პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიო" და მკაცრი სასჯელი - ექსკლუზიური ინტერვიუ კანონპროექტის ავტორთან
"ბიო" და მკაცრი სასჯელი - ექსკლუზიური ინტერვიუ კანონპროექტის ავტორთან

ბოლო დროს თბი­ლი­სის კლუ­ბებ­ში გა­ჩე­ნი­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ძლი­ე­რი ჰა­ლუ­ცი­ნო­გე­ნე­ბია და მათი ერთჯე­რა­დი მი­ღე­ბაც კი, ძლი­ერ ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ურ ფსი­ქოზს, სრულ დე­ზო­რი­ენ­ტა­ცი­ას იწ­ვევს. მათი მოქ­მე­დე­ბა დიდ­ხანს - 15-24 სა­ათს გრძელ­დე­ბა. რო­გორც ნარ­კო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, პა­ცი­ენ­ტებს მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოს­ვლა ძა­ლი­ან უჭირთ. რაც მთა­ვა­რია, პირ­ვე­ლი მოხ­მა­რე­ბაც კი არა­ნორ­მა­ლურ ლტოლ­ვას იწ­ვევს. ხში­რია სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა, რო­დე­საც მათ ალ­კოჰოლ­თან ან სხვა ნარ­კო­ტიკ­თან ერ­თად მო­იხ­მა­რენ...

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ "ბიოს" წი­ნა­აღ­მდეგ ან­ტი­ნარ­კო­ტი­კუ­ლი კამ­პა­ნია და­ი­წყო. მათი მი­ზა­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა ამაღ­ლდეს. "ამ­ბე­ბი.გე" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს ნინო გი­ორ­გო­ბი­ანს და­უ­კავ­შირ­და.

- ეს ერ­თგვა­რად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კამ­პა­ნი­აც არის. ჩვე­ნი სლო­გა­ნია, - "ერ­თად შევ­ცვა­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა". ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა აქ­ტი­უ­რად უნდა ჩა­ერ­თოს. გვინ­და და ვცდი­ლობთ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დოთ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო კუ­თხით იმუ­შა­ვა და "ბი­ოს­თან" და­კავ­ში­რე­ბით კა­ნო­ნი ძა­ლა­ში 1-ელი მა­ი­სი­დან შევა. "ბიოს"შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, გა­სა­ღე­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­ზიდ­ვა და­ის­ჯე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი 5 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­ზე ორი მოს­მე­ნით უკვე მი­ი­ღეს და სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­სა­მე მოს­მე­ნით ამ კვი­რა­ში და­ამ­ტკი­ცე­ბენ.

ეს კამ­პა­ნია ახლა არ და­წყე­ბუ­ლა. ეს კარ­გად შეს­წავ­ლი­ლი და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯია, რო­მე­ლიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­და­იდ­გა. იცით, რომ ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი წამ­ლე­ბის ურე­ცეპ­ტოდ გა­ყიდ­ვა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვით უკვე აიკ­რძა­ლა. სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცე­მი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მას გა­ყი­დის. უნდა გი­თხრათ, რომ ამ კუ­თხით შე­დე­გი უკვე არის. აქ "კრა­კა­დი­ლის" მომ­ხმა­რებ­ლებს ვგუ­ლის­ხმობ.

მე­ო­რე თემა, რო­მე­ლიც ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ახალ­გაზ­რდებ­მა არ იცი­ან, რა შდე­გი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ბიოს მო­წე­ვამ, ეს პრობ­ლე­მა რომ შეგ­ვეს­წავ­ლა, მუ­შა­ო­ბა რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, სა­კა­ნონ­მდებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბით პრო­ექ­ტი დახ­ვე­წას მო­ი­თხოვ­და. მაგ­რამ მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ამ პრობ­ლე­მას ვერ მო­აგ­ვა­რებს, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა არ იქნა. ამ კომ­პლექ­სუ­რი კამ­პა­ნი­ის ინი­ცი­ა­ტო­რი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროა.

- კამ­პა­ნი­ა­ში რო­გორც ვი­ცით, სხვა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბიც არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი...

