პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა კვალიაშვილს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს - მომღერლის დასახმარებლად ტელემარათონი გაიმართება
ეკა კვალიაშვილს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს - მომღერლის დასახმარებლად ტელემარათონი გაიმართება

მომ­ღე­რალ ეკა კვა­ლი­აშ­ვილს მე­დი­კო­სებ­მა მძი­მე დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. მას მკურ­ნა­ლო­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ ესა­ჭი­რო­ე­ბა. ეკას და­სახ­მა­რებ­ლად მისი კო­ლე­გე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფი გა­ერ­თი­ან­და და სპე­ცი­ა­ლუ­რი ვი­დე­ორ­გო­ლი მო­ამ­ზა­დეს. ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დი", "ეკა ხო­ფე­რია თოქ­შოუ" დღეს ამ თე­მა­ზე სპე­ცი­ა­ლურ გა­მოშ­ვე­ბას ამ­ზა­დებს. "ამ­ბე­ბი.გე" კი მა­ნამ­დე მომ­ღერ­ლის კო­ლე­გებს და­უ­კავ­შირ­და.

ირმა სო­ხა­ძე:

- სი­მარ­თლე გი­თხა­რათ, ძა­ლი­ან დაბ­ნე­უ­ლი და შე­წუ­ხე­ბუ­ლი ვარ: ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ეკას­ნა­ი­რი ენერ­გი­უ­ლი და მხი­ა­რუ­ლი ადა­მა­ნი ავად გახ­დე­ბო­და. მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­ვი­ტყვე, მის­მა მე­გობ­რებ­მა და­მი­რე­კეს, მი­თხრეს, რომ ცუდი და­იგ­ნო­ზი აქვს. შემ­დეგ გო­გი­ტა გე­გე­ლაშ­ვილ­საც, ექიმს ვე­ლა­პა­რა­კე... რა ვქნათ, ყვე­ლამ რა­ღაც უნდა გა­ვა­კე­თოთ, უნდა და­ვეხ­მა­როთ, რომ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვი­დეს. კონ­კრე­ტუ­ლად რა მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა, არ ვიცი, მაგ­რამ მკურ­ნა­ლო­ბა რომ სჭირ­დე­ბა და ამას თან­ხე­ბი ესა­ჭი­რო­ე­ბა, ეს ფაქ­ტია.

- რო­გორც თქვე­ნი კო­ლე­გე­ბის­გან შე­ვი­ტყვეთ, გა­მო­სა­ჯან­მრთე­ლებ­ლად უცხო­ე­თის კლი­ნი­კა­ში უნდა გა­ემ­გზავ­როს...

- ვი­მე­ო­რებ, ეგ დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი, მაგ­რამ სა­დაც არ უნდა იყოს, მკურ­ნა­ლო­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი კურ­სი უნდა ჩა­უ­ტარ­დეს.

- ნე­ი­რო­ვირუ­სი, მგო­ნი, მა­სობ­რი­ვი და­ა­ვა­დე­ბა არ არის...

- გე­თან­ხმე­ბით. რო­გორც ვიცი, ის ნერ­ვულ და­ბო­ლო­ე­ბებს აზი­ა­ნებს, ზოგ­ჯერ თა­ვის ტვი­ნის ქერ­ქის გარ­კვე­ულ კე­რებს. ამი­ტომ, რაც შეგ­ვიძ­ლია, ყვე­ლამ რა­ღაც უნდა გა­ვა­კე­თოთ...

- ეკა ხო­ფე­რია თა­ვის თოქ­შო­უს დღეს ამ თე­მას და­უთ­მობს...

