მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენ მილიონ კატას ჭამენ ყოველ წელს ჩინეთში?
რამდენ მილიონ კატას ჭამენ ყოველ წელს ჩინეთში?

ჩი­ნეთ­ში ყო­ველ წელს 4 მი­ლი­ონ კა­ტას ჭა­მენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვეყ­ნის მთავ­რო­ბამ 2012 წელს კა­ტის საკ­ვე­ბად მი­ღე­ბა აკ­რძა­ლა და თუ ვინ­მე ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის ხორცს გა­ე­კა­რე­ბა, 15 დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა, ან ჯა­რი­მა ელის, ჩი­ნე­ლე­ბი კა­ტის ხორ­ცზე უარს მა­ინც ვერ ამ­ბო­ბენ.

სა­გან­გა­შო სტა­ტის­ტი­კა ყო­ველ წელს მა­ტუ­ლობს. თუ ცხო­ვე­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კი კა­ტე­ბი არ გიყ­ვართ, მა­შინ გუ­ან­დუ­ნი­სა და გუ­ან­სი-ჯუ­ა­ნის პრო­ვინ­ცი­ებს ერი­დეთ, რად­გა­ნაც იქ, კა­ტის ხორ­ცის­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძი ზამ­თრის ცივ თვე­ებ­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი საკ­ვე­ბია. ჩი­ნე­ლე­ბის აზ­რით, კა­ტის ხორ­ცი ცივ დღე­ე­ში სხე­უ­ლის გათ­ბო­ბას უწყობს ხელს. 

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ახალ­გაზ­რდა ჩი­ნე­ლი ქა­ლის, ლი ჯინ­ბან­გის საქ­ცი­ელ­მა აღაშ­ფო­თა. ლის მი­სა­მარ­თით ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რებ­ლებ­მა ონ­ლა­ინ სი­ძულ­ვი­ლის კამ­პა­ნია წა­მო­ი­წყეს. საქ­მე ის არის, რომ ქალ­მა ფო­ტო­ე­ბი ატ­ვირ­თა, სა­დაც ჩან­და, თუ რო­გორ ამ­ზა­დებს კა­ტის­გან კერძს. ის პოს­ტავ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, სა­დაც მე­გობ­რებს აც­ნობ­და, თუ რო­გორ დაკ­ლა, გა­ა­ტყა­ვა და მო­ხარ­შა მე­გობ­რის კატა. ფო­ტოც დადო, სა­დაც ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი და შე­ში­ნე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლი გა­ლი­ა­შია გა­მომ­წყვდე­უ­ლი.

"შე­ხე­დეთ, ვე­ფხვის და­ჭე­რა შევ­ძე­ლი და შევ­ჭა­მე. სრუ­ლი­ად სა­მარ­თლი­ა­ნად მოვ­კა­ლი და ძა­ლი­ა­ნაც მო­მე­წო­ნა. ისე შევ­ჭა­მე, რომ არა­ლე­გა­ლუ­რი არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია", - და­პოს­ტა მან.

რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ლან­ძღვა-გი­ნე­ბის შემ­დეგ ლიმ ყვე­ლა პოს­ტი და ფოტო წა­შა­ლა. თუმ­ცა, კად­რე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში მა­ინც გავ­რცელ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქალ­მა "თავი იმარ­თლა" და გა­ნა­ცხა­და, რომ კატა მა­ინც მოკ­ვდე­ბო­და, რად­გა­ნაც ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოყ­ვა, მან კი ტან­ჯვის­გან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