- ჩარ­თუ­ლია გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო და ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა პე­და­გო­გე­ბის დო­ნე­ზეც უნდა მოხ­დეს. პე­და­გო­გე­ბი ბავ­შვებს აუხ­სნი­ან, "ბიოს" მი­ღე­ბით, რას­თან აქვთ საქ­მე, რას იწ­ვევს ორ­გა­ნიზ­მში და რო­გორ უნდა გა­უფრ­თხილ­დნენ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას. ამ საქ­მე­ში ასე­ვე ჩარ­თუ­ლია სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროც. ახალ­გაზ­რდე­ბი სპორ­ტუ­ლი წრე­ე­ბით უნდა და­კავ­დნენ, რის­თვი­საც სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო სრულ მზად­ყოფ­ნას აცხა­დებს.

ასე­თი პო­ზი­ცია გვაქვს: "ერ­თად შევ­ცვა­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა". ეს ჩვე­ნი მთა­ვა­რი მე­სი­ჯია! დას­ჯა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლე­ბი არ ვართ. მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა ავა­მაღ­ლოთ.

და კი­დევ ერ­თიც: "ბიოს" მი­ღე­ბა სა­ო­ცარ სიმპტო­მებს იწ­ვევს, ამა­ზე ექი­მე­ბი და ფსი­ქო­ლო­გე­ბი ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ. ამი­ტომ, პი­რე­ლი სიმპტო­მის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში (გარ­თუ­ლე­ბი­სას), 112-ს უნდა და­უ­კავ­შირ­დნენ...

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ხართ, რომ ამ პობ­ლე­მას ეს ღო­ნის­ძი­ე­ბა უშ­ვე­ლის?

- რო­დე­საც ამ თე­მა­ზე ვმუ­შა­ობ­დით და კამ­პა­ნი­ას ვგეგ­მავ­დით, რა თქმა უნდა, ვი­ფიქ­რეთ, რომ რე­ა­ლუ­რი შე­და­გე­ბი უნდა მოჰ­ყვეს. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ და ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ტა­ნოთ მო­სახ­ლე­ო­ბამ­დე იმის შე­სა­ხებ, თუ რაში მდგო­მა­რე­ობს "ბიოს"მი­ღე­ბის საფრ­თხე. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ სა­კითხს გა­აც­ნო­ბი­ე­რებს, მისი მოხ­მა­რე­ბა აღარ მო­უნ­დე­ბა. ასეთ საქ­მეს მხო­ლოდ სა­დამ­სჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არ შვე­ლის. პრობ­ლე­მა მხო­ლოდ იმით და­იძ­ლე­ვა, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცნო­ბი­ე­რე­ბა ამაღ­ლდე­ბა. ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში ყვე­ლა უნდა ჩა­ერ­თოს.

რო­გორც გი­თხა­რით, კა­ნო­ნის მხრი­ვაც არის ზო­მე­ბი მი­ღე­ბუ­ლი. აქამ­დე "ბიო" დას­ჯა­დი არ იყო, რად­გა­ნაც შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობ­და, ამ მხრივ ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით წა­ვე­დით და რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, და­მუ­შავ­და კა­ნონ-პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტმაც გა­ნი­ხი­ლა.

ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მე­დი­ის გვერ­დში დგო­მა. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ყო­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხის გან­ხილ­ვი­სას მხარ­ში გვიდ­გა­ნან, რის­თვი­საც მათ კი­დევ ერთხელ მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო... ან­ტი­ნარ­კო­ტი­კუ­ლი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში შსს-ს მი­ნის­ტრი დღეს უკვე შეხ­ვდა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს, მო­მა­ვალ კვი­რას უნი­ვერ­სი­ტე­ტებს მო­ი­ნა­ხუ­ლებს, ეწ­ვე­ვა რე­გი­ო­ნებ­საც.

აღ­ნიშ­ნულ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რი გახ­ლავთ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი, სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი სოფო კი­ლა­ძე:

- ის, რა­ზეც ვი­მუ­შა­ვეთ, არის ახალ ფსი­ქო­აქ­ტი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის პა­კე­ტი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს; აქე­დან მთა­ვა­რია ერთი - ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ და შემ­დეგ კი - სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში ცვლი­ე­ბე­ბის პრო­ექ­ტი. ამის­კენ კი რთულ­მა პრობ­ლე­მამ გვი­ბიძ­გა, რომ­ლის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბაც რამ­დე­ნი­მე თვის წინ მო­ვახ­დი­ნეთ... ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად წარ­ვად­გი­ნეთ ასე­ვე ცვლი­ლე­ბე­ბის პა­კე­ტი, რო­მე­ლიც სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და და ჩვენ­და გა­საკ­ვი­რად, სა­ნამ კა­ნო­ნი ძა­ლა­ში შე­ვი­დო­და (5 მარ­ტი) მა­ნამ­დე მი­ნი­მუ­მამ­დე და­ვი­და "კრა­კა­დი­ლის", "ვინ­ტის", "ჯე­ფის" მოხ­მა­რე­ბა. ამას ნარ­კო­ლო­გე­ბიც აღ­ნიშ­ნა­ვენ და ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აც ადას­ტუ­რებს.

