად ითვლება. ვენერა ამ დროს (მორიელში განთავსებისას) კარგავს თავის „ქალურობას“, სინაზეს, სტაბილურობას, თუმცა იძენს სექსუალურობას, შემტევობასა და აგრესიულობას.

ვენერას ეს პოზიცია ადამიანებში აძლიერებს სექსის, როგორც მანიპულაციის ინსტრუმენტის გამოვლენას.

ვენერას მორიელში ყოფნისას ადამიანები ხდებიან ეგოისტები და მომთხოვნები. ადამიანში იზრდება შიში, ეჭვი ეპარება, რომ ის გულწრფელად უყვართ, რადგან იზრდება ღალატის ქვეცნობიერი შიში.

წაიკითხეთ სრულად