მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას მომავალი არ აქვს და ტყუილად კარგავთ დროს
3 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას მომავალი არ აქვს და ტყუილად კარგავთ დროს

მო­დით, სი­მარ­თლეს თვა­ლებ­ში ჩავ­ხე­დოთ: სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კარ­გია, მაგ­რამ მარ­ტო­ო­ბა სჯობს ისეთ ადა­მი­ან­თან ყოფ­ნას, რო­მე­ლიც თქვე­ნი შე­სა­ფე­რი­სი არ არის.

თა­ვი­დან ყვე­ლა­ფე­რი კარ­გა­დაა, ად­ვი­ლია იმ ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­ზე თვა­ლის და­ხუჭ­ვა, რო­მელ­საც გზად ვა­წყდე­ბით, თუმ­ცა რო­გორც კი სე­რი­ო­ზუ­ლად ფიქ­რს ვი­წყებთ, აღ­მო­ვა­ჩენთ ხოლ­მე, რომ რა­ღა­ცე­ბის "გა­ტა­რე­ბა" არც ისე ად­ვი­ლია. ხან­და­ხან ისეც ხდე­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა თა­ვი­დან­ვე წარ­მო­უდ­გენ­ლად გეჩ­ვე­ნე­ბათ, მერე კი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ლაგ­დე­ბა, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად პი­რი­ქი­თაა.

თვალს იმი­ტომ ვხუ­ჭავთ, რომ მარ­ტოდ დარ­ჩე­ნის გვე­ში­ნია და გარ­კვე­ულ მარ­ტო­ო­ბას, გა­ურ­კვე­ვე­ლი მო­მავ­ლის მქო­ნე ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ყოფ­ნას ვამ­ჯო­ბი­ნებთ. ჩვენ არ გვინ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ ეს ადა­მი­ა­ნი არ შეგ­ვე­ფე­რე­ბა, მერე კი "არც შენი ნა­ხე­ვა­რი არ­გია სხვას და არც შენ გარ­გია სხვი­სი ნა­ხე­ვა­რი. ერ­თმა­ნეთს წამ­ლავთ".

რამ­დე­ნიც არ უნდა წა­ვუყ­რუ­ოთ ში­ნა­გა­ნი ხმის ძა­ხილს, შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ჩვენს სის­ხლში შე­მოჭ­რი­ლი უცხო სხე­უ­ლია და სის­ტე­მა ნელ-ნელა უარ­ყოფს მას. ადრე თუ გვი­ან თქვე­ნი გზე­ბი გა­იყ­რე­ბა, მაგ­რამ მა­ნამ­დე უამ­რა­ვი დროა, წუ­თე­ბი, რო­მელ­თაც უკან ვე­ღა­რა­სო­დეს და­იბ­რუ­ნებთ. დრო, რომ­ლის და­კარ­გვაც შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ინა­ნოთ ოდეს­მე.

თუკი თქვენ გაქვთ გან­ცდა, რომ რა­ღაც რიგ­ზე ვერ არის, თუმ­ცა ვერ იგებთ ეს თქვე­ნი ში­ნა­გა­ნი ხმაა, თუ უბ­რა­ლო ეჭვი, ფსი­ქო­ლო­გე­ბი 3 ნი­შანს გთა­ვა­ზო­ბენ, რო­მელ­თა მეშ­ვე­ო­ბი­თაც შე­გიძ­ლი­ათ მიხ­ვდეთ, რომ თქვენ შე­უ­ფე­რე­ბელ ადა­მი­ანს ხვდე­ბით, თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბას მო­მა­ვა­ლი არ აქვს და ტყუ­ი­ლად კარ­გავთ ძვირ­ფას დროს.

  • თქვენ გრძნობთ, რომ რა­ღაც რიგ­ზე ვერ არის

    ამ ნიშ­ნის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა ყვე­ლა­ზე რთუ­ლია. ეს შეგ­რძნე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად გტან­ჯავთ, ერ­თგვა­რი წი­თე­ლი ალა­მია, რო­მე­ლიც გა­მუდ­მე­ბით თვალ­ში გხვდე­ბათ, მაგ­რამ არაფ­რით არ გინ­დათ მისი და­ნახ­ვა. თქვენ ვერ ხვდე­ბით, რას გა­ნიც­დით, რა­ტომ გა­ნიც­დით… ვერ ხვდე­ბით, რა­ტომ გე­ტი­რე­ბათ ხოლ­მე უმი­ზე­ზოდ, რა­ტომ იცი­ნით ხოლ­მე უაზ­როდ… შე­იძ­ლე­ბა ამ გან­ცდას სხვა მი­ზე­ზე­ბიც ჰქონ­დეს… შე­იძ­ლე­ბა უბ­რა­ლოდ ზო­გა­დად ურ­თი­ერ­თო­ბის, ან შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის ში­შია, რაც სა­წყის ეტაპ­ზე ბუ­ნებ­რი­ვია, მაგ­რამ თუკი დრო გა­დის და ეს გან­ცდა არ გტო­ვებთ და უფრო მე­ტიც, ძლი­ერ­დე­ბა, სჯობს გეზი შეც­ვა­ლოთ და თქვე­ნი გზა ნა­ხოთ. ნე­ბის­მი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბაა და სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დე, თქვენ თუ ურ­თი­ერ­თო­ბი­დან ამას ვერ იღებთ და პი­რი­ქით ით­რგუ­ნე­ბით, რა სა­ჭი­როა სა­ერ­თოდ ის? წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზ.ზ
6