რაც შე­ხე­ე­ბა ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბას ("ბიოს"), დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ ისიც წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბა. არ არ­სე­ბობ­და არა­ვი­თა­რი მე­ქა­ნიზ­მი, მათი მოხ­მა­რე­ბა, ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­დი­ნე­ბა არ კონ­ტროლ­დე­ბო­და. ამი­ტომ ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ, რად­გა­ნაც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "ბიო" არა მარ­ტო ჩვენ­თვის, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს. ევ­რო­პის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნამ ამ პრობ­ლე­მას­თან ბრძო­ლის ახ­ლე­ბურ მე­თოდს ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი. ეს არის ქი­მი­ურ ნა­ერ­თთა კლა­სე­ბის კრი­მი­ნა­ლი­ზა­ცია, ანუ რაც არ უნდა შეც­ვა­ლონ ქი­მი­უ­რი რე­აქ­ცი­ე­ბის რა­დი­კა­ლე­ბი, უმ­ცი­რე­სი ნა­წი­ლა­კე­ბი მა­ინც რჩე­ბა. ავ­სტრი­ა­ში პი­რა­დად გახ­ლდით მივ­ლი­ნე­ბუ­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა იუ­რი­დი­უ­ლი და ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხი გან­ვი­ხი­ლეთ.

- თქვე­ნი კა­ნონპ­რო­ექ­ტი ავ­სტრი­უ­ლი პრო­ექ­ტის ანა­ლო­გია?

- არა, ჩვე­ნი კა­ნონპ­რო­ქ­ტი ავ­სტრი­უ­ლი პრო­ექ­ტის ანა­ლოგს არ წარ­მო­ად­გენს. უბ­რა­ლოდ მის­გან პრინ­ცი­პია აღე­ბუ­ლი - ქი­მი­ურ ნა­ერ­თთა კლა­სე­ბის კრი­მი­ნა­ლი­ზა­ცია.

ეს ყვე­ლა­ფე­რი აქამ­დე იმი­ტომ მი­ვი­და, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ნება არ არ­სე­ბობ­და.

ასე რომ, გა­სა­ღებს მი­ვა­გე­ნით და მას მერე, რაც პარ­ლა­მენ­ტი მე­სა­მე მოს­მე­ნით და­ამ­ტკი­ცებს, კა­ნო­ნი ძა­ლა­ში შევა. ახა­ლი ფსი­ქო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა, გა­და­ზიდ­ვა, გა­სა­ღე­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­ზიდ­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მო­ტა­ნა დას­ჯა­დია 5 წლამ­დე თა­ვი­სუ­ლე­ბის აღ­კვე­თით.

მო­სახ­ლე­ო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი უნდა იყოს, "ბიოს" მოხ­მა­რე­ბას რა შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა...

2012 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, 45.000 პრობ­ლე­მუ­რი ნარ­კო­მა­ნია (ინექ­ცი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი) და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში, ეს დიდი პრო­ცენ­ტია. ჩვე­ნი ვა­რა­უ­დით, ვინც უკვე და­მო­კი­დე­ბუ­ლია, მათი გან­კურ­ნე­ბა რთუ­ლი და დრო­ში გა­წე­ლი­ლი პრო­ცე­სია. ჩვენ­თვის მთა­ვა­რია, რომ ვინც ჯერ არ არის ამ საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლი, მოხ­დეს პრე­ვენ­ცია. ხელი არ უნდა მი­უწ­ვდე­ბო­დეთ ნარ­კო­ტი­კებ­ზე. ხოლო ვინც და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მოხ­დეს მათი მკურ­ნა­ლო­ბა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, მაგ­რამ ეს მე­ო­რე სა­ფე­ხუ­რია, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი სა­ხელ­მწი­ფოს თან­მიმ­დევ­რუ­ლი პო­ლი­ტი­კის შე­დე­გია. სა­ხელ­მწი­ფო ერთი წე­ლია აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ნარ­კო­მა­ნი­ის დაძ­ლე­ვის კუ­თხით, მის მიერ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ან­ტი­ნარ­კო­მა­ნუ­ლი კამ­პა­ნი­ით. ეს ბოლო ნა­ბი­ჯია, რომ ჩვე­ნი ნარ­კო­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მი­ნი­მუმ­ზე და­ვი­დეს, რათა ჯან­სა­ღი თა­ო­ბა გვყავ­დეს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ასე­ვე: რო­გორ შე­აქვთ ნარ­კო­ტი­კე­ბი თბი­ლი­სის ღა­მის კლუ­ბებ­ში - "გა­ლე­რი­ში" გაგ­ლე­ჯილ კა­იფ­ში იყ­ვნენ ტი­პე­ბი" (ექ­სკლუ­ზი­ვი)