შე­გახ­სე­ნებთ, ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არაა, რო­დე­საც ჩი­ნე­ლე­ბის "ეგ­ზო­ტი­კუ­რი" კერ­ძე­ბი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი მსოფ­ლი­ოს აოგ­ნებს. შარ­შან და­სავ­ლუ­რი გა­მო­ცე­მე­ბი წერ­დნენ, რომ ჩი­ნეთ­ში ქუ­ჩის ბაზ­რო­ბებ­ზე ძაღ­ლის ხორ­ცი იყი­დე­ბა. გა­მო­ცე­მა The Sun-მა ჩი­ნე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რე­გი­ო­ნის, გუ­ან­სი-ჯუ­ა­ნის ოლქ იუ­ლინ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი შო­კის­მომ­გვრე­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­ავ­რცე­ლა. მო­ვაჭ­რე­ებს ცო­ცხა­ლი ცხო­ვე­ლე­ბი ბა­ზარ­ში მიჰ­ყავთ; ვიდ­რე მათი დაკ­ვლის დრო მოვა, ძაღ­ლე­ბი გა­ლი­ებ­ში არი­ან გა­მომ­წყვდე­ულ­ნი. ძაღ­ლის ხორცს ყი­დუ­ლობს რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა, ისე რეს­ტორ­ნის მე­პატ­რო­ნე­ნი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

რამდენ მილიონ კატას ჭამენ ყოველ წელს ჩინეთში?

რამდენ მილიონ კატას ჭამენ ყოველ წელს ჩინეთში?

ჩინეთში ყოველ წელს 4 მილიონ კატას ჭამენ. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მთავრობამ 2012 წელს კატის საკვებად მიღება აკრძალა და თუ ვინმე შინაური ცხოველის ხორცს გაეკარება, 15 დღიანი პატიმრობა, ან ჯარიმა ელის, ჩინელები კატის ხორცზე უარს მაინც ვერ ამბობენ.

საგანგაშო სტატისტიკა ყოველ წელს მატულობს. თუ ცხოველები, განსაკუთრებით კი კატები არ გიყვართ, მაშინ გუანდუნისა და გუანსი-ჯუანის პროვინციებს ერიდეთ, რადგანაც იქ, კატის ხორცისგან მომზადებული კერძი ზამთრის ცივ თვეებში ყველაზე პოპულარული საკვებია. ჩინელების აზრით, კატის ხორცი ცივ დღეეში სხეულის გათბობას უწყობს ხელს. 

რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის მომხმარებლები ახალგაზრდა ჩინელი ქალის, ლი ჯინბანგის საქციელმა აღაშფოთა. ლის მისამართით ინტერნეტ-მომხმარებლებმა ონლაინ სიძულვილის კამპანია წამოიწყეს. საქმე ის არის, რომ ქალმა ფოტოები ატვირთა, სადაც ჩანდა, თუ როგორ ამზადებს კატისგან კერძს. ის პოსტავდა ინფორმაციას, სადაც მეგობრებს აცნობდა, თუ როგორ დაკლა, გაატყავა და მოხარშა მეგობრის კატა. ფოტოც დადო, სადაც ჯერ კიდევ ცოცხალი და შეშინებული ცხოველი გალიაშია გამომწყვდეული.

"შეხედეთ, ვეფხვის დაჭერა შევძელი და შევჭამე. სრულიად სამართლიანად მოვკალი და ძალიანაც მომეწონა. ისე შევჭამე, რომ არალეგალური არაფერი გამიკეთებია", - დაპოსტა მან.

რასაკვირველია, ლანძღვა-გინების შემდეგ ლიმ ყველა პოსტი და ფოტო წაშალა. თუმცა, კადრები ინტერნეტში მაინც გავრცელდა. მოგვიანებით ქალმა "თავი იმართლა" და განაცხადა, რომ კატა მაინც მოკვდებოდა, რადგანაც ავტოავარიაში მოყვა, მან კი ტანჯვისგან გაათავისუფლა.

შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჩინელების "ეგზოტიკური" კერძებისადმი სიყვარული მსოფლიოს აოგნებს. შარშან დასავლური გამოცემები წერდნენ, რომ ჩინეთში ქუჩის ბაზრობებზე ძაღლის ხორცი იყიდება. გამოცემა The Sun-მა ჩინეთის ავტონომიური რეგიონის, გუანსი-ჯუანის ოლქ იულინში გადაღებული შოკისმომგვრელი ფოტოები გაავრცელა. მოვაჭრეებს ცოცხალი ცხოველები ბაზარში მიჰყავთ; ვიდრე მათი დაკვლის დრო მოვა, ძაღლები გალიებში არიან გამომწყვდეულნი. ძაღლის ხორცს ყიდულობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე რესტორნის მეპატრონენი.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს