სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოჯახი ზურაბ ჟვანიას ცხედრის ეგსჰუმაციაზე თანახმაა
ოჯახი ზურაბ ჟვანიას ცხედრის ეგსჰუმაციაზე თანახმაა

თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, ოჯა­ხი ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ცხედ­რის ეგ­სჰუ­მა­ცი­ა­ზე თა­ნახ­მაა, - ამის შე­სა­ხებ ნინო ქა­და­გი­ძემ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გავ­რცელ­და, ეს მა­სა­ლე­ბი მე გა­მო­ძი­ე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე ნა­ნა­ხი არ მქონ­და. ერ­თა­დერ­თი ფოტო, რო­მე­ლიც მოხ­ვდა იმ მა­სა­ლებ­ში, იყო ის, სა­დაც ტუჩ­ზე სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი ჩანს. ეს ფოტო მე რომ შემ­ხვდა, მი­ვე­დი და ადე­იშ­ვილს ვუ­თხა­რი - ასე­თი ფოტო არ­სე­ბობს-მეთ­ქი. ადე­იშ­ვილ­მა მი­თხრა, აბა მო­ი­ტა­ნეთ ფო­ტო­ე­ბიო. მო­ი­ტა­ნეს ფო­ტო­ე­ბი და ეს ფოტო იქ აღარ იყო. მი­თხა­რით ახლა, რა უნდა მექ­ნა მე? რაც შე­ე­ხე­ბა მა­სა­ლე­ბის გან­სა­ჯა­რო­ე­ბას, გა­მო­ძი­ე­ბა დამ­თავ­რე­ბუ­ლი არ არის. მე არ მი­თხო­ვია არა­ვის­თვის, რომ გან­სა­ჯა­რო­ე­ბა არ ყო­ფი­ლი­ყო, იმი­ტომ რომ ბუ­ნებ­რი­ვად, სა­ნამ გა­მო­ძი­ე­ბა არ დამ­თავ­რდე­ბა, ეს მა­სა­ლე­ბი ვერ გან­სა­ჯა­როვ­დე­ბა სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზე­ბის გამო, მათ შო­რის, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გამო", - გა­ნა­ცხა­და ნინო ქა­და­გი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ის ექ­სპერ­ტი­ზას არ ეს­წრე­ბო­და.

"მე გაკ­ვე­თას არ ვეს­წრე­ბო­დი. რო­დე­საც და­ვი­წყე ზუ­რას ძებ­ნა, 3 სა­ა­თი­დან ვრე­კავ­დი და ბუნ­დო­ვან პა­სუხს მაძ­ლევ­დნენ - 5 წუთ­ში, 10 წუთ­ში და მე არ მქონ­და ჩემ ქმარ­თან ის ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ გა­დავტრი­ა­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი და და­მე­ძი­ნა. ზამ­თა­რი იყო და ფე­ხით წა­მო­ვე­დი წყნე­თი­დან. და­მი­რე­კეს გზა­ში, ჩამ­სვეს მან­ქა­ნა­ში, მი­მიყ­ვა­ნეს. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბა - რას და­ვი­ნა­ხავ­დი მე იქ? მე და­ვი­ნა­ხე, რომ ზურა აღარ არის ცო­ცხა­ლი, და­ნარ­ჩე­ნი მე არა­ფე­რი მახ­სოვს", - გა­ნა­ცხა­და ნინო ქა­და­გი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ახლა არ­სე­ბობს თან­ხმო­ბა, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზა გა­კეთ­დეს, თუმ­ცა ეს ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია.

"ბევრ რა­ღა­ცა­ზე მი­დის ხე­ლა­ხა­ლი ექ­სპერ­ტი­ზა. ეს პრო­ცე­სი არ არის მარ­ტი­ვი. უკვე რამ­დენ­ჯერ­მე იყო მცდე­ლო­ბა, მე და გოგ­ლა ჯერ კი­დევ 2005 წლი­დან მო­ვი­თხოვ­დით და­მო­უ­კი­დე­ბელ გა­მო­ძი­ე­ბას. ახლა თით­ქოს გვაქვს თან­ხმო­ბა, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზა გა­კეთ­დეს ნორ­მა­ლუ­რი. ეს გუ­ლის­ხმობს ქვეყ­ნებს შო­რის საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს. მა­შინ ეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გა­მო­ძი­ე­ბა არ შედ­გა, იმი­ტომ რომ ჩვენ­მა მხა­რემ არ მის­ცა თან­ხმო­ბა, თო­რემ ოჯა­ხი ყო­ველ­თვის მო­ვი­თხოვ­დით", - გა­ნა­ცხა­და ნინო ქა­და­გი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ცხედ­რის ეგ­სჰუ­მა­ცია თუ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, ეს მოხ­დე­ბა.