- ეკა კვა­ლი­აშ­ვილ­მა სამი დღის წინ საფ­რა­ნე­თი­დან ეს დას­კვნა მი­ი­ღო. რო­გორც კი ჩემ­მა კო­ლე­გებ­მა ეკა ხო­ფე­რი­ას მი­მარ­თეს, ის მა­შინ­ვე გულ­წრფე­ლად გა­მო­ეხ­მა­უ­რა, გეგ­მი­უ­რი გა­და­ცე­მა მოხ­სნა და ეს თემა ჩას­ვა. ჩვენც, ყვე­ლას, ვი­საც დაგ­ვი­რე­კეს და საქ­მის კურ­სში ჩაგ­ვა­ყე­ნეს, ეკას­თან ვართ. მზად ვართ, მხარ­ში ამო­ვუდ­გეთ, და­ვეხ­მა­როთ. დღეს ყვე­ლა­ნი ამ თე­მა­ზე პირ­და­პირ ეთერ­ში ვი­სა­უბ­რებთ. მა­რა­თო­ნი­ვით გა­და­ცე­მა უნდა გა­ა­კეთ­დეს.

ზურა მან­ჯა­ვი­ძე:

- ეკას ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი რომ ჰქონ­და, მისი მე­გობ­რე­ბის­გან ვი­ცო­დი, მაგ­რამ თუ ასე გარ­თუ­ლე­ბუ­ლი იყო სი­ტუ­ა­ცია, არ მე­გო­ნა. რამ­დე­ნი­მე დღეა, შე­ვი­ტყვე, რომ მას სას­წრა­ფო ოპე­რა­ცია ესა­ჭი­რო­ე­ბა.

- რას უჩი­ო­და?

- კონ­კრე­ტუ­ლად არ ვიცი, მაგ­რამ მისი მე­გობ­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ვერ იყო კარ­გად. ახლა კი ვიცი, რომ ოპე­რა­ცია და სე­რი­ო­ზუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი უცხო­ეთ­ში უნდა ჩა­უ­ტარ­დეს.…

- კლიპ­ში, რო­მე­ლიც მის მხარ­და­სა­ჭე­რად გა­და­ი­ღეს, ნაჩ­ვე­ნე­ბია ისიც, რომ ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და მსა­ხი­ო­ბებ­მა შეძ­ლეს კო­ლე­გე­ბის დახ­მა­რე­ბა. ახლა კი მუ­სი­კო­სე­ბი ერ­თი­ან­დე­ბით. რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა თქვე­ნი თა­ნად­გო­მა?

- სხვა­თა შო­რის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის აქ­ცი­ა­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი. ყვე­ლას და­ვეხ­მა­რე­ბით, რი­თიც შევ­ძლებთ და რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც იქ­ნე­ბა, ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­დით და­ვუდ­გე­ბით. მით უმე­ტეს, რომ ეკა ჩვე­ნი ახ­ლო­ბე­ლი, მე­გო­ბა­რი და კო­ლე­გაა...

- მას მერე, რაც ეს ამ­ბა­ვი შე­ი­ტყვე, მას­თან თუ გქო­ნია კონ­ტაქ­ტი?

- არ შევ­ხმი­ა­ნე­ბი­ვარ... ცოტა უხერ­ხუ­ლი მო­მენ­ტია. დღეს გა­და­ცე­მა­ში მი­ვალ და ყვე­ლა­ნა­ი­რი ფორ­მა­ტის­თვის მზად ვართ.

P.S. "ამ­ბე­ბი.გე"-ს რე­დაქ­ცია გა­მო­ჯანმთე­ლე­ბას უსურ­ვებს ეკა კვა­ლი­აშ­ვილს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ეკა კვალიაშვილს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს - მომღერლის დასახმარებლად ტელემარათონი გაიმართება

ეკა კვალიაშვილს მძიმე დიაგნოზი დაუსვეს - მომღერლის დასახმარებლად ტელემარათონი გაიმართება

მომღერალ ეკა კვალიაშვილს მედიკოსებმა მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. მას მკურნალობა საზღვარგარეთ ესაჭიროება. ეკას დასახმარებლად მისი კოლეგების გარკვეული ჯგუფი გაერთიანდა და სპეციალური ვიდეორგოლი მოამზადეს. ტელეკომპანია "იმედი", "ეკა ხოფერია თოქშოუ'' დღეს ამ თემაზე სპეციალურ გამოშვებას ამზადებს. "ამბები.გე" კი მანამდე მომღერლის კოლეგებს დაუკავშირდა.