რა გახ­და კარ­დი­ო­ლოგ გუ­ლი­კო ჩა­ფი­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი?

"კოკ­ნა­რის და ოპი­უ­მის კა­იფ­ში გა­წყდა თა­ო­ბე­ბი" - ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე ძა­ლა­დობ­რივ ნარ­კო­პო­ლი­ტი­კას აკ­რი­ტი­კებს

ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ას სკან­და­ლუ­რი მი­მარ­თვა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს - "ჩემი შვი­ლიც ხში­რად სტუმ­რობს გა­ლე­რის"

სად და რო­გორ ყი­დუ­ლო­ბენ თბი­ლის­ში "ბიო" ნარ­კო­ტიკს? - "ბრძო­ლა მი­წევს, რომ თავი გა­და­ვირ­ჩი­ნო"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"ბიო" და მკაცრი სასჯელი - ექსკლუზიური ინტერვიუ კანონპროექტის ავტორთან

"ბიო" და მკაცრი სასჯელი - ექსკლუზიური ინტერვიუ კანონპროექტის ავტორთან

ბოლო დროს თბილისის კლუბებში გაჩენილი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ძლიერი ჰალუცინოგენებია და მათი ერთჯერადი მიღებაც კი, ძლიერ ინტოქსიკაციურ ფსიქოზს, სრულ დეზორიენტაციას იწვევს. მათი მოქმედება დიდხანს - 15-24 საათს გრძელდება. როგორც ნარკოლოგები ამბობენ, პაციენტებს მდგომარეობიდან გამოსვლა ძალიან უჭირთ. რაც მთავარია, პირველი მოხმარებაც კი არანორმალურ ლტოლვას იწვევს. ხშირია სიკვდილიანობა, როდესაც მათ ალკოჰოლთან ან სხვა ნარკოტიკთან ერთად მოიხმარენ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ბიოს" წინააღმდეგ ანტინარკოტიკული კამპანია დაიწყო. მათი მიზანია, საზოგადოების ცნობიერება ამაღლდეს. "ამბები.გე" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა.

- ეს ერთგვარად საგანმანათლებლო კამპანიაც არის. ჩვენი სლოგანია, - "ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება". ამ პრობლემის მოგვარებაში საზოგადოება აქტიურად უნდა ჩაერთოს. გვინდა და ვცდილობთ, რომ მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდოთ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო კუთხით იმუშავა და "ბიოსთან" დაკავშირებით კანონი ძალაში 1-ელი მაისიდან შევა. "ბიოს"შეძენა, შენახვა, გასაღება, საერთაშორისო გადაზიდვა დაისჯება, ეს ყველაფერი 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კანონპროექტი პარლამენტის სხდომაზე ორი მოსმენით უკვე მიიღეს და სავარაუდოდ, მესამე მოსმენით ამ კვირაში დაამტკიცებენ.

ეს კამპანია ახლა არ დაწყებულა. ეს კარგად შესწავლილი და გაანალიზებული ნაბიჯია, რომელიც ამ მიმართულებით გადაიდგა. იცით, რომ ფსიქოტროპული წამლების ურეცეპტოდ გაყიდვა შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით უკვე აიკრძალა. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან ადამიანები, ვინც მას გაყიდის. უნდა გითხრათ, რომ ამ კუთხით შედეგი უკვე არის. აქ "კრაკადილის" მომხმარებლებს ვგულისხმობ.