იოგაზე იარე საერთოდ ვერ მოგეკარება ისე იგრძნობ შენს თავს. შენ ზემოდან გიყურებს და იმიტომ იქცევა ეგრე. 

gaga
3

ვგრძნობ, რომ არაფერი არ მაკავშირებს იმ ადამიანთან ვისაც ჩემი ცოლი ქვია, ერთადერთი ბავშვები. დაემდურა და არ ელაპარაკება ჩემს მშობლებს, და-ძმას. ყველაფერზე ფიცხობს ანჩხლობს, ელემენტარულ რაღაცეებზე შეუძლია ერთი ამბავი ატეხოს, სიმშვიდე არ მაქვს და ეს ჯოჯოხეთია, არ ვიცი რა ვქნა

ავტორი:

3 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას მომავალი არ აქვს და ტყუილად კარგავთ დროს

3 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას მომავალი არ აქვს და ტყუილად კარგავთ დროს

მოდით, სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ: სასიყვარულო ურთიერთობები კარგია, მაგრამ მარტოობა სჯობს ისეთ ადამიანთან ყოფნას, რომელიც თქვენი შესაფერისი არ არის.

თავიდან ყველაფერი კარგადაა, ადვილია იმ ნაკლოვანებებზე თვალის დახუჭვა, რომელსაც გზად ვაწყდებით, თუმცა როგორც კი სერიოზულად ფიქრს ვიწყებთ, აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ რაღაცების "გატარება" არც ისე ადვილია. ხანდახან ისეც ხდება, ურთიერთობის გაგრძელება თავიდანვე წარმოუდგენლად გეჩვენებათ, მერე კი დროთა განმავლობაში ლაგდება, თუმცა ძირითადად პირიქითაა.

თვალს იმიტომ ვხუჭავთ, რომ მარტოდ დარჩენის გვეშინია და გარკვეულ მარტოობას, გაურკვეველი მომავლის მქონე ურთიერთობაში ყოფნას ვამჯობინებთ. ჩვენ არ გვინდა ვაღიაროთ, რომ ეს ადამიანი არ შეგვეფერება, მერე კი "არც შენი ნახევარი არგია სხვას და არც შენ გარგია სხვისი ნახევარი. ერთმანეთს წამლავთ".

რამდენიც არ უნდა წავუყრუოთ შინაგანი ხმის ძახილს, შეუფერებელი ადამიანი ჩვენს სისხლში შემოჭრილი უცხო სხეულია და სისტემა ნელ-ნელა უარყოფს მას. ადრე თუ გვიან თქვენი გზები გაიყრება, მაგრამ მანამდე უამრავი დროა, წუთები, რომელთაც უკან ვეღარასოდეს დაიბრუნებთ. დრო, რომლის დაკარგვაც შეიძლება ძალიან ინანოთ ოდესმე.

თუკი თქვენ გაქვთ განცდა, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, თუმცა ვერ იგებთ ეს თქვენი შინაგანი ხმაა, თუ უბრალო ეჭვი, ფსიქოლოგები 3 ნიშანს გთავაზობენ, რომელთა მეშვეობითაც შეგიძლიათ მიხვდეთ, რომ თქვენ შეუფერებელ ადამიანს ხვდებით, თქვენს ურთიერთობას მომავალი არ აქვს და ტყუილად კარგავთ ძვირფას დროს.

  • თქვენ გრძნობთ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის

    ამ ნიშნის გაანალიზება ყველაზე რთულია. ეს შეგრძნება ყველაზე მეტად გტანჯავთ, ერთგვარი წითელი ალამია, რომელიც გამუდმებით თვალში გხვდებათ, მაგრამ არაფრით არ გინდათ მისი დანახვა. თქვენ ვერ ხვდებით, რას განიცდით, რატომ განიცდით… ვერ ხვდებით, რატომ გეტირებათ ხოლმე უმიზეზოდ, რატომ იცინით ხოლმე უაზროდ… შეიძლება ამ განცდას სხვა მიზეზებიც ჰქონდეს… შეიძლება უბრალოდ ზოგადად ურთიერთობის, ან შეცდომის დაშვების შიშია, რაც საწყის ეტაპზე ბუნებრივია, მაგრამ თუკი დრო გადის და ეს განცდა არ გტოვებთ და უფრო მეტიც, ძლიერდება, სჯობს გეზი შეცვალოთ და თქვენი გზა ნახოთ. ნებისმიერი ურთიერთობის მთავარი მიზანი ბედნიერებაა და სულიერი სიმშვიდე, თქვენ თუ ურთიერთობიდან ამას ვერ იღებთ და პირიქით ითრგუნებით, რა საჭიროა საერთოდ ის? წაიკითხეთ სრულად