ირმა სოხაძე:

- სიმართლე გითხარათ, ძალიან დაბნეული და შეწუხებული ვარ: ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეკასნაირი ენერგიული და მხიარული ადამანი ავად გახდებოდა. მაგრამ მოულოდნელად შევიტყვე, მისმა მეგობრებმა დამირეკეს, მითხრეს, რომ ცუდი დაიგნოზი აქვს. შემდეგ გოგიტა გეგელაშვილსაც, ექიმს ველაპარაკე... რა ვქნათ, ყველამ რაღაც უნდა გავაკეთოთ, უნდა დავეხმაროთ, რომ მდგომარეობიდან გამოვიდეს. კონკრეტულად რა მკურნალობა სჭირდება, არ ვიცი, მაგრამ მკურნალობა რომ სჭირდება და ამას თანხები ესაჭიროება, ეს ფაქტია.

- როგორც თქვენი კოლეგებისგან შევიტყვეთ, გამოსაჯანმრთელებლად უცხოეთის კლინიკაში უნდა გაემგზავროს...

- ვიმეორებ, ეგ დეტალები არ ვიცი, მაგრამ სადაც არ უნდა იყოს, მკურნალობის სერიოზული კურსი უნდა ჩაუტარდეს.

- ნეიროვირუსი, მგონი, მასობრივი დაავადება არ არის...

- გეთანხმებით. როგორც ვიცი, ის ნერვულ დაბოლოებებს აზიანებს, ზოგჯერ თავის ტვინის ქერქის გარკვეულ კერებს. ამიტომ, რაც შეგვიძლია, ყველამ რაღაც უნდა გავაკეთოთ...

- ეკა ხოფერია თავის თოქშოუს დღეს ამ თემას დაუთმობს...

- ეკა კვალიაშვილმა სამი დღის წინ საფრანეთიდან ეს დასკვნა მიიღო. როგორც კი ჩემმა კოლეგებმა ეკა ხოფერიას მიმართეს, ის მაშინვე გულწრფელად გამოეხმაურა, გეგმიური გადაცემა მოხსნა და ეს თემა ჩასვა. ჩვენც, ყველას, ვისაც დაგვირეკეს და საქმის კურსში ჩაგვაყენეს, ეკასთან ვართ. მზად ვართ, მხარში ამოვუდგეთ, დავეხმაროთ. დღეს ყველანი ამ თემაზე პირდაპირ ეთერში ვისაუბრებთ. მარათონივით გადაცემა უნდა გააკეთდეს.

ზურა მანჯავიძე:

- ეკას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები რომ ჰქონდა, მისი მეგობრებისგან ვიცოდი, მაგრამ თუ ასე გართულებული იყო სიტუაცია, არ მეგონა. რამდენიმე დღეა, შევიტყვე, რომ მას სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება.

- რას უჩიოდა?

- კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ მისი მეგობრები ამბობდნენ, რომ ვერ იყო კარგად. ახლა კი ვიცი, რომ ოპერაცია და სერიოზული მკურნალობა სჭირდება. ეს ყველაფერი კი უცხოეთში უნდა ჩაუტარდეს.…

- კლიპში, რომელიც მის მხარდასაჭერად გადაიღეს, ნაჩვენებია ისიც, რომ ჟურნალისტებმა და მსახიობებმა შეძლეს კოლეგების დახმარება. ახლა კი მუსიკოსები ერთიანდებით. რაში გამოიხატება თქვენი თანადგომა?

- სხვათა შორის, ჟურნალისტების აქციაშიც ვმონაწილეობდი. ყველას დავეხმარებით, რითიც შევძლებთ და რისი საშუალებაც იქნება, ყველანაირად გვერდით დავუდგებით. მით უმეტეს, რომ ეკა ჩვენი ახლობელი, მეგობარი და კოლეგაა...

- მას მერე, რაც ეს ამბავი შეიტყვე, მასთან თუ გქონია კონტაქტი?

- არ შევხმიანებივარ... ცოტა უხერხული მომენტია. დღეს გადაცემაში მივალ და ყველანაირი ფორმატისთვის მზად ვართ.

P.S. "ამბები.გე"-ს რედაქცია გამოჯანმთელებას უსურვებს ეკა კვალიაშვილს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება