როგორც გამოკვლევები ცხადყოფს, მიუხედავად იმისა, რომ ასტროლოგია ე.წ. "ქალების სფეროდაა" მიჩნეული მამაკაცებიც ერკვევიან ასტროლოგიაში და არამხოლოდ... ლიტველმა ასტროლოგებმა საინტერესო ონლაინ გამოკითხვა ჩაატარეს იმის შესახებ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალს მიიჩნევს მამაკაცთა უმრავლესობა სექსუალურად არასაინტერესოდ ან სულაც ფრიგიდულად... შედეგები საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა:
პირველ ადგილზე ქალწულები გავიდნენ - გამოკითხული მამაკაცების უმეტესობამ მიიჩნია, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები სექსით ძირითადად მერკანტილური მოსაზრებების გამო კავდებიან. შესაბამისად, თუ მამაკაცმა იგი მსხვილი საბანკო ანგარიშით არ "აღაგზნო", მის ლიბიდოს არაფერი ეშველება. ქალწულები ინტიმური ურთიერთობის დროსაც არ თიშავენ ტვინს და მხოლოდ მათ შეუძლიათ პარტნიორს შუა სექსის დროს შენიშვნა მისცენ იმის შესახებ, რომ ამ უკანასკნელს ღიპი საკმარისზე მეტად დასტყობია ბოლო პერიოდის მანძილზე.
მეორე ადგილზე სასწორები არიან - მათი პრობლემა ისაა, რომ ფიზიკურ კავშირზე მეტად ემოციური კონტაქტი, ჩახუტება და მოფერება აკმაყოფილებთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ სასწორისთვის "მორალური ორგაზმი" უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფიზიკური. შესაბამისად, იგი ხშირად ამჯობინებს გულითად საუბრებს მთვარის შუქზე, კარგ სექსს. რაც დამეთანხმებით მამაკაცთა დიდი ნაწილისთვის ულმობელი ტანჯვაა.
მესამე საპატიო ადგილი კი წილად თევზებს ხვდათ - ამ ქალების უმრავლესობა ბუნებით ძალზე სათუთი, ბუტია და წყენიაა. შესაბამისად, სექსუალური მოთხოვნილებების გამოხატვისა და ინტიმურ ურთიერთობაში სრულად გახსნის საკითხში თევზ ქალს ხელს ემოციური არასტაბილურობა უშლის. მას არ შეუძლია ჰქონდეს სექსი კაცთან, რომელიც მის სულიერ მდგომარეობას ვერ ხედავს და არ აინტერესებს იგი. თუმცა, თუკი ემოციურ დისკომფორტს მოუხსნით, შესაძლოა თევზი ქალი შესანიშნავი საყვარელი იყოს.