მეორე თემა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა არ იციან, რა შდეგი შეიძლება გამოიწვიოს ბიოს მოწევამ, ეს პრობლემა რომ შეგვესწავლა, მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, საკანონმდებლო მიმართულებით პროექტი დახვეწას მოითხოვდა. მაგრამ მხოლოდ სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, თუ საზოგადოების მხარდაჭერა არ იქნა. ამ კომპლექსური კამპანიის ინიციატორი შინაგან საქმეთა სამინისტროა.

- კამპანიაში როგორც ვიცით, სხვა სამინისტროებიც არიან ჩართულები...

- ჩართულია განათლების სამინისტრო და ამ პრობლემის მოგვარება პედაგოგების დონეზეც უნდა მოხდეს. პედაგოგები ბავშვებს აუხსნიან, "ბიოს" მიღებით, რასთან აქვთ საქმე, რას იწვევს ორგანიზმში და როგორ უნდა გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას. ამ საქმეში ასევე ჩართულია სპორტის სამინისტროც. ახალგაზრდები სპორტული წრეებით უნდა დაკავდნენ, რისთვისაც სპორტის სამინისტრო სრულ მზადყოფნას აცხადებს.

ასეთი პოზიცია გვაქვს: "ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება". ეს ჩვენი მთავარი მესიჯია! დასჯაზე ორიენტირებულები არ ვართ. მთავარი მიზანია, საზოგადოების ცნობიერება ავამაღლოთ.

და კიდევ ერთიც: "ბიოს" მიღება საოცარ სიმპტომებს იწვევს, ამაზე ექიმები და ფსიქოლოგები ბევრს საუბრობენ. ამიტომ, პირელი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში (გართულებისას), 112-ს უნდა დაუკავშირდნენ...

- დარწმუნებულები ხართ, რომ ამ პობლემას ეს ღონისძიება უშველის?

- როდესაც ამ თემაზე ვმუშაობდით და კამპანიას ვგეგმავდით, რა თქმა უნდა, ვიფიქრეთ, რომ რეალური შედაგები უნდა მოჰყვეს. ამ ღონისძიების ფარგლებში უნდა მოვახერხოთ და ინფორმაცია მივიტანოთ მოსახლეობამდე იმის შესახებ, თუ რაში მდგომარეობს "ბიოს"მიღების საფრთხე. ადამიანი, რომელიც ამ საკითხს გააცნობიერებს, მისი მოხმარება აღარ მოუნდება. ასეთ საქმეს მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიებები არ შველის. პრობლემა მხოლოდ იმით დაიძლევა, თუ საზოგადოებაში ცნობიერება ამაღლდება. ამ პრობლემის მოგვარებაში ყველა უნდა ჩაერთოს.

როგორც გითხარით, კანონის მხრივაც არის ზომები მიღებული. აქამდე "ბიო" დასჯადი არ იყო, რადგანაც შესაბამისი კანონმდებლობა არ არსებობდა, ამ მხრივ ევროპული გამოცდილებით წავედით და როგორც უკვე აღვნიშნე, დამუშავდა კანონ-პროექტი, რომელიც პარლამენტმაც განიხილა.

ასევე მნიშვნელოვანია მედიის გვერდში დგომა. ჟურნალისტები ყოველი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას მხარში გვიდგანან, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო... ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში შსს-ს მინისტრი დღეს უკვე შეხვდა სკოლის მოსწავლეებს, მომავალ კვირას უნივერსიტეტებს მოინახულებს, ეწვევა რეგიონებსაც.

აღნიშნულ კანონპროექტის ავტორი გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტი, სამმართველოს უფროსი სოფო კილაძე:

- ის, რაზეც ვიმუშავეთ, არის ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებას ითვალისწინებს; აქედან მთავარია ერთი - ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ კანონის პროექტი, რომელიც პირველად ჩამოვაყალიბეთ და შემდეგ კი - სისხლის სამართლის კოდექსში ცვლიებების პროექტი. ამისკენ კი რთულმა პრობლემამ გვიბიძგა, რომლის იდენტიფიცირებაც რამდენიმე თვის წინ მოვახდინეთ... ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად წარვადგინეთ ასევე ცვლილებების პაკეტი, რომელიც სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებდა და ჩვენდა გასაკვირად, სანამ კანონი ძალაში შევიდოდა (5 მარტი) მანამდე მინიმუმამდე დავიდა "კრაკადილის", "ვინტის", "ჯეფის" მოხმარება. ამას ნარკოლოგებიც აღნიშნავენ და ჩვენს ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციაც ადასტურებს.

რაც შეხეება ჩვენი საქმიანობის მეორე მიმართულებას ("ბიოს"), დარწმუნებულები ვართ, რომ ისიც წარმატებულები იქნება. არ არსებობდა არავითარი მექანიზმი, მათი მოხმარება, ქვეყანაში შემოდინება არ კონტროლდებოდა. ამიტომ ევროპის რამდენიმე ქვეყნის გამოცდილება გავითვალისწინეთ, რადგანაც მოგეხსენებათ, "ბიო" არა მარტო ჩვენთვის, მთელი მსოფლიოსთვის პრობლემას წარმოადგენს. ევროპის რამდენიმე ქვეყანამ ამ პრობლემასთან ბრძოლის ახლებურ მეთოდს ჩაუყარა საფუძველი. ეს არის ქიმიურ ნაერთთა კლასების კრიმინალიზაცია, ანუ რაც არ უნდა შეცვალონ ქიმიური რეაქციების რადიკალები, უმცირესი ნაწილაკები მაინც რჩება. ავსტრიაში პირადად გახლდით მივლინებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად. ამასთან დაკავშირებით ყველა იურიდიული და ტექნიკური საკითხი განვიხილეთ.

- თქვენი კანონპროექტი ავსტრიული პროექტის ანალოგია?

- არა, ჩვენი კანონპროქტი ავსტრიული პროექტის ანალოგს არ წარმოადგენს. უბრალოდ მისგან პრინციპია აღებული - ქიმიურ ნაერთთა კლასების კრიმინალიზაცია.

ეს ყველაფერი აქამდე იმიტომ მივიდა, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობდა.

ასე რომ, გასაღებს მივაგენით და მას მერე, რაც პარლამენტი მესამე მოსმენით დაამტკიცებს, კანონი ძალაში შევა. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა-შენახვა, გადაზიდვა, გასაღება, საერთაშორისო გადაზიდვა, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა დასჯადია 5 წლამდე თავისულების აღკვეთით.

მოსახლეობა მაქსიმალურად ინფორმირებული უნდა იყოს, "ბიოს" მოხმარებას რა შედეგები მოჰყვება...

2012 წლის მონაცემებით, 45.000 პრობლემური ნარკომანია (ინექციური მომხმარებელი) დაფიქსირებული. საქართველოს შემთხვევაში, ეს დიდი პროცენტია. ჩვენი ვარაუდით, ვინც უკვე დამოკიდებულია, მათი განკურნება რთული და დროში გაწელილი პროცესია. ჩვენთვის მთავარია, რომ ვინც ჯერ არ არის ამ საქმეში ჩართული, მოხდეს პრევენცია. ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ ნარკოტიკებზე. ხოლო ვინც დამოკიდებულები არიან, მოხდეს მათი მკურნალობა და რეაბილიტაცია, მაგრამ ეს მეორე საფეხურია, ეს ყველაფერი კი სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. სახელმწიფო ერთი წელია აქტიურად მუშაობს ნარკომანიის დაძლევის კუთხით, მის მიერ დაანონსებული ანტინარკომანული კამპანიით. ეს ბოლო ნაბიჯია, რომ ჩვენი ნარკომომხმარებლების რაოდენობა მინიმუმზე დავიდეს, რათა ჯანსაღი თაობა გვყავდეს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ასევე: როგორ შეაქვთ ნარკოტიკები თბილისის ღამის კლუბებში - "გალერიში" გაგლეჯილ კაიფში იყვნენ ტიპები" (ექსკლუზივი)

რა გახდა კარდიოლოგ გულიკო ჩაფიძის შვილიშვილის სიკვდილის მიზეზი?

"კოკნარის და ოპიუმის კაიფში გაწყდა თაობები" - ნათია ფანჯიკიძე ძალადობრივ ნარკოპოლიტიკას აკრიტიკებს

ხათუნა ჟორდანიას სკანდალური მიმართვა ირაკლი ღარიბაშვილს - "ჩემი შვილიც ხშირად სტუმრობს გალერის"

სად და როგორ ყიდულობენ თბილისში "ბიო" ნარკოტიკს? - "ბრძოლა მიწევს, რომ თავი გადავირჩინო"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