ნინო ქა­და­გი­ძეს ასე­ვე და­უს­ვეს კი­თხვა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ საქ­მის მა­სა­ლე­ბის გან­სა­ჯა­რო­ვე­ბა იმის გამო არ მო­ხერ­ხდა, რომ იქ გარ­კვე­უ­ლი დე­ლი­კა­ტუ­რი მო­მენ­ტე­ბია.

"ეს დე­ლი­კა­ტუ­რი ნა­წი­ლი, რომ ის ნა­წი­ლია, რომ­ლის გა­მოც სულ შან­ტა­ჟის ქვეშ ვართ და სულ ტრავ­მი­რე­ბუ­ლე­ბი, იცით", - აღ­ნიშ­ნა ნინო ქა­და­გი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ოჯახი ზურაბ ჟვანიას ცხედრის ეგსჰუმაციაზე თანახმაა

ოჯახი ზურაბ ჟვანიას ცხედრის ეგსჰუმაციაზე თანახმაა

თუ საჭირო იქნება, ოჯახი ზურაბ ჟვანიას ცხედრის ეგსჰუმაციაზე თანახმაა, - ამის შესახებ ნინო ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ფოტო და ვიდეომასალები, რომლებიც გავრცელდა, ეს მასალები მე გამოძიების პირველ ეტაპზე ნანახი არ მქონდა. ერთადერთი ფოტო, რომელიც მოხვდა იმ მასალებში, იყო ის, სადაც ტუჩზე სისხლჩაქცევები ჩანს. ეს ფოტო მე რომ შემხვდა, მივედი და ადეიშვილს ვუთხარი - ასეთი ფოტო არსებობს-მეთქი. ადეიშვილმა მითხრა, აბა მოიტანეთ ფოტოებიო. მოიტანეს ფოტოები და ეს ფოტო იქ აღარ იყო. მითხარით ახლა, რა უნდა მექნა მე? რაც შეეხება მასალების განსაჯაროებას, გამოძიება დამთავრებული არ არის. მე არ მითხოვია არავისთვის, რომ განსაჯაროება არ ყოფილიყო, იმიტომ რომ ბუნებრივად, სანამ გამოძიება არ დამთავრდება, ეს მასალები ვერ განსაჯაროვდება სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ შორის, პირველ ყოვლისა, გამოძიების ინტერესების გამო", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

მისივე თქმით, ის ექსპერტიზას არ ესწრებოდა.

"მე გაკვეთას არ ვესწრებოდი. როდესაც დავიწყე ზურას ძებნა, 3 საათიდან ვრეკავდი და ბუნდოვან პასუხს მაძლევდნენ - 5 წუთში, 10 წუთში და მე არ მქონდა ჩემ ქმართან ის ურთიერთობა, რომ გადავტრიალებულიყავი და დამეძინა. ზამთარი იყო და ფეხით წამოვედი წყნეთიდან. დამირეკეს გზაში, ჩამსვეს მანქანაში, მიმიყვანეს. თქვენ წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა - რას დავინახავდი მე იქ? მე დავინახე, რომ ზურა აღარ არის ცოცხალი, დანარჩენი მე არაფერი მახსოვს", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

მისივე თქმით, ახლა არსებობს თანხმობა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზა გაკეთდეს, თუმცა ეს ხანგრძლივი პროცესია.

"ბევრ რაღაცაზე მიდის ხელახალი ექსპერტიზა. ეს პროცესი არ არის მარტივი. უკვე რამდენჯერმე იყო მცდელობა, მე და გოგლა ჯერ კიდევ 2005 წლიდან მოვითხოვდით დამოუკიდებელ გამოძიებას. ახლა თითქოს გვაქვს თანხმობა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზა გაკეთდეს ნორმალური. ეს გულისხმობს ქვეყნებს შორის საკმაოდ სერიოზულ მოლაპარაკებებს. მაშინ ეს დამოუკიდებელი გამოძიება არ შედგა, იმიტომ რომ ჩვენმა მხარემ არ მისცა თანხმობა, თორემ ოჯახი ყოველთვის მოვითხოვდით", - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

მისივე თქმით, ზურაბ ჟვანიას ცხედრის ეგსჰუმაცია თუ იქნება საჭირო, ეს მოხდება.

ნინო ქადაგიძეს ასევე დაუსვეს კითხვა იმის თაობაზე, რომ საქმის მასალების განსაჯაროვება იმის გამო არ მოხერხდა, რომ იქ გარკვეული დელიკატური მომენტებია.

"ეს დელიკატური ნაწილი, რომ ის ნაწილია, რომლის გამოც სულ შანტაჟის ქვეშ ვართ და სულ ტრავმირებულები, იცით", - აღნიშნა ნინო ქადაგიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა