პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდება სახლში, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა - "ბავშვი ძილის წინ მეუბნება, - დედა, ჟვანია ხომ არ მოვაო?"
რა ხდება სახლში, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა - "ბავშვი ძილის წინ მეუბნება, - დედა, ჟვანია ხომ არ მოვაო?"

"ბავ­შვი ძი­ლის წინ მე­უბ­ნე­ბა, - დედა, ჟვა­ნია ხომ არ მო­ვაო?"

"ზო­გი­ერ­თი მო­დის, მთხოვს სახ­ლი ვაჩ­ვე­ნო და და­ნა­ნე­ბით აღ­ნიშ­ნავს - ნეტა ეს ჩემს სახ­ლში მომ­ხდა­რი­ყოო"

"ვა­სი­კო მაღ­ლა­ფე­რი­ძემ ზუს­ტად 5 წუთ­ში გა­მოგ­ზავ­ნა მუ­შე­ბი და კე­დე­ლი გაგ­ვი­რე­მონ­ტეს. მას შემ­დეგ და­ვახ­ლოვ­დით"

2005 წლის 3 თე­ბერ­ვლის ტრა­გე­დი­ი­დან ათი წლის შემ­დეგ ჩვენ სა­ბურ­თა­ლოს ქ. #53-ში იმ ბი­ნას ვეს­ტუმ­რეთ, სა­დაც ჟვა­ნი­ა­სა და იუ­სუ­პო­ვის ცხედ­რე­ბი იპო­ვეს. მისი მე­პატ­რო­ნე კვლავ ეკა კი­კი­ა­ნია.

ეკა კი­კი­ა­ნი: - გან­ცხა­დე­ბა ბი­ნის გა­ქი­რა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე "სი­ტყვა და საქ­მე­ში" გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე 2004 წლის 6 დე­კემ­ბერს. მა­ლე­ვე და­მი­რე­კა დე­დამ და მი­თხრა, - მაკ­ლერ ხა­თუ­ნას უნდა შენ­თან შეხ­ვედ­რა, ამ­ბობს, კარ­გი კლი­ენ­ტი მყავ­სო. სახ­ლი მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლი იყო, ამი­ტომ მე­ო­რე დღის­თვის და­ვუ­ნიშ­ნე შეხ­ვედ­რა, მაგ­რამ და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, სას­წრა­ფოდ გვინ­და და­ქი­რა­ვე­ბა და იქ­ნებ დღეს­ვე შევხდე­თო. და­ვა­ლა­გე სახ­ლი.

მაკ­ლე­რი ხა­თუ­ნა მო­ვი­და მიშა ძა­ძა­მი­ას­თან (ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას დაც­ვის წევ­რი) ერ­თად. მაკ­ლერ­მა მი­თხრა, - კარ­გი ბი­ჭია, კარ­გი გა­დამ­ხდე­ლიო. ძა­ძა­მი­ამ ამიხ­სნა - ბა­თუ­მის სა­ბა­ჟო­ზე ვმუ­შა­ობ და თბი­ლის­ში სახ­ლი სტუმ­რე­ბის­თვის მჭირ­დე­ბაო. ვთხო­ვე, იქ­ნებ წი­ნას­წარ გა­და­ე­ხა­დათ ორი თვის ბი­ნის ქირა, რად­გან მაკ­ლე­რის­თვის მი­სა­ცე­მი მქონ­და თან­ხა, ასე­ვე ჭაღი მქონ­და გა­მო­საც­ვლე­ლი და თხე­ლი ფარ­და მქონ­და. ძა­ძა­მი­ას და ჩემი სურ­ვი­ლიც იყო, რომ სქე­ლი ფარ­და დაგ­ვე­კი­და, რად­გან წინ ბა­რა­კე­ბია და ყვე­ლა­ფე­რი ჩანს.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

რა ხდება სახლში, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა - "ბავშვი ძილის წინ მეუბნება, - დედა, ჟვანია ხომ არ მოვაო?"

რა ხდება სახლში, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა - "ბავშვი ძილის წინ მეუბნება, - დედა, ჟვანია ხომ არ მოვაო?"

"ბავშვი ძილის წინ მეუბნება, - დედა, ჟვანია ხომ არ მოვაო?"

"ზოგიერთი მოდის, მთხოვს სახლი ვაჩვენო და დანანებით აღნიშნავს - ნეტა ეს ჩემს სახლში მომხდარიყოო"

"ვასიკო მაღლაფერიძემ ზუსტად 5 წუთში გამოგზავნა მუშები და კედელი გაგვირემონტეს. მას შემდეგ დავახლოვდით"

2005 წლის 3 თებერვლის ტრაგედიიდან ათი წლის შემდეგ ჩვენ საბურთალოს ქ. #53-ში იმ ბინას ვესტუმრეთ, სადაც ჟვანიასა და იუსუპოვის ცხედრები იპოვეს. მისი მეპატრონე კვლავ ეკა კიკიანია.

ეკა კიკიანი: - განცხადება ბინის გაქირავების თაობაზე "სიტყვა და საქმეში" გამოვაქვეყნე 2004 წლის 6 დეკემბერს. მალევე დამირეკა დედამ და მითხრა, - მაკლერ ხათუნას უნდა შენთან შეხვედრა, ამბობს, კარგი კლიენტი მყავსო. სახლი მოსაწესრიგებელი იყო, ამიტომ მეორე დღისთვის დავუნიშნე შეხვედრა, მაგრამ დამირეკეს და მითხრეს, სასწრაფოდ გვინდა დაქირავება და იქნებ დღესვე შევხდეთო. დავალაგე სახლი.

მაკლერი ხათუნა მოვიდა მიშა ძაძამიასთან (ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრი) ერთად. მაკლერმა მითხრა, - კარგი ბიჭია, კარგი გადამხდელიო. ძაძამიამ ამიხსნა - ბათუმის საბაჟოზე ვმუშაობ და თბილისში სახლი სტუმრებისთვის მჭირდებაო. ვთხოვე, იქნებ წინასწარ გადაეხადათ ორი თვის ბინის ქირა, რადგან მაკლერისთვის მისაცემი მქონდა თანხა, ასევე ჭაღი მქონდა გამოსაცვლელი და თხელი ფარდა მქონდა. ძაძამიას და ჩემი სურვილიც იყო, რომ სქელი ფარდა დაგვეკიდა, რადგან წინ ბარაკებია და ყველაფერი ჩანს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